იხილე კახა თოლორდავას ორნაწილიანი დოკუმენტური ფილმი "პირველ პირში, ერთი ფესტივალის ისტორია", რომელიც თბილისის ჯაზ ფესტივალის 26 წლიან ისტორიაზე და მის ორგანიზატორების შესახებ მოგვითხრობს.



The rising 18-year-old North Carolina native and hyper pop  artist, Glaive, released a new music video for his single, "As If," filmed against the backdrop of Tbilisi's partly abandoned and brutalist Soviet architectural surroundings. Tbilisi-based Madweather Production, led by executive producer Shota Alania, helped bring Glaive's vision to life.  The official music video captures the stark contrast of Glaive's unique sound against the raw and unpolished backdrop of Tbilisi's brutalist architecture. The juxtaposition of the artist's youthful energy with the austere, concrete environment creates a captivating and visually striking production.

18 წლის ჩრდილოეთ კაროლინელმა ჰიპერ პოპ არტისტმა, Glaive მა, თავისი სინგლისთვის "As If" მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც გადაღებულია თბილისის ნაწილობრივ მიტოვებულ და ბრუტალისტურ საბჭოთა არქიტექტურული გარემოს ფონზე. Glaive ს ხედვის გაცოცხლებაში დაეხმარა თბილისში დაფუძნებულმა Madweather Production-მა.  


Image by: 

Charles Gates Sheldon












ფიდელ კასტრო, კუბის რევოლუციის ლეგენდარული ლიდერი, გრადაიცვალა, კასტრო, არამხოლოდ მსოფლიო მემარცხენეების და ანტი-იმპრეიალისტების, არამედ არაერთი მისდამი როგორც აღფრთოვანებული ასევე კრიტიკულად განწყობილი ხელოვანის შთაგონებათ  და ერთგვარ არტ სიმბოლოდ იქცა. 
ქვემოდ, ამ შთაგონების რამდენიმე მაგალითი.



წყარო


წყარო




James de la Vega



Yousuf Karsh







კიეველი მხატვარი ალექსეი კონდაკოვიფოტოშოპის მეშვეობით, კლასიკური ნამუშევრების პერსონაჟებს, "ინტეგრირებს"  თანამედროვე ფოტო პეიზაჟებში.























მეგობრებო ქიშოს ეს სიმღერა ყოველთვის ძალიან მიყვარდა და შარშან დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივწერე და უარი არ მითხრა ქავერის გაკეთებაზე. როგორც იქნა ჩავწერე ეს სიმღერა, გიო ასანიშვილის, გიორგი გვარჯალაძის, თორნიკე ჯაფიაშვილი და სანდრო კვაჭაძის დახმარებით, რისთვისაც მათ უღრმესი მადლობა. მოკლედ საბოლოოდ ვერ გადავწყვიტე და ვერც მოვიცალე, რომ ეს ციკლი დამესრულებინა და ალბომის სახე მიმეცა და ძალიან გული მწყდებოდა, რომ უახლოესი მეგობრების გარდა ვერავის მოვასმენინე. ასე რომ თუ ვინმეს გინდათ ეს სიმღერა აჩუქოთ ან თვითონ გინდათ აყვეთ და ვიდეო გადაიღოთ (ტექსტი სუბტიტრების ღილაკით შეგიძლიათ ჩართოთ) არ დაიზაროთ გაავრცელეთ, გადაიღეთ, მოუბოდიშეთ ვინემს ან შეურიგდით. ხო, ვალენტინობის დღეა მაგრამ სხვა დღეებშიც მოსულა. ხოდა აზრიც მითხარით რასაკვირველია.

სერგი გვარჯალაძე



თარიღი/დრო: 25 აპრილი, 2015 / 20:00
ადგილი: თბილისი, ივენთ ჰოლი




უკვე აღიარებული ფაქტია, რომ ქართული ელექტრონული მუსიკა და პოპკულტურის ინოვაციური ფორმები ასოცირებულია ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალთან - “ელექტრონავტი” ” -, რომელიც მეშვიდე წელია ტარდება თბილისში. სამწუხაროდ, ფონდის დამფუძნებლებსა და ცერემონიალის ორგანიზატორებს დღესაც უწევთ სპოსნორებისათვის და ოფიციოზისათვის იმის მტკიცება, თუ რამდენად მნიშნელოვანია ამ მუსიკალური სცენის მხარდაჭერა და ხელშეწყობა. ორგანიზატორებს წელსაც მოუწიათ ღონისძიების გადადება დაპირებული 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის აპრილში.
მიუხედავად ამისა, 25 აპრილს “ელექტრონავტები” მაინც ტარდება, ხოლო სცენა სტაბიულურად იზრდება და ვითარდება.
2014 წელი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წელი იყო დაჯილდოების ისტორიაში.  უცხოელი არტისტების რაოდენობამ იმატა, ფონდმა მინიმუმ 50-მდე უცხოელი არტისტის გამოსვლა დათვალა საქართველოში; ქართველი არტისტები ბევრად უფრო პროდუქტიულები იყვნენ, ტრეკების რაოდენობამ, როგორც ყოველთვის, რეკოდული ზღვარი გადალახა: 85 არტისტი, 300 ტრეკი პრესელექციის ტურში.
რაც შეეხება ხარისხს და ჟანრობრივ მრავალფეროვნებას, “ელექტრონავტების” ისტორიაში ყველაზე გამორჩეული წელი შეჯამდება. იქნება ეს Sinoptic Music-ის ტუსია ბერიძეს ვოკალურ ფანტასმაგორიაზე დაყრდნობილი “შავი კუნძულების” იდილია, თუ  Nare-ს სტრუქტურირებული  ვაკხანალია,

   ფაქტია რომ ქართველმა არტისტებმა ახალი ჰორიზონტები აღმოაჩინეს და უკომპრომისოდ მიისწრაფიან მათ დასაპყრობად.
საპასუხოდ, ფონდმაც რამდენიმე მნიშნელოვანი ნაბიჯი გადადგა. როგორც იქნა აეწყო “ელექტრონავტების” სტატიური ინტერნეტ პლატფორმა, რომელიც გარდა ბევრად უფრო დახვეწილი და მიმზიდველი ხმის მიცემის სისტემისა, წლის ბოლომდე უფრო ინფორმატიული და ფუნქციონალური გახდება.
წლევანდელ ნომინაციებს რამდენიმე ახალი კატეგორიაც შეემატა. ნომინაციამ “წლის საერთაშორისო არტისტი”, დაჯილდოებას საერთაშორისო სტატუსი მიანიჭა. ბევრად უფრო გაფართოვდა უცხოელი ჟიურის წევრების სიაც.
ახალი ნომინაცია საუკეთესო ვი ჯეი, იმედი გვაქვს მოტივაციას  მისცემს და ხელს შეუწყობს საქართველოში საწყის ეტაპზე მყოფი ვიზუალური დარგის განვითარებას. ამავე მიზნით, დაჯილდოებას საუკეთესო ცოცხალი შესრულების ნომინაციაც დაემატა.
საბოლოოდ, 2014 წლის ნომინაციების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. წლის მხარდამჭერი კომპანია
  2. წლის პრომოუტერი
  3. წლის მუსიკალური ღონისძიება ან ფესტივალი
  4. წლის საუკეთესო კლუბი ან საკონცერტო დარბაზი
  5. წლის ვიდეო
  6. წლის ვი ჯეი
  7. წლის დი ჯეი
  8. წლის მუსიკალური ტრეკი
  9. წლის ცოცხალი შესრულება
  10. წლის საუკეთესო ალბომი ან EP
  11. წლის საერთაშორისო არტისტი
  12. ელექტრონავტი 2014

“ელექტრონავტებისათვის” ხმის მიცემა ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე 13 აპრილიდან დაიწყო და 23 აპრილამდე გაგრძელდება. ნომინირებული “სამეულები” გამოვლინდება 24 აპრილს პრესკონფერენციაზე და გავრცელდება მასსმედიის მეშვეობით და ასევე ფონსი ინტერნეტ გვერდზე.
ცერემონიალის საკონცერტო ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი არტისტები:  MOKU MOKU, Beqa Kundalini, ეკო დეისაძე, samso, Nikakoi , Furan, Tete Noise , Young Georgian Lolitaz, Mother on Mondays, Gvaji , 3Suli.
“ელექტრონავტებზე” მოხვედრა წელსაც მხოლოდ სპეციალური მოსაწვევების საშუალებით იქნება  შესაძლებელი, ამისათის მუსიკის მოყვარულებმა გამოკითხვაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, ხოლო აფთერფართი კლუბში BASSIANI ჩატარდება (ნაწილობრივ ბილეთები და მოსაწვევები), სადაც ჰედლაინერი ბრიტანელი დი ჯეი და პროდიუსერი Space Dimension Controller იქნება.
მთავარი პრიზის ავტორი წელს მხატვარი ირმა ლეჟავაა.
დაჯილდოების ცერემონიალის სატელევიზიო ვერსია გადაიცემა მაისის ბოლოს ელექტრონავტების მედია პარტნიორისსაზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
წელს “ელექტრონავტებს” მხარს უჭერს ქალაქ თბილისის მერია.
მედია პარტნიორები არიან: რადიო უცნობი, რადიო შოკოლადი და myvideo.ge

ფონდი “ელექტრონავტი”


International Jury Members of the Electronauts 2014 (Annual awards for the innovative pop popculture / Georgia)

Andreas Reihse - musician, artist, curator: Kreidler, Image Movement etc.

Annika Henderson - musician, artist: Anika, Greta Lupe etc.

Matthew Collin – writer, journalist, music critic 

Peter Kersten - dj, musician, producer: Lawrence, Sten, Dial/Laid/Smallville

Bianca Heuser - author e.g. for Spex, de:bug, das Filter, i-D Magazine, director of Mathew gallery

Phuong-Dan Nguyen - dj, host at Golem and Gatto Musculoso at Pudel club, Hamburg

Riley Reinhold - producer, Traum/Trapez/My Best Friend

Thorsten Lütz - Karaoke Kalk

Glen Nicholls - producer, dj, engineer, Future Funk Squad

Krzystof Halicz - Adama Mickiewicza Institute



"სამეფო კარის თამაშების" (Game of throne) ფანებისათვის, რიგით მეორე აუდიოკომპილაცია გამოვიდა. კომპილაცია დაკომპლექტებულია ძირითადათ ჰიპ ჰოპ, მეტალ და რეგეტონ ნამუშევრებით.