Showing posts with label გიორგი კიკონიშვილი. Show all posts
Showing posts with label გიორგი კიკონიშვილი. Show all posts


ფოტოზე: იან გილანი და კეისარიის ამფითეატრი  

70-იანი წლების ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა Deep Purple, რომელიც დღემდე ახალ და პროგრესულ მუსიკას ქმნის და მუდმივად ტურნეშია, ისრაელში ნამდვილი ფურორი მოახდინა.
როგორც ცნობილია, ევროპული ტურნეს ფაგლებში ჯგუფი Deep Purple გამართავს 4 კონცერტს ისრაელში... თუმცა ყველაფერი ასე არ დაწყებულა. ჯგუფს მხოლოდ 1 კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი ისრაელში, ქალაქ კეისარიის ულამაზეს ამფითეატრში, ბილეთების (ისრაელისთვის) რეკორდულად მაღალი ფასით. თუმცა კონცერტი 2 თვით ადრე გაიყიდა, ამიტომ ჯგუფმა კიდევ 1 თარიღი დაამატა, და მეორე კონცერტიც 2 კვირაში გაიყიდა. ამჟამად კი ცნობილი გახდა, რომ ბილეთებზე უზარმაზარი მოთხოვნის გამო დიფ ფარფლის მენეჯმენტს მოუწია კიდევ 2 კონცერტის დამატება. საბოლოოდ კი თარიღები ასე დალაგდა:

7 სექტემბერი, კეისარია, ამფითეატრი - SOLD OUT
8 სექტემბერი, კეისარია, ამფითეატრი - SOLD OUT
9 სექტემბერი, თელ-ავივი, ჰანგარი - გაყიდვა დაიწყო 
19 სექტემბერი, კეისარია, ამფითეატრი - გაყიდვა დაიწყო

ზუსტად ერთი წლის წინ, დევიდ გილმორმა იგივე ამფითეატრში, 2-ჯერ ნაკლები ფასის ბილეთებით დარბაზის ნახევარიც კი ვერ გაავსო. დიფ ფარფლის ასეთი პოპულარობის მიზეზად კი ისრაელში ვოკალისტ Ian Gillan-ს ასახელებენ. სხვა თუ არაფერი, ის ხომ თავად იესო ქრისტე იყო ცნობილ მიუზიკლში Jesus Christ Superstar. ამბობენ იმასაც, რომ დიფ ფარფლის კონცერტი დასრულდება მთავარი სიმღერით ამ მიუზიკლიდან. ასე რომ, სექტემბერში ისრაელი თავის მიწაზე "იესოს" ელოდება.


The Strokes-ის ბასისტმა Nikolai Fraiture-მ ახალი სოლო პროექტი დაიწყო. სახელწოდებით Nickel Eye. პროექტში მონაწილეობას იღებს Yeah Yeah Yeahs-ის გიტარისტი Nick Zinner და პირველი სამი სიმღერა უკვე ჩაწერილია. ინდი-ფოლკისა და ალტერნატივის მოყავრულებო, გაემზადეთ, წინ ნამდვილად კარგი ალბომი გელით. ალბომი უახლოეს მომავალში გამოვა, ხოლო პირველი 3 სინგლის მოსმენა კი Nickel Eye-ს მაისფეისიდან შეგიძლიათ. 


Radiohead-მა წინა წლის სემოდგომაზე სერიოზულად ააცახცახა მსოფლიოს მუსიკალური ინდუსტრია. მაშინ როცა სხვადასხვა ლეიბლები მილიონებს ხარჯავენ ალბომების ჩაწერაში, რეალიზაციასა და პრომოუშენში, რათა გაყიდვები წაახალისონ და მეტი მოგება ნახონ, რადიოთავებმა თავიანთ მსმენელს შოკისმომგვრელი ალტერნატივა შესთავაზა - მათ მთელი ალბომი, უმაღლესი ხარისხით, მსმენელისთვის ნებისმიერ სასურველ ფასად დადეს საკუთარ ვებ-გვერდზე გადმოსაწერად (გადმომწერი თავად ირჩევდა ფასს, და რათქმაუნდა შეგეძლო ალბომში 0 ცენტი გადაგეხადა). 2007 წლის ბოლოს (3 თვეში) ალბომის ასიათასობით ეგზემპლიარი უკვე გადმოწერილი იყო. 

თუმცა მცირე ხნის წინ, საინტერესო შედეგები გამოვლინდა. მიუხედავად იმისა რომ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ალბომის გადმოწერა უფასოდ იყო ნებადართული, In Rainbows-ს გაცილებით დიდი რაოდენობით ჩამოიქაჩა ტორენტ-საიტებიდან და განსხვავებამ დაახლოებით ორი მილიონი დაუნლოდი შეადგინა. კომპანიამ, რომელმაც გადმოწერების რაოდენობა დაასახელა, რიცხვი შემაშფოთებლად მიიჩნია და დღემდე ვერ პოულობენ პასუხს, თუ რატომ გადმოიქაჩა ოფიციალური ვებ-გვერდიდან ლიცენზირებული ვერსია 100 000-მდე რაოდენობის, ხოლო არალეგალური საიტებიდან 2 300 000. 

Radiohead-ის წევრები დღემდე არ ასახელებენ ზუსტ რიცხვს, თუ რამდენჯერ გადმოიწერეს და რა მოგება ნახა ჯგუფმა www.inrainbows.com-დან. საინტერესოა რა მოხდება, თუ რადიოთავების მაგალითს სხვებიც მიბაძავენ და ალბომებს უფასოდ დადებენ თავიანთ ვებ-გვერდებზე.

ამ ფაქტს ალბათ ცოტა იუმორითაც უნდა შეხედოთ. საქმე ისაა, რომ 60-70-იანი წლების ჯგუფებიდან მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელებმა თუ მოახერხეს პოპულარობის შენარჩუნება დღემდე, უდიდესი შრომისა და უდიდესი მუსიკალური პროგრესის ფასად. მაგრამ როცა შვედურ პოპ-ჯგუფ ABBA-ზე ვსაუბრობთ, საქმე სულ სხვაგვარადაა. ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ამ ჯგუფის პოპ-მუსიკა, რომელიც დღეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძვემოდური და აბსოლუტურად უადგილოა თანამედროვე პოპ-შემსრულებლების გვერდით, დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. და მხოლოდ პოპულარობას??? გაგეცინებათ და ABBA-მ სულ ორი დღის წინ ბრიტანეთში რეკორდი დაამყარა. მათი 1992 წელს გამოშვებული საუკეთესო ჰიტების კომპილაცია 2 დღის წინ მეხუთედ მოექცა ბრიტანული ჩარტების პირველ ადგილზე. და იცით ზუსტად ამ წუთას მათ რომელი არტისტები დაამარცხეს ჩარტებში? Madonna, Oasis, Radiohead, Coldplay, My Chemical Romance, Take That, U2, Amy Winehouse... საკმარისია? ეს იმ ჯგუფების ჩამონათვალია რომელტაც მოკრძალებით დაუთმეს ადგილი ABBA-ს. აღარ ხუმრობ, დავიჯეროთ რომ 70-იანების ეს ყოვლად უგემოვნო და დღეისათვის ობმოკიდებული პოპ-მუსიკა ბრუნდება ბრიტანეთში?

სემ დექვორზმა (იგივე Get Cape. Wear Cape. Fly) სულ ცოტა ხნის წინ მეორე ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით Searching For The Hows and Whos. საკმაოდ ამბციური და დებიუტის მსგავსად ეს ალბომიც წარმატებული გამოდგა. სემმა შეიძლება ითქვას უკვე დაიმკვიდრა საკუთარი ნიშა, გამოირჩევა განსაკუთრებული, დამახასიათებელი ვოკალით და ქმნის ფოლკის, ინდის, ემოსა და ელექტრონიკის ნაზავს. სადებიუტო ნამუშევრისგან განსხვავება ისაა რომ ახალი ალბომი ინსტრუმენტალურად უფრო სავსეა და საუნდი - დამძიმებული. მისი ბენდი აქტიურად იყენებს ელექტრონულ ბითებს. აგრეთვე კლარნეტს და საყვირს (თუმცა ეს ორი უკანასკნელი ალბომს ცოტა არ იყოს ძველებურ ჟღერადობას აძლვს). ცუდია ის, რომ ზოგ სიმღერებში საკუთარ თავს იმეორებს. ამიტომ, ალბომიდან რამდენიმე სიმღერის მოსმენა მომაბეზრებელი ხდება ერთმანეთის მსგავსი მუსიკალური თემების გამო.

ისევ კარგ მხარეებზე რომ ვისაუბროთ, ეს ნამუშევარი მოიცავს ენერგიულ, ნაღდ და გულწრფელ თინეიჯერულ სიმღერებს. (იმ გაგებით, რომ მსმენელი მომენტალურად გადაჰყავს თინეიჯერობის ასაკში). ლირიკულად ტრადიციული love strory-ების თემა ისევ დაბალანსებულია და ბანალურის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. აქვეა რამდენიმე აკუსტიკური ბალადა (აღსანიშნავია Moving Forward). საბოლოოდ ალბომი დინამიური და განსხვავებული ჟრერადობის Could’ve Seen It All-ით სრულდება, რაც გიჩენს სურვილს რომ მას კიდევ ბევრჯერ და ბევრჯერ მოუსმინო.

თავისუფალი, გულწრფელი, თანამედროვე და სასიამოვნო მუსიკის მსმენელებისათვის ეს ალბომი წესით ფლეილისტის სათავეში უნდა მოექცეს.


ჯგუფი Mongrel 2008 წელს ჩამოყალიბდა. მათი მუსიკა წარმოადგენს ინდის და ჰიპ-ჰოპის საკმაოდ საინტერესო ნაზავს. მოსასმენად მსუბუქია და ორი განსხვავებული ჟანრიც ჰარმონიულადაა შერწყმული ერთმანეთთან. ჯგუფია  შემადგენლობა? მოემზადეთ: ბასი: Andy Nicholson (Arctic Monkeys ყოფილი ბასისტი); გიტარა: Drew McConnell (Babyshambles-დან); ვოკალი: John McClure (Reverend And The Makers-დან); დრამი: Matt Helders (Arctic Monkeys-დან) და ვოკალი/რეჩიტატივი: Lowkey (ინგლისელი რეპერი). როგორც ხედავთ Mongrell სუპერჯუგების კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ, რადგან მისი წევრები თანამედროვე ბრიტანული მუსიკის ცნობილი არტისტები არიან. 

ჯერჯერობით უცნობია რამდენად ხანგრძლივ სახეს მიიღებს ეს პროექტი. ჯგუფი უკვე პირველ ალბომზე მუშაობს. ხოლო ოთხი ახალი სინგლის მოსმენა მათი მაისფეისიდან შეგიძლიათ. სინგლების მოსასმენად დაკლიკეთ აქ


 სულ ახლახანს ინტერნეტში“ოპერას” ციცნხალი ვერსია გამოჩნდა,რომელიც ფაქტობრივად ყველა სახის კლიენტის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.მისი მთავარი უპირატესობებია:


 ის უკვე გახდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ინტერნეტ ბრაუზერი
 ნავიგაციის გამარტივებული ფორმები;
 Tab-ების ეფექტური გამოყენება
 ვირუსებისაგან გაძლიერებული დაცვა;
Opera Dragonfly- საუკეთესო და ყველაზე ადვილად გამოსაყენებელი ვებ-დეველოპერებისათვის (საცდელი ვერსიით სარგებლობა უკვე შეგიძლიათ) 
ვიჯეტები - საინფორმაციო-გასართობი დანამატები”
 ასეულობით ახალი სკინი.


იხილეთ ვრცელი სტატია


თუ თვლი რომ მუსიკა დროსთან ერთად ვითარდება, უსმენ მხოლოდ თანამედროვე ჯგუფებს და 40 წლის წინ ჩამოყალიბებული ჯგუფის მოსმენა მიზანშეწონილად არ მიგაჩნია, მაშინ შეგიძლია დაივიწყო შენი სნობური დამოკიდებულება მუსიკისადმი და უბრალოდ მოისმინო Deep Purple-ს Bananas.(2003)

ალბომი ენერგიულად იხსნება ლეგენდარული ვოკალისტის იან გილანის ტრადიციული კივილით და გადადის შედარებით მძიმე ჟღერადობის თრექზე Sun Goes Down. როკ-ბლუზ-სოულის ფანებს ამ ალბომში ულამაზესი სიმღერა Haunted ელოდებათ. ვინ თქვა რომ დიფ ფარფლი, ეს მხოლოდ კლასიკური როკია? მოისმინეთ Walk On თუ გინდათ დარწმუნდეთ, როგორ უნდა დაიწეროს ნამდვილი თანამედროვე ბლუზი. ფარფლური ჰარდ-როკის მაგალითია Picture of Innocence სტივ მორსის მსუბუქი ბლუზ-ინტროთი, ხოლო მისამღერში კი ნამდვილ ”ფარფლურ” მძიმე განწყობაზე გადაჰყავს მსმენელი. ალბომის შემდეგი სამი სიმღერა, სამი ნამდვილი მარგალიტი ერთმანეთის მიყოლებითაა დალაგებული.  იხილეთ სრული რეცენციზია

ყველა ბილეთი  Madonna-ს ახალი ტურნესათვის თითქმის უკვე გაყიდულია. Sticky And Sweet Tour მომღერლის ბოლო ალბომის (Hard Candy) მხარდასაჭერად გაიმართება ჯერჯერობით მხოლოდ ევროპასა და ამერიკაში. ტურნე აგვისტოს ბოლოს იწყება და ბილეთების 90%-ზე მეტი (დაახლოებით 1 მილიონი) უკვე გაიყიდა. აღსანიშნავია რომ ბილეთების ფასი რეკორდულად მაღალია და ევროპაში 300 ევროდან იწყება, ბრიტანეთში 250 ფუნტი სტერლინგიდან ხოლო ამერიკაში 350 დოლარამდეა.

ვანქუვერში მადონას 30 ოქტომბრის კონცერტზე 50 000 ბილეთი რეკორდულ დროში, ნახევარ საათში გაიყიდა. თავიდან ბოლომდე გაყიდულია ზედიზედ 4 კონცერტი ნიუ იორკში, Madison Square Garden-ში. 2 საათში გაიყიდა ზედიზედ 2 კონცერტი 50 000 კაციან Foro Sol სტადიონზე მექსიკაში. ბილეთებზე არნახული მოთხოვნის გამო საპრომოუტერო კომპანია Live nation-ს 10-მდე კონცერტის დამატება მოუწია ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალქებში.

როგორც ჩანს, Confessions Tour-თან შედარებით ეს ტურნე გაცილებით წარმატებული იქნება, რადგან წინა ტურნეს დროს მადონამ 1 200 000 ბილეთი გაყიდა, ხოლო Sticky And Sweet Tour დაწყებამდე უკვე 1 000 000 ბილეთია გაყიდული.

ალბომი Hard Candy მადონამ ამ წლის აპრილში გამოუშვა და მსოფლიოს ჩარტებში რამდენიმე კვირა პირველ ადგილზე იყო.

მის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს Timbaland და Justin Timberlake-მ. რეალიზაციიდან 2 თვეში ალბომის 2 მილიონი ეგზემპლიარი უკვე გაიყიდა.