ავტორი – Malvina
თინეიჯერების აგრესია – მშობლებისდამი, ეკლესიისადმი, უმცირესობებისდამი, ტრადიციებისდამი, მასწავლებლებისდამი და თვით თინეიჯერებისდამი – ეს ის ზოგადსაკაცობრიო საკითხებია , რომელიც უკვე 100ჯერ დავღეჭეთ, 100ჯერ გავზომეთ და 100ჯერაც გავჭერით ?!
მაგრამ რა ხდება მაშინ როცა პირიქით – თინეიჯერებისადმი იჩენენ აგრესიას?
ამ თემის ირგვლივ არაერთხელ მისაუბრია ( მაგ. ახალი თაობები ), მაგრამ კონკრეტულად ამ თემაზე დღეს დავფიქრდი და მინდა უშუალოდ შევეხო : )
ფორუმზე ერთ საინტერესო პოსტს წავაწყდი, სადაც ფორუმელი შეშფოთებული ყვებოდა რომ სრულიად უმიზეზოს ავტობუსში ასულს ლანძღვა გინება დაუწყეს ხანში შესულმა ადამინებმა და მას არაერთი ისეთი უტაქტო რეპლიკების მოსმენა მოუწია, როგორებიცაა ”თქვენ უნდა ააღორძინოთ საქართველო ” ”თქვენ რისი გამკეთებლები ხართ” ”პატრონი არა გყავთ” და ა.შ
ამის მიზეზი შეიძლება იყოს ერთი – არ მოწონთ მათი გარეგნობა ( ხშირ შემთხვევაში – ტანსაცმელი, მაკიაჟი)
მეორე – არ მოწონთ მათი ქცევები ( როგორი მზერით უყურები დაწყებული და მიხვრამოხვრით დამთავრებული)
და მესამე – სრულიად უმიზეზოდ ?! WTF ?
http://iamnotpopular.wordpress.com/