ARTIST / BAND: Delphic
SONG (MP3): Doubt / “Halcyon (Michael Mayer Remix)”
ALBUM: Acolyte
FILE UNDER: Alternative dance
LABEL: modular people
დამატებითი ინფოსთვის ესტუმრე ჩვენს ინგლისურენოვან გვერდს
ავტორი: დიტო ჩიქოვანი
Candy Claws – Silent Time of Earth
Anni Rossi – Crushing Limbs
Janelle Monae – Cold War
S. Carey – In The Dirt
Four Tet – Angel Echoes (Caribou remix)
ავტორი: ნასტასია არაბული
თავიდან მარტო ზურა იყო და სარეპეტიციოში სხვადასხვა ხალხთან ერთად უკრავდა. მერე იმ ხალხიდან რამდენიმესთან ერთად ჯგუფის გაკეთება გადაწყვიტა. ჯერ Jam-ების დაკვრით ვარჯიშობდნენ, ჩამოყალიბების პროცესში ორი სხვადასხვა შემადგენლობა იყო, მერე მიხვდნენ, რომ მუსიკას, რომელსაც იქ აკეთებდნენ, ზუსტად ის ოთხი კაცი ჭირდებოდა, რომელსაც ახლა ჯგუფი “Sour skin” ქვია.
“ჩვენ აღარ შევიცვლებით. თუ შევიცვალეთ, მერე ჯგუფის არსებობას აზრი აღარ ექნება. ეს ჩვენი მუსიკაა და სხვა ასე ვერ გააკეთებს. დრამერი შევიცვალეთ ახლახანს, ახალი დრამერი გვყვავს, მაგრამ დრამი ზოგადად ისეთია, ადვილად ხდება ხოლმე ჯგუფთან შეთავსება და ჩვენიდან რომელიმე რომ წავიდეს, აზრი აღარ ექნება ჯგუფის არსებობას, ისეთ მუსიკას ვეღარ დავუკრავთ. რასაც ახლა Sour Skin უკრავს.”
ახალი ჯგუფია, გრანჟს უკრავენ და ამბობენ, რომ დღემდე ბევრი ისეთი ბენდი იყო, ვინც ძალიან მოწონდათ, ახლა ცდილობენ გავლენისგან თავისუფლები იყვნენ და საკუთარი ხელწერა ქონდეთ: “ჩვენ მუსიკაში ბევრი რამეა აღებული ბლუზიდან, ვოკალსაც ეტყობა ბლუზის გავლენა. მაგრამ საბოლოოდ ის უნდა დაუკრა, რაც გამოძრავებს.” ისე, ბუნებრივია, ჯგუფის ყველა წევრს თავისი ფავორიტი ყავს, გიორგისთვის – ნირვანა, დათოსთვის შედარებით ახალი ბენდები, 2000 წელს ზემოთ…
გრანჟი ალტერნატიული როკის ერთ-ერთ ერთი მიმდინარეობაა, 80-90-იანი წლებში ჩამოყალიბებული ამერიკაში, და ჰარდ-როკსა და ჰევი მეტალს ენათესავება. მათთვის, ვინც თვლის, რომ როკმა თავისი მისია მეტ-ნაკლებად უკვე ამოწურა:
“საქართველოში ჯერ კიდევ არ მომკვდარა ეგ სული. ძალიან მაგარი წლები როკის ისტორიაში 90-იანები იყო, ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიც ინგლისი და ამერიკაა, საქართველოშიც ჯერ ისევ მიტირიან 90-იანი წლების ანდერგრაუნდს, მაგრამ ძალიან უცნაური იყო მაშინდელი ქართული მუსიკა. ყველას ერთი და იგივე სტილი ქონდა, ცუდი ვოკალით და რამდენიმე აკორდით. ამის გარდა, გრჩება შთაბეჭდილება, რომ ტიპები სპეციალურად ცდილობდნენ, არავის მოესმინა და სარდაფებში ყოფილიყვნენ, რომ მერე ეთქვათ, აი, ჩვენ მაშინაც კი ვაკეთებდით მუსიკას, არავინ რომ არ უსმენდა მსგავს მუსიკასო. იმისათვის რომ ქართულმა როკმა თავისი შესაძლებლობები ამოწუროს, კიდევ დიდი დრო და ბევრი ჯგუფია საჭირო. რეალურად, ჩვენთან ჯერ კიდევ არ დამდგარა ისეთი 90-იანები, რაც ინგლისს და ამერიკას ქონდა.”…
ARTIST / BAND: The National
MP3: Bloodbuzz Ohio
ALBUM: High Violet
FILE UNDER: Indie / Rock / Alternative
LABEL: 4ad
ავტორი: დიტო ჩიქოვანი
Keepaway – 5 Rings
Kidkanevil – Megajoy J-POP
The National – Bloodbuzz Ohio
Take – Begin End Begin
Band of Horses – Factory
მუსიკის მოსასმენად და ჩამოსატვირთად ეწვიეთ საიტს>>>muzame.ge
ავტორი – Nikoloz
ბიორკი (სრული სახელი – ბიორკ გუდმუნსდოტირი, ისლ. Björk Guðmundsdóttir დაიბადა 1965 წლის 21 ნოემბერს ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში) – ისლანდიელი მომღერალი, მუსიკოსი, კომპოზიტორი და ტექსტების ავტორი, ასევე მსახიობი, უამრავი პრემიის ლაურეატი. მისი სიმღერები სხვადასხვა ჟანრს და სტილს მიეკუთვნება, მაგალითად ისეთებს როგორიც არის: პოპ მუსიკა, ტრიპ–ჰოპი, ალტერნატიული როკი, ჯაზი, ელექტრონიკა, ფოლკ და კლასიკური მუსიკა.
26, 27 და 28 დეკემბერს შარდენზე Opean Air კონცერტები გაიმართება. სამი ბრიტანული ბენდი Rook and The Ravens, Ten Bears და The Travelling Band დაუკრავს ცოცხალ როკენროლს. მე მგონი კარგი სამი დღე გამოვა 2008 წლის ბოლოს.
![]()
Rook And The Ravens
Ten Bears
The Travelling Band
www.myspace.com/thetravellingband
დღეს ერთმა ძალიან საინტერესო გერმანულმა ბენდმა მიპოვა MySpace-ზე - Lonski and Classen. ძალიან სასიამოვნო indietronic საუნდია. გადაწერეთ უფასო mp3-ები და თქვენც მოისმინეთ.
miyagi გერმანული indie/post-punk ბენდია, მაისში ბენდმა პირველი EP გამოუშვა 7 ნოემბერს კი მათი პირველი სტუდიური ალბომი გამოვიდა - hydraulic son. ის რასაც miyagi უკრავს ენერგიული და ცოცხალი პოსტ პანკია. ალბომი სავსეა კარგი განწყობით და სიმარტივით. დისკი მშვენიერი აკუსტიკური სიმღერით იხსნება და The Whale იმავე წამს განგაწყობთ მთელი ალბომის ბოლომდე მოსასმენად და მიუხედავად იმისა, რომ The Whale თითქოს ამოვარდნილია მთელი დისკის საუნდიდან ის მაინც მშვენიერ შესავალს უკეთებს ამ ალბომს. ალბომის title track Hydraulic Son იმ სიმღერებიდანაა ან თავის ქნევით რომ უნდა აჰყვე და ან ცეკვით, და რა თქმა უნდა ბოლო ხმაზე უნდა ისმენდე. Bad Pennyდამამახსოვრდა ალბომიდან რატომღაც, ალბათ იმიტომ რომ машина времени-ს გავს რაღაცით, მარტივი და თითქოს სულელური სიმღერა. Whatever 2.0 ენერგიული პოსტ პანკი და შეიძლება ითქვას მთელი ალბომის შეჯამებააო ეს ტრეკი. მთლიანობაში კარგი დისკია მშვენივრად ისმინება თავიდან ბოლომდე და პლეილისტშიც შეიძლება ხშირად გამოჩნდეს.
american green იაპონელი Takafumi Shirai-ს სოლო პროექტია. ეს ალბათ იმ შემსრულებელთაგანია, რომლებიც მსენელთა მხოლოდ მცირე - შეზღუდული წრისთვის რჩებიან ცნობილნი რამოდენიმე ალბომის ჩაწერის შემდეგაც კი. არადა ძალიან ლამაზი ელექტრონული მუსიკაა ცოტა indie ცოტა ambient ცოტა glitch (ძალიან მცირე, "subtle" გლიჩები აქვს გამოყენებული, მაგრამ კარგად ავსებს მუსიკას). პოზიტიური, ნათელი მარშების კრებულია მისი სადებიუტო EP - Beautiful Rain, Beautiful Tears.
Hello. Welcome to my page.
I am Takafumi Shirai at "American Green".
I was born in Fukuoka Japan on March 1985.
American Green is one of my favorite colors.
This is my solo project of serious directionality or calm.
american green Takafumi-ს "სერიოზული და მშვიდი" (ეს მისივე განსაზღვრებაა, რამდენად "სერიოზულია" და "მშვიდი" ეს დისკი კიდევაც საკითხვაია, მგონი უფრო ცოცხალი და პოზიტიურია) პროექტია, გარდა ამისა არსებობს "სულელური" პროექტი სახელად piyo და ბენდი blend ables. რისთვის არ ვიცი, მაგრამ სამ პროექტს მიათრევს Takafumi. american green-ის სადებიუტო EP კი უფასოდ აჩუქა მსმენელს და თქვენც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და მოისმინოთ Beautiful Rain, Beautiful Tears.
გერმანული პოსტ-როკი. i am the architect 2007 წელს ჩამოყალიბდა გერმანიაში. მშვენიერი post-rock, ambient საუნდით სავსე ბენდია. ალაგ ალაგ Godspeed You! Black Emperor-საც გაგახსენებთ თუმცა ნაკლებად დეპრესიული და გაწელილია. მომწონს დისტორშენი და არც განწყობა აქვს ამ მუსიკას ცუდი, ხშირად კარგი ბას რითმები და მელოდიური სოლოებით სავსეა. თუმცა რაღაც მოჰარდროკო საუნდი დაჰკრავს გიტარას - მაინც კარგად ისმინება. ბენდმა 2008 წელს ერთადერთი დემო EP ჩაწერა - სახელწოდებით "11", რომელიც უფასოდ გავრცელდა ინტერნეტში. გადაწერე და შეაფასე.
ბFFFFFFF ბლოგზე წერის წინაც ყოფილა რაღაც თეთრი ფურცლის შიშის მსგავსი, კომუნაზე ფურცელი ლურჯია. მოკლედ ერთი კანადური ინდი ბენდი მინდა მოგასმენინოთ - Born Ruffians, რამოდენიმე EP-ს შემდეგ როგორც იქნა 2008 წელს ალბომიც ჩაწერეს და ძალიან კარგ ჟღერადობას ატარებენ. პოსტ-პანკ-ინდი-ფოლკ საუნდი, ყელში ამოდის მაგრამ ყური მაინც ითხოვს ამ ჟღერადობის ათასჯერ სხვადასხვა ფორმაში განმეორებას - აი თქვენ ერთერთი საუკეთესო ფორმა აკუსტიკური ინდი საუნდისა. გადაწერეთ უფასო mp3-ები და შეაფასეთ Born Ruffians. (Foxes Mate for Life მომეწონა განსაკუთრებით, თავის პოსტ-პანკ საუნდით და შტერულ-პაროდიული მუსიკალურობით)
1. - Soule Brother
2. - Foxes Mate for Life
3. - Plinky-Plonky
4. - Skeleton Me
ბრუკლინელი ავანტგარდისტები ბრუნდებიან ახალი ალბომით და მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ეკლექტიზმით. სიტყვა ავანტგარდი ნუ შეგაშინებს, ალბომი სავსეა პოპ ელემენტებით დევიდ ბოუის პროტეჟეებმა უკვე დაიმკვიდრეს თავი მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე, ხოლო Dear Science აშკარად წლის ერთ–ერთი საუკეთესო ნამუშევარია.
განსაკუთრებულად გამოირჩევა:
Dancing Choose – სინთეზური ხმოვანება პლუს როკი და რეჩიტატივი, მკვდარსაც გააცოცხლებს.
Golden Age – მოფანკო ლეიტმოტივი და ფანტასტიური პომპეზური მისამღერი
Family Tree – წლის საუკეტესო ბალადა
აქ მოისმენ მთელ ალბომსTV On The Radio
აქ შეგიძლია შეიძინო მთელი ალბომი
პირველი სინგლის კლიპი შეგიძლია აქ იხილო
Inara George არის კალიფორნიელი singer-songwriter, რომელიც საკუთარი სოლო პროექტის გარდა რამოდენიმე ჯგუში მუშაობს. მათ შორის ყველასთვის კარგად ნაცნობ და ბევრისთვის საყვარელ დუეტში “The Bird And The Bee” Greg Kurstin-თან ერთად. ამასობაში საკუთარ ალბომებზე მუშაობასაც ასწრებს და 12 აგვისტოს გამოუშვა მეორე სტუდიური სოლო ალბომი “An Invitation”.
“An Invitation”-ის არანჟირება მთლიანად ამერიკელი კომპოზიტორის Van Dyke Parks-ის გაკეთებეულია. ეს თვითონ ინარას იდეა იყო. თავიდან უბრალოდ რამოდენიმე სიმღერაში უნდა მიეღო Van Dyke-ს მონაწილეობა და შემდეგ გადაწყდა მთელი ალბომი მისი არანჟირებით გაკეთდეს. ორკესტრი ორ დღეში იყო ჩაწერილი ლოს ანჯელესის Sunset Sound Studio-ში.
საბოლოოდ გამოვიდა ცოტა უცნაური, საკმაოდ მოულოდნელი და ლამაზი ალბომი. ორკესტრის არანჟირებას ინარას ცოტა მოჯაზო-მობლუზო ვოკალი ემატება და შედეგად რაღაც შავ-თეთრი ამერიკული ფილმის ასოციაციები იბადება თავში, ოდრი ჰეპბერნით მთავარ როლში. 13 მოკლე სიმღერა სულ რაღაც 38 წუთს აღწევს საერთო ჯამში და ალბათ ამიტომაც, მთლიანად ერთ კონცეპტზე აწყობილი დისკი, მშვენივრად ისმინება (პირადად მე ოთხჯერ მოვისმინე ერთ საღამოს). ხანდახან წაიერთფეროვნებს, რომ არა მელოდიურობა, სილამაზე და ორიგინალურობა ალბათ კიდევ ერთი ჩავარდნილი ინდი პოპ ექსპერიმენტი იქნებოდა. საერთოდ სკეპტიკურ დამოკიდებას ინდი პოპ ექსპერიმენტებისადმი ხშირად ვხვდები, თუმცა მე ასეთი ექსპერიმენტალური მხარე უფრო მახარებს ვიდრე ჩვეულებრივი გიტარული მუსიკის ტკეპნა. დისკი მაღალ შეფასებას იმსახურებს უბრალოდ საინტერესოა რამდენად დააინტერესებს ასეთი ექსპერიმენტი მსმენელს.
The Strokes-ის ბასისტმა Nikolai Fraiture-მ ახალი სოლო პროექტი დაიწყო. სახელწოდებით Nickel Eye. პროექტში მონაწილეობას იღებს Yeah Yeah Yeahs-ის გიტარისტი Nick Zinner და პირველი სამი სიმღერა უკვე ჩაწერილია. ინდი-ფოლკისა და ალტერნატივის მოყავრულებო, გაემზადეთ, წინ ნამდვილად კარგი ალბომი გელით. ალბომი უახლოეს მომავალში გამოვა, ხოლო პირველი 3 სინგლის მოსმენა კი Nickel Eye-ს მაისფეისიდან შეგიძლიათ.
Radiohead-მა წინა წლის სემოდგომაზე სერიოზულად ააცახცახა მსოფლიოს მუსიკალური ინდუსტრია. მაშინ როცა სხვადასხვა ლეიბლები მილიონებს ხარჯავენ ალბომების ჩაწერაში, რეალიზაციასა და პრომოუშენში, რათა გაყიდვები წაახალისონ და მეტი მოგება ნახონ, რადიოთავებმა თავიანთ მსმენელს შოკისმომგვრელი ალტერნატივა შესთავაზა - მათ მთელი ალბომი, უმაღლესი ხარისხით, მსმენელისთვის ნებისმიერ სასურველ ფასად დადეს საკუთარ ვებ-გვერდზე გადმოსაწერად (გადმომწერი თავად ირჩევდა ფასს, და რათქმაუნდა შეგეძლო ალბომში 0 ცენტი გადაგეხადა). 2007 წლის ბოლოს (3 თვეში) ალბომის ასიათასობით ეგზემპლიარი უკვე გადმოწერილი იყო.
თუმცა მცირე ხნის წინ, საინტერესო შედეგები გამოვლინდა. მიუხედავად იმისა რომ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ალბომის გადმოწერა უფასოდ იყო ნებადართული, In Rainbows-ს გაცილებით დიდი რაოდენობით ჩამოიქაჩა ტორენტ-საიტებიდან და განსხვავებამ დაახლოებით ორი მილიონი დაუნლოდი შეადგინა. კომპანიამ, რომელმაც გადმოწერების რაოდენობა დაასახელა, რიცხვი შემაშფოთებლად მიიჩნია და დღემდე ვერ პოულობენ პასუხს, თუ რატომ გადმოიქაჩა ოფიციალური ვებ-გვერდიდან ლიცენზირებული ვერსია 100 000-მდე რაოდენობის, ხოლო არალეგალური საიტებიდან 2 300 000.
Radiohead-ის წევრები დღემდე არ ასახელებენ ზუსტ რიცხვს, თუ რამდენჯერ გადმოიწერეს და რა მოგება ნახა ჯგუფმა www.inrainbows.com-დან. საინტერესოა რა მოხდება, თუ რადიოთავების მაგალითს სხვებიც მიბაძავენ და ალბომებს უფასოდ დადებენ თავიანთ ვებ-გვერდებზე.
დიდხანს ვეძებეთ და მაინც აღმოვაჩინეთ, ამ იშვიათი ცოცხალი შესრულების ვიდეოკადრები. საქმე იმაშია რომ ყველასათვის უკვე კარგად ცნობილი Gnarls Barkley (გაიხსენე Crazy) ტურნეშია და კონცერტის დროს Radiohead ის სიმღერას Reckoner (აქტუალური ალბომიდან In Rainbows) ასრულებს. ფსიქოდელიური სოულის ეს დუეტი არ ხუმრობს, მიუხდავად ვიდეოს სამოყვარულო ხარისხისა, მიხვდები თუ როგორ მოუხდა Cee-Lo ს ხმა რადიოთავების ამ სიმღერას.
ძალიან სკეპტიკურად ვიყავი ყოველთვის განწყობილი Camille-სადმი, ეს ფრანგი მსახიობი და singer-songwriter არასოდეს მიმაჩნდა ძლიერ მუსიკოსად და მის ახალ ალბომსაც დიდხანს უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევდი. Напрасно...
2005 წლის შემდეგ Camille -ს მხოლოდ ერთი საკონცერტო დისკი აქვს ჩაწერილი, ისიც 2006 - ში, სამ წლიანი პაუზის შემდეგ აპრილში გამოსული Music Hole პირადად ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო. შესანიშნავი ვოკალური ტექნიკით სავსე, მშვენიერი არანჟირებით, უცნაური, ორიგინალური ჟღერადობით, სიახლეებით და მოულოდნელობებით სავსე დისკია. რითმ ენდ ბლუზის და პოპის გაერთიანება ყოველთვის კარგად შეეძლო Camille-ს, მაგრამ The Monk საერთოდ არ გავს დანარჩენ ტრეკებს. ეს სიმღერა უფრო ავანგარდია ვიდრე ინდი პოპი, Bobby McFerrin-ის, Björk-ის, Meredith Monk-ის მსგავსი ჟღერადობა, უტექსტო, თითქმის შვიდ წუთიანი სიმღერა თავისთავად საკმაოდ მრავალფეროვანია და მთელ დისკშიც უცნაური განწყობა შემოაქვს. თუ დისკის პირველი ხუთი კომპოზიცია აგაცეკვებთ The Monk აუცილებლად გაგაჩერებთ და გაიძულებთ გაჰყვეთ ამ საოცარ ხმას.
Cats And Dogs - ში მეტი ბლუზია, მეტი ნოსტალგიურ - ტომ ვეიტსური ჟღერადობა, რომელიც საბოლოოდ ისევ რითმულ ენერგიულ სიმღერაში გადაიზრდება. საოცრად ემოციური Winter's Child. ყველა სიმღერა დისკში სათითაოდ ძალიან საინტერესოა. ამას ყველაფერს შესანიშნავი ნამუშევარი ტექნიკური მხარე, არანჟირება და მიქსინგი ემატება და შედეგად გამოდის ალბომი რომელსაც პირღია ვუსმენდი.