ავტორი: ზვიგენა
ჩვენმა ახალგაზრდულმა მორიგი შეხვედრა იმავე ირლანდიელებთან გამართა და როგორც დუბლინური მატჩი, ეს შეხვედრაც ფრედ 1:1 დაამთავრა. ვაკეში თამაშზე დასწრება უფასო იყო და ხალხიც მოსალოდნელზე ბევრი შეგროვა – სადღაც ათი ათას კაცამდე.
ჩვენი ნაკრების შემადგენლობა გვარიანად გადახალისებული იყო, ტრავმის გამო ორი გამორჩეული ფეხბურთელი ყენია და მჭედლიძე გვაკლდა, დისკვალიფიკაცია ჰქონდათ ხიდეშელს და სანაიას. რატომღაც სათადარიგოთა შორისაც არ იყო ლევან კუტალია, ხოლო დავით თარგამაძე გაუგონარი მიზეზის გამო ნაკრებს მიღმა დარჩა – ოფიციალური ინფორმაციით თითქოს გაბელიას უნდოდა მისი გამოძახება, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა ( ასეთი რამ სანამ ხდება, პრეტენზია ბევრ რამეზე არც უნდა გვქონდეს, რა სათქმელია ვერ დავუკავშირდითო?! კაცი გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშობს, სადღაც ორღბის გუნდში ხო არა?! ) .
წინდაწინ ვიტყვი, რომ დანაკლისი მართლაც საგრძნობი იყო …