ავტორი: ნან
დილით სოციალურ ქსელებს გადავხედე და მივხვდი რომ საშინლად სენტიმენტალური ადამიანი ვარ. ამას არაფერი ეშველება უკვე და მართალი გითხრათ არც დიდი სურვილი არა მაქვს ამასთან ბრძოლის.
სიტყვა სენტიმენტალურს ამ ბოლო დროს ხშირად იყენებენ როგორც ზედმეტი პათეტიკურობის, სიყალბის, გადაპრანჭვის აღმნიშვნელს. მეტი დამაჯერებლობისათვის მოვიშველიებ უცხო სიტყვათა ლექსიკონის უახლეს გამოცემას (ბოროტი ხმები კი ქირქილებენ ამ ლექსიკონზე, მაგრამ ამაზე სხვა დროს). სენტიმენტალიზმი – (ფრანგ. sentimentalisme, ლათ. sensus - აღქმა, გრძნობა) მომატებული მგრძნობელობა, მზაობა ტირილის დაწყებისკენ ან აღფრთოვანების განცდისკენ; სენტიმენტალური – ზედმეტად მგრძნობიარე, ნაზი, გულაჩუყებული.
ავტორი: ნან
"47 წლის ირანელი რეჟისორი, მანიჯე ჰეკმატი ირანულ კინოინდუსტრიაში თითქმის 30 წელია მუშაობს, როგორც რეჟისორის ასისტენტი, პროდიუსერი და რეჟისორი. რეჟისორს "ბათუმელები" საავტორო კინოს ბათუმის მე-4 საერთაშორისო ფესტივალზე შეხვდა, სადაც ჰეკმატი ჟიურის წევრი იყო. ფესტივალზე მისი ბოლო ფილმი, "სამი ქალი" აჩვენეს…