ტფილისური ჯაზის ალტერნატიული ისტორია
Posted 12:07 PM by Nina in თემები Jazz, Music, tavisufleba.org, თბილისი, ისტორია, მუსიკაავტორი: მალხაზ ხარბედია
მაშ ასე, ვიწყებთ „ქართული ჯაზის ალტერნატიულ ისტორიას“, ამბავს, რომელიც ჩემს ვირტუალურ თუ რეალურ მეგობრებს მინდა მივუძღვნა, ყველას, ვისაც ჯაზი და ოცნება უყვარს.
ქართული ჯაზის ისტორია ტფილისში, 1923 წელს იწყება, ამ დროს იყო პირველი სერიოზული ჯაზ-გაელვება, როცა ქალაქს ჯელი როლ მორტონი ეწვია თავისი "ცხარე წითელი წიწაკებით". მან 1 თვე დაჰყო ტფილისში და კონცერტებს ქალაქის მიწისზედა აუდიტორიისთვისაც მართავდა და მიწისქვეშასთვისაც. უკრავდა კლუბებში, "კრწანისის ვარსკვლავი", "ტიფლის-ზანზიბარ", "მაჩაბელი ქეივ", "კონწიალი". ჩვენებური მსმენელი განსაკუთრებით დაატყვევა მისმა "სტომპებმა", მაგალითად Hyena Stomp-ი იმდენად პოპულარული გახდა 20-იან წლებში, რომ ხალხმა მას "ხარხარა აფთარი" შეარქვა. მორტონის "მიზერერე სვანგ"-ს მთელი ჩუღურეთი აწკრიალებდა (არსებობდა მისი, ე.წ. "კუკიური" არანჟირებაც).
ერთ–ერთი პირველი ტფილისური ბენდი გახლდათ გარდაბანი ბეთს. აი მათი ჩანაწერი: Maple Leaf Rag.სწორედ ამ ბენდს მიუძღვნა გალაკტიონმა თავისი ერთი ლექსი, სადაც ასეთ სტრიქონებსაც იპოვით…