დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულების ქორწინება
Posted 5:00 PM by Nina in თემები ჟურნალისტის დღიური, რელიგია, საქართველოავტორი: Nino
….2008 წლიდან მოყოლებული უწმინდესმა 4000-ზე მეტი ბავშვი განათლა. ტრადიცია 2 წლის წინ დამკვიდრდა და საკმაოდ სწრაფად იზრდება ნათლულების რაოდენობა. საქართველოს ეკლესიის კანონიკური წესებით, ნათლულებს შორის ქორწინება არ არის მიღებული. გამოდის რომ ამ 4000 (მომავალში კიდევ ხომ მოიმატებს) ბავშვს ერთმანეთში ქორწინება არ შეეძლებათ? ამ თემაზე ზაფხულში, ერთ-ერთი ნათლობის დროს ვაკეთებდი სტატიას.
დიიიიიდიიი გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ საპატრიარქოსგან ინფორმაციის მიღება სირთულით არანაკლებ ჩამოუვარდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღებას. იმ პერიოდში უწმინდესი გერმანიაში იმყოფებოდა და კომპეტენტური პირების ნაწილი მასთან ერთად იყო წასული. მთელი დღის განმავლობაში დავურეკე 10-მდე მეუფეს, პრესცენტრი ხან ვისთან მამისამართებდა ხან ვისთან... მეუფეები შეკითხვაზე სხვადასხვა მიზეზით პასუხს არ მცემდნენ….
http://jurnalistisdgiuri.blogspot.com/