Posted by Andy
იაპონია სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ყველაზე წარმატებულად და სასარგებლოდ იყენებს ნაგვის ნედლეულს. ქვეყანაში 127 მილიონი კაცი ცხოვრობს , ისედაც პატარა კუნძულოვან და მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში საერთოდ არარსებობს ადგილი სადაც მთელი ქვეყნის ნაგავი ერთად იყრიდეს თავს. უფრო მეტიც ტერიტორიის გასაფართოებლად ნაგვისგან აკეთებენ ხელოვნურ ხმელეთს.
მაგალითად საზღვაო ქალაქ კობეში გაკეთებულია ხელოვნური კუნძული Port Island. კუნძულის მშენებლობა დაიწყო 1966 წელს და დასრულდა 1981წელს. მშენებლობის პრინციპი ერთი შეხედვით არის ძალიან მარტივი , მთელი კუნძული არის დაკონსერვებული ნაგავი. კუნძულის ფართობი – 436 ჰექტარია.
Port Island - ნაგვით აშენებული კუნძული იაპონიაში
მასზე მოთავსებულია აეროპორტი შვეულმფრენისთვის , სხვადასხვა სასტუმროები , უნივერსიტეტები , მუზეუმი , სპორტულ – გამაჯანსაღებელი ადგილები , IKEA – ს ჰიპერმარკეტი , დასასვენებელი პარკები და რამოდენიმე კაფე. აქვე ტურისტებისთვის არსებობს პატარა ტურისტული მატარებელი კუნძულის დასათვალიერებლად. კუნძულთან დაკავშირება ხდება საავტომობილო ხიდით.
კანსაის საერთაშორისო აეროპორტი - ხელოვნური კუნძული რომელიც აშენდა ნაგვით.
შემდეგი ხელოვნური კუნძული აშენდა 1987 და დასრულდა 1989 წელს , კუნძულზე განთავებულია კანსაის საერთაშორისო აეროპორტი , კუნძული 4 კილომეტრის სიგრძისაა და ესეც იგივე პრიონციპით არის აგებული , საძირკველში მოათავსეს უამრავი ტონა ნაგავი და შემდეგ დააკონსერვეს. ხელოვნური კუნძული მთლიანად აეროპორტს უკავია , მასე აშენებულია ორი ასაფრენ – დასაფრენი ზოლი და აეროპორტის შენობა. სპეციალურად მოწვეული ინჟინრების დახმარებით , მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ კუნძული მთლიანად გამორიცხავს რაიმე ნგრევას და კატაკლიზმებს კუნძულზე.
ავტორი – Andy
იაპონური პოეზია – ერთ ერთი გამორჩეული და სპეციფიკური ხელოვნებაა მთელ მსოფლიოში. იგი მთლიანად დაფუძნებულია აღმოსავლურ კულტურაზე და ხელოვნებაზე. თავად პოეზიაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ძენ ბუდიზმმა. ეს გავლენა პოეზიაზე ბევრად ძლიერია , ვიდრე ფილოსოფიაზე. იაპონურ პოეზიას სხვადასხვა ჟანრობრივი მიმართულება აქვს , მაგრამ ყველაზე მთავარი განშტოება არის – ჰაიკუ.
ჰაიკუს პოეზია იაპონურ კულტურაში ჩამოყალიბდა ხალხური სიმღერების , ხუმრობების და მხიარული შაირების ნიადაგზე. პოეზიის ეს სახეობა სამ ტაეპიანია და სრულყოფილებას იძენდა დახვეწილი სალონური თამაშების პროცესში. თამაშის წესით საჭირო იყო გონებამახვილობისა და საზრიანობის დემონსტრირება. ლექსის თქმა მთლიანად დაფუძნებული იყო იმპროვიზაციაზე და სხარტ გარითმვაზე. ჰაიკუს ოსტატების მოვალეობა იყო სიტუაციაში სწრაფად გარკვევა და მის არსში ჩაწვდომა. აი ერთი მაგალითი თუ როგორ განავითარა ლექსის ორი სტრიქონი ჰაიკუს ოსტატმა მორიტაკემ (1473 – 1549)
შენ კიდეც გეშინია
შენ კიდეც გილხინს
მიმავალს შენს საქმროსთან
როცა წყვდიადში ღამის
გადაირბენ წყალზე გადებულ ბოგირს
ამგვარად ხდებოდა ლექსის აწყობა. ხშირად დასაწყისი სტრიქონების შევსება ხდებოდა სხვადახვა სამსტრიქონედით:
თითქოს საჭიროა მოკლვა
მაგრამ სურვილი არ მაქვს.
ქურდი შევიპყარ ღამით
და როცა შევხედე კარგად,
შვილი აღმოჩნდა ჩემი.
აყვავებულმა ტოტმა
ჩემთვალთაგან წარიტაცა
ნათელი მთავრე.
ხშირად ჰაიკუს პოეტური აზრი გამოუცნობი რჩებოდა. მაგალითად ჰაიკუს ჟანრის სახელგანთქმულმა იაპონელმა პოეტმა მაცუო ბაშიომ (1644 – 1694) შეძლო მთელი სამყარო აესახა ამ ლექსში.
შემოდგომის მწუხრისას
ყვავი მარტოდმარტო ზის
გამხმარ ტოტზე.
ბაშიოს ეს მინიატურა ასეთ განწყობას ქმნის : ყვავი , გამხმარი ტოტი , მოახლოებული მწუხრი , გვიანი შემოდგომა. როგორც ერთი ფერით შესრულებული პეიზაჟი , ბაშიოს მინიატურაც რამდენიმე სიტყვით ქმნის სიჩუმისა და მწუხრის განცდას , ერთგვარად დაძაბული მოლოდინის შთაბეჭდილებას. ბაშიო ტოტზე მჯდომ ჩვეულებრივ ყვავში ხედავს სამყაროსეულ აზრს. ყოველივე ამას ბევრი რამ აქვს საერთო ძენ-ბუდიზმთან.
ავტორი: Andy
საკე – სუფთა იაპონური ეროვნული სასმელი , რომელიც ბრინჯით მზადდება , მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის და მომზადების ტექნოლოგია თითოეულ იაპონელს მემკვიდრეობით გადაეცემა. იაპონელები საკეს სვამენ რომანტიკულ ვითარებაში , დღესასწაულებზე , რელიგიურ და რიტუალურ დღეებში. თვითონ საკეს დალევა იაპონელებისთვის ერთი მთლიანი ხელოვნება და რიტუალია. ..
ავტორი: Andy
ორიგამი ეს არის ქაღალდის ხელოვნება რომლიც დაიბადა იაპონიაში. მიუხედავად იმისა , რომ ქაღალდი ჩინეთიდან წარმოიშვა , სწორედ იაპონელებმა მისცეს მას ხელოვნების დატვირთვა ანუ ქაღალდისგან სხვადასხვა ფიგურების გაკეთება.
ორიგამის ისტორია იწყება ჰეიანის ეპოქიდან (794 – 1185 წ.წ) ამ პერიოდში ქაღალდი საკმაოდ ძვირ ფუფუნებას წარმოადგენდა რადგან ხელით მზადდებოდა , ამიტომ ის გამოიყენებოდა განსაკურთებულ ვითარებაში , უფრო მეტად რელიგიურ დღეებში . ქაღალდისგან გაკეთებულ ფიგურებს იაპონელები რიტუალურად აკავშირებდნენ ღმერთებთან…