ისრაელი "იესო ქრისტეს" მოლოდინში
Posted 4:07 AM by Solitaire in თემები Deep Purple, Ian Gillan, Israel, Music, Rock, ახალი ამბები, გიორგი კიკონიშვილი, მუსიკა
ფოტოზე: იან გილანი და კეისარიის ამფითეატრი
როგორც ცნობილია, ევროპული ტურნეს ფაგლებში ჯგუფი Deep Purple გამართავს 4 კონცერტს ისრაელში... თუმცა ყველაფერი ასე არ დაწყებულა. ჯგუფს მხოლოდ 1 კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი ისრაელში, ქალაქ კეისარიის ულამაზეს ამფითეატრში, ბილეთების (ისრაელისთვის) რეკორდულად მაღალი ფასით. თუმცა კონცერტი 2 თვით ადრე გაიყიდა, ამიტომ ჯგუფმა კიდევ 1 თარიღი დაამატა, და მეორე კონცერტიც 2 კვირაში გაიყიდა. ამჟამად კი ცნობილი გახდა, რომ ბილეთებზე უზარმაზარი მოთხოვნის გამო დიფ ფარფლის მენეჯმენტს მოუწია კიდევ 2 კონცერტის დამატება. საბოლოოდ კი თარიღები ასე დალაგდა:
7 სექტემბერი, კეისარია, ამფითეატრი - SOLD OUT
8 სექტემბერი, კეისარია, ამფითეატრი - SOLD OUT
9 სექტემბერი, თელ-ავივი, ჰანგარი - გაყიდვა დაიწყო
19 სექტემბერი, კეისარია, ამფითეატრი - გაყიდვა დაიწყო
ზუსტად ერთი წლის წინ, დევიდ გილმორმა იგივე ამფითეატრში, 2-ჯერ ნაკლები ფასის ბილეთებით დარბაზის ნახევარიც კი ვერ გაავსო. დიფ ფარფლის ასეთი პოპულარობის მიზეზად კი ისრაელში ვოკალისტ Ian Gillan-ს ასახელებენ. სხვა თუ არაფერი, ის ხომ თავად იესო ქრისტე იყო ცნობილ მიუზიკლში Jesus Christ Superstar. ამბობენ იმასაც, რომ დიფ ფარფლის კონცერტი დასრულდება მთავარი სიმღერით ამ მიუზიკლიდან. ასე რომ, სექტემბერში ისრაელი თავის მიწაზე "იესოს" ელოდება.
0 comment(s) to... “ისრაელი "იესო ქრისტეს" მოლოდინში”