პიქსარის და მომაკვდავი გოგონას ამბავი
Posted 4:00 PM by anano in თემები markeeter.ge, ამბები, ბიზნესი, ეს საინტერესოაავტორი – Gio
ანუ როგორ უნდა აკეთო თან კარგი საქმე და თან მარკეტინგი? ხშირად, მარკეტოლოგებისადმი მიდგომა ძალიან მძაფრია, უბრალო მომხმარებლების მიერ, ისინი ხომ მომხმარებლის სურვილებზე მოქმედებენ, ბრჭყვიალა შეფუთვაში ჩვეულებრივ პროდუქტს ახვევენ და მომხმარებელს თავაზობენ უფრო მეტ ფასად ან კიდევ უფრო უარესს – უღირსს პიროვნებას პოლიტიკაში “ქაჩავენ” და მერე უბრალო ხალხს მართავენ, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილი მარკეტოლოგი მხოლოდ ერთ რამეს ცდილობს – მოყვეს მხოლოდ პროდუქტის კარგ მხარეებზე, ისე – როგორც ადრე ვერასდროს წარმოიდგენდით.
კომპანია პიქსარს, ასე თუ ისე ყველა ვიცნობთ, ამ კომპანიას ეკუთვნის ისეთი ცნობილი მულტიპლიკაციური ფილმები როგორიცაა “ვოლი”, “რატატული”, “სათამაშოების ისტორია”, “მონსტრების კორპორაცია” და რათქმაუნდა “მაღლა” (UP) ჯერ კიდევ დამწყები კომპანია Apple ის სტივ ჯობსმა შეიძინა ხოლო 2006 წელს კი დისნეის მფლობელობაში გადავიდა.
პიქსარი იმ დროს ჯერ კიდევ UP ის გამოსაშვებად ემაზდებოდა, ხოლო 10 წლის გოგონა ქოლბი ქართენი კიბოს იშვიათი სახეობით იტანჯებოდა. თუმცა მას ერთი ფილმის ნახვის სურვილი აცოცხლებდა, მან თვის დასაწყისში UP ის მიმოხილვა ნახა და ძალიან უნდოდა ნახვა მოესწრო. სამწუხაროდ ქოლბის კიბო ჯერ კიდევ 3 წლის წინად დაუდგინდა, ხოლო თვის ბოლოს უკვე ცხადი გახდა, რომ მალე დაიღუპებოდა…
რომც გაეძლო, ზედმეტად ცუდად იყო, კინოთეატრში მაინც ვერ გადაიყვანდნენ, ოჯახმა და ოჯახის მეგობრებმა შეშლილებივით დაიწყეს პიქსარის ყველა საკონტაქტო ტელეფონზე გამუდმებით რეკვა, საქმე იმაშია რომ Pixar ს ავტომოპასუხე უყენია, რომელიც დარეკვისას ითხოვს ადრესატის სახელს, ანუ თუ პიქსარში არ იცით ზუსტად ვის ურეკავთ, მაშინ ავტომოპასუხე გაგთიშავთ, მაგრამ ოჯახის ერთ-ერთმა მეგობარმა მოახერხა სახელის შემთხვევით “გარტყმა” და როგორც იქნა წარმომადგენელს დაუკავშირდნენ.
პიქსარმა ყურადღებით მოისმინა თხოვნა და დაპირდა კიდეც, რომ მეორე დღეს მათი წარმომადგენელი ეწვეოდა და მომაკვდავ გოგონას ბოლო სურვილს აუსრულებდნენ…