Parov Stelar Band – რეპორტაჟი (01.01.10)

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , , ,

parovlogo

ავტორი: Leonsio

არვიცი ამ ახალ წელს ვინ სად შეხვდა ან როგორ, მაგრამ მე სასწაულად მაგარ გარემოში ავღმოჩნდი. მოკლედ ახალი წლის ღამეს Tbilisi Event Hall–ში გაიმართა ცნობილი და პოპულარული Parov Stelar Band–ს კონცერტი. რომელიც დაიწყო პატარა გათამაშებით. გათამაშდა Parov Stelar–ის ალბომები და ერთი მთავარი პრიზი John McLaughlin & The 4th Dimension–ზე 27 აპრილს აგრეთვე Tbilisi Event Hall–ში დასასწრები 2 ბილეთი.

ამის შემდეგ დაიწყო კონცერტი რომელიც დამიჯერეთ იქ მყოფ საზოგადოებას და მათშორის მეც არასოდეს დაგვავიწყდება. ეს იყო ნამდვილად რომ ახალი წლის ჯადოსნური ღამე, სადაც ისეთი მუსიკა უკრავდა რომ ყველა ასაკის ადამიანი წინ გამოსულიყო და ცეკვავდა! საქსაფონი, გიტარა, დრამი, შესანიშნავი ვოკალი და რაც მთავარია თავად ფარვო სტელარი . მოკლედ სასწაული მიქსი იყო ალბათ ერთ–ერთი საუკეთესოც კი ამ დროში… სცენიდან იმხელა მუხტი და ენერგია მოდიოდა რომ  გული 10–ჯერ და 20–ჯერ ჩქარა ფეთქავდა… 3 საათის განმავლობაში მაგიდასთან არავინ დაბრუნებულა ყველა ფეხზე იყო და ცეკვავდა შეუსვენებლივ. პირველი საახალწლო საღამო Tbilisi Event Hall–ში და ისიც 100%–ით წარმატებული! ამაზე ისიც მეტყველებს რომ ხალხის მოთხოვნით დაინიშნა მეორე კონცერტი რომელიც ჩატარდა მეორე დღეს ანუ ვინც ახალი წლის ღამეს ვერ მოასწრო ბილეთის დაჯავშნა მეორე ღამეს ბედობას ისევ Parov Stelar Band – თან ერთად შეხვდნენ!

მარკუს ეკლმაიერი – საქსაფონი
შტეფან ჰოელზლი – ბასი
ლილია ბლუმი – ვოკალი
ანდრეას ლეტნერი – დასარყამი ინსტრუმენტი
ფაროვ სტელარი – turntables…

IMG_5017-150x150

 IMG_4906-150x150

 IMG_4908-150x150

 IMG_4918-150x150

 IMG_4984-150x150

იხილეთ ვრცლად

 

http://leonsio.ge/



0 comment(s) to... “Parov Stelar Band – რეპორტაჟი (01.01.10)”