Sunday, November 8, 2009

რუსული სათამაშოები

Russian toys


Russian toys 2

Russian toys 3

Russian toys 4

Russian toys 5

Russian toys 6

Russian toys 7

Russian toys 8

Russian toys 9

Russian toys 10

Russian toys 11

Russian toys 12

Russian toys 13

წყარო kp.ru

ვასო გოძიაშვილი – თეატრალური როლები

ავტორი – burusi

ხლესტაკოვი – ვასო გოძიაშვილი; ნ. გოგოლის “რევიზორი“

 

რიჩარდ მესამე – უ. შექსპირი. “რიჩარდ მესამე“

 

ლუარსაბ თათქარიძე – ილია ჭავჭავაძე. “კაცია ადამიანი?!“

 

ბარკ კუპერი – ვ. დელმარი. “იქნებ ბავშვები ფრინველებს ჰგვანან?“

 

იხილეთ ვრცლად...

http://burusi.wordpress.com/

ჩვენი მატარებელიც ჩაივლის

ავტორი - mr.picasso

არასოდეს გიფიქრიათ რით დაამახსოვრებს 10იანი წლების თაობა ხალხს თავს?????
რაიმე დამახასიათებელი დეტალი თუ გაგვაჩნია  ისეთი რაც ჩვენით შევქმენით და ურცხვად წინა თაობისგან არ მოგვიპარავს. რატომ თვლის იმ ადამიანთა ნაწილი ვისაც ნაცრისფერი მასისგან  განსხვავებულობაზე მეამბოხეობაზე აქვს ამბიცია რომ უნდა ეცვას ისე როგორც ეცვათ ჰიპებს . უსმინოს იმას რასაც უსმენდნენ შორეულ 60იანებში.  ჩვენც ხომ შეიძლება ჩვენი გვქონდეს. როდის შეიძლება მოვასვენოთ საფლავებში მათი კაიფში გაპარული სულები.
ჩვენ რატომ არ გვყავს ჩვენი თაობის კერპები და რატომ არ გვაქვს ჩვენი თაობისთვის დამახასიათებელი სიგიჟეები. ან რატომ ვრიყავთ თუნდაც სკოლის ასაკის ბავშვებში წამოწყებულ ემო კულტურას. ეს ხომ მათთვის დამახასიათებელ სუბკულტურად შეიძლება იქცეს.  ჩვენ ხომ ასეთი სურვილიც არ გაგვჩენია. და  რატომ ვზღუდავთ საკუთარი ინდივიდუალურობის ჩამოყალიბების პროცესში.
რატომ ვართ დამჯერი თაობა და რატომ ითვლება კარგ ტიპად ის ვინც ყველაზე მამაპაპურად აზროვნებს . თვალებდახუჭული მღერის ქალაქურ სიმღერებს ან სულაც სუფრაზე საათნახევრიანი სადღეგრძელოებით ბურღავს ტვინს .

იხილეთ ვრცლად...

http://gochagabodze.blogspot.com/

Facebook Redesign

ავტორი – Nikoloz

ავსტრალიელმა დიზაინერმა Barton Smith–მა გადაწყვიტა facebook-ის ინტერფეისის შეცვლა. სავარაუდოდ ასეთი დიზაინი მას უფრო დახვეწილს და მოხერხებულს გახდის.
ინფორმაციის დეტალური ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:
Facebook Facelift

იხილეთ ვრცლად...

http://karaganda.wordpress.com/

განმეორებითი ჩვენება: სნობი 2 (კაცი, რომელსაც ვითომ ლიტერატურა უყვარდა)

ავტორი – ნიკო ნერგაძე

ორი კვირით უინტერნეტო ადგილას მივდივარ და, რადგან კომენტარებს ვერ წავიკითხავ და პასუხსაც ვერ გავცემ, სამსჯელო საკითხებისგან თავი შევიკავე. ასე, რომ „პლეიბოის“ ამბებზე, რომ ჩამოვალ, მერე დავწერ. მანამდე კი აჰა, თქვენ „ანაბეჭდში“ რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებული სტატია. „მუსიკალური სნობის“ ერთგვარი გაგრძელებაა.
ზოგისათვის კითხვა სიამოვნებაა. დიდი სიამოვნება. რაღა გასაკვირია, რომ ხალხი, ვისაც ლიტერატურა ძალიან უყვარს, ხშირად ლაპარაკობს წიგნებზე, არჩევენ სხვადასხვა, ძველ და ახალ მწერლებს და მათ ავ-კარგს. ამ დროს შენც იქ დგახარ, ბუზებს ყლაპავ და ფიქრობ, სად ასწრებს ეს ხალხი ამდენის წაკითხვასო. არადა ლიტერატურაზე გამართულად ლაპარაკს, მუსიკისა არ იყოს, ცოდნა სულ არ სჭირდება. ჩვენი სახელმძღვანელო დაგეხმარება, მხოლოდ მონაწილეობა კი არ მიიღო ამ საუბრებში, არამედ თავი ისე აჩვენო, თითქოს წიგნით ხელში დაიბადე. ეს ყველაფერი წიგნის ერთი ფურცლის გადაშლის გარეშეც შესაძლებელია.
პირველი სემესტრი: ბავშვობა
ვიდრე ლიტერატურაზე საუბრის სიღრმეებში გადაეშვებოდე, საჭიროა, ჯერ თავის დაჭერა ისწავლო, თავად დაიჯერო, რომ იცი, რაზეც ლაპარაკობ. გაიღიმე მცოდნე სახით და ელაპარაკე მოსაუბრეს, როგორც თანასწორს. დასაწყისისთვის საკმარისია, საუბარი დაიწყო იმით, თუ როგორ მოგწონს რამე წიგნი. გამოდგება ნებისმიერი ნაწარმოები, ოღონდ, თუ ღმერთი გწამს, სიტყვა ნაწარმოები არ იხმარო. აგრეთვე დაივიწყე სიტყვები რომანი, ნოველა, ლექსი, რეცეპტი, ნარკვევი, ანეკდოტი, სარჩევი. ყველაფერი არის ტექსტი. შეცდომაა: “მკვდარი სულები” შესანიშნავი რომანია ან “მკვდარი სულები” შესანიშნავი პოემაა. სწორია: ”მკვდარი სულები” მაგარი ტექსტია. შეგიძლია მოიწონო ნებისმიერი ტექსტი, იქნება ეს “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი”, “შაგრენის ტყავი” თუ “მე, მარგარიტა”. ამაზე ვერავინ გაგიხურებს, მოგწონს და მორჩა. ტაბუ დადებულია მხოლოდ სამ წიგნზე, რომელთა ხსენებაც მყისვე გამოააშკარავებს, რომ კითხვა ახალი დაწყებული გაქვს. ეს სამი წიგნია, “ოსტატი და მარგარიტა,” “მარტოობის 100 წელი” და, რაც მთავარია, “სამოსელი პირველი.”

იხილეთ ვრცლად...

http://www.tavisupleba.org/

AIR / უფასო MP3

ARTIST / BAND: AIR

MP3s: Sing Sang Sung (Black Moth Super Rainbow Remix)

ALBUM: Love 2

FILE UNDER: Electronic / Pop

LABEL: Astralwerks

დამატებითი ინფოსთვის ესტუმრე ჩვენს ინგლისურენოვან გვერდს
MUZORAMA

წითელი ფერი-სიყვარულის, შურის სიმბოლო.

ავტორი – xixani

იხილეთ ვრცლად...

http://xixani.blogspot.com/

luzinterruptus

ავტორი - კოსმოსურ სივრცეებში..

არრვიცი რომელი ქვეყნიდან არიან ,მაგრამ საინტერესო რაღაცეებს აკეთებენ..

აშკარად შუქია მთავარი :DD

იხილეთ ვრცლად...

http://jibgirka.blogspot.com/

ანიმე

ავტორი – day_dreamer

ანიმე  წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს. იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად.

სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიული კომედიები, და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის, იაპონური კომიქსის —მანგას ან კომპიუტერული თამაშის — სიუჟეტზე. ანიმეს კიდევ ერთი და ხშირად მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ხატვის სტილია. ამასთან ანიმე შეიძლება დახატული იყოს, როგორც ხელით, ასევე კომპიუტერით. ანიმე იქმნება როგორც სერიალების, სარეკლამო რგოლების, ვიდეოთამაშების, ისე სრული- ან მოკლემეტრაჟიანი ფილმების სახით და ფორმატის მიხედვით ვრცელდება ტელევიზიით, ინტერნეტით, კინოთეატრებითა და DVD დისკებით. ანიმე 1907 წელს შეიქმნა და მს შემდეგ დიდი გზა გაიარა ამასთანავე უფრო დაიხვეწა.

იხილეთ ვრცლად...

http://ucnauri.com/


სიყვარული პასუხია

ავტორი – გოგი გვახარია

სიყვარულზე დაწერეო, მთხოვდნენ ამ ბლოგის მკითხველები. რომ იცოდეთ, რამდენჯერ ვცადე! არ გამოვიდა. მეტისმეტად ბევრი სიძულვილია საქართველოში. სიძულვილი კი, მოგეხსენებათ, გადამდებია.
მაგრამ მოვუსმინე ბარბრა სტრეიიზანდის ახალ ალბომს («Love Is The Answer» რომ დაარქვა ახლა უკვე 67 წლის მომღერალმა) და გამახსენდა, რომ სიძულვილის გარდა, სიყვარულიც გადამდებია.
მიუხედავად იმისა, რომ ბარბრამ არაერთხელ განაცხადა, კინოს და მუსიკას თავს ვანებებო, მაინც ვერ მოითმინა და ახალი დისკის გამოშვებაზე თანხმობა განაცხადა. კანადელ მომღერალს, დიანა კრალს სთხოვა დახმარება (ჯაზის ეს ახალი ვარსკვლავი დღეს ბარბრას პროდიუსერია), მოიწვია კვარტეტი, რომელიც კლასიკურ ჯაზს უკრავს და ჩაწერა ყველასთვის კარგად ცნობილი 12 სიმღერა, მათ შორის ”Smoke Gets in Your Eyes”, მიშელ ლეგრანის მელოდია ფილმიდან ”როშფორელი ქალიშვილები”, ჟაკ ბრელის ”არ მიმატოვო” ("Ne Me Quitte Pas"), დიდი ხანია კიტჩად, კარიკატურად რომ აქციეს მსოფლიო ესტრადაზე
ალბომის ყდას შეხედეთ და ”იუთუბზე” ნახეთ როგორ მღერის. http://www.youtube.com/watch?v=7-a0RXozSRU
ხედავთ, რა ლამაზია?
ეს ის ბარბრა სტრეიზანდია, ერთხელ, ყველაზე გაბრაზებულმა რომ თქვა, პრობლემა თქვენშია და არა ჩემში...

იხილეთ ვრცლად...

http://www.tavisupleba.org/

Saturday, November 7, 2009

Kool & The Gang=LIVE in Tbilisi, Georgia=01 November 2009

მაია ასათიანის მორიგი დრაგშოუ

ავტორი – Alexander

მიუხედავად იმ ტყუილებისა, რომლებითაც მაია ასათიანი თავის „პროფილში“ მაყურებლების „დაბოლებას“ ცდილობს, მაინც მიყვარს ეს გოგო, მისი გადაცემა, მისი სტუდია და ის თემები, რომლებსაც ის აშუქებს. შესაძლოა დღესდღეობით ყველაფერი ისე არ გამოდიოდეს, რომ დაინტერესებული მაყურებლის 100%–იან ნდობას იმსახურებდეს, მაგრამ როგორც ყველა და ყველაფერი დღეისათვის საქართველოში, „პროფილიც“ დამოკიდებულია საზოგადოების განწყობაზე და მის სავარაუდო რეაქციაზე, თან ნებისმიერ შემთხვევაში ჯერ–ჯერობით ყველაზე რეიტინგულ გადაცემათა შორისაა და რადიკალური განცხადებებისთვის, ალბათ თვლიან, რომ შესაფერისი დრო არ არის.

იხილეთ ვრცლად...

http://gaytb.blogspot.com/

VOLVO - ჩინელებმა შეიძინეს

ავტორი - master@master.ge

 

ავტოკონცერნი “Ford Motor”-ის წარმომადგენლების განცხადებით, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ჩინური კომპანია “Geely” “Vოლვო”-ს მფლობელი გახდება.

ამჟამად მხარეები შეთანხმების ტექნიკურ დეტალებს განიხილავენ. ჩინურმა მხარემ არა მხოლოდ ავტომანქანების წარმოების, არამედ ახალი მოდელების შექმნისა და მსოფლიოში “Volvo”-ს ინფრასტრუქტურის განვითარების ვალდებულებაც აიღეს.

“Geely”-ს წარმომადგენლებმა ისიც აღნიშნეს, რომ ისინი შეინარჩუნებენ “Volvo”-ს ფასეულობებს და მარკის პასუხისმგებელი მფლობელები იქნებიან.

შვედური ბრენდის შეძენა სხვა ჩინურ კომპანიებსაც სურდათ, მაგალითად “Shanghai Automotive Industry Corporation (SAIC)” და “Changan Automobile”.

“Geely” იაფფასიანი ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი. ის ჩინეთში მეოთხე უმსხვილესი ექსპორტიორია და 2008 წელს საზღვარგარეთ 40 ათასი მანქანა გაყიდა.

იხილეთ ვრცლად...

http://www.polity.ge/

November Editorial: Esprit d\’Automne

ავტორი – lika151

იხილეთ ვრცლად...

http://ilmfb.wordpress.com/

ჩემი ჭიქა ნახევრად ცარიელია

ავტორი – Nataly

არასოდეს არ მიფიქრია ნახევრადშევსებულ ჭიქას ნახევრადცარილად ვთვლიდი, თუ ნახევრადსავსედ..
ისე ბავშვობიდან ვიცოდი, რომ თუ ნახევრადცარიელად თვლიდი ე.ი. პესიმისტი ხარ, ხოლო თუ ნახევრად სავსედ - ოპტიმისტი..
მოკლედ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დედაჩემს ვთხოვე ჩაი გაეკეთებინა ჩემთვის.. ჭიქა რომ მომიტანა ბოლომდე არ იყო შევსებული და ვკითხე, რატომ მომიტანა ნახევარდ ცარიელი ჭიქა.. მერე დავფიქრდი.. არადა ჭიქას ცოტა აკლდა.. სუულ ძალიან ძალიან ცოტა.. მაგრამ მე მაინც ნახევრად ცარილად ჩავთვალე.. ანუ პესიმისტი ვარ??
არასდროს არ მიმაჩნდა თავი უიმედო ოპტიმისტად.. მაგრამ პესიმიზმი ცუდია.. სულ ცოტა რეალისტი მაინც მეგონა თავი..

იხილეთ ვრცლად...

http://halloween-townn.blogspot.com/

ლარს ფონ ტრიერი წარმოგიდგენთ...

ავტორი - meine grüne Hoffnung

 

ფილმი, რომელზეც გადავწყვიტე არასოდეს მესაუბრა, დავადე ტაბუ და შევინახე გონების ყველაზე შორეულ უჯრაში. ფილმი, რომელმაც პირველივე ნახვისას ეკრანს მიმაჯაჭვა და მაინც ვერ შევძელი ბოლომდე მენახა.

“ანტიქრისტე” პირველად მგონი რამდენიმე თვის წინ ვნახე და ყოველივე რაც ზევით მიწერია მაშინ “ჩავიდინე”.

გაივლის კიდევ რამდენიმე კვირა და ჩემ ირგვლივ ამ ფილმზე დაიწყებენ ფართო დისკუსიებს, რომელშიც არ ვერთვები რა თქმა უნდა “ანტიქრისტეს” ხომ თავის დროზე ტაბუ დავადე და გადავწყვიტე რომ ეს ფილმი არ მინახავს. გაივლის კიდევ რამდენიმე კვირა და ერთ-ერთი საყვარელი ლექტორი მთხოვს დავწერო ფილმზე, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვიწყებ კუბრიკის ერთ-ერთი ფილმით და ვხვდები რომ ტენდენციური ვარ მეტისმეტად. ვანებებ წერას თავს და მახსენდება შორეულ უჯრაში ჩაკეტილი ტრიერი თავის სიგიჟით. ვიწერ ანტიქრისტეს, ვუყურებ ბოლომდე და ვიწყებ წერას მხოლოდ იმაზე, რა ვიგრძენი ფილმის ყურებისას და რას ვგრძნობდი ფილმის დასრულების შემდეგ კიდევ ორი დღე და ღამე.

იხილეთ ვრცლად...

http://fsiqe.blogspot.com/

მაგიური თარიღები

ავტორი – linguistuss

ერთი თვის წინ დუბაიში მეტროპოლიტენი დიდი ზარზეიმით გახსნეს. ეს ფაქტი ერთი ჩვეულებრივი ხაბარი (ახალი ამბავი არაბულად) იქნებოდა, რომ არა გახსნის სპეციალურად შერჩეული თარიღი: 2009 წლის 9 სექტემბერი, 9 საათი, 9 წუთი და 9 წამი. რა ამბავი ცხრიანებია მეთქი გავიფიქრე უცებ და ჩემს მეხსიერებაში ცხრიანები სამარადჟამოდ დაუკავშირდა დუბაის მეტროპოლიტენს. არადა რომ გახსნილიყო 23 ოქტომბერს რა მოხდებოდა ვითომ? რატომ უყვართ ადამიანებს ასე სიმბოლოებით აზროვნება?!  ტყუილად არ უწოდებდა, როგორც ჩანს, ერნსტ კასირერი ადამიანებს “სიმბოლურ ცხოველებს”!

შარშან, როდესაც ჩემი კორპუსის თავზე Su-24–ების ზუზუნი მესმოდა ჩინელებმა რიცხვების სიმბოლური ორგია მოაწყეს. გახსოვთ ალბათ, ოლიმპიადის გახსნის თარიღი 2008 წლის 8 აგვისტო, 8 საათი 8 წუთი და 8 წამი იყო. ჩინელები ნუმეროლოგიაში უფრო შორს წავიდნენ და ამ ყველაფერს ახსნა მოუძებნეს. ჩვენს კულტურაში რვა ბედნიერების მომტანი რიცხვიაო, რაც თავის მხრივ იმით გამოიხატება, რომ ჩინურ ენაში კეთილდღეობისა და რვიანის (“ბა”) აღმნიშვნელი იეროგლიფები ერთნაირად იკითხებაო. სწორად იმავე მიზეზის გამო რიცხვი ოთხი (“ში”) მათთვის სიკვდილისა და უიღბლობის სიმბოლოდაა მიჩნეული, რაც განსაკუთრებული ფობიით ტეტრაფობიით გამოიხატება.

იხილეთ ვრცლად...

http://linguistuss.wordpress.com/

სასაცილო შემთხვევები პირდაპირი ეთერის დროს

ავტორი – xixani

იხილეთ ვრცლად...

http://xixani.blogspot.com/

Friday, November 6, 2009

საქართველოს კვირის ოფიციალური ოცეული 30.10.2009 _ 05.11.2009

 

დასახელება / ადგილი წინა კვირაში / ჩარტებშია (კვირა)

1. Robbie Williams – Bodies / 0 / 5

2. მამუკა ჩარკვიანი - თოვლი / 0 / 1

3. Lily Allen - GWB (Fuck You Very Much) / 0 / 5

4. Jason Mraz & Clobie Caillat – Lucky / 0 / 6

5. Gnarles Barkley – Crazy / 0 / 4

6. Akon - Be With You / 2 / 2

7. პაპარაცი - ვარსკვლავები / 20 / 2

8. Gipsy Kings – Volare / 0 / 2

9. Dido - One Step Too Far / 0 / 1

10. K-Maro Femme - Like You / 0 / 1

11. Blue - Get Down On It / 0 / 1

12. მგზავრები - მე მოვიგონე / 0 / 1

13. Simply Red Sunrise / 0 / 1

14. გიგა მიქაბერიძე - ისტორიას მიამბობს ქარი / 0 / 1

15. Alanis Morissette - Crazy / 0 / 1

16. James Blunt - 1973 / 0 / 1

17. Westlife - Total Eclipse Of The Heart / 0 / 1

18. Toploader - Dancing In The Moonlight / 0 / 1

19. მერაბ სეფაშვილი - გაიღიმე / 0 / 1

20. ნინი ქარსელაძე - ჩემი ქალაქი / 0 / 1

 

Airplay charts based on monitoring of Georgian radiostations, in cooperation with GORBI Gallup International.

© 2000-2008 komunikatori

 

OFFICIAL GEORGIAN WEEKLY TOP20

სათამაშო დიდებისთვის

ავტორი – kakia

 

ადამიანი ყოველთვის მიისწრაფოდა იმისკენ, რომ ფრენა შეძლებოდა… თანდათან ეს ყველაფერი უფრო და უფრო რეალური ხდება…
ჯერჯერობით მთლად უსაფრთხო არ არის(თან საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა), მაგრამ მიდის ამაზე დაუღალავი მუშაობა

იხილეთ ვრცლად...

http://ucnauri.com/