ავტორი - Kate_AlukaЯD
ავსტრიელი ნევროლოგი, ფსიქოანალიტიკური სკოლის
დამფუძნებელი. ფროიდმა ცხოვრების დიდი ნაწილი ვენაში
გაატარა, ამიტომ მისი სახელი მჭირდოდაა დაკავშირებული
ამ ქალაქთან. ცხოვრების ბოლოს, ნაცისტებისაგან დევნილს,
ლონდონში მოუხდა გადასახლება, სადაც გარდაიცვალა 1939
წელს.
ფროიდის ფსიქოანალიტიკური კონცეფცია ორ ძირითად
პრინციპს ეფუძნება:
1. ფსიქიკურ მოვლენებს აქვთ საზრისი. ისინი არ ხდება შემთხვევით, მექანიკურად
_ თუ შეცდომით ვამბობ სახელს, არასწორად ვწერ სიტყვას, ვხედავ აბსურდულ
სიზმარს, სახლში მრჩება გასაღები _ ყოველივე ამას აქვს საზრისი, რომლის ახსნაც
შეიძ ლება;
2. ჩვენი ფსიქიკური ცხოვრების უდიდესი ნაწილი მიმდინარეობს არაცნობიერად;
ძალიან ხშირად არ ვიცით, რა გვამოძრავებს, რატომ განვიცდით ამა თუ იმ ემოციას,
რატომ ვმოქმედებთ ასე და არა – სხვაგვარად. იმიტომ, რომ ცნობიერება ჩვენი ფსიქიკის
მხოლოდ მცირე ნაწილია. ჩვენს ფსიქიკურ ცხოვრებაში განმსაზღვრელ როლს
არაცნობიერი ასრულებს. როგორც ფროიდი აჯამებს, `ჩვენ არ ვართ ბატონ-პატრონები
საკუთარ სახლში~.
ფსიქოანალიტიკური თეორიის ეს ორი პრინციპი, ისევე როგორც ანალიზის სხვადასხვა
ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც არაცნობიერის აღმოჩენა შეგვიძლია,
ფროიდ მა გადმოსცა შრომებში: `სიზმრების ინტერპრეტაცია~ (1900), რომელშიც
სიზმარი განხილულია როგორც `სამეფო გზა არაცნობიერისაკენ~; `ყო ველდღიური
ცხოვრების ფსიქოპათოლოგია~ (1901) – ავტორი ასაბუთებს, რომ ჩვენი ყოველდღიური
ცხოვრება ყოველ ფეხის ნაბიჯზე ავლენს არაცნობიერ მოტივაციათა კვალს; `სამი
ესსე სექსუალობის თეორიის შესახებ~ (1905) _ აქ ფროიდი გადმოსცემს სექსუალობის
შესახებ საკუთარ თეორიას, რომლის ცენტრშიც დგას ოიდიპოსის კომპლექსი – ეროტიკულ-
აგრესიულ ლტოლვათა ერთობლიობა, რომელსაც ბავშვი განიცდის საკუთარი
მშობლების მიმართ.
ფროიდის დიდი მნიშვნელობა აზროვნების ისტორიაში დაკავშირებულია აგრეთვე
მის მიერ ნორმასა და ნორმიდან გადახრას შორის კავშირის ახლებურად გააზრებას-
თან. თუ ფროიდამდე არანორმალური ქცევა განიხილებოდა მოვლენად, რომელსაც
არაფერი ჰქონდა საერთო ნორმასთან, მისი დამსახურებაა იმ კანონზომიერებათა ძიება, რომლებიც საფუძვლად უდევს როგორც ნორმალურ, ისე არანორმალურ ფსიქიკურ
პროცესებს. ამით მკვლევარმა დასაბამი მისცა ფსიქიკური დაავადებების, საზრისის
მქონე ფენომენებად განხილვას.
20-იან წლებში ფროიდმა ფსიქიკის ახალი სქემა შეიმუშავა, რომელიც სამნაწილიანია:
იგი (გერმ. Eს, ინგ. Iდ), მე (გერმ. Iცჰ, ინგ., Eგო) და ზე-მე (გერმ. Üბერ-Iცჰ, ინგ.,
შუპერ-ეგო). ეს სქემა ადამიანის ფსიქიკის წარმოდგენის კიდევ ერთი მცდელობაა, ის
ავსებს უფრო ადრინდელ, ასევე სამნაწილიან სქემას, რომელიც ცნობიერისაგან, წინარეცნობიერისაგან
და არაცნობიერისგან შედგებოდა.
ფროიდი შეეცადა, საკუთარი ფსიქოანალიტიკური თეორია გამოეყენებინა კულტურისა
და საზოგადოების ზოგადი თეორიის ასაგებად. ამას მიუძღვნა შემდეგი
შრო მები: `ტოტემი და ტაბუ~(1913), `ერთი ილუზიის მომავალი~ (1927), `კულტურით
დაუკმაყოფილებლობა~ (1929) და სხვ., რომლებშიც მოცემულია სოციალური ინსტიტუტების
გენეზისის ახსნის მცდელობა.
ფროიდის კონცეფციამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ XX საუკუნის
ფსიქოლოგიასა და, ზოგადად, თეორიულ აზროვნებაზე, არამედ ხელოვნებისა და
კულტურის განვითარებაზეც. ფროიდის თეორიისაგან დავალებულ თეორეტიკოსთა
და შემოქმედთა სიაში არიან: კარლ-გუსტავ იუნგი, ჰერბერტ მარკუზე, კლოდ ლევისტროსი,
სალვადორ დალი, ჯეიმზ ჯოისი, თომას მანი, დ. ჰ. ლოურენსი, ალფრედ ჰიჩკოკი,
ვუდი ალენი და მრავალი სხვა.
ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრების ქრონოლოგია:
1856 წლის 6 მაისი — პატარა ქალაქ ფრეიბერგში (მორავია) დაიბადა სიგიზმუნდ შლომო ფროიდი.
1859 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ლაიფციგში.
1860 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ვენაში.
1865 — ფროიდი სასწავლებლად შედის გიმნაზიაში, რომელიც მდებარეობს ვენურ კვარტალში ლეოპოლდშტადტი.
1873 — გიმნაზიის გამოსაშვებ კლასში ფროიდი კითხულობს გეტეს თხზულებას „ბუნების შესახებ“ და სოფოკლეს ტრაგედიას „მეფე ოიდიპოსი“. იგი იღებს გადაწყვეტილებას, შეისწავლოს მედიცინა ვენის უნივერსიტეტში.
1877 — ფროიდის პირველი მეცნიერული ნაშრომის გამოქვეყნება — „გველთევზების სასქესო ორგანოების შესახებ“.
1878 — ოიზეფ ბრეიერთან მეგობრობის დასაწყისი.
1879 — ერთწლიანი სამსახური ჯარში.
1881 — ღებულობს დოქტორის ხარისხს.
1882 — ნიშნობა მარტა ბერნეისთან; იწყებს მუშაობას ვენის საქალაქო საავადმყოფოში.
http://kate9alukard.wordpress.com/