Madonna - Sold Out
Posted 12:50 PM by KOMUNA in თემები madonna, Pop, ამბები, გიორგი კიკონიშვილი, კონცერტი, მუსიკა, შოუ ბიზნესი
ყველა ბილეთი Madonna-ს ახალი ტურნესათვის თითქმის უკვე გაყიდულია. Sticky And Sweet Tour მომღერლის ბოლო ალბომის (Hard Candy) მხარდასაჭერად გაიმართება ჯერჯერობით მხოლოდ ევროპასა და ამერიკაში. ტურნე აგვისტოს ბოლოს იწყება და ბილეთების 90%-ზე მეტი (დაახლოებით 1 მილიონი) უკვე გაიყიდა. აღსანიშნავია რომ ბილეთების ფასი რეკორდულად მაღალია და ევროპაში 300 ევროდან იწყება, ბრიტანეთში 250 ფუნტი სტერლინგიდან ხოლო ამერიკაში 350 დოლარამდეა.
ვანქუვერში მადონას 30 ოქტომბრის კონცერტზე 50 000 ბილეთი რეკორდულ დროში, ნახევარ საათში გაიყიდა. თავიდან ბოლომდე გაყიდულია ზედიზედ 4 კონცერტი ნიუ იორკში, Madison Square Garden-ში. 2 საათში გაიყიდა ზედიზედ 2 კონცერტი 50 000 კაციან Foro Sol სტადიონზე მექსიკაში. ბილეთებზე არნახული მოთხოვნის გამო საპრომოუტერო კომპანია Live nation-ს 10-მდე კონცერტის დამატება მოუწია ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალქებში.
![]() | როგორც ჩანს, Confessions Tour-თან შედარებით ეს ტურნე გაცილებით წარმატებული იქნება, რადგან წინა ტურნეს დროს მადონამ 1 200 000 ბილეთი გაყიდა, ხოლო Sticky And Sweet Tour დაწყებამდე უკვე 1 000 000 ბილეთია გაყიდული. ალბომი Hard Candy მადონამ ამ წლის აპრილში გამოუშვა და მსოფლიოს ჩარტებში რამდენიმე კვირა პირველ ადგილზე იყო. |
მის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს Timbaland და Justin Timberlake-მ. რეალიზაციიდან 2 თვეში ალბომის 2 მილიონი ეგზემპლიარი უკვე გაიყიდა.