Showing posts with label ეკონომიკა. Show all posts
Showing posts with label ეკონომიკა. Show all posts

images

ავტორი:

ლიკა გიგინეიშვილი

სახელმწიფო პროექტი –კომპიუტერები ყველასათვის’– სინამდვილეში სულაც არ არის ყველასთვის. პროექტის ფარგლებში კომპიუტერების შეძენა მხოლოდ 22-დან 66 წლამდე ასაკის მოქალაქეებს შეეძლებათ. ყველაზე იაფფასიანი – 550 ლარიანი კომპიუტერის შესყიდვას კი პროექტის მომხმარებლები 730 ლარად შეძლებენ.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, რომლის პრეზენტაციაც გუშინ რედისონში შედგა, კომპიუტერის შეძენის მსურველმა კომერციულ ბანკში  აღნიშნული კომპიუტერის ღირებულების 20% უნდა გადაიხადოს, რის შემდეგაც დანარჩენი თანხა შეუძლია  განვადებით (მაქსიმუმ ორწლიანი) დაფაროს – დღეში 1–დან 4 ლარამდე გადახდის გრაფიკით.

პროექტის ბენეფიციარი შეიძლება გახდეს  საქართველოს მოქალაქე, რომელიც 22–65 წლისაა და  შემოსავლის ნებისმიერი წყარო გააჩნია. პროექტში  მონაწილეობისთვის მსურველი ალგორითმის ან ალტას მაღაზიებში უნდა მივიდეს, აარჩიოს კომპიუტერი, წარადგინოს პირადობის მოწმობა და დაახლოებით 10 წუთში იგი ტაოპრივატ ბანკის ან საქათველოს ბანკის წარმომადგენლისგან პასუხს მიიღებს– თანახმაა თუ არა ბანკი,  ამ კონკრეტულ ადამიანზე განვადება გასცეს.

პროექტში– კომპიუტერები ყველასათვის – რამდენიმე სახის პერსონალური კომპიუტერი (შედარებით სუსტი, საშუალო და ძლიერი მონაცემების მქონე), ასუსის ნეტბუქი და ფუჯიტსუ ლაიფბუქია წარმოდგენილი.

წარმოდგენილი სახეობებიდან კლიენტს თავად შეუძლია აირჩიოს, რა ღირებულებისა და სიმძლავრის კომპიუტერის შეძენა სურს.

ყველაზე იაფად, ანუ 550 ლარად პერსონალური კომპიუტერისა და  ასუსის ნეტბუქის  (eeepc 1001 px)  შეძენაა შესაძლებელი. განვადების დასამტკიცებლად, აუცილებელია წინასწარ თანხის 20%–ის შეტანა. ამიტომ მსურველი პირველად შესატანს –110 ლარს, ხოლო შემდეგი 24 თვის განმავლობაში თვეში 26 ლარს გადაიხდის. საბოლოოდ, მსურველმა 550 ლარიან კომპიუტერში 180 ლარით მეტი (ბანკის პროცენტული დანამატიანად), ანუ 730 ლარი უნდა გადაიხადოს.

იმავე ტიპის ასუსის ნეტბუქი ალტაში ამჟამად  642 ლარი ღირს. ნეტგაზეთმა ერთ-ერთი ბანკის წარმომადგენელს სთხოვა, დაეთვალა, რამდენი ლარის გადახდა მოუწევდა კლიენტს, თუ ამ ნეტბუქს პროექტის გარეშე შეიძენდა. აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში, კლიენტმა ბანკში წინასწარ 140 ლარი (წინასწარი შესატანი 20% და საკომისიო) უნდა შეიტანოს, ხოლო ორწლიანი განვადებით, ზედმეტი საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 380 ლარი იქნება. ანუ იმავე ტიპის ნეტბუქში კლიენტს, რომელიც სახელმწიფო პროექტში არ მონაწილეობს,  დაახლოებით 1000 ლარის გადახდა მოუწევს.

მაღაზია ალგორითმის მენეჯერი, შაკო ასლამაზაშვილი ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ მოქალაქეები ორწლიანი განვადებით ისარგებლებენ, მაღაზიაში იქნება ფასდაკლებაც.

,,ძირითადად, ფასდაკლება გვაქვს მონიტორებზე, მაგალითად, 19X46 ზომის მონიტორი ახლა 288 ლარი ღირს, ხოლო აქციის ფარგლებში  227 ლარი ეღირება, 295 –ლარიან მონიტორს 240 ლარად გავყიდით’’.

პროექტი ,,კომპიუტერი ყველასათვის’’ 22 ოქტომბრიდან ოფიციალურად თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დაიწყება. მანამდე კი, 11 ოქტომბრიდან, პროგრამის საპილოტე პერიოდი იქნება.

,,ჩვენ აქტიურად ვეძებთ რეგიონალურ კომპანიებს და ვთანამშრომლობთ მათთან, რათა პროექტის მასშტაბი გაიზარდოს, რომ ჩვენ გვქონდეს საშუალება, მომხმარებელს სამხრეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოსა და კახეთის რეგიონში მოვემსახუროთ’’, - განაცხადა პრეზენტაციაზე ირაკლი კაკაბაძემ, კომპანია ალტასწარმომადგენელმა.

ტაოპრივატბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ მასურაშვილის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ბანკის ,,შავ სიაში’’ არიან შეტანილი…>>> იხილე გაგრძელება >>>

ist2_5972208-young-engeneer

ავტორი: ჯემალი

განათლება არის ინვესტიცია საკუთარ მომავალში. ამ ინვესტიციამ მაქსიმალური მოგება რომ მოგვიტანოს, საჭიროა გვქონდეს ინფორმაცია ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე და ყველაზე პერსპექტიულ სფეროებზე. ამ კუთხით საინტერესო ინფორმაცია შემხვდა ინტერნეტში.
ათი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესია:


1. საინჟინრო საქმე (engineering). ეს სფერო მოიცავს შემდეგ პროფესიებს: ინჟინერ-ქიმიკოსი, აეროინჟინერი, კომპიუტერების ინჟინერი, ელექტროინჟინერი, ინჟინერ-მექანიკოსი და სხვა.
საშუალო საწყისი ხელფასი (აშშ-ში): 59000$, საშუალო ხელფასი: 101000$


2. ეკონომიკა (economics). გავრცელებულია მითი, რომ ეკონომიკური საგნები ძირითადად მათემატიკას და სტატისტიკას ეყრდნობიან. გარდა ამ საგნებისა ეკონომიკის ფაკულტეტებზე შეისწავლიან ისეთ კურსებს, როგორიცაა სოციალური მეცნიერება, ფსიქოლოგია, პოლიტიკური მეცნიერება და ისტორია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკა სოციალური მეცნიერებაა.
საშუალო საწყისი ხელფასი: 50200$, საშუალო ხელფასი: 101000$


3. ფიზიკა (Physics). ფიზიკა საკმაოდ მოთხოვნადია სამეცნიერო, საინჟინრო და საგანმანათლებლო სფეროებში. ქვემოთ წარმოდგენილია დიაგრამა, რომელზეც ასახულია სფეროები, სადაც ფიზიკოსს შეუძლია მუშაობა.



საშუალო საწყისი ხელფასი: 51100$, საშუალო ხელფასი: 98800$.


4. კომპიუტერული მეცნიერება (computer science).
საშუალო საწყისი ხელფასი: 56400$, საშუალო ხელფასი: 97400$.


5. სტატისტიკა (statistics). სტატისტიკოსები საჭიროა ყველა იმ სფეროში, სადაც მნიშვნელოვანია მონაცემთა ანალიზი, დაწყებული ბიზნესიდან და დამთავრებული პოლიტიკური სტრატეგიებით. მოთხოვნადია სტატისტიკოსები მარკეტინგის სფეროშიც.
საშუალო საწყისი ხელფასი: 48600$, საშუალო ხელფასი: 94500$.


6. ბიოქიმია (Biochemistry).
საშუალო საწყისი ხელფასი: 41700$, საშუალო ხელფასი: 94200$.


7. მათემატიკა (Mathematics). მათემატიკოსები მოთხოვნადია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბანკები და ფინანსები, დაზღვევის სფერო, კომპიუტერული სერვისები, მრეწველობა და განათლება.
საშუალო საწყისი ხელფასი: 47000$, საშუალო ხელფასი: 93600$.

იხილეთ დანარჩენი>>>jemalisblogi.blogspot.com

 

komuna-like

bottles-marani

ავტორი: ნინო ახლოური

სულ ცოტახ ნის წინ, მოსკოვის ცენტრში, პუშკინის მოედანთან,ახალიქართული კაფე ,,ხაჭაპური’’ გაიხსნა. ამას ბრიტანულმა გაზეთმა The Independent-მა ცალკე სტატიაც კი მიუძღვნა სახელწოდებითვახშამიმტერთან: რატომ უყვართ რუსებს ქართული სამზარეულო?პასუხადდაუსრულებლად შეიძლება ილაპარაკო აღნიშნული კაფეს მენიუში შესულუგემრიელეს ქართულ კერძებზე, კერძოდ, ქათმის ჩახოხბილზე, ქართულისუნელებით შეზავებულ ლობიოსა და რა თქმა უნდა, ხაჭაპურზე, რომლებსაცრუსი სტუმრები ფრანგულ და ჩილეურ ღვინოებს აყოლებენ. ამიტომ, უფროსაინტერესო იქნებოდა გვეკითხა, თუ რატომ არ უყვართ (თუ არ უნდათ)რუსებს ქართული ღვინო, რომელიც ასე პოპულარული იყო მათთან თითქმისორი საუკუნის განმავლობაში?!

მართლაც, მეფის რუსეთიდან მოყოლებული, საქართველო ჩრდილოელი მეზობლისთვის ღვინის ერთერთი მთავარი მიმწოდებელი იყო. წლების განმავლობაში  ქართულმა ღვინომ რუს მომხმარებელში ნდობა და სიყვარული მოიპოვა. რუსეთში ამბობენ, რომ კონკურენციის არარსებობამ თანდათან გამოიწვია ქართული ღვინის ხარისხის შესამჩნევი გაუარესება, რამაც პიკს გასული საუკუნის 90-იან წლებში მიაღწია. ამის ბრალი იყო თუ ორ მეზობელს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების, 2006 წლის გაზაფხულზე რუსეთმა პირველად აკრძალა ქვეყანაში ქართული ღვინის შეტანა, რის ოფიციალურ მიზეზადაც რუსულმა მხარემ ჩვენი პროდუქციის დაბალხარისხიანობა დაასახელა (ღვინოში აღმოჩენილ იქნა ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები - მძიმე ლითონები და პესტიციდები). უკვე დახლებზე დადებული პროდუქცია მოიხსნა გაყიდვიდან, რამაც ძალიან დააზარალა ქართველი ბიზნესმენები. ამასთან, იმპორტის აკრძალვამდე ქართული ღვინის 80%-ის რეალიზება სწორედ რუსულ ბაზარზე ხდებოდა, რამაც გამოიწვია საქართველოში ღვინის წარმოების რამდენჯერმე შემცირება. თუმცა, როგორც მოგვიანებით ვნახეთ, ამ ემბარგოს აღმოაჩნდა გარკვეული დადებითი შედეგებიც. სწორედ მისი დამსახურებით, ქართული ღვინის მასობრივი ფალსიფიცირება შეწყდა, ხარისხი კი შესამჩნევად გაუმჯობესდა.

2006 წელს ემბარგო ქართული ღვინის გარდა, მოლდოვურსაც შეეხო. თუმცა 2007 წელს მოლდოველმა მეღვინეებმა მოახერხეს თავიანთი პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება. მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა, ქართულმა მხარემ ეს ვერ შეძლო. მავანი იტყვის, რომ ამაში გადამწყვეტი როლი რუსეთ - საქართველოს შორის დაძაბულ ურთიერთობებს და შემდგომში კონფლიქტის ესკალაციას მიუძღოდა და მართალიც იქნება. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თავიდანვე ქართული ღვინის აკრძალვა რუსულ ბაზარზე მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით განპირობებული არ ყოფილა. გასულ წელს, საქართველოს ელჩი რუსეთში, ეროსი კიწმარიშვილი ალაპარაკდა ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესახებ და აღნიშნა, რომ მინერალურ წყალზე ემბარგოს მოხსნა გაცილებით ადვილი იქნებოდა, ვიდრე ღვინოზე. კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ ღვინოსთან დაკავშირებული სირთულეები არ უკავშირდება რუსული ბაზრის პრობლემას, ამის მიზეზი ჩვენში და ხარისხზე შიდა კონტროლში უნდა ვეძებოთო.                                  

ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, ქართული ღვინო შესაძლოა იმაზე ადრე და ადვილად დაბრუნდეს რუსულ ბაზარზე, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. შესაძლოა ეს რუსეთთან ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშეც კი მოხდეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამა წლის პირველი ივლისიდან რუსეთის, ბელორუსიის და ყაზახეთის საბაჟო კავშირის ახალი სამართლებრივი ნორმები შევა ძალაში, რამაც შეიძლება ავტომატურად გაუხსნას გზა ქართულ პროდუქციას. ავტომატურად იმიტომ, რომ ქართული ღვინო და მინერალური წყალი ბელორუსიასა და ყაზახეთში თავისუფლად იყიდება, აღნიშნული ნორმები კი სამივე ქვეყნისათვის საერთოა და შესაბამისად, რუსეთს მოუწევს ან მოხსნას ემბარგო, ან აიძულოს თავისი მოკავშირეები, თავადაც აკრძალონ აღნიშნული პროდუქცია. თუ რუსეთის ფედერაცია ვერ მიიღებს ემბარგოზე მათ თანხმობას, მას მაინც შეეძლება დაბლოკოს ქართული ღვინო, თუ იგი მის ტერიტორიაზე საზღვაო ტრანსპორტით შეაღწევს. მაგრამ თუ ქართულ ღვინოს განაბაჟებენ ბელორუსიაში, მას ხელს ვერაფერი შეუშლის მოხვდეს რუსულ ბაზარზეც.

ასტანასა და მინსკს, ბუნებრივია, არ აქვთ მოსკოვზე  დიდი გავლენა, მაგრამ როცა საქმე საბაჟო კავშირს ეხება, მათაც შეუძლიათ გარკვეული ბერკეტების ამოქმედება. ამის მიზეზი ისაა, რომ  რუსეთის ფედერაციისთვის აღნიშნული კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის კავშირი, რომლის ჩამოყალიბებაც ძირითადად განპირობებული იყო იმ ფაქტორით, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება. აქედან გამომდინარე, რუსეთი ძლიერ დაინტერესებულია ევრაზიის სივრცეში ახალი, ალტერნატიული საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნით. შეგახსენებთ, კავშირის შექმნისა და მისი სამართლებრივი ბაზის ფორმირების შესახებ გადაწყვეტილება ЕврАзЭС-ის ქვეყნებმა სოჭის სამიტზე 2006 წელს მიიღეს. კავშირის მთავარი მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური საზღვრების მოშლა და საერთო საბაჟო ტარიფების მიღება-ამოქმედებაა. ვინაიდან რეალური და ეფექტური ეკონომიკური ინტეგრაცია შესაძლებელია მხოლოდ კარგად განვითარებული ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყნებს შორის, კავშირში თავიდანვე მოიაზრებოდა ოთხი სახელმწიფო – რუსეთის ფედერაცია, ბელორუსია, ყაზახეთი და უკრაინა. უკრაინა რიგი მიზეზების გამო, არ შევიდა ამ კავშირში, რაც თავისთავად აფერხებს დსთ-ის ეკონომიკურ ინტეგრაციას, თუმცა ევრაზიულ სამეულს მაინც კარგი პერსპექტივა აქვს, რადგან რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი ერთად საბჭოთა კავშირის ეკონომიკური პოტენციალის თითქმის 83%-ს ფლობდნენ და ამ მხრივ დღესაც გაცილებით განვითარებულები არიან მოკავშირე სახელმწიფოებთან შედარებით. ამ კავშირის მეორე მნიშვნელოვანი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ЕврАзЭС-ის ქვეყნები გაწევრიანდნენ მსო-ში, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზაცია. ექსპერტებს მიაჩნიათ, თუ რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსია ერთად დაიწყებენ მსო-სთან მოლაპარაკებებს, ეს მათთვის უფრო მომგებიან პირობებში მოხდება. როგორც ჩანს, მონაწილე ქვეყნებისთვის ეს უაღრესად დიდი მნიშვნელობის პროექტია, პირველ რიგში კი ეს რუსეთისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

ზოგიერთი დამოუკიდებელი ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ პროექტის მარცხის შემთხვევაში, რუსეთი დიდად არ დაზარალდება და ეს ძირითადად მედვედევის იმიჯს მიაყენებს დარტყმას. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისათვის ეს ახალი საბაჟო კავშირი იმდენად პრიორიტეტულია,რომბელორუსიის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ,2010წლის დასაწყისში თავს ერთგვარი შანტაჟის უფლებაც კი მისცა. მან პირობა წამოაყენა – თუ რუსეთი ბელორუსიას ბაჟისგან თავისუფალ ნავთობს არ მისცემდა, იგი ამ კავშირს დატოვებდა. რუსეთის ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და ოც მლნ.ტონაზე მეტი ნავთობიდან 6.3 მლნ.ტონა ნავთობი, რომელიც ბელორუსიას შიდა მოხმარებისთვის ესაჭიროებოდა, ბაჟისგან გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება მინსკმა უკვე გაასაჩივრა დსთ-ის ეკონომიკურ სასამართლოში. ამას მოჰყვა მარტში მინსკში ლუკაშენკოს და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კანატ საუდაბაევის  შეხვედრა. ექსპერტების აზრით, ამ შეხვედრის მიზანი იყო, ამ ორ ქვეყანას კრემლისთვის ეჩვენებინა, რომ ახალი კავშირის შექმნა რუსეთის მონაწილეობის გარეშეც კი შეიძლება მოხდეს. ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა რუსეთის მთავრობამ, როგორც მთავარმა დაინტერესებულმა პირმა, პარტნიორ ქვეყნებს რაიმე ულტიმატუმი წაუყენოს, თუნდაც საქმე ქართულ ღვინოსა და ბორჯომს ეხებოდეს.

მართალია, ქართული ღვინის დაბრუნება რუსულ ბაზარზე რეალური პერსპექტივაა, მაგრამ მთავარია, რას მოუტანს ეს ქართველ მეწარმეებსა და მეღვინეებს და საერთოდ, ქართულ ეკონომიკას…

იხილეთ გაგრძელება>>>>vinoge.com

recycle-bins-japan-01

Posted by Andy

იაპონია სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ყველაზე წარმატებულად და სასარგებლოდ  იყენებს ნაგვის ნედლეულს. ქვეყანაში 127 მილიონი კაცი ცხოვრობს  , ისედაც პატარა კუნძულოვან და მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში საერთოდ არარსებობს ადგილი სადაც მთელი ქვეყნის ნაგავი ერთად იყრიდეს თავს.  უფრო მეტიც ტერიტორიის გასაფართოებლად ნაგვისგან აკეთებენ ხელოვნურ ხმელეთს.

მაგალითად საზღვაო ქალაქ კობეში გაკეთებულია ხელოვნური კუნძული  Port Island. კუნძულის მშენებლობა დაიწყო 1966 წელს და დასრულდა 1981წელს. მშენებლობის პრინციპი ერთი შეხედვით არის ძალიან მარტივი , მთელი კუნძული არის დაკონსერვებული ნაგავი. კუნძულის ფართობი – 436 ჰექტარია.

 

Port Island - ნაგვით აშენებული კუნძული იაპონიაში

მასზე მოთავსებულია აეროპორტი შვეულმფრენისთვის , სხვადასხვა სასტუმროები , უნივერსიტეტები , მუზეუმი ,  სპორტულ – გამაჯანსაღებელი ადგილები , IKEA – ს ჰიპერმარკეტი , დასასვენებელი პარკები  და   რამოდენიმე კაფე. აქვე ტურისტებისთვის არსებობს პატარა ტურისტული მატარებელი კუნძულის დასათვალიერებლად. კუნძულთან დაკავშირება ხდება საავტომობილო ხიდით.

 

კანსაის საერთაშორისო აეროპორტი - ხელოვნური კუნძული რომელიც აშენდა ნაგვით.

შემდეგი ხელოვნური კუნძული აშენდა 1987 და დასრულდა 1989 წელს ,  კუნძულზე განთავებულია კანსაის საერთაშორისო აეროპორტი , კუნძული 4 კილომეტრის სიგრძისაა და ესეც იგივე პრიონციპით არის აგებული , საძირკველში მოათავსეს უამრავი ტონა ნაგავი და შემდეგ დააკონსერვეს. ხელოვნური კუნძული მთლიანად აეროპორტს უკავია , მასე აშენებულია ორი ასაფრენ – დასაფრენი ზოლი და აეროპორტის შენობა.  სპეციალურად მოწვეული ინჟინრების დახმარებით , მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ  კუნძული მთლიანად გამორიცხავს  რაიმე ნგრევას და კატაკლიზმებს კუნძულზე.

იხილე გაგრძელება>>> iaponia.wordpress.com

   

 

ავტორი - Maka Asatiani

Bookmark and Share

„Bata“ ოჯახის მფლობელობაში არსებული, ფექსაცმლის დიდი კომპანიაა. მისი სათაო ოფისი შვეიცარიაში მდებარეობს, ბიზნესი კი მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე აქვს გაშლილი. თავისი არსებობის მანძილზე კომპანიამ უკვე 15 მილიარდი წყვილი ფეხსაცმელი გაყიდა.

კომპანიის ისტორია დღევანდელ ჩეხეთის რესუბლიკაში ჯერ კიდევ 1894 წელს დაიწყო. მისი დამფუძნებელი თომას ბატა იყო. იდეის განხორციელბა მაშინ დაიწყო, როდესაც სამხედრო ფეხსაცმელზე პირველი შეკვეთა პირველი მსოფლიო ომის დროს მიიღო. თომას ბატას მიზნად ჰქონდა დასახული - შეექმნა მაღალხარისხიანი ფეხსაცმელი დაბალ ფასებში. ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ „Bata-ს“ საქონელი იოლად ხელმისაწვდომი და მეტად გაყიდვადი გამხდარიყო.


თომას ბატა 1932 წელს გარდაიცვა, ხოლო კომპანია საკუთარ ძმას ჟან ანტოანინ ბატას დაუტოვა. მისი ხელმძღვანელობით საქმიანობა ძალიან წარმატებული და შორსმჭვრეტელი გახდა. საბოლოო შედეგამდე დიდი გზა განვლო. თუმცა, 60 მილიონ ფეხსაცმლის წყვილს უკვე 1939 წელს 63 ქვეყანაში ჰყიდნენ.



მეორე მსოფლიო ომმა დიდი ზიანი მიაყენა ბატას ოჯახს. შედეგად, ამან მათი ამერიკაში გადასვლა საცხზოვრებლად განაპირობა. დაძაბულმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ ბიზნესი არაერთხელ გააცამტვერა. თავად ჟან ანტოანინს კი მუდმივად ციხით ემუქრებდნენ.

სირთულეებმა განვლო. კომპანია ჩვეულ საქმიანოაბას დაუბრუნდა. უამრავი პროდუქცია გამოუშვა და ბიზნესი მსოფლიოს გარშემო გააჩაღა. მართალია, თომას ბატას მიზანიფექსაცმელი ყველასათვის იოლად ხელმისაწვდომი გაეხადა ვერ ახდა, თუმცა ამას გაყიდვებზე არასოდეს უმოქმედია.

წყარო>>>blog.brand.ge

    

ავტორი - Maka Asatiani
Bookmark and Share
წარმოუდგენელია, მაგრამ კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კომპანია „DELL-ის” საწყისი კაპიტალი 1000 დოლარს შეადგენდა. მაიკლ დელის მიერ 1984 წელს დაარსებულ კომპანიას თავდაპირველად პირდაპირი გაყიდვების მარკეტინგული სტრატეგია ჰქონდა არჩეული. ტეხასის უნივერსიტეტის სტუდენტი მაიკლ დელი თვლიდა, რომ ამ გზით ის კლიენტებს დაუახლოვდებოდა და ზუსტად გაიგებდა თუ რა სურთ მომხმარებლებს. სტრატეგიამ გაამართლა. მაიკლმა უნივერსიტეტი მიატოვა, მშობლების 300 ათასიანი ქონება ბანკში ჩადო და მთელი დრო ბიზნესს დაუთმო.
 

საკუთარი დიზაინის კომპიუტერი „ტურბო” კომპანიამ 1985 წელს გამოუშვა, თუმცა პროცესორი არანაკლებ ცნობილ კომპანიას „ინტელს” ეკუთვნოდა. მიუხედავად ამისა „DELL-ის” კაპიტალი 73 მილიონი დოლარით გაიზარდა. ინტერნეტის მეშვეობით „DELL-ის” პროდუქციის შეძენა 1996 წელს გახდა შესაძლებელი. ამერიკაში პერსონალური კომპიუტერების გაყიდვებით კომპანიამ 1999 წელს „HP-ის” გაუსწრო. 2000 წლისთვის კი მისმა შემოსავალმა 25 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია თითქმის არ შეცვლილა. პროდუქციის გაყიდვები დღითიდეღე მატულბდა, თუმცა უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში „DELL-მა” დათმო საკუთარი პოზიციები. ეს შემოსავალზე და თანამშრომელთა რაოდენობაზეც აისახა. 2009 წელს კომპანიაში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობამ 76, 500 ადამიანი შეადგინა. წლიურმა შემოსავლმა კი 61.101 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს მიაღწია. „DELL” ინფორმაციული ტექნოლოგიების მულტინაციონალური კორპორაციაა, რომელიც ქმნის, ავითარებს და ყიდის კომპიუტერულ პროდუქციასა და სერვისს.

ამერიკულმა ჟურნალმა „ბიზნეს ვიქმა” „DELL” მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების 2009 წლის ასეულში ოცდამეთხუტმეტე ადგილზე დააფიქსირა. ხოლო ბრენდის ღირებულება 10,291 მილიონ ა.შ.შ. დოლარად არის შეფასებული.

წყარო>>>blog.brand.ge

 

1D146562-F332-4F85-A60A-9857006FA524_mw270_s

ავტორი კახა მჭედლიძე

თბილისში თანდათან ძალას იკრებს ავტომოყვარულების საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ინტერნეტდისკუსიიდან დაიწყო და რომლის მთავარი მოთხოვნაცაა ავტომობილის საწვავის გაიაფება. ინტერნეტის სოციალურ ქსელებში სამი ათასამდე ავტომფლობელი ბენზინის სიძვირემ გააერთიანა და ამ გაერთიანებამ, უკვე მეორედ უქმე დღეებში, თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო.
შაბათ დღეს, უკვე მეორედ, თბილისის ქუჩები ავტომობილების უწყვეტი სიგნალის ხმამ გააყრუა.
აქციის მონაწილენი ამ ფორმით აპროტესტებენ საქართველოში ავტომობილის საწვავზე არსებულ ფასებს, რომელიც ცოტათი თუ ჩამოუვარდება 2008 წლის ზაფხულში მოქმედ ტარიფებს. მაშინ ნავთობის ფასი, დღევანდელთან შედარებით, ორჯერ მაღალი იყო. ინტერნეტის ვირტუალურ სივრცეში გაერთიანებული მძღოლები რეალურ სამყაროში საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებენ და მუხტის

გასაღვივებლად ავტომობილის მფლობელებს პროკლამაციებს ურიგებენ. საპროტესტო მოძრაობის სიმბოლიკაა შუბლზე მიბჯენილი პისტოლეტი, რომელიც რეზინის მილით დაკავშირებულია ბენზინგასამართ სადგურთნ. ამ სიმბოლიკის ავტორთა აზრით, მათ შორისაა ბექა კემულარია, საწვავის ღირებულება დღეს არსებულზე 50 თეთრით ნაკლები უნდა იყოს:
„ვაპროტესტებთ საწვავის ფასებს, ხარისხს და იმას, რაოდენობაში რომ გვატყუებენ. ლარი და 26 თეთრი უნდა ღირდეს დღესდღეობით საქართველოში რეგულარის ტიპის საწვავი.”
ანალოგიური პოზიცია აქვთ ავტომფლობელთა საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებსაც. მათ მიერ საწვავის ღირებულების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია
forum.ge (ფორუმ ჯი-ის) ვებგვერდზე.

იხილეთ ვრცლად>>>  www.tavisupleba.org

ავტორები - nika kobuladze(marx) otar grigolia(chegesto)

ბოლო დროს ძალიან მაინტერესებს თეორია რომელიც სახელმწიფო კომპანიების არაეფექტურობას ეხება, სწორედ ეს იყო მიზეზი რის გამოც თავად სახელმწიფო სტრუქტურებში წავედი და დღესაც იქ ვმუშაობს, სახელმწიფო და კერძო კომპანიებში მუშაობის სამწლიანი დროის შემდეგ ზედაპირული დაკვირვების შედეგად რამდენიმე საინტერესო კანონზომიერება აღმოვაჩინე:
1. სახელმწიფო კომპანიები შედარებით ნაკლებეფექტურია ვიდრე კერძო კომპანიები. მაგრამ ეს სხვაობა დაძლევადია.
2. ბიუროკრატიის პრობლემები არამარტო სახელმწიფო კომპანიების სენია.
3. კაპიტალიზმის უბრუნდება მე-19 საუკუნეს

სახელმწიფომ რომელსაც ხელისუფლებაში ჰყავს გუნდი რომელიც ეკონომიკური კრედოა სახელმწიფო კომპანიების არაექფეტურობა ეს საქმეში დაადასტურა, არაფერი იქნა გაკეთებული იმისთვის რომ ეს ასე არ ყოფილიყო და სტუქტურა რომელიც თავისით დეცენტრალიზირებულად მუშაობდა დღეს უკვე ისეთ მარწუხებში მოაქცია ახალმა ძალიან კარგმა მენეჯერმა რომ პირადად მე მეცინება, აღარაფერს ვიტყვი 4 საათიან თათბირებზე და საჯარო ლანღვა გინების წუთებზე, მაგრამ ძალიან მიძნელდება იმის ყურება თუ როგორ უწევთ ასაკოვან ხალხს მათვის გაუგებარი გადაწყვეტილებების მოსმენა. მოკლედ ხელისუფლების გუდმა რომელიც იძახის რომ სახელმწიფო კომპანიები არაეფექტურიაო აღმოაჩინა რომ თუ ამაში ხელს შეუწყობს ეს ასეც არის. წარმატებული სახელმწიფო კომპანიის თავზე დამოკლეს მახვილია ჰკიდია.დღეს გაცისკროვნებული ოფისებში ზუსტად ისეთივე პროცესებია როგორიც იქ იყო, უბრალოდ განსხვავება ის არის რომ საბჭოეთში ბიუროკრატიას არ სწავლობდნენ და არ ცდილობდნენ მის გარდაქმნას ან მის ტრანსფორმირებას უკეთეს ვარიანტებში

იხილეთ ვრცლად...

http://geoleft-marx.blogspot.com/

from - StartUp.Ge

 

სოფლებში ტრადიციად არის ქცეული მეზობლების დაპატიჟება ყავაზე. მაგრამ ბევრ რაინში არ არის მაღაზიები და შესაძლებლობა ყავის შეძენის. თუ თქვენ შეიძენთ დასაფქვავ აპარატურას, დაურიგებთ რამოდენიმე დიასახლისს სოფლად და დასაფქვავი ყავით მოამარაგებთ პერიოდულად, საკმაოდ კარგ საქმეს ააწყობთ. დიასახლისი დაფქვავს და გაყიდის ყავას მთელი სოფლის მასშტაბით. ესეთი ყავა უფრო იაფი ეღირება დაფასოებულზე, ყველას ეცოდინება რომ კარგი და ნატურალურია, და ყველა თქვენგან შეიძენს მას. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ხელშემწყობი გარემოებაც, რომ ბევრ სოფლებში საერთოდ არ არის მაღაზია, ან ძალიან მწირი და ძვირიანია.

თანდათანობით კი გააფართოებთ ბიზნესს და უფრო და უფრო მეტ სოფლებს მოამარაგებთ ყავით :)

პოსტი იხილეთ აქ

http://startup.ge/

ავტორი – Lord Vader

2004 წლის  თოვლიან და სუსხიან… ან ეგებ, თუნდაც თბილ და უთოვლო… მაგრამ ნამდვილად მშვენიერ შობის საღამოს ამერიკელი ბიზნეს-ჟურნალისტი სარა ბონჯორნი (Sara Bongiorni) საჩუქრებს ათვალიერებდა და ძალიან კარგ ხასიათზე იყო (საჩუქრების დათვალიერება მართლა ძაან მაგარი გამოგონებაა)… ჰოდა, შესანიშნავ ხასიათზე რომ იყო და საჩუქრის ყუთებს ხსნიდა და ათვალიერებდა – აბა ერთი რა გვაჩუქეს ამ საშობაოდო, უეცრად ჩაფიქრდა, თუ რამდენი რამ იყო ამ საჩუქრებიდან  ჩინეთში დამზადებული… თავადაც გაოცდა – იმდენი.

ჰოდა, სარა ბონჯორნიმ გადაწყვიტა, დამდეგი წელი ჩინური ნივთების გარეშე გაეტარებინა. ვნახოთ ერთი, რა გამომივაო – ფიქრობდა. ბოლო-ბოლო, ლუიზიანაში ვცხოვრობ თუ გუან-ჯოუშიო? არადა, როგორც 2005 წელმა დაადასტურა, დიდი განსხვავება არ ყოფილა :)

იხილეთ ვრცლად...

http://lifestylebox.wordpress.com/

from – tavisufleba.org

აშშ-ის ავტომწარმოებელი კომპანია „ჯენერალ მოტორსი“ აღარ აპირებს შვილობილ კომპანია „ოპელის" გაყიდვას. განცხადება ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ წუხელ გაკეთდა. „ჯენერალ მოტორსის“ განცხადებით, ის დაიტოვებს „ოპელს“ და მის რესტრუქტურიზაციას განახორციელებს, რაც ნიშნავს, რომ აღარ მიჰყიდის აქციების უმრავლესობას კანადურ კომპანია „მაგნას“ და მის რუს პარტნიორ, „სბერბანკს“. „ჯენერალ მოტორსის“ განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზია „ბოლო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებული ბიზნესგარემო“. კომპანიის გადაწყვეტილებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა გერმანიიდან. ეკონომიკის მინისტრმა რაინერ ბრიუდერლემ მას „სრულიად მიუღებელი“ უწოდა, ხოლო გერმანიაში ოპელის ქარხნების მუშა-მოსამსახურეები გაფიცვის დაუყოვნებლივ დაწყების მოწოდებით გამოვიდნენ. გერმანიის მთავრობა მხარს უჭერდა „ოპელის“ მიყიდვას „მაგნასთვის“, რადგან მის წინადადებას მიიჩნევდა საუკეთესოდ ოპელში დასაქმებული 25 000-მდე ადამიანისთვის უმუშევრობის თავიდან ასაცილებლად.

პოსტი იხილეთ აქ

http://www.tavisupleba.org/

ავტორი – ჯემალი

საინტერესო კვლევებს ატარებს კერძო ინსტიტუტი Legatum, რომელიც იკვლევს მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ქვეყნების რეიტინგს. რეიტინგი გამოითვლება ცხრა ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით, როგორიცაა ეკონომიკური განვითარების დონე, ცხოვრების ხარისხი, პიროვნული თავოსუფლებები, განათლება, ჯანდაცვა და სხვა.

სულ რეიტინგი მოიცავს 104 ქვეყანას. ამ ქვეყნებში ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის 90%.

იხილეთ ვრცლად...

http://jemalisblogi.blogspot.com/

tavisufleba.org

ეფლმა“ გაყიდვების კვარტალური მაჩვენებლებით უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა და კომპანიის აქციებიც სარეკორდოდ მაღალ ფასად გაიყიდა. მოგების დიდი წილი „მაკინტოშის“ კომპიუტერების გაყიდვებზე მოდის, რომლებიც კვარტალში 17 პროცენტით გაიზარდა. „ეფლს“ პერსონალური კომპიუტერების ამერიკული ბაზრის 9.4 პროცენტი უჭირავს.

პოსტის ბმული

http://www.tavisupleba.org/

 

მოსკოვმა და აშხაბადმა მოაგვარეს რუსეთში თურქმენეთის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები. ამის შესახებ გამოაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა, რომელიც დღეს ქალაქ თურქმენბაშიში შეხვდა იქ სამუშაო ვიზიტით ჩასულ რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს.

იხილეთ ვრცლად...

http://www.tavisupleba.org/

ავტორი - ხათუნა გოგაშვილი

5 სექტემბრიდან ქარხნებში რქაწითლის ჯიშის ყურძნის ჩაბარება დაიწყო. ამ დროისათვის რეგიონში ჯერ მხოლოდ 3 ღვინის ქარხანა მუშაობს. ესენია წნორის, გურჯაანის და ზეგაანის ქარხნები. მევენახეები ამბობენ, რომ ჩაბარების პრობლემა ჯერჯერობით არ არსებობს. ისინი უკმაყოფილებას ამ ეტაპზე მოკრეფილი მოსავლის საფასურზე გამოთქვამენ.

იხილეთ ვრცლად...

http://vinoge.com/

 

ქართული ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე პირველად იაპონური სასმელები გამოჩნდა. სადისტრიბუციო კომპანია „საპორო ჯორჯია“ ექსკულუზიურად იაპონულ ლუდის, ღვინოსა და ვისკის იმპორტს ახორციელებს.

იხილეთ ვრცლად...