რა მივაყოლოთ ქართულ ღვინოს – “ღვინის კლუბის” რჩევები
Posted 5:00 PM by Nina in თემები კულინარია, მალხაზ ხარბედია, მარანი, საქართველოავტორი: მალხაზ ხარბედია
საქართველოში ჯერ კიდევ მყარია განუზომელი რაოდენობით ღვინის სმის ტრადიცია და ამიტომაც, ზოგიერთ სუფრასთან ცოტათი სასაცილო ჩანს ხოლმე ღვინისა და კერძის შეხამებაზე საუბარი და რესტორანში ამათუიმ კერძთან რომელიმე კონკრეტული ღვინის შეკვეთამ ზოგიერთ თანამეინახეს შესაძლოა ღიმილიც მოჰგვაროს. ჩვენთან ძალზე უცნაურ კატეგორიებადაა ღვინოები დაყოფილი და იმის ნაცვლად, რომ ისინი ერთმანეთისგან უფრო მყარი კრიტერიუმების საფუძველზე გავარჩიოთ, მას ძირითადად ე.წ. "საქეიფო" და "საწრუპავ" ქვეჯგუფებში ვათავსებთ. როგორც ჩანს, ქართველებს ასე უფრო გვიადვილდება ცხოვრება. ღვინის მრავალფეროვანი სამყაროს უკეთ აღსაქმელად, მხოლოდ ორი კატეგორიით ვიფარგლებით, რადგან უფრო მეტი, თავგზას გვიბნევს.
მაგალითად კახურ საქეიფო ღვინოდ ითვლება რქაწითლიდან დაწურული, კახური ტიპის ტანინიანი ღვინო, ქართლში ჩინური ან გორული მწვანე, იმერეთში ე.წ. ციცქა-ცოლიკოური, რაჭაში წულუკიძის თეთრა და ცოლიკოური, ხოლო გურიაში ადესასაც კი მიიჩნევენ საქეიფო ღვინოდ…