ავტორი – lava
2011 წლისთვის – PC–ზე, Xbox 360-სა და PS3–ზე გამოვა ახალი თამაში – „Alice: Madness Returns“, სადაც ალისა კვლავაც ხვდება თავისივე საოცრებათა ქვეყანაში, რათა გაერკვეს რაა მისი ტრამვირებული ფსიქიკის მიზეზი. თამაშში შესაძლებლობა გვექნება ვიხილოთ როგორც ძველი, ასევე ახალი გმირები.
მოქმედება ხდება ორიგინალური თამაშის სიუჟეტური ხაზის დასრულების 10 წლის შემდგომ. ალისა ცდილობს მიღებული ფსიქიკური ტრამვისგან გამოკეთებას, რომელიც მომხდარი ხანძრის შემდგომ, მისი მშობლების დაღუპვას უკავშირდება. 10 წლის შემდგომ, მას მერე რაც იგი სულიერად დაავადებულთათვის განკუთვნილი კლინიკიდან ეწერება, იგი კვლავაც ფსიქიატრის დაკვირვების ქვეშაა, ვინაც საკუთარ პაციენტისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობს, რათა ალისამ თავი დააღწიოს იმ კოშმარებს, რაც მას კვლავაც თან სდევს. ალისა კი მშობლების დაღუპვის მიზეზის ამოცნობის ჟინითაა შეპყრობილი. თვალი გადაავლეთ თამაშისათვის განკუთვნილ პირველ მასალასა და ვიდეოს:
ავტორი: Da-v-iD
… დამპალი კომუნისტებთან ბრძოლის, სამფერიანი დროშის, მიტინგზე მუხლზე დამხობილი ხალხის და ზვიადზე გაფანატებული ქალების ეპოქა. ლოცვით დაწყებული გაკვეთილები. 9 აპრილისადმი მიძღვნილი სასკოლო საღამოები. სანთლის სუნით გაჯერებული დერეფნები. მიტინგებმა და სამოქალაქო ომმაც გაკვეთიებთან ერთად ჩაიარეს. მათგანაც ვისწავლეთ გაკვეთილები და დღემდე ვაბარებთ.
თუმცა იყო ისეთი მომენტები რომელთა გახსენებით თითქოს გუაშით ფერადებს ამ შავ-თეთრი მოგონებს. ვარდისფერი, “სუნიანი” საშლელები. “ოკულ დეფტერი” - საბჭოთა მწვანე და ცისფერი “ტეტრადების” მერე პირველი ნაბიჯი ცივილიზირებულ სამყაროში. “პირამიდა” ჯინსებზე ოცნება, მერე ქონა და მერე სიამაყით ტარება. კუბიკრული, სქელი, ფერადი პერანგები. კამათი იმის თაობაზე თუ რომელი სათვალე სჯობს- პლისია რო აწერია თუ რეიბანები?!. საბჭოთა ვიდეომაგნიტოფონი. გაცვეთილი ვეხაესის კასეტები ვანდამის და ჯეკიჩანის ფილმებით, გაზეთით გაწმენდილი გალოვკა. დავა იმის თაობაზე ჯეკია მაგაი თუ ბრიუსლი . დამსრეთა მონაგონი-“ შანხაის რესტორანში ბრიუსლიმ იცი რა უქნა ჯეკიჩანს?!” –“მაგას მერე კუნთები დაეჭიმა, გაქვავდა და მოკვდა”. დისნეის სამყაროში შეღებული კარი და სკოლიდან სახლისკენ სირბილით თრახუნი იმის იმედით რომ “ნაშუადღევში” მულთფილმს მივუსრებდით. სოკოებივით მომრავლებული საკომისიოების რიგს ისე ჩავუვლიდით, თითქოს ერმიტაჟის გალერეას ვათვალიერებდით. გვაინტერესებდა რა იდო ვიტრინის ქვეშ. შემდეგ კი თავს ვიმტრევდით ეგ რაღაც რისთვის იყო საჭირო. გზად დაკრეფილი კარალიოკი და მსხალი. ის უფრო გემრიელი გვეჩვენებოდა ვიდრე ჩვენს ეზოში დახუნძლულ ხეებზე მოკრეფილი. გრეხილი "ცეპები", მერხის გვერდსაკრავიდან გაკეთებული კბილიანი კოსტეტები, გულგამოცლილი საწერი კალმებიდან ნასროლი დაღეჭილი ფურცლით მეზობელ მერხზე მჯდომის აწითლებული კისერი. თურქეთისკენ საზღვრის გახსნა, გასატანად მოგროვილი ათასნაირი ხლამი, ფოტოაპარატები, გარჩეული თხილი, ძველი შარვლები, უთოები და იქედან ჩამოტანილი “საოცრებები” :”ლუნა”,”ფანტა”,”კოკაკოლა”, მარგანინი “ონა”, ბოტასები, BOSS-ის წარწერიანი კეპკები და “ჯექსონები” - ყვითელი, “ორ კისტოჩკიანი” ფეხსაცმელი რომლის ქონა უდიდესი ბედნიერება იყო. პირველ სექტემბერს კი აღმოვაჩინე რომ ჩემს კლასელ ყველა ბიჭს ანალოგიური ბედნიერება ქონდა.
ბზინვარებამდე გაპრიალებულ, ცხვირაწეული ინსპექტორებისთვის ჯერ ადრე იყო. უსაზიზღრესი ესპანდრელებისთვის და თეთრი "ნასკებისთვის" კი აღარავის ეცალა. მეგობრობის დღიურების უაზრო კითხვები, წვალებით ჩაწერილი, დედის მაიკურით გადაწეპებული, ფანქრით გადახვეული და დაღეჭილ ბატარეებზე მომუშავე მაგნიტოფონები.
თამაში, რომელზეც ვოცნებობდით. 10000 მდე თუ ახვიდოდი მერე მულტფილმს ნახავდი.
თამაში რომლის "პრუწუნი" მშობლებს ღამით ძილს უფრთხობდა.
…
…
…
ავტორი – Cannabis
რამოდენიმე საათის წინ Ubisoft-მა ოფიციალურად დაარელიზა, Assassin’s Creed: Lineage, მინი ფილმების ნაკრები რომლებიც მოგვითხრობენ Assassin’s Creed II -ის (ETA, 2010 წლის პირველი კვარტალი) პროტოგონისტის, ჯოვანი აუდიტორი და ფირანცე (Giovanni Auditore da Firenze) -ს მამის, ენცო აუდიტორი და ფირანცე-ზე (Ezio Auditore da Firenze), 14 წუთიანი ფილმის პრეზენტაცია თბილისის დროით 20:00 -ზე დაიწყო Youtube -ზე, Ubisoft-ის ოფიციალურ არხზე.
ავტორი – by Cannabis
დანტეს ინფერნოს დეველოპერებმა გაავრცელეს კიდევ ერთი ვიდეო, ამჯერად EA -მ წარმოგვიდგინა ჯოჯოხეთის მეხუთე წრის – Anger -ის პრევიუ დეველოპერების კომენტარებით. მართალია თამაშის კომბატი ძალიან წააგავს მრავალტანჯულ კრატოსისას მაგრამ მაინც შთამბეჭდავია.
ავტორი – Cannabis
ალბათ ბავშვობაში ყველას გითამაშიათ ბომბერმენი, დენდის, სუბორის, დრაგონ ლაივის და სეგას 8ბიტიან კონსოლებზე, Hudson-მა გადაწყვიტა გააცოცხლოს 1983 წლის კლასიკაა და გადაიტანოს Playstation 3-ზე და Wii-ზე, თამაში გათვლილი იქნება ერთდროულად 8 ადამიანზე ან 2 გუნდზე, დაემატა ათობით ახალი რუკა, Powerup-ები და ახალი ტიპის ბომბები, თამაშის რელიზი ამ წლის დეკემბერში იგეგმება.
ავტორი – Luka
MMOG ის ფანებმა უკვე იციან რომ ბლიზარდი უკვე მუშაობს ახალ პროექტზე დეველოპერები დეტალებს ჯერ ჯერობით მალავენ ცნობილია მარტო ის რომ ეს პროექტი არ დამესგავსება World Of Warcraft და არაფერ შუაში იქნება ბრენდებთან Warcraft, StarСraft ან Diablo სთან.
ავტორი - კოსმოსურ სივრცეებში..
ვინმე Andre Michelle,პროგრამისტი . შექმნა "თამაში" , აჰათ: http://lab.andre-michelle.com/tonematrix მიდით და გააკეთეთ მელოდია..
რა ემართება ადამიანს, როდესაც ის კომპუტერულ თამაშს იწყებს? ყველაზე ცივილიზებული საშუალო სტატისტიკური მამაკაციც კი პირველყოფილ ადამიანად გადაიქცევა – ამტკიცებენ ბრიტანელი მკვლევარები. მათი ექსპერიმენტი კომპუტერული თამაშების დროს თავის ტვინში მიმდინარე პროცესების შესწავლას მიეძღვნა. ექსპერიმენტში მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც თავზე ჯერ ტომოგრაფთან მიერთებული ელექტროდებიანი ჩაფხუტები ჩამოაცვეს, შემდეგ კი სპეციალური კომპუტერული თამაშის დაწყება შესთავაზეს. თამაშის მთავარი პრინციპი გახლდათ, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაპყრობა. ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ მამაკაცები და ქალები განსხვავებული მოტივაციით მოქმედებდნენ. მამაკაცების ტვინის მოქმედება დაპყრობილი ტერიტორიების ზრდის პარალელურად აქტიურდებოდა. მართალია ქალებიც წარმატებულად თამაშობდნენ, მაგრამ მათი ლტოლვა გამარჯვებისკენ მამაკაცებისას ბევრად ჩამორჩებოდა. დასკვნა: `კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მამაკაცები თავისი ბუნებით დამპყრობლები არიან, რასაც მოწმობს კიდეც მათი ასეთი დამოკიდებულება ტერიტორიებისადმი”.
