Showing posts with label kate_alukard. Show all posts
Showing posts with label kate_alukard. Show all posts

5568_105791131838_601526838_1995008_4356719_n

Posted by Kate_AlukaЯD

სანამ სრულიადში შეხვიდოდეთ მინდა გითხრათ რომ ნუ დაიწყებთ რა მკრეხელობაა და შე სატანისტო და ასე შემდეგ როგორც გჩვევიათ ხოლმე და როგორც მწერენ ფეისბუქზე ზოგიერთები  არ ვარ სატანისტი კიდევ ერთხელ ვამბობ და ჩემი რაღაცებით დაინტერესება მაგას არ ნიშნავს.. რასაც სრულიადში ნახავთ ეს არის უბრალოდ ინფორმაცია და არაფერი სხვა. ნუ შეიტანთ თქვენს რწმენაში ეჭვს. კარგად დაწერა ერთ ერთმა იუზერმა ფორუმზე რომ ეს უბრალოდ 2006 წლის ბესტსელერია.

ჯი-ეიჩ-ენი) “იუდას სახარების” ტექსტი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვაშინგტონში, ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების საიტზე გამოაქვეყნეს. საქმე ეხება |||-|| საუკუნეების პაპირუსს, რომელსაც ეგვიპტეში 1970 წელს მიაკვლიეს. ამ ტექსტის მიხედვით, იუდას არ გაუყიდია იესო ქრისტე, არამედ გასცა იგი მისივე თხოვნის თანახმად. იუდას სახარება დაწერილია საკლას – ძველ კოპტური ენის ერთ-ერთ დიალექტზე. მანუსკრიპტი 62 პაპირუსის გვერდისგან შედგება. ტექსტი შედეგი სიტყვებით იწყება: “საიდუმლო ჩანაწერები იესო ქრისტეს გულწრფელი საუბრებისა იუდა ისკარიოტელთან, რომელიც ერთ კვირა გრძელდებოდა და აღდგომამდე სამი დღით ადრე დასრულდა”.. იუდა თავის სახარებაში მოვლენათა თავისეულ ვარიანტს გვთავაზობს. მისი თქმით, იგი იესო ქრისტეს უსაყვარლესი მოწაფე იყო და დასასჯელად მხოლოდ მისივე თხოვნით გადასცა. “შენ ყველა მათზე აღმატებული გახდები, რადგან შენ გასცემ ადამიანს, რომლშიც მე განვსხეულდი”, – ნათქვამია სახარებაში. ტექსტს ინგლისურ ენაზე თარგმნის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დეტალურად მუშაობს პაპირუსზე. ჯგუფს ხელმძღვანელობს პასტორი და ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი, რუდოლფ კასერი, რომელიც კოპტური კულტურის ერთ-ერთ წამყვან მკვლევარად ითვლება. აშშ-ის ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლის ტერი გარსიას განცხადებით, “იუდას სახარებას” მალე 18 ენაზე თარგმნიან.

_________________________________________________________________________

იუდას სახარება არის დოკუმენტი, რომელსაც კაენიტები, ადრეული ქრისტიანული გნოსტიკური სექტა, იყენებდნენ, და რომელიც 2006 წელს გამოქვეყნდა ნაწილობრივი რეკონსტრუქციის შემდეგ.დაახლოებით 50-მდე ნამუშევარი არსებობს, რომელსაც მიიჩნევენ ადრეული ეკლესიის “სახარებებად”, თუმცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მხოლოდ 20 მათგანზე არსებობს, რომელთაგან ოთხი მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს კანონიკური სახარებებია. იუდას სახარება ერთ-ერთია 16 დანარჩენი სახარებიდან, რომელთა შესახებ გარკვეული ინფორმაცია ისტორიულად შემონახულ იქნა ადრეულ ეკლესიურ ნაწერებში.ერთადერთი ცნობილი მანუსკრიპტი, რომელშიც ამ სახარების ტექსტია დართული არის ბოლო დროს 1700 წლის შემდეგ აღმოჩენილი ტყავგადაკრული პაპირუსის მანუსკრიპტი ეგვიპტის უდაბნოდან. პაპირი, რომელზეც სახარებაა დატანებული ფრაგმენტულია და მისი ზოგიერთი ნაწილები დაკარგულია. როდოლფ კასერის თანახმად, კოდექსი თავდაპირველად 62 გვერდიანი იყო. აღმოჩენისას მანუსკრიპტიდან რამდენიმე ფურცელი ამოღებული და გაყიდული იქნა ცალცალკე და დღემდე ერთობლივად მხოლოდ 26 გვერდმა მოაღწია. თუმცა დროდადრო, დაკარგული ფურცლებიც ჩნდება, მათ მფლობელთაგან გაყიდვის მსურველთა გამოჩენისას.იუდას სახარების მანუსკრიპტის რადიოკარბონულმა დათარიღებამ ის მე-3 და მე-4 საუკუნეებს მიაკუთვნა. შედარებისთვის ყველაზე ძველი ფრაგმენტი იოანეს სახარებიდან – პაპირუსი P52 – თარიღდება 125 წლით. თუმცა იუდას სახარებას მიიჩნევენ უფრო ძველი დაახ. 130 წლის მანუსკრიპტის ასლად. ეს დაახ. 100 წელიწადშია იესოს გარდაცვალების ბიბლიურ თარიღიდან.იუდას სახარება თავდაპირველად ბერძნულად უნდა ყოფილიყო დაწერილი, ტუმცა მანუსკრიპტი ძველ კოპტურ ენაზეა. უეჭველია, რომ იუდას სახარების ავტორად იუდა ისკარიოტელს არ მიიჩნევენ, თუმცა მკვლევარებს ახალ აღთქმაში იოანეს სახარების ავტორობაზეც მრავალი ეჭვი აქვთ.>>>

იხილეთ ვრცლად>>> kate9alukard.wordpress.com

11

Posted by Oroli in guest პოსტები

ადამიანის სპონტანური აალების ტერმინი ნიშნავს ადამიანის სხეულის სრულ აალებას და წვას ყოველგვარი გარე სტიმულის გარეშე. ამ მოვლენის შესახებ მე-15 საუკუნიდან ლაპარაკობდნენ, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობა მან მე-19 საუკუნიდან მოიპოვა.

1992 წელს გამოცემულ ჯენი რენდლზისა და პიტერ ექსოს წიგნში თვითაალების 85-მდე შემთხვევაა აღწერილი, რომლებიც 1850 წლიდან მოხდა.
1725 წლის 20 თებერვალს, საფრანგეთში, რეიმსის ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე ჟან მილეტი ცეცხლის სუნმა გამოაღვიძა. მან სასტუმროს სტუმრები გამოაღვიძა და ისინი სამზარეულოში ნიკოლის, ჟან მილეტის მეუღლის გვამს წააწყდნენ. ნიკოლის თავის ქალისა და ხერხემლის მცირე ნაწილის გარდა, სხეული მთლიანად დამწვარი იყო; ახლოს მდებარე ხის ავეჯი და სხვა ობიექტები კი ხელუხლებელი იყო. მილეტი გაასამართლეს და ცოლის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს, მაგრამ გასაჩივრების შემდეგ ახალი დეტალები გახდა ცნობილი: აალების ღამეს სასტუმროში მყოფი ექიმის განცხადებით, ქალბატონის გარდაცვალება “ღმერთის მიერ მონახულების” შემდეგ, უცნობი მიზეზით მოხდა. მალე გაირკვა, რომ ნიკოლ მილეტი დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარდა. ამ შემთხვევის შემდეგ, თვითაალებას ალკოჰოლის მიღებასთან აკავშირებდნენ.

2

 3

გაგრძელება იხილე აქ>>> kate9alukard.wordpress.com

    

 

ავტორი - Kate_AlukaЯD

 

Bookmark and Share
 

თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ. ალბათ გახსოვთ ფილმი “ნიშნები” იქ პატარა გოგონას აქვს აუტიზმი, ფილმი “წვიმის კაცი” დასტინ ჰოფმანის გმირს ჭირს იგივე, ფილმი “მერკურის ამოსვლა” და გუშინ ნანახი ფილმი რომელიც წინა პოსტში ავღნიშნე, “ძვირფასო ჯონ”, იქ მთავარი გმირის მამას აქვს აუტიზმი და კიდევ პატარა ბიჭუნას. კიდე ერთი ამას წინათ ნანახი ფილმი “ადამი“  მოკლედ ვერი ინტერესთინგ.

ვიკიპედია გვეუბნება, რომ:

აუტიზმი კლასიფიცირდება, როგორც ნეიროგანვითარების ფუნქციის დარღვევა, რომელიც გამოიხატება ხაზგასმული არაადექვატური სოციალური ინტერაქციით, კომუნიკაციის დარღვევებითა და ინტერესთა და ქცევის მანერათა სპეციფიური სერიით.

მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის სპეციფიური ეტიოლოგია უცნობია, მრავალი მკვლევარი ეჭვობს, რომ აუტიზმი გენეტიკურად განპირობებული სისუსტეა გარემოს ხასიათობრივი ცვლილებების მიმართ.

 

აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია,
რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არაველბალური კომუნიკაციის დამყარების,
სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე.
ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, მეტყველებაში, ქცევაში, განსაკუთრებით კი წარმოსახვით თანაშში.
პირველად აუტიზმი 1943 წელს აღწერეს და გამოყოფდნენ შემდეგ ნიშნებს:

  1. სოციალური ურთიერთობის დამყარების უუნარობა
  2. კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების შეუძლებლობა
  3. ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობა
  4. საგნებით გატაცება
  5. ამ მახასიათებლების გამომჟღავნება 30 თვის ასაკამდე

აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე.
ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს გარემოსთან კონტაქტის შეუძლებლობა,თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობა, უჩვეულო თვითდამაზიანებელი და აგრესიული ქცევა, შიშები.აუტიზმის ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ აშლილობას, დასწავლის უნარის დარღვევას.ასეთ ბავშვებს იშვიათად თუ შეუძლიათ იცხოვრონ მშობლების ზრუნვის,თერაპიული ინტერვენციისა და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის ან მკურნალობის გარეშე.აუტიზმის მქონე პირს პირველ რიგში, გარემოსთან კონტაქტის დამყარების პრობლემა აქვს.ასეთი ბავშვი ყურადღებას არ აქცევს ოჯახის წევრებს, თითქოს ვერ ამჩნევს მათ,ის არ თამაშობს სხვა ბავშვებთან, უჭირს საკუთარი აზრების, ემოციაბის სხვებისთვის გაზიარება.მათთვის მეტყველება კომუნიკაციის საშუალებას არ წარმოადგენს, ისინი ხშირად უცნაურ მეტაფორებს ხმარობენაქვთ მონოტრონური ხმა, ან გაწელილი, წამღერებითი ინტონაცია.საკუთარ თავზე ისინი ლაპარაკობენ მესამე პირში.

რა არის დაავადების მიზეზი?
უკანასკნელ ხანს აუტიზმს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რაც მისი გახშირებით აიხსნება, დაავადებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ორსულებს, რომლებმაც ორსულობის 24-28-ე კვირას გადაიტანეს ძლიერი სტრესი (მაგალითად, ახლობლის სიკვდილი, სამსახურიდან დათხოვნა ან ძლიერი შიში), დიდი შანსი აქვთ, აუტიზმით დაავადებული შვილები გაუჩნდეთ. სტრესი – აი ამ დაავადების გამომწვევი უხშირესი მიზეზი.

როგორ მკურნალობენ?
მკურნალობა კომპლექსურია და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. აუტიზმით დაავადებული არ იკურნება, მაგრამ სწავლობს, იყოს დამოუკიდებელი, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ითვისებს სოციალური ადაპტაციის ჩვევებს. თერაპია მოიცავს დამამშვიდებელ საშუალებებს, დიეტას, ფსიქოსოციოლოგიურ მეთოდებს, აუდიოვოკალურ ტრეინინგებს. აუცილებელია მუდმივი სპეციალური სამკურნალო ფიზკულტურა, რათა ბავშვი სწორად ფლობდეს თავის სხეულს. მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი რგოლია აუტიზმით დაავადებული ბავშვების ოჯახების ურთიერთობა გამოცდილების გაზიარების მიზნით. ეს მათ ყოველდღიური მრავალრიცხოვანი ყოფითი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. აუტიზმი ფსიქიკის დარღვევაა, აქვს ფართო სპექტრი და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად ვლინდება. აუტიზმით დაავადებულ ყველა ბავშვს როდი ეტყობა მისი ფიზიკური ნიშნები; დაავადება უმეტესად ქცევითი ცვლილებებით მჟღავნდება. მშობლებს დიდი ყურადღება და დაკვირვება მოეთხოვებათ, რათა უმნიშვნელო გადახრაც კი დროულად შეამჩნიონ.

იხილეთ ვრცლად...

http://blogroll.ge/blog/kate9alukard.wordpress.com/

       

ავტორი - Kate_AlukaЯD

1) ბეიკერსფილდში (კალიფორნიის შტატი), აკრძალულია სატანასთან სექსი პრეზერვატივის გარეშე.. 

2) ობლონგში (ილინოისის შტატი), აკრძალულია ცოლ-ქმარს შორის სექსი ნადირობისა და თევზაობის დროს.. (ოღონდ ქორწილის დღეს).

3) მინესოტაში, კანონით ისჯება ცოცხალ თევზთან სექსი.. (ოღონდ ეს აკრძალვა ეხებათ მხოლოდ მამაკაცებს, ქალებისთვის დასაშვებია).

4) ალექსანდრიაში (მინესოტას შტატი), ქმარს ეკრძალება ცოლთან სექსუალური კავშირის დამყარება, თუ მას (ანუ ქმარს) აქვს ნივრის, ხახვის ან სარდინის სუნი.. ცოლის მოთხოვნის შემთხვევაში, იგი ვალდებულია გამოიხეხოს კბილები..

5) ეიმესში (იოვას შტატი), ქალსაც და კაცსაც სექსის შემდეგ (თუ გვერდი-გვერდ წვანან), ეკრძალებათ 3 ყლუპზე მეტი ლუდის დალევა..

6) ბოუზმენში (მონტანას შტატი), არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს სექსს სახლის წინა ეზოებში მზის ჩასვლის შემდეგ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ წყვილი შიშველია..

 

7) სიუქს ფოლსში (სამხრეთ დაკოტა), ყველა სასტუმროს ყველა ნომერში, დგას ერთკაციანი ლოგინები. ანუ იკრძალება ორადგილიანები. და იმ შემთხვევაში, თუ წყვილი მხოლოდ ერთი ღამით იღებს ოთახს, მათი ერთადგილიანი ლოგინები უნდა იდგას ცალცალკე და მათ შორის მინიმუმ 2 ნაბიჯი უნდა იყოს დაშორება. ასევე იკრძალება ამ ორ ლოგინს შორის ტერიტორიაზე სექსი.

8) ჰასტინგსში (ნებრასკას შტატი), ყოველი სასტუმროს მეპატრონე ვალდებულია ყოველ სტუმარს მიართვას სუფთა ბამბის ხალათი. წყვილს (მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი დაქორწინებულები), არ აქვთ უფლება ერთად ეძინოთ შიშველ მდგომარეობაში. ასევე არ აქვთ უფლება ჰქონდეთ სექსი, თუ არ აცვიათ სასტუმროს მიერ ნათხოვარი ხალათები..

იხილეთ ვრცლად...

http://kate9alukard.wordpress.com/

bulgakovg

posted byKate_AlukaЯD

 3_mm

 05

 5zuba_0032_bulgakov2

 6a00d8341c858253ef00e54f38c08e8833-640wi

 08-s

 36715417_3

 46097002_1247062210_02_masterandmargarita

 0141187794-02-lzzzzzzz

 behemot21

 bulgakov009

 bulgakovg

 bulgakov-master

 escort_her_by_tschahri

 master_margarita__by_lucienn

დანარჩენი იხილეთ აქ>>>

 

http://kate9alukard.wordpress.com/

Bookmark and Share