კარლ გუსტავ იუნგი და წითელი წიგნი
Posted 6:00 PM by Nina in თემები kate_alukard, ლიტერატურა, ფსიქოლოგიაავტორი: Kate_AlukaЯD
კარლ გუსტავ იუნგი (Carl Gustav Jung) იყო შვეიცარიელი ფსიქიატრი და ანალიტიკური ფსიქოლოგიის დამფუძნებელი. (1875-1961) მისი უნიკალური და გავლენიანი შეხედულება ფსიქოლოგიაზე ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკის გაანალიზებაზე სიზმრების, ხელოვნების, მითოლოგიის, მსოფლიო რელიგიებისა და ფილოსოფიის სამყაროთა შესწავლით. მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი არ ყოფილა, რომელმაც სიზმრების ანალიზი სცადა, ის უდაოდ ყველაზე ცნობილი პიონერია ამ დარგში. თუმცა ის თეორეტიკოსი ფსიქოლოგი იყო და მთელი ცხოვრება კლინიკურ პრაქტიკას ეწეოდა, მისი ცხოვრებისეული ნაშრომების უმრავლესობა სხვა იდეათა შემეცნებას ეთმობა, როგორიცაა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფილოსოფია, ალქიმია, ასტროლოგია, სოციოლოგია, ლიტარატურა და ხელოვნება. სხვათაშორის ზიგმუნდის გულითადი მეგობარი იყო სანამ 1913 წელს რაღაცა განხეთქილების გამო არ გაუბდრნენ…
დიპლომატიის არდადეგებს ომი ეწოდება.