რატომ? I “ასაკოვანი ახალგაზრდობა”
Posted 1:18 PM by Nina in თემები fsiqe, fsiqe.wordpress.com, საქართველო, ტელევიზია, ცხოვრების სტილიავტორი: fsiQe
…ასეა თუ ისე, მსგავსი ბანალურ-რიტორიკული კითხვები მეც მიტრიალებს ხოლმე თავში. აი ისინიც:
დღეს დილით, (წვიმაში) მეგობარმა ჩოგბურთის სათამაშოდ წამათრია. ოდნავ წინწკლავდა. მინსა ვაღიარო, ასეთ დროს არასდროს ჩავსულვარ კორტებზე. თურმე რამდენი ხალხია ამ დროს იქ. ძირითადად სულ არაქართველები( ქსენოფობი რომ არ ვარ, პირიქით, მრავალფეროვნება ლამაზად და საინტერესოდ რომ მიმაჩნია ყველამ იცის მგონი ეგ ამბავი) უბრალოდ, თვალში მომხვდა ის, რომ საშუალო ასაკის ქალბატონები, ვარჯიშობდნენ, თამაშობდნენ.. მათ შორის ქართველი არც ერთი არ იყო. სხვათაშორის მშვენვრად გამოიყურებოდნენ ეს ასაკოვანი ადამიანები. ქართველი ქალი/კაცი კი, გახდება თუ არა 50 წლის, უკვე ყოველდღე სიკვდილს ელოდება, წელში მოხრილი, გაუპარსავი (კაციც და ქალიც სხვათაშორის) დადის, აღარც მაკიაჟს იკეთებენ, აღარც ფიგურას აქცევენ ყურადღებას, თმასაც არ იღებავს ზოგი. მაშინ, როდესაც 50 წელი სულაც არ ნიშნავს სიბერეს…