Radiohead ის ახალი ალბომი, მოულოდნელად, დიდი პრომო კამპანიის გარეშე ამ შაბათს გამოვა. ალბომს The King of Limbs ეწოდება და ამჯერადაც გაიყიდვები ინტერნეტით დაიწყება ხოლო ვრცელი ვერსია, უამრავი სპეციალური დამატებებით მაისში გამოვა (ფიზიკურ)გაყიდვაში.
from foreignpress.ge
”რადიოჰედის” ტომ იორკს არასდროს დაუმალავს თავისი პოლიტიკური შეხედულებები. ამ ბიჭმა ერთხელ ტონი ბლერთან გარემოსდაცვით საკითხებზე სადიკუსიოდ შეხვედრაზე თქვა უარი და განაცხადა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სათანადო ნდობას არ იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ რვა წლის წინ ის რალფ ნეიდერს ლობირებდა, იორკი საკმარისად ააღელვა ობამას ჯილდომ და ამის აღსანიშნავად ბუშის “ბნელი დღეების პატარა სამახსოვროდ” რემიქსი “დაპოსტა”.
Radiohead-მა წინა წლის სემოდგომაზე სერიოზულად ააცახცახა მსოფლიოს მუსიკალური ინდუსტრია. მაშინ როცა სხვადასხვა ლეიბლები მილიონებს ხარჯავენ ალბომების ჩაწერაში, რეალიზაციასა და პრომოუშენში, რათა გაყიდვები წაახალისონ და მეტი მოგება ნახონ, რადიოთავებმა თავიანთ მსმენელს შოკისმომგვრელი ალტერნატივა შესთავაზა - მათ მთელი ალბომი, უმაღლესი ხარისხით, მსმენელისთვის ნებისმიერ სასურველ ფასად დადეს საკუთარ ვებ-გვერდზე გადმოსაწერად (გადმომწერი თავად ირჩევდა ფასს, და რათქმაუნდა შეგეძლო ალბომში 0 ცენტი გადაგეხადა). 2007 წლის ბოლოს (3 თვეში) ალბომის ასიათასობით ეგზემპლიარი უკვე გადმოწერილი იყო.
თუმცა მცირე ხნის წინ, საინტერესო შედეგები გამოვლინდა. მიუხედავად იმისა რომ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ალბომის გადმოწერა უფასოდ იყო ნებადართული, In Rainbows-ს გაცილებით დიდი რაოდენობით ჩამოიქაჩა ტორენტ-საიტებიდან და განსხვავებამ დაახლოებით ორი მილიონი დაუნლოდი შეადგინა. კომპანიამ, რომელმაც გადმოწერების რაოდენობა დაასახელა, რიცხვი შემაშფოთებლად მიიჩნია და დღემდე ვერ პოულობენ პასუხს, თუ რატომ გადმოიქაჩა ოფიციალური ვებ-გვერდიდან ლიცენზირებული ვერსია 100 000-მდე რაოდენობის, ხოლო არალეგალური საიტებიდან 2 300 000.
Radiohead-ის წევრები დღემდე არ ასახელებენ ზუსტ რიცხვს, თუ რამდენჯერ გადმოიწერეს და რა მოგება ნახა ჯგუფმა www.inrainbows.com-დან. საინტერესოა რა მოხდება, თუ რადიოთავების მაგალითს სხვებიც მიბაძავენ და ალბომებს უფასოდ დადებენ თავიანთ ვებ-გვერდებზე.
დიდხანს ვეძებეთ და მაინც აღმოვაჩინეთ, ამ იშვიათი ცოცხალი შესრულების ვიდეოკადრები. საქმე იმაშია რომ ყველასათვის უკვე კარგად ცნობილი Gnarls Barkley (გაიხსენე Crazy) ტურნეშია და კონცერტის დროს Radiohead ის სიმღერას Reckoner (აქტუალური ალბომიდან In Rainbows) ასრულებს. ფსიქოდელიური სოულის ეს დუეტი არ ხუმრობს, მიუხდავად ვიდეოს სამოყვარულო ხარისხისა, მიხვდები თუ როგორ მოუხდა Cee-Lo ს ხმა რადიოთავების ამ სიმღერას.