სულ სხვანაირი Deep Purple - Bananas (2003)

Posted 6:08 PM by Solitaire in თემები , , , , ,

თუ თვლი რომ მუსიკა დროსთან ერთად ვითარდება, უსმენ მხოლოდ თანამედროვე ჯგუფებს და 40 წლის წინ ჩამოყალიბებული ჯგუფის მოსმენა მიზანშეწონილად არ მიგაჩნია, მაშინ შეგიძლია დაივიწყო შენი სნობური დამოკიდებულება მუსიკისადმი და უბრალოდ მოისმინო Deep Purple-ს Bananas.(2003)

ალბომი ენერგიულად იხსნება ლეგენდარული ვოკალისტის იან გილანის ტრადიციული კივილით და გადადის შედარებით მძიმე ჟღერადობის თრექზე Sun Goes Down. როკ-ბლუზ-სოულის ფანებს ამ ალბომში ულამაზესი სიმღერა Haunted ელოდებათ. ვინ თქვა რომ დიფ ფარფლი, ეს მხოლოდ კლასიკური როკია? მოისმინეთ Walk On თუ გინდათ დარწმუნდეთ, როგორ უნდა დაიწეროს ნამდვილი თანამედროვე ბლუზი. ფარფლური ჰარდ-როკის მაგალითია Picture of Innocence სტივ მორსის მსუბუქი ბლუზ-ინტროთი, ხოლო მისამღერში კი ნამდვილ ”ფარფლურ” მძიმე განწყობაზე გადაჰყავს მსმენელი. ალბომის შემდეგი სამი სიმღერა, სამი ნამდვილი მარგალიტი ერთმანეთის მიყოლებითაა დალაგებული.  იხილეთ სრული რეცენციზია

0 comment(s) to... “სულ სხვანაირი Deep Purple - Bananas (2003)”