“შალახოს საძმო” სტრიპ-ბარში
Posted 12:00 PM by Nina in თემები demo.ge არტ-პორტალი, გართობა, მამაკაცი, სექსი, ქალიავტორი: ზაზა კოშკაძე
…რაც შეეხება სტრიპ-ბარებს, რომლებიც მე მინახავს (კიევში რიო და რედ ლაინი), იქ ძირითადად ბარზე მუშაობენ (კლიენტების ხარჯზე უკვეთავენ) და ქართული სტრიპ-ბარისგან განსხვავებით ქორეოგრაფიაზე არ მუშაობენ. გამოდიან ლამაზძუძუებიანი გოგოები, რომლებიც ერთი-ორჯერ ტრუბაზე (ამ ჟარგონით მოიხსენიებენ ქართველი სტრიპტიზის მოცეკვავეები და სტრიპ-ბარის სტუმრები ძელს, რომელიც ცეკვის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია) ჩამოსრიალდებიან, იხდიან ლიფს, ძალიან ნელა, რაც უფრო მეტ ეფექტს Aაძლევს თავად ამ პროცესს. შემდეგ გადახედავენ დარბაზს და ირჩევენ მსხვერპლს, სხდებიან მის გვერდით. კერტებს ცხვირთან ახლოს უტრიალებენ და ამბობენ: გამარჯობა,მე რებეკა ვარ,შეგიძლია რამეზე დამპატიჟო!ან, მე ნიკოლი ვარ, რატომ ხართ ასეთი მოწყენილი? არ გინდა დავლიოთ? ყველამ იცის, რომ ისინი მხოლოდ ძვირფას კოქტეილებს სვამენ, რადგან შეკვეთის ათი პროცენტი მათია. შესაბამისად, რაც უფრო ძვირია კოქტეილი, რომელსაც კლიენტის ხარჯზე უკვეთავენ მით უფრო მეტია მათი შემოსავალი ბარიდან.
თბილისში ძუძუებით არავინ გაბამს რამეზე დაპატიჟო, ისინი ქორეოგრაფიულად ცდილობენ მოგხიბლონ და ორი სიმღერის მანძილზე გიქნევენ ტაკოს, რომ როგორმე გამოგტყუონ უკანასკნელი ათლარიანი, ან ასლარიანი, შენს შემოსავალს გააჩნია. პრინციპში ხუთლარიანებზეც არ ამბობენ უარს. აი კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მომწონს ეს ადგილი. თუ მაინც და მაინც ბოლომდე შიშველი გინდა ნახო რომელიმე მათგანი, არც ეგ არის პრობლემა, გადაიხადე ორასი ლარი და პრივატ-დენსი გარანტირებული გაქვს. (პრივატ-დენსი გულისხმობს მყუდრო კაბინაში განმარტოვებას და პირად დამკვეთისთვის შესრულებულ ცეკვას აბსოლუტურ გაშიშვლებამდე)…