ავტორი – ladyprada
მეგამოდელი და ჟურნალის ყრდის დედოფალი
დაიბადა 1965 წლის 10 მაისს ონტარიოში , კანადა. 15 წლის ასაკში ის გახდა გამარჯვებული ადგილობრივი სილამაზის კონკურსისა Miss Teen Niagara და მიიღო წინადადება ეცადა ბედი ნიუ-იორკის ერთ-ერთ სააგენტო ELITE-ში.
ძალისხმევის და დიდი შრომის მიუხედავად ლინდას კარიერა ELITE -ში არ გამოდიოდა. ბოლოს და ბოლოს , ELITE-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ის გაეგზავნათ პარიზის ფილიალში სასწავლებლად. იდეალური მონაცემებით რომ ცარმსდგარიყო ლინდა იქაური მოდელიერების და ფოტოგრაფების წინაშე მასსჭირდებოდა ე.წ. „მფარველი“ და აი ისიც გამოჩნდა- თვით ELITE-ის ევროპული განყოფილების პრეზიდენტი ჯერალდ მარი, რომელიც 1987 წელს მისი მეუღლე გახდა.
ის გახდა პირველი მოდელი , რომელსაც სთავაზობდნენ უდიდეს ჰონორარს მარტო იმისთვის რომ უბრალოდ დასწრებოდა მოდურ ღონისძიებებს. 1980-1990 წლები იყო ლინდას კარიერაში ტრიუმფი . მისი სურათებით იყო აჭრელებული სხვადსხვა გამომცემლობის მოდის ჟურნალები . მონაწილეობა მიიღო ჯორჯ მაიკლის ორ კლიპში.
1990 წელს ის მოხვდა „50 ყველაზე ლამაზი ადამიანი“-ს სიაშიც. 1991 წლიდან მან დაიბყრო პოდიუმი. მუშაობდა ისეთ დიზაინერებთან როგორებიც არიან Calvin Klein, Chanel, Dolce & Gabbana, Donna Karan, Fendi, Gianni Versace,g iorgio Armani, Karl Lagerfeld. ის ასევე იყო ფრანგული კოსმეტიკის კომპანიის l’oreal-ის და prada-ს სახე.
http://ladyprada.wordpress.com/