In Rainbows - რატომ მაინცდამაინც ტორენტებიდან?
Posted 2:41 AM by Solitaire in თემები Alternative, Music, Radiohead, Rock, გიორგი კიკონიშვილი, მუსიკა
Radiohead-მა წინა წლის სემოდგომაზე სერიოზულად ააცახცახა მსოფლიოს მუსიკალური ინდუსტრია. მაშინ როცა სხვადასხვა ლეიბლები მილიონებს ხარჯავენ ალბომების ჩაწერაში, რეალიზაციასა და პრომოუშენში, რათა გაყიდვები წაახალისონ და მეტი მოგება ნახონ, რადიოთავებმა თავიანთ მსმენელს შოკისმომგვრელი ალტერნატივა შესთავაზა - მათ მთელი ალბომი, უმაღლესი ხარისხით, მსმენელისთვის ნებისმიერ სასურველ ფასად დადეს საკუთარ ვებ-გვერდზე გადმოსაწერად (გადმომწერი თავად ირჩევდა ფასს, და რათქმაუნდა შეგეძლო ალბომში 0 ცენტი გადაგეხადა). 2007 წლის ბოლოს (3 თვეში) ალბომის ასიათასობით ეგზემპლიარი უკვე გადმოწერილი იყო.
თუმცა მცირე ხნის წინ, საინტერესო შედეგები გამოვლინდა. მიუხედავად იმისა რომ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ალბომის გადმოწერა უფასოდ იყო ნებადართული, In Rainbows-ს გაცილებით დიდი რაოდენობით ჩამოიქაჩა ტორენტ-საიტებიდან და განსხვავებამ დაახლოებით ორი მილიონი დაუნლოდი შეადგინა. კომპანიამ, რომელმაც გადმოწერების რაოდენობა დაასახელა, რიცხვი შემაშფოთებლად მიიჩნია და დღემდე ვერ პოულობენ პასუხს, თუ რატომ გადმოიქაჩა ოფიციალური ვებ-გვერდიდან ლიცენზირებული ვერსია 100 000-მდე რაოდენობის, ხოლო არალეგალური საიტებიდან 2 300 000.
Radiohead-ის წევრები დღემდე არ ასახელებენ ზუსტ რიცხვს, თუ რამდენჯერ გადმოიწერეს და რა მოგება ნახა ჯგუფმა www.inrainbows.com-დან. საინტერესოა რა მოხდება, თუ რადიოთავების მაგალითს სხვებიც მიბაძავენ და ალბომებს უფასოდ დადებენ თავიანთ ვებ-გვერდებზე.
0 comment(s) to... “In Rainbows - რატომ მაინცდამაინც ტორენტებიდან?”