Showing posts with label Sopo Molokos. Show all posts
Showing posts with label Sopo Molokos. Show all posts

The Big Pink - A Brief History Of Love  (2009)

ავტორი: Sopo Molokos

The Big Pink - A Brief History of Love

ალბათ ყველა ჭეშმარიტი მელომანი კარგად იცნობს 60-70-80იანების კანადურ როკ ჯგუფს, Capitol Recordsის ლეიბლზე მოღვაწე The Band-ს. ალბათ, ყველა ჭეშმარიტ მელომანს მათი ფირფიტა (თუ ჭეშმარიტ მელომანებს ვინილები აქვთ, მე მაპატიეთ) ექნება სახლში, და როგორც მინიმუმ ერთი ალბომი და ერთი ლაივ ჩანაწერი, ფოთის პორტიდან კონტრაბანდით ჩამოტანილი. და პრაიგრივაწელის ნემსი გაფუჭებული რო არ ჰქონდეს, ყველა ჭეშმარიტი მელომანი დღესაც სიამოვნებით მოუსმენდა მათ ალბომს. სამწუხაროა, რომ მაშინდელი ნემდვილი ნემსები დღეს მშრალ ხიდზეც კი აღარ იშოვება უკვე.

ჰოდა, მეგობრებო, თუკი ჭეშმარიტი მელომნობის რაღაც თქვენც გცხიათ, ჩემგან არ გესწავლებათ ზემოთაღნიშნული ბედნის დისკოგრაფია. შესაბამისად, ყველას გეცოდინებათ, რომ მათი სადებიუტო ალბომი Music From Big Pink-ის სახელწოდებითაა ცნობილი

იხილეთ ვრცლად

 

http://ff-word.blogspot.com/

ავტორი - Sopo Molokos

ბასისტი ყოფილა ახალგაზრდობაში რაღაც სარდაფის ჯგუფში. მერე წამოსულა. მერე კიდევ სადღაც წასულა და ასე მოუვლია მთელი ორეგონის პუნკ სცენა. და მერე უცბად დაწყნარდა და სინგერ -სონგრაითერ ფიმეილ ვოკალისტად იქცა. 5 ალბომიც აქვს გამოშვებული მარა მე მხოლოდ ბოლო - 2009 წლის ნამუშევარს, სახელად A Ways Away-ს ვიცნობ და გაგაცნობთ.

A Ways Away - რომელშიც ხდება შემდეგი :  შთამბეჭდავი და  ძლიერი ხმა, მოსევდიანო მელოდიები, გასაგიჟებლად ნაზი ცქცქ დრამი და უმომხიბვლელესი გიტარული საუნდი თუ რა ჯანდაბა ქვია ამას არ ვიცი, - წარმოადგენს  ნელებით გატენილ ნახევარსაათიან ნაწარმს. და მიუხედავად იმისა რო მაისშია გამოსული, შემოდგომას და ჩაის უხდება სასტიკად. 

ისე რაღაც ძალიან ზედიზედ მიეწყო ეს ნელები ამ ბლოგზე რაარი.

ალბომის პირველი ტრეკი dig in რო ჩავრთე, მეგონა slowblow დაიწყო,,, მერე კი მალევე მოვეგე გონს, მარა პირველი შთაბეჭდილება მაინც ძლიერიაო, ნათქვამია და სწორი აღმოჩნდა ეს ნათქვამიც.

აი Pearl Into Sand-ზე მილიონი ასოციაცია შეიძლება მოგივიდეს ადამიანს მარა მე პირველი რაც გამახსენდა, ჯარმუშის Dead Man იყო. მშვენივრად მოუხდებოდა ეს ტრეკი საუნდტრეკად ამ ფილმს. ნილ  იანგის მკვდარ მუსიკას არაფრით ჩამორჩება მე თუ მკითხავთ.

იხილეთ ვრცლად...

http://ff-word.blogspot.com/

ავტორი: Sopo Molokos

musette_datum

…სრული ბედნიერებისათვის ისღა გრჩება, დაჯდე ოთახში, მიუჯდე პიანინოს და დაწერო რამდენიმე წუთის წინ ნანახი ხედით შთაგონებული მუსიკა. მუსიკას მერე სტვენები და რამე-რუმეები დაადო, ან პირიქით - დაწერო სტვენები და მერე ფონად მუსიკა დაადო და თითოეულ ტრეკს დაარქვა იმ თარიღის სახელი, როცა შთაგონება მიიღე. გადასარევია!
დაახლოებით ასე იქცევა ხოლმე Musette, იგივე Joel Danell… ჰოდა წერს Joelი მუსიკას. უშვებს ალბომს და სახელად არქმევს არც მეტი არც ნაკლები - datum-ს! …

იხილეთ ვრცლად...

http://ff-word.blogspot.com/