ავტორი: mrsmarch
ყველასათვის ცნობილმა მოდის სახლმა ARMANI და ასევე არანაკლებ ცნობილმა სპორტულმა ფირმამ – REEBOK, ძალები გააერთიანეს სპეციალური კოლექციისათვის, რომელიც ერთდროულად მოდური და აქტიური ცხოვრებისათვის შესაფერისი იქნება.
მათი ერთობლივი ნაწარმის გაყიდვა 2010 წლის ივლისი-აგვისტოსთვის იგეგმება. კოლექციაში წარდგენილი პროდუქცია გაიყიდება როგორც Emporio Armani-ს ყველა “ბუტიკში” ასევე იმ მაღაზიებში, რომლებიც Reebok-ის ბრენდით ვაჭრობენ.
ჯორჯო არმანის განცხადებით Reebok-თან თანამშრომლობა თანამედროვე ცხოვრების აქტიურმა სტილმა განაპირობა. თანაც მისი თქმით ყოველთვის ძალიან საინტერესოა ისეთ პროფესიონალებთან მუშაობა, როგორებიც reebok-ს ყავს.
ავტორი – mrsmarch
ყველაფერი არც ზედმეტად რთულად და არც ზედმეტად მარტივადაა იქ, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, სადაც შეუძლებელია ქუჩაში ნებისმიერ გამვლელთან თუნდაც ერთი საერთო ნაცნობი არ აღმოაჩინო და სადაც ძალიან, ძალიან უყვართ ჭორაობა.
სწორედ ასეთი ქალაქია თბილისი. ქალაქი, სადაც ადამიანები ერთმანეთს იცნობენ, სადაც ძნელია დამალო რეალური სახე, სადაც სულ ადვილად შეიძლება მოგაკერონ არასასურველი იარლიყი, ქალაქი რომელშიც დავიბადე და გავიზარდე…
უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, რომ ეს ქალაქი ერთდროულად მიყვარდეს და მძულდეს. სიყვარულის მიზეზი თავისთავად ცხადია, როცა თითქმის ოც წელიწადს ატარებ ერთსა და იმავე ადგილას, სადაც გყავს მეგობრები, ახლობლები, საყვარელი ადამიანები. შეუძლებელია არ გიყვარდეს ადგილი, რომელსაც საკუთარი ხუთი თითივით იცნობ და უამრავი მოგონება გაკავშირებს. მძულს იმიტომ, რომ ზედმეტად ცნობისმოყვარე, ერთმანეთის აზრს აყოლილი, თვალთმაქცი, ჭორიკანა და ფარისეველი ადამიანი ცხოვრობს.
რა თქმა უნდა, ასეთები ყველგან არიან, მაგრამ ეს თბილისია! პატარა ქალაქი, სადაც პატარა “უწყინარი” ჭორიც მეხის გავარდნასავითაა და მასაც დიდი აურზაურის მოტანა შეუძლია. ამიტომაც თბილისს “ახალი ამბები” და “მხიარული ისტორიები” არასოდეს აკლია.
ამ პატარა და საყვარელი ქალაქის მაცხოვრებლები ველური ცხოველებივით არიან ჩასაფრებული ერთმანეთის პირად ცხოვრებას და ვაი იმ საცოდავის ბრალი ვისზეც რამე საინტერესო ინფორმაციას მოიპოვებენ. იწყება გაუთავებელი ჭორაობა, გაოცებისა და აღშფოთების გამომხატველი სიტყვების რახა-რუხი. სულ რამდენიმე დღე და მთელი თბილისი “შეძრულია ამ საშინელი ახალი ამბით” (“წარმოგიდგენია? ესენი საყვარლები ყოფილან”, ან “იმას იმის გამო ცოლ-შვილი მიუტოვებია”, “ის ქალიშვილი არაა” და ა.შ) ყველაზე ცუდი ამ სიტუაციაში ისაა, რომ ხშირად, თავად ჭორის გამავრცელებლები უფრო საშინელი, ბევრად უფრო გარყვნილი წარსულის მქონე ადამიანები არიან-ხოლმე…
ყველაზე დიდი ხმაური და პოპულარობა სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ჭორებზე გვხვდება. ძალიან იზიდავთ სხვისი გარყვნილების თუ წესიერების შეფასება და განხილვა. გადავწყვიტე რამდენიმე ფორუმიდან საინტერესო აზრები გადმომეკოპირებინა და შემდეგ მათზე ჩემი კომენტარებიც დამერთო. თავიდან ვიფიქრე იქნებ მერე ამ პოსტების ავტორებს ეწყინოთ რატომ დააკოპირა ჩემი პოსტი და გამოაქვეყნაო, მაგრამ მერე დავფიქრდი და თუ ადამიანი ფორუმზე წერს ესეიგი მისი საჯაროდ გამოთქმის არ ერიდება, შესაბამისად არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს მათ აქ გადმოტანაში. ვინმემ საავტორო უფლების დარღვევაში რომ არ ჩამითვალოს უბრალოდ ბრჭყალებით დავკმაყოფილდები….
ავტორი: mrsmarch
როგორც წესი, ვარსკვლავები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, თუ როგორ გამოიყურებიან და რამდენად გამოირჩევიან ვარსკვლავური სამყაროს სხვა წარმომადგენლებისაგან.
მათი უმრავლესობა ცდილობს შეიქმნას ერთი ან რამდენიმე სტილი და ამ სტილზე “საავტორო” უფლებებიც მოიპოვოს.
ამიტომაც ხშირად ვხვდებით პრესაში “ეს იმას ბაძავს”-ს ტიპის სტატიებს, სადაც ამა თუ იმ ვარსკვლავის ჩაცმულობას მეორეს ადარებენ და ასკვნიან ვინ, ვის და რატომ მიბაძა.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ არც ერთ ცნობილ ადამიანს არ უხარია, როცა ვინმეს ისეთივე ტანსაცმელი აქვს, როგორიც მას (თუ რა თქმა უნდა ოლსენებივით ტყუპ ვარსკვლავებთან ან ერთობლივ პროექტთან არ გვაქვს საქმე)
როგორც აღმოჩნდა ლივ ტაილერს და კაილი მინოუგს ზუსტად ერთნაირი კაბები აქვთ და რა თქმა უნდა ეს ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ.
კაილი მინოუგი ლონდონის ოფისისკენ, ხოლო ლივ ტაილერი მეგობრის დედასთან ჰოლივუდის დასავლეთ ნაწილში მიმავალი “გამოიჭირეს” ერთნაირ კაბებში! ) მართალია სხვადასხვა აქსესუარების დახმარებით მთლად ტყუპებივით ჩაუცვამთო ვერ ვიტყვით, მაგრამ აქსესუარებიც რომ ერთმანეთს გავს? დიდი შავი სათვალეები და სხვადასხვა ფერის, მაგრამ ერთი სტილის ჩანთები.
ავტორი: mrsmarch
დადგა 2010 და ეს ნიშნავს, რომ წინა წლის შეფასების დროა. გთავაზობთ ჟურნალ “ELLE”-ს მიერ გამოქვეყნებულ 2009 წლის 10 საუკეთესო კაბას;
მონიკა ბელუჩი და სოფი მარსო dior-ის კაბებში;
მაილი საირუსი zuhair murad-ის კაბაში;![]()
პენელოპა კრუზი Pierre Balmain-ის კაბაში;
ანჯელინა ჯოლი – კაბა Armani-Prive-ისგან;
სარა-ჯესიკა პარკერი, კაბა – dior-ისგან;