ავტორი: ჰერმან ჰესსე
Facebook-ზე რატი ამაღლობელის მიერ დაწყებულ თემას აქ, ჩემს ბლოგზე გავაგრძელებ. იდეა კი შემდეგში მდგომარეობს: განვიხილავთ ყველაზე ცნობილ ინტელექტუალ ქალბატონებს (და არა მხოლოდ ინტელექტუალ:)), რომლებმაც ასე თუ ისე "ჭკუიდან გადადგეს" დიდი მწერლები თუ მოაზროვნეები.
ვიწყებ ქალბატონი მერი შელით
მერი შელი (Marry Shelley (Mary Wollstonecraft Godwin; 30 August 1797 – 1 February 1851)) დაიბადა ლონდონში ცნობილი ფემინისტის, მასწავლებლისა და მწერლის, მერი უოლსტონკრაფტისა და არანაკლებ ცნობილი ლიბერალური ფილოსოფოსის, ჟურნალისტ-ანარქისტისა და ათეისტის, უილიამ გოდვინის ოჯახში. მერის დედა მშობიარობას გადაყვა, ამიტომაც მასა და მის ნახევარდაზე, ფანი იმლაიზე უილიამ გოდვინი ზრუნავდა, რომელმაც ქალიშვილებს არაჩვეულებრივი განათლება მისცა. ეს კი იმ დროისათვის საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო.
მომავალში თავის მეუღლეს, თავისუფლად მოაზროვნესა და ათეისტ პერსი ბიში შელის მერი უილიამ გოდვინის წიგნების მაღაზიაში შეხვდა, სადაც ის თავის მეუღლესთან, ჰარიეტთან ერთად იყო მისული…