ლალი მოროშკინამ შესაძლოა შალვა რამიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს
Posted 3:00 PM by Nina in თემები Bas, Ni2 News, ni2news.ge, ამბები, შოუ ბიზნესიავტორი: Bas
მას შემდეგ, რაც ცნობილმა ტელეწამყვანმა, მარინა სალუქვაძემ, განაცხადა რომ შალვა რამიშვილის გადაცემაში, ”სიმართლის დრო,” დასმული შეკითხვა (”გიფიქრიათ თუ არა მარინა სალუქვაძესთან სექსზე?”) შესაძლოა სასამართლოში ჩივილის საფუძველი გახდეს, იგივე მუქართი გამოვიდა ცნობილი ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, ქალის ეტალონი და პროფილის ხშირი სტუმარი, ლალი მოროშნიკა. მოროშკინა, სალუქვაძისგან გასხვავებით, რამიშვილს იმის გამო უჩივის რომ ამ უკანასკნელის გადაცემაში ის ჯერ არც ერთხელ არ უხსენებიათ.
”ჩემს გაოცებას და განრისხებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ვნახე რომ აგერ უკვე მესამე გადაცემაში არ მახსენეს. და ეს ხდება მაშინ, როცა მე XXI საუკუნის ნოდარ დუმბაძეს მიწოდებენ, ისევე როგორც გივი სიხაულიძეს – ჩეხოვს.”
ნი2 დაუკავშირდა შალვა რამიშვილსაც…