რამდენიმე რჩევა ეფექტური ლიდერობისათვის
Posted 3:00 PM by Nina in თემები HR Journal, სასარგებლო, ცხოვრების სტილიავტორი: tamarbaratashvili
ეფექტური ლიდერობა ნიშნავს ერთდროულად ექვსი რამის კეთებას:
1. ხვდებოდე, რა არის შენი დანიშნულება;
2. იცოდე რა არის შესაძლებელი;
3. იცოდე, სხვებს როგორ შეუძლიათ შენი დახმარება;
4. დაეხმარო სხვებს წარმატების მიღწევაში;
5. იყო ფოკუსში;
6. აკონტროლო შენი მიღწევების დონე.
ეს არის გზა წარმატებისაკენ. ეს რჩევები ისეთივე ეფექტურია, როგორც ლიდერის გულში, გონებასა და სულში მდებარე დიდი სურვილი. ლიდერს უნდა ჰქონდეს მიზეზი და დიდი სურვილი აკეთოს სწორედ ის, რაც ნამდვილი ლიდორობისთვისაა საჭირო.
ეფექტური ლიდერობის მისაღწევად პირველი ნაბიჯია, ხვდებოდე შენს დანიშნულებას. ლიდერმა თავისთავს უნდა ჰკითხოს: რატომ ვაკეთებ ამას? თუ პასუხი ამ შეკითხვაზე არ მოუკიდებს ცეცხლს მის არსებას, მაშინ ვერ გახდება ნამდვილი ლიდერი. ჯერ უნდა გქონდეს ღრმა დანიშნულება ან ვალდებულება საქმის მიმართ, მხოლოდ ამის შე4მდეგ შეგიძლია იყო ეფექტური ლიდერი. ნამდვილი ლიდერი ეძებს გზებს გააუმჯობესოს ყველაფერი, რაც მის გარშემოა, რაზეც ის გავლენას ახდენს დანიშნულების და მიზნის მისაღწევად.
ლიდერად ყოფნა ითხოვს ჯერ სხვებზე იფიქრო…