პუტინი ჰალსტუხის ღეჭვის გამო საქართველოს ლიდერს დასცინის
Posted 3:00 PM by Nina in თემები foreignpress.ge, იუმორი, ომი, პოლიტიკა, რუსეთი, საქართველოავტორი: რეიჩელ კუპერი
ვლადიმერ პუტინმა არადიპლომატიურად დასცინა საქართველოს ლიდერს მიხეილ სააკაშვილს, განაცხადა რა, რომ მის გვერდით ჰალსტუხის ტარება უსაფრთხო არ არის
როდესაც გასულ კვირას იალტაში პრეს-კონფერენციაზე რუსეთის ლიდერს სააკაშვილის კიევში ვიზიტზე შეკითხვა დაუსვეს, თავისი ენაკვიმატობით ცნობილმა პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს ლიდერი და უკრაინის გულმხურვალედ პრო-დასავლური პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო შეხვედრაზე შეხსნილი პერანგებით უნდა მივიდნენ. ”უკეთესი იქნება, თუკი ეს ორი პრეზიდენტი სადილს (თუკი ისინი სადილის მოწყობას აპირებენ) ჰალსტუხების გარეშე დაესწრება. ჰალსტუხები დღეს ძვირი ღირს… მოკლედ, მიხვდით ალბათ რასაც ვგულისხმობ” – სთქვა მან, რასაც ჩინოვნიკების და ჟურნალისტების სიცილი მოჰყვა. ”უიშჩენკოს სტუმარი თავის ჰალსტუხს გადაყლაპავს”…