Showing posts with label თავისუფალი სიტყვის ბლოგი. Show all posts
Showing posts with label თავისუფალი სიტყვის ბლოგი. Show all posts

img_0187

ავტორი: თაზო

ხედავთ რა ბედნიერია ჩემი სამზარეულოს ონკანი ქუთაისში?  ამას შორიდან ვერ გაიგებთ.  ერთხელ მაინც უნდა ჩამოხვიდეთ ქუთაისში და საკუთარი თვალით ნახოთ. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ყველა ქუთათურის იმ ბედნიერებასა და საოცარ შეგრძნებებს, საკუთარ ონკანიდან წყლის ჩხრიალის გაგონებისას რომ ეუფლებათ. განა ვის არ უნახავს ონკანიდან დაუნანებლად გადმოღვრილი წყალი? თუმცა, ეს თქვენ თბილისში ბედნიერებას არ განიჭებთ, ნერვსაც კი არ გიტოკებთ. თქვენ შეგიძლიათ გულგრილდ, ხელის სწრაფი მოძრაობით ეს ონკანი წამსვე დაადუმოთ და გადაკეტოთ. ქუთათური კი ამას არასდროს არ იზამს, არა!

-განა შეიძლება ის ონკანი გადაკეტო, საიდანაც წყალი ორ, ან სამ დღეში ერთხელ მოდის?

-რა თქმა უნდა არ შეიძლება!

ორ დღეში ერთხელ, საშუალო სტატისტიკურ ქუთათურს აქვს ბედნიერება მხოლოდ 3 საათით, შუადღის 3 საათიდან საღამოს 6 საათამდე დატკბეს ონკანიდან წამოსული წყლის ჩხრიალით.

მოიცა რა, რაღა დატკბეს! ამ დროის ინტერვალში ქუთათური უნდა ეცეს… >>> იხილე გაგრძელება >>> freelandia.wordpress.com

051

Bookmark and Share
 
 

შარშან, აქციებზე ფოტოებს რომ ვიღებდი, აქ ვაქვეყნებდი. უკვე დიდი ხანია მსურს მსგავსი რამ კვლავ გავაკეთო.  მიზეზთა გამო, ჯერჯერობით საკუთარი  ნამუშევრის შემოთავაზება არ შემიძლია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ამჯერად სხვისი გადაღებული ფოტოები გამოვაქვეყნო.  ფოტოისტორიას ჰქვია “რას სჭამს მსოფლიო”მომზადებულია ჩემი ფავორიტი ჟურნალის, “ტაიმის” მიერ.

1. უკიტების ოჯახი ქ. კოდაირადან, იაპონია. კვირაში ჭამენ $317-ის ღირებულების საკვებს. საყვარელი საკვებია: საშიმი, ხილი, ნამცხვარი და კარტოფილის ჩიფსები

01

 

2.მანცოების ოჯახი, სიცილია, იტალია. კვირაში ჭამენ $260-ის ღირებულების საკვებს. საყვარელი საჭმელია: თევზი, საწებელი რაგუთი, ჰოთ დოგები და გაყინული თევზის ჩხირები

02

 

3.აბუბაქრების ოჯახი, ბრეიდჯინგი, ჩადის რესპუბლიკა. კვირაში ჭამენ $1.23 ღირებულების საკვებს. საყვარელი საჭმელი: წვნიანი ცხვრის ახალ ხორცთან ერთად.

03

 

4.ალ ჰაგანის ოჯახი, ქუვეითი. კვირაში ჭამენ $322-ის ღირებულების საკვებს. საყვარელი საჭმელი: შემწვარი წიწილი ბრინჯით.

04

 

5.რევისების ოჯახი, სამხრეთ კაროლინა, აშშ. კვირაში ჭამენ $341-ის ღირებულების საკვებს. საყვარელი საჭმელი: სპაგეტი, კარტოფილი და ჩინური რეცეპტით მომზადებული ქათამი

051 (1)

დანარჩენი იხილეთ აქ>>>

 

http://freelandia.wordpress.com/

ავტორი – თაზო

მორიგ საბედისწერო სამშაბათს, შალვა რამიშვილმა “სიმართლის დროში” მსახიობ მიშა მესხს “უხერხული” კითხვა დაუსვა: “გიფიქრია თუ არა მარინა სალუქვაძესთან სექსზე?”

ამ დროს, ტელევიზიისგან, “რეიტინგისგან”, “თბილისელებისგან” და ქართული  პრესის სხვა ფლაგმანებისგან მივიწყებული მარინა სალუქვაძე სავარძელში მოწყენილი იჯდა, მუხლებზე შალის პლედი ჰქონდა გადაფარებული, ქვეშ კი  “გრელკა” ამოედო და ძვლებს ითბობდა.  ის-ის იყო ჩათვლიმა და ცხვირიდან სათვალე ჩამოუვარდა, რომ უცებ საკუთარი სახელი  მეტად შეურაცხმყოფელ კონტექსტში გაიგონა.

…და უცებ მის არსებაში გაიღვიძა  “ქართვლის დედამ”, დეიდამ, მამიდამ, ბიცოლამ, ბიცოლას დამ. მოკლედ, შეზანზარდა და გაიბზარა მისი ქართულ-ქალური ღირსება.  დილამდე იბზარებოდა, დილას კი გაუტყდა და დარეკა “იმედში”.

შეურყვნელი ტაბუამხსნელი მობუზული ტუჩებით ითხოვდა ბოდიშს.  უკომპრომისოდ დაიჟინა ტაბუს დადება მასთან დაკავშირებულ ეროტიულ ფიქრებზე. არადა, რა იცოდა ტაბუამძრობმა, რომ ის გაცილებით ბევრ მამაკაცში აღძრავდა ვნებიან ფიქრებს.

ახლა მარტო მიშა მესხს კი არა, საქართველოს ნომერ მეორე ქართველ მაჩოს(პირველი მარიო ჩიმაროა), ანუ მე მომინდა მარინა სალუქვაძესთან სექსი, შენ არა?

იხილეთ ვრცლად...

http://freelandia.wordpress.com/

ავტორი: თაზო

no-money-2

ჟურნალისტის ანაზღაურება-ეს ის თემაა, რაზეც არავინ საუბრობს. თვით ყველაზე თამამი და სკანდალური ჟურნალისტებიც ერიდებიან ამას. ზოგისთვის ამ საკითხზე საუბარი არაეთიკურია, ზოგს კი კონტრაქტი უკრძალავს. ჩემი  მეგობრები დღესდრეობით სხვადასხვა ქართულ მედიაორგანიზაციაში მუშაობენ და მეტ-ნაკლებად ვიცი, სად რამდენი ანაზღაურებაა.  ყველაზე ცუდ დღეში მაესტროსა და ჟურნალ-გაზეთების ჟურნალისტები არიან(რა თქმა უნდა, რედაქტორებისა და პროდიუსერების გამოკლებით).  გადასარევი მდგომარეობა არც “დიდ ტელევიზიებშია”. მაგალითად, “რუსთვი 2-ის” დილის ეთერის ერთ-ერთ წამყვანს ერთი თვის მუშაობის სანაცვლოდ მხოლოდ 80(ოთხმოცი) ლარი მისცეს…

იხილეთ ვრცლად

http://freelandia.wordpress.com/

ავტორი – თაზო

დღეს ეს უკვე მეორე პოსტია, რომელიც ბავშვებს ეხება. უფრო სწორად, უფროსების დაუდევრობასა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ. დიდების უპასუხისმგებლობას ორი ბავშვი უკვე ემსხვერპლა, მესამე  სიკვდლის ძლივს გადაურჩა(მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა, მაგრამ გადარჩა). ამ პოსტის მთავარი თემა კი ambebi.ge-ზე გამართული საბავშვო ფოტოკონკურსია. მე არ მესმის, ეს ადამიანები როგორ აზროვნებენ, თავში რა უდევთ, ბავშვებს როგორ ზრდიან?

იხილეთ ვრცლად...

http://freelandia.wordpress.com/

ავტორი: თაზო

ეს ჩემი პირველი ვიდეო პოსტია, როგორც იქნა გავბედე  .  მომავალში ასეთი ტიპის ვიდეოებს უფრო ხშირად დავდებ. ვიდეოს გარდა ასევე შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები შარდენის ქუჩისა და მისი მიდებარე ტერიტორიიდან. გუშინ იქ ხილის ფესტივალი ჩტარდა. მართლა ლამაზი სანახაობა იყო. დატკბით.

 

 

ესეც ფოტორეპორტაჟი:

img_1029

img_1102

დანარჩენი ფოტოები იხილთ აქ

 

http://freelandia.wordpress.com/

ავტორი – თაზო

როგორც აღმოჩნდა, თბილისის მერიის მთავარი პრობლემა, ყოფნა-არყოფნა,  ამქვეყნიური გასაჭირი და საუკუნის დილემა მხოლოდ ერთი კითხვით გამოიხატება:

უჭერთ თუ არა მხარს გიგი უგულავას?

იხილეთ ვრცლად...

http://freelandia.wordpress.com/

ავტორი – თაზო

Map picture

 

სოროსის ფონდის ოფისში “რეზონანსის” ჟურნალისტებს დუგლას არენალესმა ტრენინგი ჩაგვიტარა. ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად ისეთ პრობლემაზეც გვესაუბრა, პირი ღიად დამრჩა. წესით, ამის შესახებ ადრეც უნდა მცოდნოდა, მაგრამ ყურადღება არასდროს მიმიქცევია.

Google Map-ის შესაძლებლობებზე საუბრისას გვაჩვენა რუკაზე მონიშნული ადგილები, სადაც ის თავის მეგობრებთან ოდესღაც მაინც ყოფილა, ყავა დაულევიათ და ა.შ. მონიშნულ ადგილებზე კი ფოტოები იყო მიმაგრებული.

უცებ ამბობს: “მოდით, ახლა სადაც ვიმყოფებით ეს ადგილიც მოვნიშნოთ”. – გაადიდა საქართველოს რუკა და…ბრახ!

“უკაცრავად, სულ დამავიწყდა, საქართველოს ტერიტორია, ქუჩები და ა.შ. Google map-ზე არ არის დატანილი”-თქვა დუგლასმა და თავი გააქნია.

იხილეთ ვრცლად...

http://freelandia.wordpress.com/

ავტორი – თაზო

მამუკა არეშიძე ჰყვება, რომ ცოტა ხნის წინ lenta.ru-ზე ჰქონდა ონლაინ კონფერენცია. შეკითხვების რაოდენობამ ოთხმოცის რომ გადააჭარბა, მან ხალხს სთხოვა, კითხვები მის ელ.ფოსტაზე გაეგზავნათ. რამდენიმე საათის მანძილზე არეშიძის ფოსტაში 200-ზე მეტი წერილი დაგროვდა. მოქალაქეები რუსეთის მთელი ტერიტორიიდან მას აგვისტოს ომის შესახებ ეკითხებოდნენ. ყველას აინტერესებდა ომის ქართული ვერსია. როგორც კონფლიქტოლოგმა თქვა, რუსეთის მოსახლეობის ნაწილი ხვდება, რომ რუსულმა მასმედიამ პროპაგანდაშიც კი გადაამლაშა და საზოგადოებაში ალტერნატიული ინფორმაციის მოთხოვნილება გაჩნდაო.  მისი აზრით,  ქართულმა სახელმწიფომ აქტიური საინფორმაციო ომი უნდა აწარმოოს რუსეთის მიმართულებით. უნდა შეიქმნას რუსული საინფორმაციო-ანალიტიკური საიტები, გაკეთდეს ქართული საიტების რუსულენოვანი ვერსიები და ა.შ.

იხილეთ ვრცლად...

http://freelandia.wordpress.com/

ავტორი: თაზო

rust

“იაშვილის კლინიკაში ექიმები 13 წლის გოგონას გადარჩენისთვის იბრძვიან. ბავშვს სასტიკად თავისი თანატოლები, ასევე გოგონები გაუსწორდნენ. უმძიმესი ჭრილობები მოზარდს დანით აქვს მიყენებული. ჩხუბის სავარაუდო მიზეზი ბიჭია, რომელიც ორივე გოგოს უყვარდა”

სწორედ ამ სენსაციური ინფორმაციით დაიწყო “კურიერი” 21 სექტემბერს, საღმოს ცხრა საათზე…

იხილეთ ვრცლად...

http://freelandia.wordpress.com/

ავტორი: თაზო

micisdz

საჩხერეში, სამოცამდე ოჯახი, ერთ კვირაზე მეტია ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. 7 სექტემბერს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, არცერთ მათგანს ღამე სახლში არ გაუთევია.

ამ ინფორმაციის მიღებისთანავე საჩხერის რაიონისკენ გავემართე.  ადგილზე ჩასულს, ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსახლეობა დამხვდა…

იხილეთ ვრცლად...

http://freelandia.wordpress.com/

ავტორი – თაზო

“ახლა, შენ ამას რომ დაწერ, სააკაშვილი წაიკითხავს?”

63 წლის ელზა მახათაძე გლდანში, მეტრო ახმეტელთან გაზეთის სტენდთან პრესას ყიდის. მისი დღიური ანაზღაურება ხუთი ლარია. სულ მალე, შესაძლოა, ის, ამ საარსებო წყაროს გარეშე დარჩეს.

ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ პრესის ფურცლებიდან შეიტყო. ქალაქის  ვიცე მერის, მამუკა ახვლედიანის ინიციატივით, თბილისის ქუჩები სრულად უნდა გაიწმინდოს გაზეთის სტენდებისგან.  მათ ნაცვლად კი,  ახალი ჯიხურები უნდა დაიდგას.

იხილეთ ვრცლად...

http://freelandia.wordpress.com/