გლდანელი ”მანიაკი”- მითი თუ რეალობა?!
Posted 2:00 PM by Nina in თემები tomushka, გზაზე ერთი კაცი მიდიოდა..., მედია, ტელევიზიაავტორი: Tomushka
პოსტი სათაურით - ნახმარი საცვალი გადამალეთ, მანიაკები მოდიან! 2009 წლის ზაფხულში დავწერე და რომ არა დღეს 9 საათიან კურიერში გასული სიუჟეტი მისი არსებობა ალბათ არც გამახსენდებოდა. რაღაც უცნაური დამთხვევებია არა? აგერ უკვე მეორე პოსტს ვწერ ”მანიაკზე” თუმცა არა ხაშურელზე არამედ გლდანელზე.
როგორც ჩანს ჩვენ მშვენიერ ქვეყანას კიდევ ერთი ”მანიაკი” გვყავს. ჩვენ შეშფოთებულ საზოგადოებას კიდევ ერთით მეტი მიზეზით მეტი იყოს შეშფოთებული, დარდიანი და შეშინებული. ხაშურელი ”მანიაკისაგან” განსხვავებით გლდანელი ”მანიაკი” არ იპარავს ტრუსებს, ალბათ იმიტომ რომ გლდანში ეზოებში არავინ ფენს მათ.
სურათზე ქვედა საცვალის ავტომატი, იაპონიაში.
შემოვდივარ წინადადებით - დავდგათ საცვალის ავტომატები ქალაქში, აღარც ”მანიაკი” შეწუხდება სხვისი საცვალის პარვით და არც მოსახელობა იქნება შეშინებული.