Get Cape. Wear Cape. Fly – Searching For The Hows and Whos
Posted 2:26 PM by KOMUNA in თემები Album Review, Indie, Music, გიორგი კიკონიშვილი, მუსიკა, რეცენზია
სემ დექვორზმა (იგივე Get Cape. Wear Cape. Fly) სულ ცოტა ხნის წინ მეორე ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით Searching For The Hows and Whos. საკმაოდ ამბციური და დებიუტის მსგავსად ეს ალბომიც წარმატებული გამოდგა. სემმა შეიძლება ითქვას უკვე დაიმკვიდრა საკუთარი ნიშა, გამოირჩევა განსაკუთრებული, დამახასიათებელი ვოკალით და ქმნის ფოლკის, ინდის, ემოსა და ელექტრონიკის ნაზავს. სადებიუტო ნამუშევრისგან განსხვავება ისაა რომ ახალი ალბომი ინსტრუმენტალურად უფრო სავსეა და საუნდი - დამძიმებული. მისი ბენდი აქტიურად იყენებს ელექტრონულ ბითებს. აგრეთვე კლარნეტს და საყვირს (თუმცა ეს ორი უკანასკნელი ალბომს ცოტა არ იყოს ძველებურ ჟღერადობას აძლვს). ცუდია ის, რომ ზოგ სიმღერებში საკუთარ თავს იმეორებს. ამიტომ, ალბომიდან რამდენიმე სიმღერის მოსმენა მომაბეზრებელი ხდება ერთმანეთის მსგავსი მუსიკალური თემების გამო.
ისევ კარგ მხარეებზე რომ ვისაუბროთ, ეს ნამუშევარი მოიცავს ენერგიულ, ნაღდ და გულწრფელ თინეიჯერულ სიმღერებს. (იმ გაგებით, რომ მსმენელი მომენტალურად გადაჰყავს თინეიჯერობის ასაკში). ლირიკულად ტრადიციული love strory-ების თემა ისევ დაბალანსებულია და ბანალურის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. აქვეა რამდენიმე აკუსტიკური ბალადა (აღსანიშნავია Moving Forward). საბოლოოდ ალბომი დინამიური და განსხვავებული ჟრერადობის Could’ve Seen It All-ით სრულდება, რაც გიჩენს სურვილს რომ მას კიდევ ბევრჯერ და ბევრჯერ მოუსმინო.
თავისუფალი, გულწრფელი, თანამედროვე და სასიამოვნო მუსიკის მსმენელებისათვის ეს ალბომი წესით ფლეილისტის სათავეში უნდა მოექცეს.