ეს სია ჩვენმა პოლონელმა მეგობარმა ბლაჟეიმ დაამზადა, ყველაფერი ბოლომდე არ გვინახავს მაგრამ რამდენიმე შთამბეჭდავი მომენტი ნამდვილად გელით.
KUMKA OLIK
v=kNdz6PPQy4Y
პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნებში მმართველი პარტიის, ”სამოქალაქო პლატფორმის” კანდიდატმა ბრონისლავ კომოროვსკიმ გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 4 ივლისს გაიმართა, კომოროვსკიმ ხმების 53% მიიღო, ტრაგიკულად გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ კი - 47%. მან დამარცხება ჯერ კიდევ გასულ ღამით აღიარა და კომოროვსკის გამარჯვება მიულოცა.
ავტორი: მარიკა იაშვილი
24 საათი 26.05.10
ექსპერტები პოლონელთა დახოცვის ამსახველი ვიდეომასალის ნამდვილობას ადასტურებენ
მსხვილმა პოლონურმა გამოცემამ "სმოლენსკი 2010"-მა, რომელიც 2010 წლის 10 აპრილს კატინის მახლობლად მომხდარ ტრაგედიას იძიებს, გამოაქვეყნა ინგლისურენოვანი წერილი, რომლის ავტორია ესტონეთის ადამიანის უფლებათა ინსიტიტუტის ერთ-ერთი მმართველი ვალერი კალაბუგინი. კალაბუგინი მონაწილეობდა იმ სამოყვარულო ვიდეოს შესწავლაში, რომელიც 16 აპრილს კიევში მოკლულმა ანდრეი მენდერეიმ გადაიღო.
პოლონური საზოგადოების ნაწილის აზრით, მენდერეი რუსეთის სპეცსამსახურებმა მოკლეს.
წერილის ავტორის თქმით, ვიდეოს ნამდვილობას, პირველ რიგში, ის ადასტურებს, რომ როგორც რუსეთის, ასევე პოლონეთის ხელისუფლებები მის სრულ იგნორირებას ცდილობენ. ვიდეოჩანაწერი ერთხელ მოხვდა სატელევიზიო ეთერში, ისიც რუსულ არხზე და დამახინჯებული ფორმით. გარდა ამისა, კალაბუგინის თქმით, იმის დასამტკიცებლად, მართლაც ისმოდა თუ არა ამ ვიდეოჩანაწერში "არ დაგვხოცოთ" და სხვა მსგავსი შინაარსის ფრაზები, ვარშავაში ერთ-ერთ რადიო-სტუდიაში სპეციალისტებმა მაღალი დონის ტექნოლოგიები გამოიყენეს, რის შემდეგაც ხმების მოსმენა შესაძლებელი გახდა. ამან კი თავის მხრივ დაადასტურა, რომ ინტერნერტში მოხვედრილ ვიდეომასალაზე დატანილი სკრიპტები სიმართლეა.
ვიდეოს ნამდვილობის დასაჯერებლად ესტონელ ექსპერტს კიდევ ერთი მიზეზი მოჰყავს - იმ ადამიანმა, რომელმაც საერთაშორისო ქსელში ვიდეოჩანაწერი განათავსა, ფსევდონიმი გამოიყენა. ეს ფსევდონიმი არც მანამდე და არც მას შემდეგ არასდროს არავის გამოუყენებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს პიროვნება თავის დაცვას ცდილობდა.
რამდენიმეკვირიანი იგნორირების შემდეგ პოლონეთმა მაინც გადაწყვიტა, ვიდეოჩანაწერის ანალიზი გაეკეთებინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერში ასახული სინამდვილეს შეესაბამება და მისი სიყალბედ მიჩნევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
ამავე დროს…

ავტორი – გოგი გვახარია
თავის დროზე, როცა კინომცოდნეების ჯგუფი ამყავდა თეატრალურში, კშიშტოფ კიშლოვსკის ”დეკალოგი” მისაღები გამოცდებისთვის ავარჩიე. ჩემი ჭკუით, ასეთ კინოზე ფიქრი ბავშვებს სტრესს მოუხსნიდა, დაამშვიდებდა. თანაც, ცოტა ვიეშმაკე. ჩვენში უკვე იმ დროს მომძლავრებული ”ეკლესიური ფანატიზმის” ფონზე ზუსტად ”დეკალოგით” შევიტყობდი, რამდენად ჰქონდათ აბიტურიენტებს დაბნელებული გონება და რამდენად მზად იყვნენ შეესწავლათ ხელოვნების ენა.
სმოლენსკის აეროპორტში მომხდარი ტრაგედიის მერე სწორედ კიშლოვსკი გამახსენდა; პირველი ევროპელი რეჟისორი, რომელმაც ევროკავშირის შექმნას ფილმი მიუძღვნა (”ლურჯი”) და თანაც, პირველი ევროპელი რეჟისორი, რომელმაც იმხანად ჯერ კიდევ პროექტის დონეზე არსებული ევროკავშირის მიმართ ქილიკი გაბედა.
ეს "ლურჯი" ხომ დიდი ტრიპტიქის ნაწილია ("თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა"), რომლის საბოლოო გაგებისთვის აუცილებელიცაა გაიხსენო, რა ხდება "თეთრში", მერე კი "წითელში".
"თეთრში" - "თანასწორობის" იდეა იმდენადაა გამასხარავებული, რომ ფილმის ბოლოს ცხადი ხდება, ადამიანები (ყველგან!) იბრძვიან არა თანასწორობისთვის, არამედ სწორედაც რომ უთანასწორობისთვის, ე.ი. ძალაუფლებისთვის და დასავლეთს - აღმოსავლეთი (ამ შემთხვევაში პოსტკომუნისტური პოლონეთი) სჭირდება, როგორც მხოლოდ და მხოლოდ მართვის ობიექტი. მეტი არაფერი.
და "წითელი"?... კიშლოვსკიმ დახოცა ყველა და გადაარჩინა თავისი გმირები, აღიარა, რომ რეჟისორი დემიურგია, რომელსაც ადვილად შეუძლია მართოს ადამიანები, აღიარა, რომ მანიპულაციის ვნებას არც პოლიტიკური სისტემა განსაზღვრავს და არც სოციუმი. ეს ვნება ყველაშია. აღიარა, დასცინა თავის თავს, მერე გამოაცხადა, რომ თავს ანებებს კინოს გადაღებას... და ცოტა ხანში მოულოდნელად გარდაიცვალა. 54 წლის ასაკაში.
უკუღმა რომ მივყვეთ, რაღა იქნება "ლურჯი"? რაღა იქნება ფილმი გაერთიანებული ევროპისადმი მიძღვნილი პათეტიკურ-კიტჩური ქორალით, რომელიც ჟულიეტ ბინოშის ტანჯულ-ინტელექტუალურ მზერას "აფორმებს"? თუკი ამ ციკლის მეორე და მესამე ფილმების ჟანრს გავიხსენებთ, ეს კვაზიტრაგიკული ისტორია, უბრალოდ, პაროდია გახდება. პაროდია გაერთიანებულ და ბედნიერ ევროპაზე!
კიშლოვსკი - თავისი კათოლიკურ-დიდაქტიკური ფილმებით, მუდმივად უქმნიდა დისკომფორტს დასავლურ კინოსამყაროს, სადაც მოდას, ტრადიციულად, მემარცხენეები ქმნიან... კაჩინსკიც დიდი თავის ტკივილი იყო ევროკავშირისთვის... ისევე, როგორც პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები. და გარკვეულწილად საქართველოც.
------------
აქ გავჩერდი... საქართველოში კაჩინსკის გლოვამ თითქმის პაროდიის მასშტაბებს მიაღწია. ამიტომ გადავწყვიტე, შემეცვალა ბლოგის თემა. კიდევ ერთი პოლონელი რეჟისორის, ანჯეი ვაიდას ფილმი, ”ყველაფერი გასაყიდად” გამახსენდა. იქ ახალგაზრდა კაცის ტრაგიკული სიკვდილი მედიამ და შოუ-ბიზნესმა თან დაიტირა და თანაც, იხეირა.
ასეთი რიტუალების, კოლექტიური გლოვისა და ახალი მითების შექმნის ფონზე (”კატინი დაწყევლილი მიწააა პოლონეთისთვის!”) პირველ რიგში მწუხარება ფერმკრთალდება. სევდა - სევდისა და მწუხარების პაროდიად იქცევა.
ბლოგის თემის შეცვლა გადავწყვიტე და ახალზე ფიქრში ფეისბუკის მეგობრების ”კედლებს” გადავხედე. ერთი ძალიან სიმპატიური კაცის და კარგი ჟურნალისტის, პაატა იაკობაშვილის სტატუსს მივაქციე ყურადღება - ”მე პოლონელი ვარ!” ეგრევე ღრმა ბავშვობა გამახსენა - ჩემი პირველი გასვლა საზღვარგარეთ, 1971 წელს - პოლონეთში. იქიდან დაბრუნებულმა, პოლონელებით და პოლონეთით აღფრთოვანებულმა, სახლში განვაცხადე ”ბებიაჩემი ხომ პოლონელია? არ შეიძლება გვარი გადავიკეთო?”
გარდამავალ ასაკში ვიყავი. წვერის გაპარსვას ვიწყებდი.
და ამ დროს, ხომ იცით, ყველა მარტო გრძნობს თავს
პაატას სტატუსმა კიშლოვსკისთან დამაბრუნა. ოღონდაც არა ”სამფერა ტროლოგიის” არამედ ”ვერონიკას ორმაგი ცხოვრების” ავტორთან.
”ვერონიკა” თავიდან ბოლომდე რეფლექსიების სამყაროა, რომელიც უცნაურ განწყობას ქმნის - უყურებ რეალობას და ივიწყებ რეალობას, ივიწყებ, სადა ხარ! და როცა ვერონიკა მამამისს ეუბნება, მოულოდნელად ვიგრძენი, რომ მარტო ვარ ამ ქვეყანაზეო. გგონია, რომ ზუსტად ეს სიტყვები, ზუსტად ასეთი ინტონაციით, განმეორებაა შენს ცხოვრებაში.
”ეს უკვე იყო!” რაღაც ერთობას გრძნობ ამ გოგონასთან და კიშლოვსკის მიერ გამოხატულ პოლონეთთან.
"პოლონელებს ახლა კეთილი ღმერთი უნდათ, რომელიც ყველაფერს აპატიებს და არა მკაცრი ღმერთი, როგორც პროტესტანტულ დასავლეთში... მათ უნდათ ღმერთი, რომელიც სათნო დედას ჰგავს და არა მკაცრ მამას" - აღნიშნავს ეჟი ტეპლიცი კშიშტოფ კიშლოვსკისადმი მიძღვნილ წიგნში, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დაიწერა.
და დღევანდელი ქართველებიც ასე არ ვართ? გარდამავალ ასაკში ”გაჭედილ” ყმაწვილებს არ ვგავართ, ვერაფრით რომ ”დაგვიდგენია” ჩვენი იდენტობა, ვერ გაგვირკვევია, ვინა ვართ - ევროპა, აზია... ვერ ჩამოვყალიბებულვართ, სად გვინდა - ნატოში? რუსეთში? ვერ ჩამოვყალიბებულვართ და ამიტომ ”თავის ტკივილად” ვიქეცით ყველასთვის - დასავლეთისთვის, რუსეთისთვის და, რაც მთავარია, საკუთარი თავისთვის.
”ვერონიკაში” კიშლოვსკი უბრალო ხერხებით აღწევს იმას, რაზეც ბევრი იწვალა ანდრეი ტარკოვსკიმ (მაგრამ მაინც ვერ შეძლო, რადგან მეტისმეტად მნიშვნელოვან როლს ანიჭებდა საკუთარ თავს) - ქმნის "დეტერმინირების" განცდას, როცა მაყურებელი გრძნობს, რომ რაღაც მაღალ ძალაზეა დამოკიდებული, რაღაც ვერტიკალზე! აქ კი, ამ ჰორიზონტზე, სიმეტრია მოჩვენებითია. პოლონელი ვერონიკა მოულოდნელად კვდება, რაც მის ორეულს ბედნიერს ხდის საფრანგეთში. დასავლეთს სრული კეთილდღეობისთვის მსხვერპლი სჭირდება!
ვეჭვობ, რუსეთშიც და დასავლეთშიც ბევრს ჰგონია, რომ სმოლენსკის ტრაგედია მნიშვნელოვნად შეცვლის პოლონეთის ურთიერთობას აღმოსავლეთთან, ევროკავშირთან... რომ აღარ იქნება კაჩინსკის ექსცენტრიულ-ინფანტილური ხელისუფლება და ევროკავშირიც უფრო ადვილად მიიღებს გადაწყვეტილებებს. რუსეთიც ამოისუნთქავსს ცოტა.
მართლა მაგარი ფილმია ანჯეი ვაიდას ”ყველაფერი გასაყიდად”. აუცილებლად ნახეთ.
![[IMG_0037_resize[3].jpg]](http://lh3.ggpht.com/_1tFrlTWYCP4/SZrOFjEC_LI/AAAAAAAABKk/bjnKgpdS914/s1600/IMG_0037_resize%5B3%5D.jpg)
სერგი გვარჯალაძის ფილმი “ცეკვა საქართველოსთან” პირველი, ყველაზე მასშტაბური ქართული სატელევიზიო პროექტია, რომელიც წამყვანმა ევროპულმა ტელეარხმა (TVP2) შეისყიდა.
სერიალი კატაჟინა პაკოშინსკას საქართველოში მოგზაურობაზე მოგვითხრობს. პოლონური შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი ფილმის არამხოლოდ წამყვანი, არამედ მთავარი აქტიური პერსონაჟია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (აჭარა, სვანეთი, თუშეთი, კახეთი…და სხვა) მოგზაურობს, ამზადებს ქართულ ნაციონალურ კერძებს ან ქართულ ცეკვას სწავლობს.
ფილმს პოლონური პრესა ჯერ კიდევ პრემიერამდე ეხმაურებოდა
(http://film.onet.pl/seriale/0,1914865,wiadomosc.html
http://www.zw.com.pl/artykul/1,332531.html)
“ცეკვა საქართველოსთან” ექვსი, 24 წუთიანი ფილმისგან შედგება, სავსეა თავგადასვლებით, ფანტასტიკური კადრებით და ორიგინალური მუსიკით.
პროექტის ბლოგი ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალით იხილე აქ:
(http://projektgruzja.blogspot.com/)
წამყვანი, ავტორი: კატაჟინა პაკოშინსკა
რეჟისორი, ავტორი, პროდიუსერი: სერგი გვარჯალაძე
ოპერატორი, მონტაჟი: ალეკო კვატაშიძე
ოპერატორი: ნიკო ტარიელაშვილი
მონტაჟი: სანდრო კაპანაძე
ორიგინალური მუსიკა: Gvaji, Sergi Gvarjaladze, sTia, Bajoo
პირველი მაუწყებლობა: TVP2 (პოლონეთი) February-March 2009
კოოპროდუქცია: TVP2 / KOMUNAMEDIA
ზაკოპანე–ზამთრის კურორტი ტატრების მთებში, სამხრეთი პოლონეთი.
![]()
GEO-PL.ORG -ახალი ქართულ -პოლონური პორტალი მიზნად ისახავს ჯანსაღი კლიმატის შექმნას პოლონეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის. პორტალი მათთვის კიდევ ერთი საშუალებაა, დაუკავშირდნენ თავიანთ ახლობლებსა და მეგობრებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ასევე დაამეგობრონ ისინი პოლონელებთან. გარდა ამისა, სურვილი გვაქვს ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას ქართულ დიასპორასა და კავკასიით, კერძოდ კი საქართველოთი, დაინეტერესებულ პოლონელ ხელოვანებს შორის. ვიმედოვნებთ, რომ პორტალი ქართულ-პოლონური კულტურული ურთიერთობების განვითარების საწინდარი გახდება და მრავალ საინტერესო პროექტს უშუამდგომლებს.
ავტორი: ანა დუნინი
მართალია, რუსი ჰაკერების მასშტაბური შეტევები ცენტრალური და აღმოსავლეთ- ევროპის სახელმწიფო ორგანიზაციებზე (რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია) ძალიან იშვიათია, თუმცა მათი ბოლოდროინდელი გააქტიურება იმაზე მეტყველებს, რომ უახლოეს მომავალში უსაფრთხოების თვალსაზრისით მათ სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლიათ
სექტემბრის კიბერ-თავდასხმა პოლონეთზე, რომელსაც რუსეთთან კონფლიქტი აქვს, ამ ქვეყნის წინააღმდეგ მორიგი გამოხტომა იყო. ამას წინ უძღოდა 2007 წელს ქსელში ესტონეთის და 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ რუსეთის დავა მეზობლებთან მომავალშიც გადაიზრდება კიბერ-ინციდენტებში, როგორც ეს ბოლო წლებში იყო, განსაკუთრებით იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ ინტერნეტ-მომსახურებაზე სულ უფრო მზარდი დამოკიდებულება სამოქალაქო ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყვლადობას აძლიერებს…
ეს ფოტოები ქალაქ ჰაინოვკაშია გადაღებული, ბელორუსიის საზღვართან.
გახსოვთ ჯუჯას ამბავი ფილმიდან ამელი? ფილმში ერთმა ჯუჯამ მოგზაურობა გადაწყვიტა და პატრონს მსოფლიოს ყველა დიდი მეტროპოლიდან სამახსოვრო ბარათი გამოუგზავნა. პოლონურ ქალაქში ვროცლავ ჯუჯებმა, (დადაისტური ჯგუფის ფორთოხლისფერი ალტერატივა მეშვეობით) ქალაქი დაიპყრეს და ახლა მისი ისტორიული ცენტის კუთხე–კინჭულებში იმალებიან.
ვროცლავი (ყოფილი ბრესლაუ) უდაოდ ევროპის ერთ–ერთი ულმაზესი ქალაქია და ვარშავასთან და კრაკოვთან შედარებით ნაკლებათ არის ცნობილი ტურისტებისათვის.
აი რამდენიმე ფოტო რომელიც სპეციალურად komuna.ge სათვის გადავიღეთ.
ფონად შეგირჩიეთ რამდენიმე ვროცლაველი შემსრულებელის მუსიკა
Bakshish (რეგეი)
Solar Kingdom (ტექნო, მინიმალი)
Bartosz Niebielecki (ჯაზი)
| |
