გავუსწოროთ თვალი სიმართლეს: რუსეთი კვდება
Posted 12:00 PM by Nina in თემები foreignpress.ge, ბიზნესი, ევროპა, ომი, პოლიტიკა, რუსეთიავტორი: ტიმ კოლარდი
“ბი-ბი-სი” იუწყება, რომ ბილ ბრაუდერი, კომპანია Hermitage Capital-ის ხელმძღვანელი და ოდესღაც რუსეთის უმსხვილესი ინვესტორი დღეს ამ ქვეყანაზე, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიას ფლობს, როგორც ”ფაქტობრივად კრიმინალურ სახელმწიფოზე” ისე საუბრობს. პირველი, რაც ამ დროს აზრად მოგდის არის ის, რომ ბატონ ბრაუდერს, რომელსაც ყველა ჩვენგანზე გაცილებით მეტი შესაძლებლობა გააჩნდა პირადად ედევნებინა თვალი სიტუაციისთვის, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ მსგავს დასკვნამდე მისულიყო. მაგრამ მეორე მხრივ, არცერთ ჩვენგანს არ უცდია იმის გაცნობიერება, რომ ამ წლებმა ჩვენს თვალწინ ჩაიარა. რუსული მხარის წარმომადგენლები ჯერ კიდევ აბინძურებენ თავიანთი ყოფნით ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა ”დიდი რვიანი”, ევროპის საბჭო და სხვა ცივილიზებული ინსტიტუტები. ჩვენ ჯერ კიდევ მოკრძალებულად ვიქცევით და თავს ვიკატუნებთ, რომ ვლადიმერ პუტინს სერიოზულად აღვიქვამთ.
მაგრამ ვფიქრობ, რომ ბატონი ბრაუდერის შეფასება, რომელსაც სერიოზული საფუძველი გააჩნია, შეგვიძლია რუსეთის საბოლოო დახასიათებად მივიჩნიოთ. მსოფლიო არენაზე ის თავგადაპარსული, ტატუირებული ლოთის ანალოგია, რომელიც ჩასაფრებული გველოდება…