საზღვარგარეთული(?) შაბლონები, ანუ, 10 ყველაზე სულელური შეკითხვა
Posted 3:00 PM by anano in თემები doin.ge, Mchxapneli, იუმორიავტორი – Mchxapneli
10. როდესაც კინოთეატრში ნაცნობს ან მეგობარს შეხვდები…
სულელური შეკითხვა: Hey, აქ რას აკეთებ?
პასუხი: შენ რა არ იცი? ვმუშაობ, დარბაზში შუქს ვაქრობ ხოლმე…
9. ავტობუსში მაღალ ქუსლებზე მდგარი მსუქანი ქალი ფეხზე გაბიჯებთ:
სულელური შეკითხვა: უკაცრავად, ხომ არ გეტკინათ?
პასუხი: სრულიად არა, ადგილობრივი ანესთეზია მაქვს გაკეთებული… კიდევ ხომ არ ცდიდით?
8. როდესაც დაკრძალვაზე ატირებული ხალხი კითხულობს
სულელური შეკითხვა: რატომ, რატომ მაინცდამაინც ის ამდენი ადამიანიდან?
პასუხი: რატომ? უკეთესი იქნებოდა, მის ადგილზე შენ რომ ყოფილიყავი?
7. როდესაც რესტორანში ოფიციანტს ეკითხები
სულელური შეკითხვა: ეს აჭარული ხაჭაპური კარგია? (ადაპტირებული თარგმანი)
პასუხი: არა, ის საშინელია და დამზადებულია ფალსიფიცირებული ცემენტისგან. თან, ყოველი შემთხვევისათვის, შიგნით ჩავაფურთხეთ კიდეც.