ავტორი – BigCrow
დიდი ხანია ვაპირებდი ფლეშმობის გაკეთებას, ან ველოდებოდი, როდის გააკეთებდა ვინმე სხვა და აი, როგორც იქნა, გადავწყვიტე ავიღო ფლეშმობის ორგანიზება თავზე.
მოკლედ ინტრო – ფლეშმობი არის წინასწარ დაგეგმილი არტი, რომლის დროსაც გარკვეული რაოდენობის ადამიანები იკრიბებიან საზოგადო ადგილზე, აკეთებენ სრულიად შეუსაბამო რაღაცეებს რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ იშლებიან. ამ ყველაფრის მარილი იმაშია, რომ ფლეშმობს უნდა ჰქონდეს დაუგეგმავი სახე.
სანამ მსოფლიო ფლეშმობების მარგალიტებს შემოგთავაზებდეთ, მინდა გაგაცნოთ იდეა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მოგვივიდა მე და საბუნიას თავში. ანუ ni2.ge-ს. ვაციტირებ ფორუმიდან:
ტელევიზიასთან რომ არის პატრულის ვიტრინებიანი შენობა, იმის წინ არის გადასარევი პარკი, სადაც შეიძლება მოეწყოს ასეთი ფლეშმობი:
დათქმულ დროს მიდის 30-50 კაცი მანდ თავისი სკამებით, დგამენ ისე, როგორც კინოთეატრში დგას, სხდებიან და უყურებენ.
შეიძლება რამდენიმე ექსტრა ვეში:
- პოპკორნები
- დაგვიანებით მოსული როჟა რომ სკამებს შორის ჯდება გვერდული სიარულით
- უკანა რიგებში მოზასავე წყვილი
- რაღაც “საშიშ” მომენტებში ერთდროული კივილი
- “რამაწიჩნი” მომენტებზე ტირილი
- მობილური არ უნდა გამორთოს ერთმა და შუა ,,ფილმის” დროს დაურეკოს
- “კულმინაციურ მომენტებში” ქართული ხასიათის გათვალისწინებით ყველა ერთდროულად უკრავს ტაშს.
- “ლენტის გაწყვეტისთვის” სტვენა და პოპკორნის წვიმა გავუშვათ ვიტრინისკენ.
- სხვა…
მსურველები და იდეის მომხრეები ჩაეწერეთ, სავარაუდო დრო – აღდგომის შემდეგი კვირადღე.
პ.ს. ვიდეოს გადაღება აუცილებელია
ასე. ხალხი უკვე იკრიბება ფორუმიდან, შეგიძლია შენც შემომიერთდე. სამუშაო (სარეპეტიციო) შეხვედრა დაგეგმილია ზეგ, ხუთშაბათს, საღამოს 7:30-ზე, რუსთავი2-ის შენობის წინ. ანუ აი აქ:
ესეც ასე. ახლა კი რამოდენიმე ფლეშმობი, განწყობისთვის:
”უშარვლო მგზავრობა”:
ავტორი – BigCrow
”რა უყვართ ქალებს” Versus ”რა უყვართ კაცებს” რომ მიყვარს, უკვე გეცოდინებათ. თუ არ გეცოდინებათ, ეგეც არაა დიდი ტრაგედია. მოკლედ, მინდა წარმოგიდგინოთ ერთი უშესანიშნავესი ვიდეო, ჰაინიკენის რეკლამა по сути, მაგრამ ამავე დროს არტია, ფაქტიურად.
*ვიდეოს მოაქვს 3-4 ზედიზედ ყურების მერე. შეიძლება დადნეთ
ავტორი: Bigcrow
ძალიან მიყვარს სასარგებლო საიტები, როგორებიცაა იუტუბი, ვიმეო, ფლიკერი და სხვა ისეთი საიტები, სადაც იცი, რომ შეხვალ და ბევრ და ძალიან სასარგებლო რამეს ნახავ, ხალხის მიერ ატვირთულს, იქნება ეს ფოტოები, ვიდეოები, პროგრამები თუ მუსიკა. მინდა წარმოგიდგინოთ ერთი მსგავსი საიტი, რომელმაც ჩემი აღფრთოვანება დაიმსახურა და დორბლად დამღვარა. ეს არის პანორამიო– საიტი, სადაც განთავსებულია მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულის ფოტო და სადაც ნებისმიერს შეუძლია თავისი კუთხე-კუნჭულის ფოტოს დამატება…
ავტორი: bigcrow
გადავყევი ამ ფეისბუკს. გადავყევი რა, არც ტაძარი ამიგია მისთვის და არც ფანკლუბი შემიქმნია, მაგრამ ფაქტია, რომ გადავყევი. მან ჩაანაცვლა ჩემთვის ბლოგიც, მესენჯერებიც და ნაწილობრივ ფორუმიც. ამაზე ვიღაც წერდა უკვე, რომ მალე ასე მოხდებაო და ბლოგები ჩაიძირებაო და ა.შ., მაგრამ ახლა ჩემს თავზე ვიგრძენი ყველაფერი.
საქმე იმაშია, რომ ფეისბუკზე რამდენიმესიტყვიან სტატუსებში შენი ყოველსაათობრივი გრძნობის გამოხატვა უფრო ადვილია…