ვის ხელში ვართ?!
Posted 11:57 AM by Nina in თემები doin.ge, გართობა, მხარდაჭერა, ტელევიზია, შოუ ბიზნესიFrom: doin.ge
ალბათ, არ არსებობს ქართველი, რომელსაც “ივერიის გაბრწყინების” იმედი არ აქვს. “განათებისათვის” კი ”განათლებაც” რომ არის საჭირო ეს გაუნათლებლადაც ნათელია. თუმცა, “ვის უნდა 20 000″-ის ყოველი მომდევნო გადაცემა მხოლოდ იმის დასტურია, რომ ”ამა სოფლის მაღალთა და გამგებელთა”, მათ ენაზე “FACE”-თა ზოგადი განათლების დონე, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა დაბალია.
გმირი # 1: გია თორთლაძე
იცის - კამერის წინ ბრტყელ-ბრტყელი პატრიოტული ფრაზებით საუბარი;
არ იცის – საკუთარი ქვეყნის ანბანი, კერძოდ კი მისი 27-ე ასო;
საგანგაშოა: რომ სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა დარბაზმა ეს ასევე არ იცის;
გმირი # 2: ლევან ვეფხვაძე
შეკითხვა # 1: ფულის გადახურდავების შემთხვევაში, ივანე ჯავახიშვილის გამოსახულებიანი რამდენი კუპიურით შევადგენთ თამარ მეფის გამოსახულებიან კუპიურას?
იცის: რომ ხუთლარიანზე ჯავახიშვილი ხატია;
არ იცის: სად არის გამოსახული თამარ მეფე და ვისი პორტრეტია ორლარიან კუპიურაზე;
ჰგონია: რომ 200 ლარიან კუპიურას დავით აღმაშენებელი ამშვენებს;
შეკითხვა # 2: ჩვეულებრივ პირობებში, ჩამოთვლილთაგან რომელს ვერ შეხვდება თეთრი დათვი?…