ანკეტა საკუთარი თავის უკეთ გაცნობაზედ
Posted 11:00 AM by anano in თემები zurriuss, ბლოგი, ცხოვრების სტილიავტორი – zurriuss
მიყვარს – ბევრი რამ: ოპერა, ყურადღების ცენტრში ყოფნა, ღმერთი რომელმაც გვშვა…
ვოცნებობ – ძილის წინ. უფრო სწორედ, ლოგინში ჩაწოლიდან ჩაძინებამდე
ვფიქრობ – ყოველთვის. ეს, ზოგადად, ბიოლოგიური პროცესია
კმაყოფილი ვარ – იშვიათად. მაგისთვის არ მცალია.
მძულს – ბოროტება და ჩემი ცხოვრების ზოგიერთი შეცდომა. ვოტ
ვნანობ – ბევრ პატარ–პატარა რამეზე. ასე ვერ ვიხსენებ, მაგრამ ხშირად ვნანობ.
მენატრება – ის დრო, როდესაც პლასტელინით ძერწვაც ჩემი ჰობი და ცხოვრების ნაწილი იყო.
მსურს – დამანებონ თავი და მაკეთებინონ ის საქმე, რაც მინდა და როგორც მინდა. ძალიან ზოგადია, მაგრამ ამის ახსნას დიდი დრო უნდა.
მაღიზიანებს – როცა წამიყრუებენ (ვიძახი და არ მაგონებენ) ან ყოველწუთში მეკითხებიან “რას შვრები?”
ვგრძნობ – რომ მეძინება. ხუთიოდ საათი ძილი და დილას ახლადამუშავებული ტრაქტორივით ჯანზე ვიქნები
მეშინია – სიკვდილის, განკითხვის დღის.
ვიცი – რამდენიმე ენა და ის, რომ სისხამი დილის მთის ჰაერი სამოთხეა აზროვნებისათვის
http://zurriuss.wordpress.com/