Showing posts with label Tbilisi Gay Life. Show all posts
Showing posts with label Tbilisi Gay Life. Show all posts

   

 

ავტორი – Alexander

(წყარო – საინფორმაციო სააგენტო GeoTopNews) საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პაატა საბელაშვილის დაკავების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის ნორმათა დარღვევას. სახალხო დამცველი მის ხელთ არსებულ ახსნა-განმარტებებს შემდგომი რეაგირებისათვის შინაგან საქმეთა მინისტრს 28 დეკემბერს გაუგზავნის.
2009 წლის 15 დეკემბერს საქართველოს შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს ფონდ ,,ინკლუზივის” დირექტორი პაატა საბელაშვილი. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 262-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2009 წლის 17 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატის რწმუნებულებმა ინახულეს პაატა საბელაშვილი შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში. 21 დეკემბერს იგი მოინახულა სახალხო დამცველმა, ხოლო 24 დეკემბერს პაატა საბელაშვილი კვლავ მოინახულეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა სადის #8 დაწესებულებაში. პაატა საბელაშვილმა სახალხო დამცელს მისცა ახსნა-განმარტება. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ასევე ახსნა-განმარტება ჩამოართვეს ოფისში ჩატარებული ჩხრეკის ორ დამსწრეს.
სახალხო დამცველის აპარატი პაატა საბელაშვილის დაკავების მომენტიდან ჩაერთო საქმის შესწავლაში. მუდმივად ახორციელებდა მისი უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს; ახსნა-განმარტებების საფუძველზე გაანალიზდა ინციდენტის გარემოებანი და სამართალდამცავთა მოქმედებანი და გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები და სამართალდამცავების მხრიდან შემდეგი შესაძლო დარღვევები:
1. 2009 წლის 15 დეკემბერს პაატა საბელაშვილი დაახლოებით 7-8 პირთან ერთად იმყოფებოდა ფონდი ,,ინკლუზივის“ ოფისში. დაახლოებით 7-8 საათისათვის ოფისის შემოსასვლელ კარზე ზარი დარეკეს. ოფისში მყოფი ერთ-ერთი პირი მივიდა კართან, დაინახა უცნობი მანდილოსანი და კარი გააღო. ოფისში შევიდა დაახლოებით 5-6 მამაკაცი, მათგან ერთ-ერთმა განაცხადა, რომ იყვნენ პოლიციიდან. ისინი სწრაფად განლაგდნენ მთელ ოფისში და იქ მყოფ გოგონებს განუცხადეს, რომ მათთან პრეტენზია არ ჰქონდათ და მხოლოდ ოფისის დირექტორი პაატა საბელაშვილი აინტერესებდათ. თითოეულ მათგანს ჩამოართვეს ტელეფონი, შეაგროვეს პოლიეთილენის პარკში და გაიყვანეს ცალკე ოთახში, სადაც მშვიდად ჯდომა უბრძანეს, სანამ წასვლის უფლებას არ მისცემდნენ.
პაატა საბელაშვილი განმარტავს, რომ პოლიციის თანამშრომელთა ოფისში შემოსვლის მომენტიდან, მოახდინეს მისი იზოლირება ერთ-ერთ ოთახში. მან მოითხოვა მისთვის წარედგინათ სამსახურეობრივი მოწმობა. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას მოწმობა უჩვენა, თუმცა ისე, რომ მან ვერ შეძლო თანამშრომლის სახელისა და გვარის ამოკითხვა. Mმას განუმარტეს, რომ აპირებდნენ ჩხრეკის ჩატარებას. Mმიუხედავად იმისა, რომ პაატა საბელაშვილმა მოითხოვა ჩხრეკის ორდერი, მას სამართალდამცავებმა განუცხადეს, რომ ისინი საგამოძიებო მოქმედებას ახორციელებდნენ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და, შესაბამისად ორდერი არ სჭირდებოდათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290–ე მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით ”ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც, გამომძიებლის, პროკურორის დადგენილებით“. იმავე კოდექსის 323–ე მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით „ამოღების ან ჩხრეკის დაწყებისას გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ხელმოწერით გააცნოს სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა“.
პაატა საბელაშვილის ახსნა–განმარტების თანახმად, მას არათუ არ გააცნეს გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილება გადაუდებელ შემთხვევაში ბინის (ან სხვა მფლობელობის) ჩხრეკის შესახებ, არამედ აღნიშნულ დადგენილებასა და სხვა საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმებზე ხელი პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ.

იხილეთ ვრცლად...

http://gaytb.blogspot.com/

   

ავტორი – Alexander

საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ სამსახურებს
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
საქართველოს სახალხო დამცველს

მ ი მ ა რ თ ვ ა

ქართულ სამოქალაქო სექტორზე თავდასხმის გამო
2009 წლის 15 დეკემბერს, საღამოს 7 სათზე ფონდ “ინკლუზივის” ოფისში 5 უფორმო, შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. ფონდში, ხელმძღვანელის გარდა იმყოფებოდნენ ქალთა კლუბის წევრები. უცნობმა პირებმა ისინი გააფრთხილეს არ დაეტოვებინათ ოთახი და განუცხადეს, რომ მხოლოდ “მათი უფროსი” აინტერესებდათ. ფონდის ხელმძღვანელი რამდენიმე პირმა სხვა ოთახში გაიყვანა. ამის შემდეგ, მათ ტელეფონზე დარეკეს და 8 საათისათვის ოფისში უცხო პირთა რიცხვი უკვე 12-13-მდე გაიზარდა. იქ მყოფთა მონათხრობით, შემომჭრისას მათ არ ეცვათ პოლიციელთა ფორმები (რამდენიმე მათგანმა მხოლოდ ოფისში შემოიცვა ქურთუკი შესაბამისი წარწერით), არ უჩვენებიათ ჩხრეკის ორდერი, უარი თქვეს საბუთის წარდგენასა და იდენტობის გამჟღავნებაზე.
თვითმხილველთა თქმით, მათ შეახსენეს ოფისში შემოსულ პირებს, რომ ჩხრეკას, რომელიც მეორე ოთახში დაიწყო, მოწმეები სჭირდებოდა. ყველას ჩამოართვეს ტელეფონები, ცალკე ოთახში გადაიყვანეს და რამდენიმე “პოლიციელი” მიუჩინეს. გოგონები რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკეტილი ჰყავდათ ოთახში, არ მისცეს ახლობლებთან დაკავშირების საშუალება, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას – ეძახდნენ გადახრილებს, ავადმყოფებს, სატანისტებს, დასცინოდნენ და აშანტაჟებდნენ. ემუქრებოდნენ, რომ გადაუღებდნენ და გაავრცელებდნენ სურათებს. ჩამოხიეს კედლებზე გაკრული პლაკატიც. იყო ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარაც, განსაკუთრებით ფონდის თანამშრომლების ეკა აღდგომელაშვილისა და თინათინ ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ ჩხრეკის ორდერის ან რაიმე საბუთის წარდგენას. ამ მოთხოვნაზე ისინი ცინიკურად პასუხობდნენ, რომ “ორდერსა და საბუთს მხოლოდ იმას აჩვენებენ, ვისაც საჭიროა.” ამ თავდასხმის შემდეგ დაკავებულ იქნა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა საბელაშვილი.

1) ვაპროტესტებთ ადამიანის ღირსების, უფლებებისა და იდენტობის შეურაცხყოფას და მოვითხოვთ დაისაჯონ ის პირები, რომლებიც ზეპირსიტყვიერ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას სჩადიოდნენ ფონდ “ინკლუზივის” თანამშრომლების მიმართ.
2) მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებამ კანონით დადგენილი რეაგირება მოახდინოს ძალადობის ყველა მსგავს შემთხვევაზე, მოიკვლიოს და დასაჯოს მსგავს შემთხვევებში მონაწილე ყველა პირი.
3) ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ სამსახურებს მუდმივი მონიტორინგი გაუწიონ პაატა საბელაშვილის პატიმრობის პირობებს და მისი უფლებების ზედმიწევნითი დაცვის მოთხოვნით მიმართონ საქართველოს ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს. Aასევე ვთხოვთ, მუდმივი მონიტორინგი გაუწიონ მსგავს შემთხვევებსა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების შესრულებას.
3) მოვითხოვთ საინფორმაციო საშუალებებმა მკაცრად დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და პიროვნების ღირსების ხელშეულებლობა და თავი შეიკავონ ყოველგვარი დეზინფორმაციის და შესაბამისად გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.
4) მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ფონდის თანამშრომლების დევნა, თვალთვალი და ფსიქოლოგიური ზეწოლა.
5) ვთხოვთ საქართველოს სახალხო დამცველს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ფონდი ინკლუზივის დარბევის საკითხს და მონიტორინგი განახორციელოს პაატა საბელაშვილის ყველა სამოქალაქო უფლებების ზედმიწევნით დაცვაზე.

იხილეთ ვრცლად...

http://gaytb.blogspot.com/

kandelaki2

ავტორი: Alexander

რუსეთში მოღვაწე ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა, რომლის სატელევიზიო კარეირა 90–იან წლებში თბილისში მეორე არხიდან დაიწყო, გადაწყვიტა უკმეხად გამოხმაურებოდა ცნობილ ინტერვიუს, რომელიც georgiatimes.info–მ გამოაქვეყნა, და რომელიც სინამდვილეში ლევან რამიშვილს ამ გამოცემისთვის არ მიუცია. საქმე იმაში გახლავთ, რომ არსებობს ასეთი ინტერნეტგამოცემა georgiatimes.info, რომელიც სიტყვათა წყობით მალხაზ გულაშვილის georgian times–ს ჰგავს, მაგრამ ცალკე გამოცემაა და რამდენად აქვს კავშირი ამ ორ გამოცემას ერთნამეთთან, ვერ გეტყვით, რადგან georgiatimes.info–ს საიტზე არც ავტორები, არც შემქმნელები და საერთოდ არანაირი კოორდინატები მითითებული არ არის.

31070801

და აი ამ გამოცემამ 7 დეკემბერს გამოაქვეყნა „ინტერვიუ“ ლევან რამიშვილთან, რომელსაც სინამდვილეში ლევან რამიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან რამიშვილმა უკვე რამდენჯერმე განმარტა, რომ საერთოდ არავისთვის მიუცია ინტერვიუ, და მით უმეტეს არანაირი georgiatimes.info–სთვის. ისე საინტერესოა, ამ უჩინმაჩინი სამენოვანი ანტიქართული საიტის უჩინარმა ჟურნალისტებმა როგორ მოახერხეს რამიშვილისგან ინტერსიუს აღება. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს საიტი და მასზე გამოქვეყნებული ნებისმიერი სტატიაც სრულიად ანტიქართულია და მიმართულია რაც შეიძლება მეტი სიბინძურის შექმნასა და ზიანის მოტანაზე ქართულ საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოებრიობისთვის

ამ ვითომ „ინტერვიუში“ ვითომ „რამიშვილი“ აცხადებს, რომ თინა კანდელაკმა თავისი კარიერა მეძავობით აიწყო. „თინა კანდელაკი მეძავია. სხვა სიტყვას ის არ იმსახურებს“. როგორც ეტყობა ამ საიტის მესვეურები ეცადნენ უკვე ამ არარსებულ ინტერვიუზე უკვე პასუხები მიეღოთ იმ ადამიანებისგან, ძირითადად რუსეთში მოღვაწე ხელოვნების სფეროს ქართული წარმომადგენლებისგან, რომლებიც „ინტერვიუში“ საქართველოს მოღალატეებად არიან გამოცხადებულნი.

იხილეთ ვრცლად

http://gaytb.blogspot.com/

putingay

ავტორი Alexander

ერთის მხრივ, თითქოს ნებისმიერი თემის საჯარო განხილვაში ცუდი არაფერია და როცა ტაბუდადებულ თემებზე ჟურნალისტები ლაპარაკობენ, ესე იგი საზოგადოებაში გარკვეული გახსნილობაა. მაგრამ ბოლო დროს იმდენად გახშირდა აბსოლუტურად მოუფიქრებელი განცხადები ჟურნალისტების მხრიდან სიუჟეტებში, რომ ლამის თავი ჩამოვიხრჩო. ბატონო ჟურნალისტებო, კოლეგებო, ვიდრე საკუთარ კომენტარს გააკეთებდეთ, იქნებ დაფიქრდეთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თქვენს ნათქვამს.

ტელეკომპანია „იმედის“ საღამოს 8 საათიან „ქრონიკაში“ 17 დეკემბერს გავიდა სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტი ტაბლოიდებზე, ანუ ყვითელ პრესაზე დაყრდნობით შეეცადა რუსეთის პრემიერ–მინისტრზე რაც შეიძლება მეტი ცუდი ეთქვა თავისი ჭკუით. ბატონო ჟურნალისტო, პუტინზე რაც გნებავთ ის ილაპარაკეთ, გარყვნილია, ცოლს გაშორდა თუ პორნო–ჟურნალებისთვის პოზირებს, ჩემი საქმე არ არის, და ეს პუტინი საერთოდაც აორთქლდებოდეს, ნახევარი დედამიწა დაისვენებდა, მაგრამ რა შუაშია აქ გეები? პუტინზე და ვისზეც გინდა პასკვილები გამოაცხე „ვედრო მანეთად“, მაგრამ თუ შეიძლება მიპასუხე, საიდან დაასკვენი, რომ პუტინის წელზემოთ შიშველმა სურათებმა, რომელზეც მისი საზიზღარი სხეულია გამოსახული, არატრადიციულიორიენტაციის ადამიანების გულები მოიგო? ამით რისი თქმა გინდათ?

იხილეთ ვრცლად

 

http://gaytb.blogspot.com/

ავტორი: Alexander

kgb-gay

ასაკოვანმა მამაკაცმა, ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორმა, კანონიერი ქურდის შვილმა ტელეიმედის ეთერში საქვეყნოდ აღიარა, რომ ჰომოსექსუალია. სულ იმას ვწუწუნებდი, რომ შალვა რამიშვილის „სიმართლის დრო“ უინტერესო იყო, რადგან მასში მონაწილე სტუმრები ვითომ სკანდალურ კითხვებს ვითომ სკანდალურ პასუხებს სცემდნენ. საინტერესოა, რა რეაქციები მოჰყვება ამ ყველაფერს ჩვენი საზოგადოების რეაქციული წრეების მხრიდან. ნამდვილად სკანდალური განცხადება იყო, როდესაც ამ ხნის ადამიანი ასეთ სერიოზულ განცხადებებს აკეთებს.

ბევრი სხვა რამეც თქვა, რომ კანონიერი ქურდის შვილია, რომ კგბ–სთან თანამშრომლობდა, რომ კგბ–ს აგენტები ინტიმური ურთიერთობების დამყარებას თხოვდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულ ტელესივრცეში ტაბუ დაირღვა და პაკო ტაბატაძის გაუბედავი განცხადების შემდეგ ქუთაისელი თამაზ კანდელაკი პირველი აღმოჩნდა, ვინც თავისი ორიენტაციის შესახებ ასე ხმამაღლა განაცხადა…

იხილეთ ვრცლად

http://gaytb.blogspot.com/

ავტორი – Alexander

მიუხედავად იმ ტყუილებისა, რომლებითაც მაია ასათიანი თავის „პროფილში“ მაყურებლების „დაბოლებას“ ცდილობს, მაინც მიყვარს ეს გოგო, მისი გადაცემა, მისი სტუდია და ის თემები, რომლებსაც ის აშუქებს. შესაძლოა დღესდღეობით ყველაფერი ისე არ გამოდიოდეს, რომ დაინტერესებული მაყურებლის 100%–იან ნდობას იმსახურებდეს, მაგრამ როგორც ყველა და ყველაფერი დღეისათვის საქართველოში, „პროფილიც“ დამოკიდებულია საზოგადოების განწყობაზე და მის სავარაუდო რეაქციაზე, თან ნებისმიერ შემთხვევაში ჯერ–ჯერობით ყველაზე რეიტინგულ გადაცემათა შორისაა და რადიკალური განცხადებებისთვის, ალბათ თვლიან, რომ შესაფერისი დრო არ არის.

იხილეთ ვრცლად...

http://gaytb.blogspot.com/

ავტორი – Alexander

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შალვა რამიშვილის წუხანდელ გადაცემას ვუყურე, ჩემი ეჭვების შემოწმება იყო ჯაბა ქარსელაძის შესახებ, რადგან ამ ადამიანს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ თითქმის ყოველდღე სატელევიზიო ეთერშია და ლამის ოჯახის წევრად ჩავთვალო, არა თუ შორიდან ტრფობის ობიექტად. ჩემს ოპონენტებს ახლავე შევეკამათები ამ პოსტის დაწერის მიზეზებზე. თუ ჯაბას გადაცემებში ეპატიჟებიან როგორც მომღერალს და საზოგადოებისთვის ამ მხრიდან ცნობილ ადამიანს, რაღაც არ მახსენდება ბოლო წლების მანძილზე მის მიერ ნამღერი თუნდაც ერთი სიმღერა, ასე რომ თუ ტიპი თავისი ფეხით მიდის საზოგადოების სამსჯავროზე, მეც ნუ მეკამათებით იმაში, თუ რატომ ვმსჯელობ მასზე.

იხილეთ ვრცლად...

http://gaytb.blogspot.com/

ავტორი – Alexander

 

პატრიკ უინგეითი სახელმწიფო დეპარტამენტს საგარეო სამსახურის ოფისს კონსულის რანგში 2004 წელს შეუერთდა. ის და მისი ოჯახი თავდაპირველად სან სალვადორში (ელ სალვადორი) მსახურობდა, შემდეგ კი ზაგრებში (ხორვატია). მათი ამჟამინდელი სამსახურეობრივი ადგილი თბილისია.
სახელმწიფო დეპარტამენტის
ცნობით, საგარეო სამსახურის ოფისში მუშაობის დაწყებამდე ის 1993 წლიდან 2003 წლის ჩათვლით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომელი იყო რუსეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ასევე ვაშინგტონიდან კოორდინაციას უწევდა USAID/OTI პროექტებს სიერა–ლეონეში, ბურუნდიში და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

იხილეთ ვრცლად...

http://gaytb.blogspot.com/

ავტორი – Alexander

პერის ჰილტონი ხანდახან პოულობს დროს ისეთი საზოგადოებრივი ღონისძიებებისთვისაც, რომლებიც მოდასთან არ არის დაკავშირებული. პერისი მილანში გეი–კლუბის წინ დადგა პლაკატით ხელში, რომელზეც ეწერა „შეაჩერეთ ჰომოფობია“. როგორც ზოგიერთი გამოცემა წერს, ეს ყველაზე ცუდი პიარი შეიძლება იყოს, რადგან თუ პერისს ნამდვილად სურს გეებისა და ლესბოსელების დახმარება, შეეძლო ორგანიზაციებს მატერიალურად დახმარებოდა.

იხილეთ ვრცლად...

http://gaytb.blogspot.com/

ავტორი - Alexander

წყარო: ჟურნალი „მე“ - “რა მოხდება, რომ მამაკაცებს ისევე მოვექცეთ, როგორც ქალებს ექცევიან? გადავუხადოთ დაბალი ხელფასი, ხელი შევუშალოთ დაიკავონ ხელმძღვანელი თანამდებობება და გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ სექსიზმის სხვა ფორმები?” ცნობილი ფემინისტის, გლორია სტეინემის ამ შეკითხვამ, რომელიც სექსიზმის მომხრეებს არსებული მდგომარეობის სხვაგვარად დანახვას აიძულებდა, მარტინ როხლინს შთააგონა შეედგინა კითხვარი იმ ადამიანებისათვის, ვისაც სჯერა, რომ ყველა ჰეტეროსექსუალია ან ჰეტეროსექსუალი უნდა იყოს, სექსუალური ორიენტაციის სხვა ფორმები კი არასწორად, არანორმალურად მიაჩნია.

იხილეთ ვრცლად...

http://gaytb.blogspot.com/