Showing posts with label პოეზია. Show all posts
Showing posts with label პოეზია. Show all posts



 

 

[erotic 5[2].jpg]



kote-yubaneishvili

komuna-like

ძალიან დიდი ხანია, რაც კოტე ყუბანეიშვილი პრესითა და ტელევიზიით არ გამოჩენილა. არ უყვარს ინტერვიუ. არც ქართული არხები უყვარს და პრესასაც არ სწყალობს. არც ის მოსწონს, რასაც დღეს აპროტესტებენ. თავად ბევრჯერ გააპროტესტა და საზოგადოებას დღემდე ახსოვს მისი გამოსვლები.
- რატომ არ ურთიერთობთ ქართულ პრესასთან?
- თქვენ ფიქრობთ, რომ ქართული პრესა საყვარელია? ადრე ჩემთან ინტერვიუები იბეჭდებოდა და სწორედ აქედან გამომდინარე არ მიყვარს. მერე სხვანაირად მიტრიალდება. ხან ჩემს საუბარს ვერ ვცნობდი. ეტყობა, არ ესმოდათ, რას ვეუბნებოდი. არაპროფესიონალიზმი ნერვებს მიშლიდა.

- ამბობენ, ახალ თაობაში პროტესტის ნაკლებობაა. ეთანხმებით ამ აზრს?

- ალბათ ისინიც დაიღალნენ. რა უნდა გააპროტესტონ? პროტესტს რაღაც აზრი ხომ უნდა ჰქონდეს.

- უახლოესი წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ხელოვანი ვნახეთ ქუჩაში გამოსული, თუმცა თქვენ მათ რიგებს არასოდეს შეერთებიხართ.

- მე ვერ ვნახე ვერც ერთი. მე ვნახე ვიღაც ნაწყენი ტიპები. თავისი ძვალი წაართვეს პაპუასს და ეწყინა, მაგრამ რამდენად ეკუთვნოდა ეს ძვალი? ამბობენ, დაშალეს უნივერსიტეტი, გაანადგურეს აკადემია, სულში ჩაგვაფურთხეს... რა სულში, სად ჰქონდათ სული? საერთოდ, რაზეა ლაპარაკი, რა წაგვართვეს, ან რა გვაწყენინეს, რას ვაპროტესტებთ. ერთხელ ვერ ვნახე, რომ იმას აპროტესტებდნენ, რაც გასაპროტესტებელია.

- თქვენ გამოსულიყავით...

- მე როცა მიმაჩნდა, რომ აზრი ჰქონდა, მაშინ გამოვედი და პირველმა მე ვიყვირე. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, როცა მოსაწევს არ მაწევინებდნენ, გამოვედი და ვთქვი, აი, ახლა უნდა წავიდე და მოვწიო, აბა, დამიჭირეთ-მეთქი. ეს ყველაფერი ხომ პროტესტი იყო. რაც მე მაწუხებდა, ის ვთქვი.

- ბატონო კოტე, ამბობენ, რომ დღეს არსებობენ ელიტური პოეტები. თუ იცით, ვინ არიან ისინი?

- რა ელიტა? მე ქართველი პოეტები არ ვიცი, მე საკუთარ თავს პოეტად არ მივიჩნევ. აქედან გამომდინარე, მე ვისაც ვიცნობ, ყველა ჩემზე ცუდად წერს.

- ცოცხალ პოეტებს გულისხმობთ?

- ცოცხლებსაც და მკვდრებსაც. შოთა რუსთაველს არ ვგულისხმობ. დანარჩენი, გალაკტიონების ჩათვლით, ვაჟა-ფშაველები და სხვები, ყველა ჩემზე ნაკლებად ერკვევა პოეზიაში. მე ჩემს თავს არ მივიჩნევ პოეტად და აქედან გამომდინარე მაგათ საერთოდ არ ვაღიარებ. რის პოეტები და რა პოეტები, რა ელიტა, ვერ გავიგე. რა მწერალთა კავშირი, რის კავშირი, ვისთან კავშირი, რა ხდება საერთოდ, ვინ არიან.

- ქართულ ტელევიზიებს თუ უყურებთ, ალბათ გადაცემაში რომ დაგპატიჟონ, არ მიხვალთ...

- არ ვუყურებ და არც მივალ, მაგრამ ეთერში მაინც ვხვდები. ყველა მეუბნება, სულ ტელევიზორში ხარო. საიდან, რატომ ვარ ტელევიზორში, როდინდელი კადრებია, რა ხდება...

- ალბათ საზოგადოებას ისევ აინტერესებს კოტე ყუბანეიშვილი...

- საზოგადოებას აინტერესებს, მაგრამ რა საზოგადოებაზეა ლაპარაკი. მე საქართველოში საზოგადოებას არ ვიცნობ. ვინ არის საზოგადოება. შეიძლება, ვიღაც კაი ტიპია, ჩამოვიდა, ლონდონში სწავლობდა, მაგრამ მამამ რა ფულით გაუშვა ლონდონში. ვინ არის და რატომ სწავლობს, რა უნდა, რომ ჩამოვა აქ რისი გაკეთება უნდა...

- დღეს ბევრი ქართველი იმყოფება ემიგრაციაში...

- აი, ახლაც ორმოცდაათი ქართველის ექსტრადირება მოხდა ირლანდიიდან. ქუჩაში დაიჭირეს და გამოყარეს. ამ დროს გამოდის მიხეილ სააკაშვილი და ამბობს, ჩვენთან უკეთესად არის ვიზები, ევროგაერთიანებაში შევდივართ. მე ამაში ვერ ვერკვევი. მე უბრალოდ მიყვარს წიგნები. აქედან გამომდინარე, მაინტერესებს მისი წარმოშობა. ამას იმდენი დრო მიაქვს... არადა, ეს ყველაფერი იმისთვის მინდა, რომ გავარკვიო, მე ვინ ვარ, დღეს რას ვაკეთებ.

- არ გიჭირთ საქართველოში ცხოვრება?

- როგორ არ მიჭირს. ბოლო 15 წელიწადია, ერთი სული მაქვს, აქედან გავძვრე, მაგრამ ვერ მოვახერხე. ორი შვილი მყავს რომ წავიდე, რაღაც ხომ უნდა დავუტოვო.

- ქართველ მწერლებს თქვენი კრიტიკა არ სწყინთ?

- როგორ არ სწყინთ. ჩემზე ყველა ნაწყენია, უბრალოდ, არ მეუბნებიან. მე კი მინდა, პირიქით იყოს, ხმა მომაწვდინონ, რომ გაიგონ რა აზრის ვარ. როგორი სიტუაციაც არის საქართველოში, რაც ხდება, ასეთივეა მწერლობაც. ასეთივეა ჟურნალ-გაზეთები. ხალხიც ასეთი დადის ქუჩაში და ასეთივე მთავრობა და პრეზიდენტია. ყველაფერი ერთმანეთს შეესაბამება. კიდევ კარგად ვართ რა. მშვენივრად ვართ და ეს ხალხი ტყუილად ღელავს.

- მშვენიერ ქვეყანაში გვიცხოვრია და ვერ გაგვიგია?

- ამ ხალხს მეტ შეურაცხყოფას ვეღარ მიაყენებ. სანამ საკუთარი თავის დაცვის მექანიზმი არ გამოუმუშავდებათ, არაფერი ეშველებათ. დღეს საშუალო ფენა, ბურჟუები არ არსებობენ. იყვნენ მდიდრები, მე სიმდიდრის წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ მთავრობიდან მოპარული ფულით და სახელწიფოს ხარჯზე გამდიდრებული ხალხია, ფეხებზე რომ ჰკიდიათ 2013 წლამდე. მერე წავლენ თვითონ და ეს ვალები ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიხადოთ. ის ბურჟუა რომ მდიდრდებოდა, მევახშეობით მდიდრდებოდა.

- ადრე სხვანაირები ვიყავით ქართველები?

- მე მგონი, ყოველთვის ასეთი ფეხებზემკიდიები ვიყავით. ტიპებს წიგნის კითხვის მოთხოვნილება არ აქვთ. აი, დღეს ბევრი მათვალიერებინებს თავის სახლს, მეკითხებიან, აი, ეს ინტერიერი მოგწონს? თუმცა იქ ცოტა ადგილი უჭირავს წიგნებს. ძალიან ცოტა ხალხთან მაქვს საერთო, ვისთანაც შემიძლია დავჯდე და წიგნებზე ვისაუბრო.
- 1990 წელს თქვენ, ირაკლი ჩარკვიანმა და პაატა ქურდაძემ "რეაქტიული კლუბი" შექმენით. მაშინ ბევრ ახალგაზრდას მოსწონდა თქვენ პროტესტი... >>>იხილე გაგრძლება >>>













6717f36d5565

ავტორი: მჩხაპნელი

“გიჟებს ახლა ყველგან ნახავთ, საგიჟეთშიც კი” – ბერნარდ შოუ

მე, ალბათ, მალე გავგიჟდები.
ოღონდ წყნარი და ბუნჩულა გიჟი ვიქნები – არავის ვუკბენ და გავწეწავ. ვივლი ჩემთვის (გეთანხმებით, “სხვისთვის სიარული” არც მე გამიგია), ძველ სიტყვებს დავშლი, ახლებს ავაწყობ, რითმებს ვიბუტბუტებ, ან, უაზრო სტროფებს დავწერ.
მიზეზი კი ბოლო დროს აკვიატებული ერთი ჩვეულება იქნება. იმას ვგულისხმობ, რაიმე სიტყვის გაგონებისას ტვინი უკვე რეფლექსურად რომ იწყებს მის გადასხვაფერებასა თუ გარითმვაზე მუშაობას. თუმცა, სანამ გავგიჟდები, იქამდე ამ ფსიქიკური აშლილობის რამდენიმე წინაპირობას წარმოგიდგენთ:

1. “ქართულია ის ქეიფი, რომ სჭირდება “ისქეიფი” (esc)” – ლოთი პროგრამისტი

2. “ქართული დაბადების დღე ხშირად “დაბ(ლ)ა  (გ)დების დღეა” – ქართველი მოღრევე ნაბახუსევზე

3. “მინდა დავხატო ფანქრებით, beautiful and pank rabbit” – მთვრალი ხელოვანი

4. “თუ “მიშა, მიშა” აგიტაცია, მიზეზი არის – აგიტაცია” – კოტე ყუბანეიშვილის ტიპის პოეტი

5. “ქართული და ინგლისური მონათესავე ენებია. მაგალითად, სიტყვა “საკან–Cell–არიო” მიუთითებს რომ – ”სიტყვა “საკანი” ინგლისურად Cell არის” – ინტრიგანი ლინგვისტი

6. იხილეთ გაგრძელება>>>> doin.ge

qn18s4rc68xxego

ავტორი: ერეკლე დეისაძე

იოსიფ ბროდსკი წერდა, რომ არსებობს ორი რამ: შენი ცხოვრება და შენი პოეზია, ან ერთი უნდა ამჯობინო, ან მეორე, მიუხედავად იმისა, რომ ბროდსკიმ არჩევანი ამ უკანასკნელზე გააკეთა, საბოლოოდ მაინც მოახდინა ცხოვრებისა და შემოქმედების სინთეზი, ალბათ ამიტომაც იქცა ის დიდ პოეტად.


მე ყოველთვის მიყვარს უტოპიური პარალელების გავლება, იმედია, ამის გამო არ დამძრახავენ ძვირფასი თანამემამულენი, ჭკუაულევთა რიგებიდან, ხოლო თუ დამძრახავენ, ჭირსაც წაუღია თითოეული მათგანი! ცხადია, უტოპიურ პარალელად მიმაჩნია ნიკო გომელაურისა და ბროდსკის შედარება, სწორედ ამაზე შეიძლება ითქვას, სად ერეკლე და სად ჩემი ... მაგრამ მოცემულ მომენტში პრეცენდენტი მაქვს მხედველობაში. ეს მართლაც ასეა, მსახიობმა, რომლისთვისაც წერა ჰობის დონეზე იყო, ხოლო შემდეგ ცხოვრების წესად იქცა, საკუთარი სენი მუზად აქცია და ჟარგონულად რომ ვთქვათ ( მით უმეტეს, ამის უფლებას ხსენებული პერსონა მაძლევს) მასას ,,აჭამა’’. აჭამა კულტურულად, მსუყედ..
მონელებამდე ჯერ კიდევ შორია, რადგანაც როცა ისეთი სატელევიზიო გადაცემა, როგორიც ,,პროფილია”, თავისი შინაარსითა და ფაბულით ბრაზილიურ – არგენტინული სერიალების მსგავსი, (თანაც რუსთავი 2 ხომ სერიალების სავანეა) სტუმრად იწვევს ნიკო გომელაურს, რათა კიდევ ერთხელ გაუღვივოს მასას სიბრალულის გრძნობა, ოღონდ ეს არ არის კლასიკური სიბრალულის მაგალითი, ეს ,,სხვანაირი’’ სიბრალულია, სამედიცინო ქვეტექსტით..
იგივე ქვეტექსტით მოიაზრება ბოლო დროის გახმაურებული და ყველაზე სკანდალური წიგნის ავტორი ერეკლე დეისაძეც, მაგრამ ერეკლეს სამედიცინო ქვეტექსტი ბევრად ღიაა და ამაზე ხალხი უფრო ხმამაღლა და აღშფოთებით საუბრობს ვიდრე ნიკოს სენზე. ამას წინათ, ფორუმ.ჯი-ზე სრულიად შემთხვევით გადავაწყდი შოკისმომგვრელ გამოკითხვას, შოკისმომგვრელი შედეგით.. კითხვა ასეთი იყო: ,,თვლით თუ არა რომ ერეკლე ,,ეკო’’ დეისაძე სულიერად დაავადებული ადამიანია?’’ რაზეც 63,37 % დადებით პასუხს აძლევდა. ხოლო თემა, რომელიც 48 გვერდს მოიცავდა, სავსე იყო ისეთი შეურაცხმყოფელი ტექსტებითა და ციტატებით, როგორიც ალბათ არასოდეს დაესიზმრებოდა ,,სიბილწით’’ გამორჩეულ მწერალ დეისაძეს. ყველაზე დამაფიქრებელი კი ერთ-ერთი ლუზერის სიტყვები იყო ,,საიდუმლო სირობის’’ ავტორზე:
,,ვაახ ჩემი, საკუთარ დედას როგორ აყენებს შეურაცხყოფას ჩემიდედამოვტყან’’ – წერდა აღშფოთებული მამულიშვილი, რომელსაც, ალბათ სამშობლოს ბედზე ფიქრით ღამეები არ სძინავს და მისი პატრიოტული ფიქრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდეა გადაშლილი..
ან იქნებ ის ერთ-ერთი იმათთაგანია, სიბრალულისაგან წარმოქმნილ სიყვარულს ნიკოს პოეზიის, ხოლო ზიზღისაგან წარმოქმნილ აგრესიას ეკოს პ(რ)ოზის მიმართ რომ ავლენს.
საინტერესოა ისიც, რომ ქართულ პოეზიაში, ,,მიახკიზნაკები’’ გაჩნდა, ქუჩური გაგების ელიტა დღეს თავგამოდებით იზეპირებს ნიკოს ლექსებს, ნიკოსეული ინტონაციით, რათა შემდეგ ყარაჩოღლური იერით ჩააქსოვოს სადღეგრძელოში, პოეზიის მოყვარულ გოგჩოებთან საუბრებში და ა.შ.
,,ყ’’, ,,ხ’’ ,,ტ’’ ,,ქ’’ ,,ჩ’’ ,,დ’’ – ეს ძირითადი ასოებია, რომლებსაც ,,უდარენიები’’ უნდა დაჰკრა ლექსის კითხვის დროს, ხოლო შემდეგ აღფრთოვანებულმა დააყოლო: ,,აუ რა მაგარია, ჩ’ემი დ’ედ’ა მოვტ’ყ’ან!!!’’
და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, საოცრად საინტერესო საზოგადოება ვართ, რადგან თუ 63% თვლის, რომ დეისაძე სულიერად დაავადებულია და მის პიროვნებას სამედიცინო ქვეტექსტით მოიაზრებენ, რატომ არა აქვთ ეკოს მიმართ ისეთივე თანაგრძნობა, როგორიც ნიკოს მიმართ ჰქონდათ. იქნებ ეკოს ე.წ. მუზებიც მისივე სენიდან გამომდინარეობს?
ერთი რამ ცხადია, ნიკოც და ეკოც ერთი საცოდავი ქვეყნის საცოდავი შვილები არიან, მათ ერთი სფერო აერთიანებთ, ორივეს სამედიცინო ქვეტექსტით განიხილავენ, მაგრამ ეკო ეზიზღებათ, ნიკო კი უყვართ.
პ.ს. თუმცა, ეგ არაფერი, როგორც ნიკო იტყოდა: ,,ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა!’’

წყარო>>>> www.azrebi.ge

       

ავტორი – Qilipa

Bookmark and Share

 

მოდი ცოტა კულტურულ სიახლესაც შევმატებ ბლოგს :) მოკლედ, დღეს ,,სტუ”-ს II კორპუსში ,,გეპეიშნიკებს” საზეიმო დღე ჰქონდათ... ისინი მურმან ჯინორიამ დააფასა და 2 საათიანი პოეზიის საღამო აჩუქა... მეგობარმა მითხრა მოსაწვევი მაქვს და თუ გინდა წამოდიო, მეც - რატო არ უნდა მინდოდეს მეთქი და წავედი. მიყვარს ეს კაცი და მისი წაკითხული ყველა ლექსიც... მსიამოვნებს, რომ ჩვენი გემოვნება ემთხვევა და ჩემთვის საყვარელი პოეტების, ჩემთვის საყვარელ ლექსებს კითხულობს :) შესვენებისა და სიგარეტის მოწევის დროს სტუდენტთა კითხვებს პასუხობდა და ბევრსაც ხუმრობდა. მოკლედ, ძალიან შინაურული და სასიამოვნო პოეზიის საღამო იყო... :)
ჯინორიამ კი დააფასა ,,სტუ” და მივიდა, მაგრამ როგორც გამოჩნდა ,,სტუ”-ს სტუდენტები ანალოგიურად არ მოქცეულან და ვერ შეიფერეს ,,ნაჩუქარი სიამოვნება” - 400 კაციან დარბაზში 100-მდე ადგილი თავისუფალი იყო, არადა 1 წლის წინ, როცა იგივე ჯინორია ჩვენთან, ,,თსუ”-ს VIII კორპუსში მოვიდა, 800 კაციანი დარბაზი სავსე კი არა - ,,გადატენილი” იყო, ფეხზე დასადგომი ადგილიც აღარ იყო, მითუმეტეს რომ ,,თსუ”-ში ბილეთი 2 ლარი ღირდა, აქ კი თავისუფალი იყო დასწრება...
როგორც მოველოდი, მხურვალე აპლოდისმენტები YouTube-ზე დადებულმა ლექსებმა დაიმსახურა... პირადად მე კი ,,მეარღნეები და პოეტები”-ს მოსმენის შემდეგ ვერ დავფარე აღფრთოვანება... სამწუხაროდ, არაფერი მქონდა რომ გადამეღო და YouTube-ც გამემდიდრებინა :( ასე რომ, თქვენ მაგ სიახლით ვერ გაგახარებთ, მე კი ვისიამოვნე ფრიად :)

 

 

 

წყარო>>>qilipa.blogspot.com

 

 

      

ავტორი - Dissolved Girl

Bookmark and Share
 
 

დღეს ნიკო გომელაური გარდაიცვალა.
39 წლის იყო. მსახიობი, პოეტი და, ურალოდ, ნიჭიერი და სასიამოვნო ადამიანი.
არ ვკითხულობდი მის ლექსებს-პოეზია არ მიყვარს. არც სპექტაკლები მინახავს მისი მონაწილეობით და არც პირადი კონტაქტი მქონია ოდესმე. მაგრამ ამ ცნობის გაგებისთანავე გულში რაღაც ჩამწყდა, ცრემლები წამომივიდა და ეს ადამიანი სიკვდილისთვის ძალიან, ძალიან დამენანა. საერთოდ, არ მიმაქვს ხოლმე გულთან ახლოს ცნობილი ადამიანების უბედურება. ვიტყვი “უი, რა ცუდია” და მორჩა. ახლა კი საქმე სხვანაირადაა.
რამდენმე კვირის წინ ნიკო ნანუკას შოუში იყო მიწვეული. თმებგაცვენილი, გამხდარი და ფერმკრთალი. მიუხედავად ავადმყოფობისა ლურჯი თვალები მაინც უციმციმებდა და ხმაც, ჩვეულებრივ, ნაცნობად ჩახლეჩილი ჰქონდა. ლექსები წაიკითხა. ერთი დამამახსოვრა განსაკუთრებით, ნინასადმი მიძღვნილი ლექსი…

მე შენში მიყვარს ღმერთი!
შენ რა იპოვე ჩემში?
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი.
მე – გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი!
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
აღარ ღირს დროის კარგვად.

მე შენში მიყვარს ღმერთი!
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა – წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . . .


ცოტა ხნის წინ ჟურნალში ნიკოს ინტერვიუ წავიკითხე . წერდა, რომ ეცინებოდა მისი სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე, რომ წუხდა თავისი ახლობლების ნერვიულობის გამო. ჟურნალისტის გაოცებულ კითხვაზე, თუ როგორ ლაპარაკობდა თავის სიკვდილზე ასე მშვიდად, უპასუხა: ” “მე მინდა,რომ ვუპასუხო ყველას: ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას: მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას,არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას”.

ჩვენ ერთად ვართ, მთავარია
მერე რა, რომ ზამთარია.

ჩვენ ერთად აღარ ვართ : (
RIP

წყარო>>>papalam.wordpress.com

      

 

ავტორი - მაიკო ჭუმბურიძე

Bookmark and Share
 

თავისუფლებას დაეძებს ყველგან… თავისუფლებას ასწავლის შვილს. თვლის, რომ წერა თავისუფლებაა – ამიტომაც წერს..  მისთვის პოეზია სამყაროს ხედვის საშუალებაა. ცდილობს ირგვლივ ყველაფერი ამოიცნოს.

“პოეზია არის სფერო, სადაც შეიძლება ბოლომდე დაიხარჯო და უკმარისობის განცდა არ დაგრჩეს”, – ამბობს პოეტი – რატი ამაღლობელი.             

წერა ბავშვობაში დაიწყო, მაშინ, როდესაც ირგვლვ ყველაფერი აინტერესებდა.

”ყველაფრის საქმის კურსში მინოდა ყოფნა, ვინტერესდებოდი დეტალებით, ამაზე ჩემი მშობლები ძალიან ხალისობდნენ“, – ასე იხსენებს რატი მის  პირველ გატაცებას. პირველი ლექსი იუბილარ ბაბუას მიუძღვნა:

“აღარ მინდა ჟუვაჩკები

აღარ მინდა მონეტები

ბაბუ ძალზედ მენარები,

მინდა გნახო შენ! “

სახლში პოეზიის საღამოებს მართავდა, თან ფეხბურთელობაც სურდა, კითხულობდა ბევრს…

- გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში – “ცალცალკე და ერთად” ვკითხუოლბთ: “მკითხველთა წრიდანაა მუდამ გამოსული კარგი მწერალი, და რაგინდ დიდი ვეფხვი დადგეს, ვეფხვზე მაინც ამბობენ კატისებრთა ოჯახიდანააო”, რას იტყვით, თქვენს შემთხვევაში როგორაა, განიცდიდით დიდი პოეტების გავლენას?

- “яблоко от яблонине далеко падает” – ასე რომ, ჩემზეც იგრძნობა ეს გავლენა. მიყვარს გალაკტიონი, ვაჟა. რომ არ არსებობდეს ავთანდილის ლოცვა, გალაკტიონის პოეზია და ვაჟას სტუმარ-მასპინძელი,  არ ვიცი როგორ ვიცხოვრედი. რომ არა ეს პოეტები, ამ ცოცხალ პროცესში მონაწილეობა ძალიან გამიჭირდებოდა.

- როდესაც წერთ,  ხალხის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობთ?

- არავითარ პასუხისმგებლობას! ვწერ მხოლოდ ჩემთვის, წერა თავისუფლებაა. უმთავრესი საკუთარ თავთან მუშაობა და ტექსტის შექნის პროცესია. არ მაინტერესებს სვხა ჩემზე რას იტყვის, როგორ მიიღებს ან შეაფასებს ჩემს ლექსს.

- რომ არა მკითხველი, მაინც დაწერდით ლექსებს?

კი, აუცილებად დავწერდი. საერთოდ, მკითხველი ძალიან ეგოისტია – ყველაფერში მხოლოდ საკუთარ ისტორას ეძებს. ჩემთვის ლექსის წერა სიამოვნებაა. ზოგი ამას მუზას ეძახის, სხვები გახსენებას. ეს განწყობა შეიძლება ნებისმიერ დროს მეწვიოს –  სახლში, მთაში ან ძილში.

- წერის გარდა სხვა საქმის კეთების სურვილი არასდროს გქონიათ?

უფრო სოციალური სფერო მხიბლავს. რომ არა პოეტი, ალბათ ექიმი გამოვიდოდი. ექიმი იმიტომ, რომ ადამინების სიცოცხლის სადარაჯოზე ვყოფილიყავი. მაქვს ამბცია, რომ საზოგადოების მსახური ვიყო. ვთვლი, რომ ეს ჯანმრთელი ამბიციაა.  ვერასდროს წავიდოდი პილიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ მყავდნენ ადამიანები, რომლებიც გზას გამიკვალავდნენ. ვერ ვიტან, როცა ჩემს სახელს პოლიტიკური პიარისთვის ან ფულის საკეთებლად იყენებენ, ასეთ შემოთავაზებებს არასდროს ვთანხმდები.

თავისუფალ დროს გუდაურში ატარებს,   თხილამურებზე სრიალებს და ცდილობს ეს სპორტი დაჩისაც შეაყვაროს. დაჩი მისი შვილია. ჯერ  6 წლისაა, სკოლაში წელს მიდის. მამას ყოველთვის უჯერებს, რადგან ის არაფერში ზღუდავს და დამოუკიდებლობას აჩვევს.

”მეუღლე ჩემი მეგობარია, იდეალური ურთიერთობა გვაქვს”, – ამბობს რატი.

”მეგობარი - ნიშნავს თანამოაზრეს, თანამებრძოლს, საერთო ფასეულობის მქონე ადამიანს. ასეთი ცხოვრებაში ძალიან ცოტა მყავს”.

რატი ამჟამად ”ვიციპედიაში”  ლექციებს კითხულობს. თავის თავს, როგორც ლექტორს ვერ აფასებს. ამბობს, რომ როცა დაინახავს, რომ მისმა შეგირდებმა სიზარმაცე მთლიანად დაძლიეს, მაშინ ჩათვლის თავს კარგ ლექტორად.

თავის თავზე ძუნწად საუბრობს. აღიარებს, რომ საკუთარი თავის დახასიათება არ უყვარს. თავს რთულად წასაკითხ წიგნს ადარებს.

ამბობს, რომ წელიწაში მინიმუმ 10 მობილურ ტელეფონს კარგავს, ეკარგება კომპიუტერიც. არასდროს იცის რა ხდება ირგვლივ და ყოველთვის  სადღაც აგვიანდება

წყარო>>>kontrasti.worpdress.com

 

ავტორი – Andy

Bookmark and Share
 

იაპონური  პოეზია – ერთ ერთი გამორჩეული და სპეციფიკური ხელოვნებაა მთელ მსოფლიოში. იგი  მთლიანად  დაფუძნებულია აღმოსავლურ კულტურაზე და ხელოვნებაზე. თავად პოეზიაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ძენ ბუდიზმმა. ეს გავლენა პოეზიაზე ბევრად ძლიერია , ვიდრე ფილოსოფიაზე. იაპონურ  პოეზიას სხვადასხვა ჟანრობრივი მიმართულება აქვს , მაგრამ ყველაზე მთავარი განშტოება არის – ჰაიკუ.

ჰაიკუს პოეზია იაპონურ კულტურაში ჩამოყალიბდა ხალხური სიმღერების , ხუმრობების და მხიარული შაირების ნიადაგზე.  პოეზიის ეს სახეობა სამ ტაეპიანია და  სრულყოფილებას იძენდა დახვეწილი სალონური თამაშების პროცესში. თამაშის წესით საჭირო იყო გონებამახვილობისა და საზრიანობის დემონსტრირება. ლექსის თქმა მთლიანად დაფუძნებული იყო იმპროვიზაციაზე და სხარტ გარითმვაზე.  ჰაიკუს ოსტატების მოვალეობა იყო სიტუაციაში  სწრაფად გარკვევა და მის არსში ჩაწვდომა. აი ერთი მაგალითი თუ როგორ განავითარა  ლექსის  ორი სტრიქონი ჰაიკუს ოსტატმა მორიტაკემ (1473 – 1549)

შენ კიდეც გეშინია

შენ კიდეც გილხინს

მიმავალს შენს საქმროსთან

როცა წყვდიადში ღამის

გადაირბენ წყალზე გადებულ ბოგირს

ამგვარად ხდებოდა ლექსის აწყობა. ხშირად დასაწყისი სტრიქონების შევსება ხდებოდა სხვადახვა სამსტრიქონედით:

თითქოს საჭიროა მოკლვა

მაგრამ სურვილი არ მაქვს.

ქურდი შევიპყარ ღამით

და როცა შევხედე კარგად,

შვილი აღმოჩნდა ჩემი.

აყვავებულმა ტოტმა

ჩემთვალთაგან წარიტაცა

ნათელი მთავრე.

ხშირად ჰაიკუს პოეტური აზრი გამოუცნობი რჩებოდა. მაგალითად  ჰაიკუს ჟანრის სახელგანთქმულმა იაპონელმა პოეტმა მაცუო ბაშიომ (1644 – 1694) შეძლო მთელი სამყარო აესახა ამ ლექსში.

შემოდგომის მწუხრისას

ყვავი მარტოდმარტო ზის

გამხმარ ტოტზე.

ბაშიოს ეს მინიატურა ასეთ განწყობას ქმნის : ყვავი , გამხმარი ტოტი , მოახლოებული მწუხრი , გვიანი შემოდგომა. როგორც ერთი ფერით შესრულებული პეიზაჟი , ბაშიოს მინიატურაც რამდენიმე სიტყვით ქმნის სიჩუმისა და მწუხრის განცდას , ერთგვარად დაძაბული მოლოდინის შთაბეჭდილებას. ბაშიო ტოტზე მჯდომ ჩვეულებრივ  ყვავში ხედავს სამყაროსეულ აზრს. ყოველივე ამას ბევრი რამ აქვს საერთო ძენ-ბუდიზმთან.

ვრცლად იხილეთ აქ>>>

http://iaponia.wordpress.com/

100_udzvelesi_iaponuri_leqsi

by არილი

გივი ალხაზიშვილი
სიღრმე და გულისცემა
ასი უძველესი იაპონური ლექსი, თარგმანი იაპონურიდან ირმა რატიანისა. რედაქტორი როსტომ ჩხეიძე, რეცენზენტები ჯემალ აჯიაშვილი, იასუჰირო კოჯიმა, დავით წერედიანი. თბ. “სიესტა”, 2008.

კანონიზებული სალექსო ფორმები, როგორიცაა შუასაუკუნეების იტალიასა და საფრანგეთში სონეტი, ბალადა, სპარსეთში ღაზელი და რობაი, იაპონიაში ტანკა და ჰაიკუ, დღესაც იზიდავს დახვეწილი გემოვნების მკითხველს. პოეტი შეგნებულად ირჩევს ასეთ მკაცრ ფორმებს გამოხატვის საშუალებად. სირთულეს განაპირობებს ფორმის შენარჩუნების აუცილებლობა, განსაზღვრული თემატიკაც კი, საუკუნეების განმავლობაში რომ დამკვიდრდა, თუმცა სალექსო ფორმის უცვლელობა ხელს არ უშლიდა ინდივიდუალური ნიჭით გამორჩეულ ავტორებს შეეცვალათ და გაემდიდრებინათ შინაარსობრივი, ნიუანსური, მეტაფორული, ინტონაციური /ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი/ შრეები და ახალი სინამდვილის შექმნით კიდეც გაგრძელებინათ მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. გასაოცარია იაპონური ტანკა, ეს უცვლელი ცვალებადობა, როცა ფორმა ხელუხლებელია, იგივეა, მაგრამ მთლიანად იცვლება ტექსტი, ჩნდება სრულიად განსხვავებული სულიერი რხევები, ახალი განწყობილება, მგრძნობელობა, ინტონაცია, სათქმელი.

იხილეთ ვრცლად>>> arili2.blogspot.com

           

ავტორი - გიორგი კეკელიძე

Bookmark and Share

მე შორსა ვარ იმ აზრსიგან, რომ არ შეიძლება ბილწსიტყვაობა ლექსებში. თუ პოეტი ნიჭიერია, მას შეუძლია ასეთი ლექსიც გააკეთოს. მსმენელისათვის რომ  უფრო ცხადი იყოს, მე გავიხსენებ მიშა ქურდიანის ლექსს: “ო, მაპატიე, იესო, რომ ჩემთან სტუმრად მოსული გოგონა, როცა ამბობდა: “ო, იეს, ო, იეს”, შენ არ გეძახდა”.

ჩემი აზრით, ეს არის პოეზია. მაგრამ ვერანაირად ვერ დავარქმევ პოეზიას ისეთ ნაშრომს, მასალას, მაკულატურას, სადაც ერთი სექსუალური აქტის აღწერას უთმობენ დაახლოებით 15 გვერდს და ბოლოს ვხვდები, რომ უნდა დამთავრდეს ონანიზმით ან ისეთი რამით, რის თქმაც დღეს არ მინდა.

ეს არის პორნო-ლიტერატურა. პორნო ლიტერატურა შეიძლება, რომელიმე ქვეყანაში იყოს მიღებული, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ  ეს მაინც არის იაფფასიანი ლიტერატურა.  არ შეიძლება მე ადამიანმა მითხრას, რომ “ჩვენ ვიწექით და ერთმანეთის სიბინძურეებს ვწუწნიდით”. მე ეს არ მსიამოვნებს. 

 

წყარო

http://www.demo.ge/

cleopatra-picture

ავტორი: კახაბერ ჯაყელი

სად ხარ ლამაზო,
და უნაზესო,
კლეოპტრაო,
მსოფლიოს ქალთა,
შენგან დამწვარი,
ვით ანტონიუს,
მე ვდგავარ,
ვნების სასახლის კართან
და კარს მიღებენ
მონა არაბნი,
და ეგვიპტელნი
მიმზერენ
ეჭვით,
მე კი
შენ გეძებ
ვით
დამაშვრალი
რომელიც
შენგან
შენდობას
ელის,
მე დაჭრილი ვარ
ბასრი მახვილით,
სიჭაბუკეში
მინდა რომ მოვკვდე
და გაურიგდი შენს ტურფა ჯალათს,
რომელიც დილას ცოდვილ თავს მომკვეთს,
მაგრამ ეს ღამე მაჩუქე ქალო…..
და ვნება შენი არ დაინანო….
მაწოვე ძუძუ თითქოს ვარ ბავშვი
და შენს ოქროს თმებს მე ჩემს ქვეშ გავშლი…
ტუჩებზე კოცნით ჩემს ბედს შევიცნობ,
იქნებ ჯალათმაც
დილას
შემინდოს……

კახაბერ ჯაყელი
ჰანოვერი გფრ.
2009 წელი

წყარო>>>

 

http://burusi.wordpress.com/

Bookmark and Share