Showing posts with label Know-it-aLL. Show all posts
Showing posts with label Know-it-aLL. Show all posts

20080527123229

ავტორი: Know-It-ALL

დომეინის GMAIL-ზე მიბმის 2 გზა არსებობს:

1. Google Apps For Business-ის დახმარებით, რომელიც განხილულია ლანდიშას ბლოგზე.

2. მეილის უბრალოდ Pop3-ით იმპორტირება GMAIL-ზე.

ჩვენ განვიხილავთ მეორე გზას, რომელიც პირველზე მარტივია.

მაშ ასე, ჩვენს სერვერზე cPanel-ში და ქმნით სასურველ იმეილს.

SGPhoto_2010_07_19-05_31_53

 

იხილეთ ტუტორიალის გაგრძელება>>> www.blogging.ge

panic-button

ავტორი: Know-It-All

 

… Facebook-მა გადაწყვიტა შემოიტანოს კიდევ ერთი სიახლე “Panic Button“-ის ინტეგრირებით.

ეს დამატება, ჯერჯერობით, მხოლოდ დიდ ბრიტანეთშია ჩაშვებული და ჯერ სატესტო რეჟიმშია.

რა არის “Panic Button” და რაში გამოიყენება იგი?

Panic Button“-ის მთავარი იდეა არის ის, რომ ხელი შეუშალოს ე.წ. Cyber-bullying-ს დაCyber-abuse-ს, ანუ ადამიანების ჩაგვრას, დაშინებას ინტერნეტში.
Panic Button“-ი უბიძგებს Facebook-ის მომხმარებლებს დააREPORTონ მსგავსი ტიპის შემთხვევები ან უბრალოდ “საეჭვო აქტივობები”.

Panic Button“-ს 18 წლამდე ახალგაზრდები>>>იხილეთ გაგრძელება>>> www.blogging.ge

google-analytics

 

Bookmark and Share

 

ავტორი: Know-It-ALL

ბევრს ექმნება გარკვეული პრობლემები Google Analytics-ის ბლოგზე დაინსტალირებასთან დაკავშირებით.  ამ ვიდეოთი მათ პრობლემასაც გადავწყვეტთ.  ყურადღებით მიყევით ნაბიჯებს და მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე რთულია.

პ.ს. თუ ვერ ხედავთ კარგად, Full Screen-ზე დააყენეთ : )

 

 

წყარო>>> www.blogging.ge

komuna-like

47929

ავტორი: Know-it-aLL

აჰა ბატონო ! მოვიდა ახალი წელიც...
როგორი იყო 2010 წლის პირველი წამები, წუთები, საათები...
2010-ში უკვე დაირღვა ერთი "ტრადიცია" და საახალწლო ზეიმის ეპიცენტრი არა თბილისი, არამედ ბათუმი გახდა !
დიახ დიახ...
ჩამოსულ სტუმრებს აღარ ჩამოვთვლი.. ალბათ თავადაც მშვენივრად იცით..

უბრალოდ მსურს რამდენიმე ფაქტზე გავამახვილო ყურადღება, რაც კონცერტის მიღმა იკითხებოდა, ანუ ის "მესიჯები", რომლებიც კონცერტის შემდეგ უნდა გაგვეგო.

კონცერტის დადგმაში, რეჟისურაში, თითოეულ მონაკვეთში, თითოეულ დეტალში იგრძნობოდა ევროპა, თითქოს რაღაც უჩვეულო, აქამდე უცნობი, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო. ეს იყო აზიური და ევროპული კულტურის ზედმიწევნით კარგად შეხამება. ეს "მიქსი" მოცეკვავეების რაფინირებულ მოქმედებაშიც ნათლად ჩანდა. კონცერტის შემდეგ მე დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს წარმოდგენა არის წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მოდერნიზაციისკენ, ევროპეიზაციისკენ, ცივილიზაციისკენ... კონცერტი თავისთავად შედევრი იყო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის გზავნილებია ევროპისათვის, რუსეთისათვის, აფხაზებისთვის და ოსებისთვის. ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ აფხაზები და ოსები შეცდნენ... შეცდნენ იმაში, რომ საქართველოს რუსეთი ამჯობინეს.  ამითი ფაქტობრივად თავიანთ "ნაციონალურ იდენტობას", თუკი ასეთი რამ მათ გააჩნიათ, ხაზი გადაუსვეს.  კონცერტი გზავნილი იყო მათთვის, რომ მათი მომავალი საქართველოშია, ევროპულ და ასევე ეროვნულ ტრადიციების მქონე საქართველოში.

ევროპელებსაც უნდა დაენახათ დასანახი. ასეთ კონცერტებს ათასს ჩავატარებთ, მაგრამ რუსეთს ისე უჭირავს ევროპა, განსაკუთრებით გერმანია და საფრანგეთი, რომ უძლური არიან გაზის წინაშე. გერმანიის და საფრანგეთის გაგონებაზე, ევროპაზე საერთოდ მეკარგება შთაბეჭდილება... ჩემთვის ბალტიისპირა ქვეყნები უფროა ევროპა, ვიდრე გერმანია..    ძალიან გადავუხვიე მგონი თემას..

ერთი რამ, რაც ძალიან არ მომეწონა, იყო ის, რომ კარერასი ალბათ ცხოვრებაში ერთხელ ჩამოვიდა აქ და იმის მაგივრად, რომ მისთვის ესმინათ, პეტარდების ბათქა-ბუთქის მეტს არაფერს აკეთებდა  ევროპის მოედანზე შეკრებილი "საზოგადოება". ვართ კი მზად კარერასის და სხვანის და სხვანის მოსასმენად? ძალიან დიდი კულტურული ჩამორჩენა გვაქვს და იმედია მომავალში ამას გამოვასწორებთ და კონცერტების დროს აღარ იქნება იმის გამოცხადება საჭირო, რომ 12 საათამდე არავინ არ უნდა ისროლოს "ბომბები"..

იხილეთ ვრცლად

http://yobspace.blogspot.com/

 

 

ავტორი  - Know-it-aLL

გამარჯობა!
ახლა ვეცდები საინტერესო და სასარგებლო საიტები მოგცეთ მათ, ვისაც ინგლისური ენის შესწავლა ან მისი გაღრმავება გაქვთ გადაწყვეტილი.
დავიწყოთ:
1. http://www.britishcouncil.org/learnenglish   - ეს არის ბრიტანეთის საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც დონეების მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი კატეგორია და შეისწავლოდ ინგლისური. არის ტესტებიც და მოსასმენიც.
თუ კარგად გაივლით კურსს, მნიშვნელოვანწილად გაიუმჯობესებთ ლექსიკურ მარაგს და გრამატიკასაც ნორმალურ დონეზე დაეუფლებით. ასე რომ მეტად სასარგებლო საიტია.
2. http://www.englishjet.com/  - ესეც ძალიან სასარგებლო საიტია, მაგრამ ამითი ინგლისურს ვერ ისწავლით. ძირითადად ტესტებია, დონეების (ლეველების) მიხედვით.
გარდა ამისა სხვადასხვა გაცვლით პროგრამებსაც ნახავთ ინგლისში სწავლის გასაგრძელებლად.
3.http://www.urbandictionary.com/ - ეს არის ამერიკული სლენგის და სალაპარაკო ინგლისურის უნიკალური ლექსიკონი. აი, ძალიან ძალიან მაგარი რამე!
ბევრ ახალ სიტყვას და გამოთქმას გაიგებთ.. Trust Me - მაგარია ...

ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახე : )

იხილეთ ვრცლად...

http://yobspace.blogspot.com/

P1NuPogodi

ავტორი: Know-it-aLL

მულტიპლიკაციური ფილმების ( აუ ეს რა უბედურებაა), უბრალოდ "მულწიკების" შესახებ რამე დამეწერა : )
ბავშვობაში მეც, ისევე როგორც ყველას, მქონდა ჩემი რჩეული მულტფილმების მთელი ნაკრები.

Cartoon_Network_Logo_462ea58c5d25d

"Nickelodeon"-ს არ ვუყურებდი... უფრო "Cartoon Network"-ი მიტაცებდა. : ) შესაბამისად, ჩემი რჩეული მულტფილმების აბსოლუტური უბრავლესობაც "Cartoon Network"-ის ნაწარმია, გარდა "ну погоди"-ისა.
ძალიან მიყვარდა "Looneu Tunes", განსაკუთრებით "Bugs Bunny", რომელზეც, შეიძლება ითქვას, გავიზარდე. : )
ყოველდღე შევძვრებოდი ხოლმე ტელევიზორში და დაუსრულებლად ვუყურებდი გაიძვერა "ბაჭიას" ოინებს : )

 

განსხვავებული ვერ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მეც ძალიან მიყვარდა "Tom & Jerry".
"ტომიჯერი", როგორც მე ვეძახდი მე-20 საუკუნის შედევრს, მამაჩემს მოჰქონდა კასეტებზე ჩაწერილი : ) ტელევიზორში რაც იყო სულ ზეპირად ვიცოდი :
)

Cartoon_Tom-and-Jerry_015

იხილეთ ვრცლად

ავტორი - Know-it-aLL

გამარჯობა !
გუშინ "პირველ არხზე" გოგი გვახარიას გადაცემას ვუყურებდი, რომელიც დარვინს და მის ევოლუციის თეორიას ეძღვნებოდა.
მთელი გულისყურით ვუსმენდი... სტუმრად კახა ბენდუქიძე ჰყავდათ მიწვეული.
ძალიან, ძაააალიან საინტერესო საუბარი შედგა.
ისაუბრეს საბაზრო ეკონომიკაზე, ბიოლოგიაზე, ევოლუციონიზმზე და ასე შემდეგ... და ეს ყველაფერი დარვინის თეორიებიდან გამომდინარე.
ბოლო ბოლო, საიდან წარმოიშვა ადამიანი?
ღმერთმა მართლა 7 დღეში შექმნა სამყარო? თუ ეს ყველაფერი პირობითია, და ეს 7 დღე შეიძლება მილიონობით წელს გაგრძელდა...?
დარვინის თეორია საფუძვლად უდევს საბაზრო ეკონომიკას.
ანუ გადარჩევის პროცესი მაქვს მხედველობაში. ძლიერი იმარჯვებს სუსტზე. ზუსტად ეს პრინციპია თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაში. კონკურენციის, ბრძოლის შედეგად იმარჯვებს უფრო ძლიერი.
კრეაციონისტების და ევოლუციონისტების დაპირისპირება დიდი ხნის დაწყებულია და კონსენსუსამდე ჯერ არ არის მისული.
გუშინ "თავისუფალ ზონაში" (გოგი გვახარიას გადაცემა) საუბრის შემდეგ აჩვენეს სურათი სახელწოდებით "ქარიშხალს მოიმკი" - "Inherit the wind".
ეს არის ფილმი შედევრი. სხვა ეპითეტს უბრალოდ ვერ იხმარ.
ფილმი ნამდვილ ამბავზე, ძალიან ცნობილ "მაიმუნების პროცესზე"- "The Great Monkey Trial"-ზე არის გადაღებული, რომელიც 1925 წელს გაიმართა ამერიკის ერთ-ერთ სამხრეთულ შტატში და სადაც ერთმანეთს ევოლუციონისტები და კრეაციონისტები დაუპირისპირდნენ.

იხილეთ ვრცლად...

http://yobspace.blogspot.com/