_თეატრი_კონკრეტულად…სტურუა და ბრეხტი….

Posted 4:30 PM by Nina in თემები , ,

fb07-6138

Posted by PaWu

Bookmark and Share
 

ტერმინი თეატრი (ბერძნულად theatron – სანახაობების ადგილი) ორი მნიშვნელობით გამოიყენება:
1. თეატრი, როგორც ხელოვნების დარგი… თეატრის გამოხატვის სპეციფიკური საშუალებაა სცენური მოქმედებები, რომლებიც სრულდება პუბლიკის წინაშე მსახიობთა გამოსვლის (თამაშის, როლის შესრულების) დროს…
2. თეატრი, როგორც შენობა, სასცენო ადგილი, სადაც ტრადიციულად ხდება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოების წარმოდგენა… შესაძლებელია სცენის გამართვა ღია ცის ქვეშ, პარკში, ძველ ტაძარში ან ამფითეატრში…
თეატრის ფესვები უძველეს სასოფლო–სამეურნეო და სამონადირეო თამაშებში და მასობრივ სახალხო რიტუალებშია… ძველ საბერძნეთში არსებობდა თეატრის სხვადასხვა სახეობები თავისი ტრადიციებით, სცენური ტექნიკით… მდიდარი და მრავალფეროვანი სანახაობრივი ფორმები შექმნეს აღმოსავლეთის ხალხებმა ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ინდონეზიაში და სხვაგან… შუა საუკუნეების ევროპაში თეატრალური შემოქმედების მატარებლები იყვნენ მოხეტიალე მსახიობები: ჰისტრიონები, ჟონგლიორები და სხვები….
ერთერთი ყველაზე გრანდიოზული ქართული ტეატრალური ნამუშევარი გახლავთ „კავკასიური ცარცის წრე“ , 1944 წელს ბერტოლტ ბრეხტის მიერ შექმნილი ეპიკური პიესა, სადაც მოთხრობილია გოგონაზე, რომელიც მოიტაცებს ბავშვს და ბავშვისთვის ნამდვილ მშობლებზე უკეთეს დედად იქცევა, თუმცა გავა დრო და ბავშვის მშობლებს მისი არსებობა გაახსენდებათ და მოითხოვენ მის დაბრუნებას… ამ ამბავს მოყვება სასამართლო განხილვა, მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა ბავშვი რჩება იმ დედასთან, რომელმაც მეტი წვლილი შეიტანა მის ცხოვრებაში…

bertoltbrecht1

იესა ბრეხტმა შეერთებულ შტატებში ყოფნისას დაწერა… პიესა ინგლისურ ენაზე თარგმნა მისმა მეგობარმა და თაყვანისმცემელმა ერიკ ბენტლიმ და მსოფლიო პრემიერა, სტუდენტური დადგმის სახით, მინესოტაში, კარლტონის კოლეჯში 1948 წელს შედგა…

სრული სტატია იხილე აქ>>>



0 comment(s) to... “_თეატრი_კონკრეტულად…სტურუა და ბრეხტი….”