"სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული", - ანუ ფრთიანი ფრაზების წარმოშობის ისტორია
Posted 4:00 PM by anano in თემები hexsus.blogspot.com, ბლოგი, ეს საინტერესოა, ჰექსეავტორი – ჰექსე
1."ნიანგის ცრემლები"- გადატანითი მნიშვნელობით - მოჩვენებითი, მლიქვნელური, ყალბი, არაგულითადი ცრემლები, სინანული
წარმოშობის ისტორია
ძველად ნიანგი ითვლებოდა საშიშ და იდუმალ არსებად, მას სწირავდნენ მსხვერპლს, მის ჩვევებზე ყვებოდნენ საინტერესოდ საშიშ ისტორიებს. ძველი ბერძენი ზოოლოგი ელიანი თავის ნაწარმოებში ცხოველებზე წერდა რომ ნიანგი არის ძალიან ეშმაკი და ვერაგი არსება ის პირში იგროვებს წყალს და ღვრის მას იმ ბილიკებზე საიდანაც ადამიანები და ცხოველები ჩადიან მდინარეში, რათა მათ ფეხი დაუცურდეთ და დაეცნენ. ამ გზით იგი მახეში აბავს მსხვერპლს და ჭამს მას.
ამბობდნენ იმასაც რომ ნიანგი დასტირის თავის მსხვერპლს - ჭამს მას და თან ღვრის ცრემლებს.
როგორც მეცნიერებმა შემდგომში დაადგინეს ნიანგის ცრემლები დაკავშირებულია მის ფიზიონომიასთან. როდესაც ნიანგი დიდი მასშტაბის მსხვერპლს ყლაპავს იგი აწვება მის საცრემლე ჯირკვლებს, აღიზიანებს მათ და ამით არის გამოწვეული ასრე რიგად გავრცელებული ფრთიანი ფრაზა - ნიანგის ცრემლები
2. "დათვური სამსახური "- ირონიულად - გულითადი, მაგრამ არაგონივრული, სულელური სამსახური, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე სარგებელი
გამოთქმა მოდის ი.კრილოვის იგავიდან "მეუდაბნოე და დათვი" იგავში მოთხრობილია თუ როგორ სურდა დათვს მოეშორებინა ბუზი მისი მეგობრის შუბლიდან და ამისათვის მას თავში ქვა ჩაარტყა.