Showing posts with label Biography. Show all posts
Showing posts with label Biography. Show all posts

emilyrose

ავტორი: finiki

Bookmark and Share

ანელიზ მიშელი დაიბადა 1952 წლის 21 სექტემბერს, ის ეწეოდა მისი ასაკისთვი სრულიად შესაფერის და ნორმალურ ცხოვრებას, იყო მხიარული და მორწმუნე ადამიანი. ყოველგვარი წინა პირობის გარეშე მისი ცხოვრება შეიცვალა 1968 წელს, როდესაც მას პირველად დაემართა კრუნჩხვა და აღმოაჩინა, რომ არ შეეძლო საკუთარი სხეულის მართვა. მან ისიც კი ვერ შეძლო, რომ დასახმარებლად დაეძახა თავისი მშობლებისთვის (იოსები და ანა) ან მისი დებისთვის. ”ვურცბურგის ფსიქიატრიულ კლინიკაში” ნევროლოგმა მას დაუსვა ეპილეფსიის დიაგნოზი. იმის გამო, რომ ეპილეფსიური შეტევები იყო ძალიან ხშირი, რასაც შემდგომ მოჰყვა დეპრესია, გადაწყდა, რომ ანელიზე მოეთავსებინათ კლინიკაში. აღნიშნული ეპილეფსიური შეტევების, შემდეგ მალევე ანელიზეს დაეწყო ”ჰალუცინაციები” და იგი ყოველდღიური ლოცვის დროს ხედავდა ეშმაკის სახეებს. ეს იყო 1970 წლის შემოდგომა, და სანამ დანარცენი ახალგაზრდობა უბრალოდ ტკბებოდა ცხოვრებით, ამასობაში ანელიზ მიშელი იტანჯებოდა იმ აზრით, რომ ის იყო შეპყრობილი ეშმაკის მიერ. იქიდან გამომდინარე, რომ მეტ ახსნას უბრალოდ ვერ უძებნიდნენ იმ ფაქტს, რომ ის ხედავდა დემონებს ლოცვის დროს. საკმაოდ მალე მას ხილვების გარდა უკვე ხმებიც ესმოდა, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ ის ”ჯოჯოხეთში დაიწვებოდა”. მან ექიმთან საუბარში ერთხელ აღნიშნა, რომ შემოჩენილი ყავდა დემონები, რომლებმაც მისი მართვა და მისთვის ბრძანებების მიცემა დაიწყეს. ექიმები ვერაფრით ეხმარებოდნენ, და ანელიზემ დაკარგა იმედი იმისა, რომ მისთვის დანიშნული მედიკამენტები რაიმე შედეგს გამოიღებდნენ. 1973 წლის ზაფხულში, მიმსმა მშობლებმა, მიაკითხეს რამოდენიმე ეკლსესიას და მღვდელს ეგზორციზმის მოთხოვნით. თუმცა არავინ თანხმდებოდა და ურჩევდნენ 20 წლის ანელიზეს გაეგრძელებინა დანიშნული მკურნალობდა და მიეღო შესაბამისი მედიკამენტები. მათ აუხსნეს, რომ პროცესი, რომლის მიხედვითაც ეკლესია უფლებას იძლევა ჩატარდეს ეგზორციზმი, მკაცრადაა გაწერილი, და მანამ სანამ ყველა კრიტერიუმი არ დაკმაყოფილდება, ეკლესიის წინამძღვარი ვერ გასცემს თანხმობას ეგზორციზმის ჩატარებაზე (1952 წელს ეგზორციზმის რომაულ რიტუალში შევიდა ცვლილება, იმის შესახებ, რომ მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ფსიქიკური აშლილობა და სატანით შეპყრობა ერთმანეთისგან და პაციენტის მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს, რამოდენიმე კრიტერიუმს (იხილეთ ზოგადი წესები ეგზორციზმის შესახებ)). რამოდენიმე კრიტერიუმი კი ასეთია: განსაკუთრებული აუტანლობა რელიგიური სიმბოლოების მიმართ, საუბარი პაციენტისთვის უცხო ენაზე და არაადამიანური ძალების ფლობა. 1974 წელს, ანელიზეზე დაკვირვების შემდგომ, მღვდელმა ერნსტ ალტმა, ვურცბურგის ეკლესიის წინამძღვარს სთხოვა თანხმობა ეგზორციზმის ჩატარებაზე. ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა, და ანელიზეს მიეცა რჩევა, რომ უფრო მეტად რელიგიური ცხოვრებით ეცხოვრა, რათა ეპოვა სულიერი სიმშვიდე. ამის მიუხედავად შეტევები არ შემცირებულა და მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. ანელიზ მიშელი, სახლში (კლინბენბერგში) ცხოვრობდა, ის გახდა აგრესიული, დაიწყო საკუთარი თავის დასახიჩრება, ცემა, კბენდა ოჯახის სხვა წევრებს. ის უარს აცხადებდა კვებაზე, ვინაიდან ამბობდა, რომ დემონები არ აძლევდნენ ამის უფლებას. ეძინა ქვის იატაკზე, ჭამდა ობობებს, ტარაკნებს და სვამდა საკუთარ შარდს. საათების განმავლობაში ისმოდა მისი განწირული ყვირილი, ის ამტვერვდა ჯვარცმებს, იესო ქრისტეს ხატებს. ანელიზესთვის ბუნებრივი მდგომარეობა გახდა თვითდაშავება, საკუთარ შარდში ძილი ქვის იატაკზე, საკუთარი ტანსაცმის დახევა.

მას შემდეგ რაც გაჩნდა მტკიცებულებები იმისა, რომ ანელიზე მიშელი იყო შეპყრობილი ეშმაკის მიერ, 1975 წლის სექტემბერში, ვურცბურგის ეკლესიის წინამძღვარმა, იოსებ სტანგლმა, მისცა უფლება არნოლდ რენცს და ერნსტ ალტს, ჩაეტარებინათ ეგზორციზმი ანელიზე მიშელისთვის. გამოვლინდა, რომ ანელიზესგან უნდა გაედევნათ 6 დემონი (ეგზორციზმის რიტუალში მთავარია ჩასახლებული დემონების ვინაობის დადგენა, რასაც როგორც წესი ძალიან დიდი დრო მიაქვს, თუმცა ამის გარეშე წარმატება გამორიცხულია, ეგზორციზმის დროს დადგინდა რომ ანელიზეში ჩასახლებული იყო 6 დემონი) ლუციფერი (რაც ყველაზე მეტად იწვევს ეჭვს), იუდა ისკარიოტელი, ნერონი, კაენი, ჰილტერი და ფლაიშმანი (ეს უკანასკნელი არის მე-16 საუკუნეში მოღვაწე დაცემული მღვდელი). 1975 წლის სექტემბრიდან 1976 წლის ივლისამდე კვირაში დაახლოებით ერთი ან ორი ეგზორციზმის სესია უტარდებოდა ანელიზეს. ზოგჯერ შეტევები იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი დაჭერა სამ კაცს უხდებოდა ან ჯაჭვითა აბამდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში ანელიზეს მდგომარეობა გაუმჯობესდა, დაიწყო კვლავ ინსტიტუტში სიარული და ეკლესიაშიც დადიოდა.

თუმცა შეტევები არ შეწყვეტილა, ის ხშირად ხდებოდა პარალიზებული. ეგზორციზმი გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ერთი და იგივე ლოცვებით. ანელიზ მიშელი ეგზორციზმის დროს ჩაიწერა 40 აუდიო კასეტა (ეს ადუიო მასალები შემდეგ გამოყენებულ იქნა სასამართლოზე მტკიცებულებად, ამ მასალის მოსმენა შეგიძლიათ youtube.com-ზე, თუმცა სუსტი ნერვების პატრონებს ვურჩევ თავი შეიკავონ). ეგზორციზმის უკანასკნელი სესია ანელიზეს ჩაუტარდა 1976 წლის 30 ივნისს, მას ამ დროს უკვე ჰქონდა ფილტვების ანთება, მაღალი სიცხე და გამოფიტული იყო უჭმელობისგან. იმდენად დასუსტებული იყო, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შეეძლო, იმ დღეს უტხრა დედამისს, რომ ძალიან ეშინოდა.

anneliese-ok

ანელიზე ცხოვრების უკანასკნელ დღეებში ასე გამოიყურებოდა, მანამდე კი სავსებით ნორმალური ახალგაზრდა იყო.

მეორე დღეს 1 ივლისს ანელიზ მიშელი გარდაიცვალა. გამოძიება ღნიშნულ საკითხზე დაიწყო დაუყოვნებლივ….

იხილეთ გაგრძელება>>> finiki.wordpress.com

komuna-like

567771

ავტორი - © Gio Rgashvili

მოკლედ:
გაბრიელ გარსია მარკესი - მწერალი, ლიტერატურული მაგიური რეალიზმის წამყვანი ფიგურა კოლუმბიიდან.
სხვა აქტივობები:
ჟურნალისტი, გამომცემელი.
არ არის გულგრილი პოლიტიკის მიმართ.
პირადი ცხოვრება:
მოდით, გამოვიყენებ ბანალურ ფრაზას და დავწერ, რომ ”ჰყავს მეუღლე და 2 შვილი”.

1222880939_0

 

მეუღლემდე და 2 შვილამდე კი იყო სასიყვარულო ისტორია კოლეჯის სტუდენტ გოგონასთან. მარკესი ქორწინებას არ ჩქარობდა. ამჯობინა დალოდებოდა იმ დღეს, როდესაც მისი რჩეული, მერსედესი სწავლას მორჩებოდა.
წყვილმა 1958-ში იქორწინა.
მარკესს 2 ვაჟი ჰყავს.
გაბრიელ გარსია მარკესს პირველი წარმატება მოუტანა 1962 წელს გამოცემულმა ნაწარმოებმა, სახელწოდებით ”ავბედითი საათი”, თუმცა მწერალს მთავარი წარმატება, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მკითხველს კი საყვარელი საკითხავი, ჯერ კიდევ წინ ელოდა. ..

”მარტოობის 100 წელი”

ვფიქრობ, რომ ”მარტოობის 100 წელი” მარკესის შემოქმედებაში ახალი ეტაპის საწყისია. დამეთანხმებით, თითოეულ ჩვენგანს, რასაც არ უნდა ვსაქმიანობდეთ, გვჭირდება მოტივაცია, სტიმული და წარმატება და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ სამომავლოდ უფრო თავდაჯერებულები, უფრო დიდი შემართებით შევუდგეთ საყვარელი საქმის კეთებას.
და რა იქნებოდა მარკესისათვის უფრო დიდი სტიმულის მომცემი, ვიდრე იყო ამ ნაწარმოებით მოტანილი უდიდესი წარმატება ...
”მარტოობის 100 წელი” 1967 წელს გამოიცა.
წიგნი დღემდე პოპულარულია.
გაყიდულია 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.
ნაწარმოებმა მწერალს მკითხველის სიყვარულთან ერთადგალეგოსა და ნობელის პრემიებიც მოუტანა.



მარკესი - სკანდალური პუბლიცისტი
”დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი”. ნაწარმოები, რომელშიც გემის დაღუპვის ნამდვილი ისტორია აისახა, თავდაპირველად მკითხველმა საგაზეთო პუბლიკაციების სახით იხილა. მისი ეს ნაწარმოები დიდი განსჯის საგანი გახდა. საქმე იმაშია, რომ პატივცემული მარკესი ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულეს და მას იმ ხანად სკანდალის მაძიებელ, პროვოკატორ პუბლიცისტადაც მოიხსენებდნენ. მთელი ეს ვნებათა ღელვა კი იმან გამოიწვია, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი არ ეთანხმებოდა გემის დაღუპვის მარკესისეულ ვერსიას, რომელიც რადიკალურად ემიჯნებოდა სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ, ოფიციალურ დასკვნას. ნუ, მოკლედ, ამ პერიოდში მწერალს არც თუ ისე კარგად ჰქონდა საქმე. ხელისუფლებასთან დავა იმით დასრულდა, რომ მარკესი საკუთარ ქვეყანაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. რას იზამ, ყველას აქვს ცუდი პერიოდები, პატივცემულო მარკეს ;)

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

 


ცნობილია, რომ მწერალს არც თუ შესაშური ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. ის კიბოს ებრძვის. 2000 წელი იყო, როდესაც პერუს გავლენიანმა გაზეთმა ”ლა რეპუბლიკამ” გაავრცელა ინფორმაცია მარკესის გარდაცვალებაზე. ეს ამბავი მარკესის სიტყვებს მახსენებს: ”ყოველთვისმოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ, ცოტა ფრთხილად იყავი”.

იხილეთ ვრცლად>>>biblusi.blogspot.com

niko

ავტორი: Leonsio

Bookmark and Share
 
fjmph

ნიკოს პატარაობა და პირველი სპექტაკლი სტუდენტობის პერიოდში

ადამიანი მიდის, მისი შემოქმედება კი რჩება… ნიკო გომელაური წავიდა, მაგრამ მისი შემოქმედება უკვდავია, უკვდავია მისი პოეზია, მის მიერ, თეატრის სცენაზე ნათამაშები როლები. ნიკო იყო ნიჭიერი ადამიანი, რომელიც დაიბადა 1970 წლის 12 ივლის და გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს. ამ დროის მანძილზე მან შექმნა ლეგენდა, შექმნა ისტორია რომელსაც ჰქვია “ნიკო გომელაურის გზა”, გზა პოეზიისკენ, გზა თეატრისკენ და ზოგადად ნიჭიერებისკენ, რომელიც სამწუხაროდ ძალიან მოულოდნელად და უდროოდ დასრულდა.

ახლა ვწერ ამ პოსტს და თითოეული სიტყვაზე ვჩერდები და ვფქრობ, რამდენი რამ უნდა გაეკეთებინა კიდევ მას თავისი ხალხისთვის, თავისი საყვარელი ხალხისთვის… რამდნი უნდა დაეწერა ან რამდენი როლი უნდა ეთამაშა კიდევ სცენაზე და არამარტო… მაგრამ დრომ გაწირა ის, გაწირა საათმა რომელმაც ისრები დროზე ჩქარა დაატრიალა, თითქოს და ნიკოს საწინააღმდეგოთ… 13 აპრილს კი ეს საათი გაჩერდა და ნიკოს გულიც, რომელიც მთლიანად მიყურადებული იყო ამ საათის წიკწიკს აღარ ფეთქავდა…

***

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

ნიკო და დედა (ვიოლა)

იტირა ხალხმა და აქვითინდა თავად კალამი მისი, რომელმაც თავი კვლავ მარტოსულად იგრძნო. ნიკო წერად და თამაშობდა სპექტაკლებს მთელი თავისი არსებით… ვინც კი ისმენდა მის ლექს ან ნახულობდა მის მიერ შესრულებულ როლებს თეტრის სცენაზე, ყველას მხოლოდ ერთი რამ აოცებდა, თუ როგორი ნიჭიერი და როგორი შეყვარებული იყო თავის სამშობლოზე ეს ადამიანი! იგი მარტო პოეტი და მსახიობი არ იყო, ის გმირი და მამულიშვილი იყო! ისე გულიანად კითხულობდა თავის გულიან ლექსებს ,რომ აუცილებლად შეგძრავდა შიგნიდან ან შეგაყვარებდა, შეგაძულებდა, გაგამხიარულებდა და სევდიანსაც გაგხდიდა, დაგაფიქრებდა და გაგიტაცებდა ოცნებებში… მისი ხმის ტემბრი, მისი ინტონაცია და მოელვარე თვალები, რომელიც წაკითხულ ლექს აკომპანიმენტს უკეთებდა, ანალოგიური სიტუაცია იყო სცენაზე, როდესაც ნიკო მთლიანად ითავისებდა როლს და იმდენად სწორად გადმოსცემდა პერსონაჟის ბუნებას და სიტუაციას რომ, ვერ გაარჩევდით სპექტაკლს უყურებდით თუ ნიკო გომელაურის ცხოვრებას…

იხილე გაგრძელება >>> leonsio.ge

 

მოიწონე ჩვენი გვერდი facebook_ზე

juliachildb

ავტორი: AGASFER

ჯული და ჯულია

ფილმი მოგვითხრობს უიღბლო  მდივანზე, ჯული პაუელზე, რომელიც გადაწყვეტს, ცხოვრების წესი შეცვალოს, სიახლე შეიტანოს, სყვარელ მეუღლეს საკადრისი ცოლობა გაუწიოს და საკუთარი თავის რეალიზება მოხადინოს, უფრო სწორად, რწმენა დაიბრუნოს.

 

მიზანი შემდეგია – ერთი წლის მანძილზე ჯულია ჩაილდის რეცეპტების მიხედვით 524 კერძი უნდა მოამზადოს.  
შექმნა პერსონალური ბლოგი, სადაც ყოველდღიურ კულინარულ მიღწევებს, დამარცხებებს, ინციდენტებს აღწერდა..
ჯულია ჩაილდი მისი ცხოვრების იდეალი გახდა, პოპულარობა და წარმატებაც მოვიდა, მაგრამ სხვა პრობლემებმა იჩინა თავი..

 

 

ვისაც არ გინახავ, გირჩევთ, აუცილებლად ნახოთ.
არ ინანებთ, ალბათ.
ლეგენდარული ჯულია ჩაილდის როლს განუმეორებელი მერილ სტრიპი ასრულებს, მბობენ, რომ ეს მისი ერ-ერთი განსაკუთრებული როლია. აკი მიიღო კიდეც ოქროს გლობუსი ნომინაციაში "წლის საუკეთესო როლი კომედიურ ან მუსიკალურ ფილმში"

 

და მაინც, ვინ იყო ჯულია ჩაილდი?


user posted image

ჯულია ჩაილდი / julia child

ჯულია მშობლებთან ერთად კალიფორნიაში ცხოვრობდა, როცა, ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა, სიგარეტის მოწევა დაიწყო. მამამისი შეჰპირდა, რომ თუ მოწევას თავს დაანებებდა, 21 წლის რომ გახდებოდა, 1000 $ - ს აჩუქებდა, პირობა ორივემ შეასრულა, მაგრამ მას შემდეგ ჯულია დღეში 2 კოლოფს ეწეოდა, მანამ, სანამ...

ჯულიამ კოლეჯის დამთავრების შემდეგ ამერიკის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა, სწორედ იქიდან იმყოფებოდა მივლინებით კუნძულ ცეილონზე, სადაც მომავალი მეუღლე, დაზვერვის აგენტი, პოლ ჩაილდი გაიცნო, მათ ერთად მოიარეს უამრევი ქვეყანა და ჯულია მივიდა დასკვნამდე, რომ ამერიკაში 'გეფეტიშებული' შემწვარი ინდაურის გარდა, კიდევ არსებობდა ამ ქვეყნად უამრავი გემრიელი კერძი…

იხილე სრულიადში >>> www.zur.ge

gorillaz-phase-3

ავტორი: Suigetsu Hōzuki

არსად შემხვედრია ჯგუფის ვირტუალური წევრების ბიოგრაფიები, ან ჯგუფის ვირტუალური ისტორია.

სთორილაინი ძალიან დახლართულია და მეც არ ვიცი ბევრი რამ, ამიტომ დღეს ალბათ წევრების ბიოგრაფიებს და რამდენიმე საინტერესო ფაქტს ვიმყოფინებ.

2d

2D

2D-ს ნამდვილი სახელი სტიუარტ პოტია, შემოკლებით სტიუ-პოტი. დაიბადა ჰერთფორდშირში, გაიზარდა ქროულიში. მამამისი, დევიდ პოტი მექანიკოსი იყო, დედა, რეიჩელ პოტი კი – მედდა, რომელიც შვილს ტკივილგამაყუჩებლებით ამარაგებდა. 11 წლის სტიუარტი ხიდან ჩამოვარდა და თავით დაეცა, რის შემდეგაც ჯერ სრულიად გასცვივდა, ხოლო შემდეგ კი ლურჯი თმა ამოუვიდა.

სტიუარტი წმ. უილფრედის სახელობის სკოლაში დადიოდა და მიუხედავად დაბალი ინტელექტის და უამბიციობისა, ნორმალურად სწავლობდა. მას ჯერ მხატვრობა სურდა, შემდეგ – მექანიკოსობა. 19 წლის სტიუარტის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც 31 წლის ხულიგანს, მერდოკს შეხვდა. მერდოკი თავისი მანქანით სინთეზატორების მოსაპარად იმ სუპერმარკეტში შევარდა, სადაც სტიუ მუშაობდა და მანქანის ბამპერით მარჯვენა თვალი დაუზიანა (შეუჭყლიტა, შეუღუნა, როგორც გნებავთ). მერდოკი დააპატიმრეს და 30 000 საათის იძულებითი საზოგადოებრივი შრომა და კომაში მყოფი სტიუარტის მოვლა მიუსაჯეს.

ერთი წლის შემდეგ მერდოკმა გოგონების ყურადღების მიქცევის მიზნით თავისი ვოქსჰოლ ასტრით ტრიუკების შესრულება გადაწყვიტა, რის შედეგადაც სტიუარტი მანქანიდან გადავარდა და თავი ტროტუარს დაარტყა. დარტყმამ სტიუარტი კომიდან გამოიყვანა, მაგრამ მეორე თვალიც დაუზიანა (შეუღუნა). სწორედ მაშინ შეარქვა მერდოკმა სტიუ-პოტს 2D (2 dents (ორჯერ შეღუნული)). სწორედ შეღუნვის დამსახურებაა სტიუარტის შავი თვალები. ისინი ისე ღრმად მდებარეობს, რომ შუქი არ ხვდებათ.

El Mañana-ს შეთქმულების შემდეგ (ამაზე დაწვრილებით ქვემოთ მოგახსენებთ) 2D  და რასელი ღრმა დეპრესიაში ჩავარდნენ და ჯგუფს დაშლის საფრთხე დაემუქრა. მერდოკი ავტობიოგრაფიულ წიგნში – “კაციჭამიას აღზევება” ამბობს, რომ 2D “…სადღაც დაყლეპროჭაობს. ალბათ მსახიობი ან მოდელი გახდება, ან რამე ეგეთი…”

2007 წლის 31 ოქტომბერს მერდოკმა განაცხადა, რომ “…2D იამაიკაზე ისვენებს…” თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სტიუარტი მერდოკმა მოიტაცა და პლასტმასის სანაპიროზე დაამწყვდია, რათა სტიუარტის ვოკალი გამოეყენებინა ჯგუფის მესამე ალბომის, “Plastic Beach”-ისთვის (პლასტმასის სანაპირო გამოგონილი კუნძულია, რომელიც სოციალური ნაგვისგან შედგება და ხმელეთიდან ძალიანაა დაშორებული).

murdoc1

Murdoc

Murdoc Niccals-ს ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა. ის ჯერ კიდევ ჩვილი იყო, როდესაც მამინაცვლის კართან დატოვეს. სებასტიან ჯეიკობ ნიკალსი ლოთი იყო და ხშირად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას შვილებს. არავინ იცის ვინაა მერდოკის ნამდვილი დედა, თუმცა ფიქრობენ, რომ ის სულიერად დაავადებულთა თავშესაფარში დაიბადა. პატარაობაში მამინაცვალი ხშირად აიძულებდა ადგილობრივ პაბში სცენაზე გამოსვლას, რათა სასმელის ფული ეშოვა. ერთხელ მერდოკმა პინოქიოს სიმღერა “I’ve Got No Strings”-იც კი შეასრულა. მერდოკი ძმას, ჰანიბალს ვერ იტანდა, თუმცა პირველად სწორედ ჰანიბალმა მოასმენინა მას საყვარელი ჯგუფის, Clash-ის სიმღერები.

მერდოკი რამდენიმე ჯგუფში უკრავდა, თუმცა წარმატებას ვერსად მიაღწია. ორი ავარიის (შედეგი – სტიუ-პოტის შეღუნული თვალები) შემდეგ ჯგუფში მერდოკმა ჯგუფში 2D აიყვანა, რასელი მოიტაცა მუსიკალური მაღაზიიდან, შემდეგ გენიოსი გიტარისტი ნუდლი მიიღო ფედექსის ამანათით და ასე დაიწყო ჯგუფის აღმასვლა. წარმატებული სადებიუტო ალბომის შემდეგ ჯგუფი ტურნეზე გაემგზავრა. აშშ-ში ყოფნის დროს გაიცნო მერდოკმა ფსიქოპატი ჯუჯა, ჯიმი მენსონი, რომელსაც ვერ გადაეწყვიტა მოეკლა მერდოკი თუ შეეყვარებინა ის. დიდების მოპოვებისა და რამდენიმე პახმელიის შემდეგ ჯგუფი ლოს-ანჯელესში გადაბარგდა ფილმში გადასაღებად, თუმცა რეჟისორი გიჟი აღმოჩნდა და მათი გეგმები ჩაიშალა. გამწარებულმა მერდოკმა 2D-ს დახრჩობა სცადა, შემდეგ კი ტიხუანაში, მექსიკის ყველაზე საზიზღარ ბორდელში გაემართა.

ტიხუანაში, მეძავებისთვის ყალბი ჩეკების გამოწერის ბრალდებით, მერდოკი დააპატიმრეს და 30წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სწორედ ციხეში ყოფნისას შეისწავლა მან მედიცინა და მოგვიანებით სადოქტორო ხარისხიც დაიცვა. ციხიდან გამოქცევისა და “Kong Studios”-ში (კონგი ვირტუალური სტუდიაა, სადაც ჯგუფის წევრები ცხოვრობდნენ) დაბრუნების შემდეგ მერდოკმა აღმოაჩინა, რომ ნუდლმა მარტომ გამოუშვა ჯგუფის მეორე ალბომი, Demon Days. ალბომმა ჯგუფს უზარმაზარი წარმატება მოუტანა. ერთ-ერთი კლიპის, El Mañana-ს გადაღებისას ნუდლი დაიღუპა. სწორედ მერდოკის ინიციატივით ჩამოაგდეს მფრინავი კუნძული. (ამაზე დაწვრილებით კიდევ უფრო ქვემოთ.)

El Mañana-ს შეთქმულების შემდეგ მერდოკმა “კაციჭამიას აღზევებაში” განაცხადა: “მგონი საკმარისი დროა გასული… ნუდლი არ მომკვდარა და კარგად გრძნობს თავს, პარაშუტით გადმოხტა, როგორც დაგეგმილი გვქონდა.”

murdoc2

Murdoc

როგორც ირკვევა, El Mañana-ს შეთქმულება გათვლილი იყო ჯგუფის მტრის, ფსიქოპატი ჯუჯის, ჯიმი მენსონის თავიდან მოსაცილებლად. მერდოკმა მას სთხოვა Gorillaz-ის დანარჩენი წევრების მოკვლა, სამაგიეროდ კი მასთან ერთად ახალი ჯგუფის გაკეთებას დაჰპირდა. გეგმა შემდეგნაირი იყო: ჯიმი მფრინავ კუნძულზე, წისქვილში დაიმალებოდა, როდესაც კუნძული ვარდნას დაიწყებდა, ჯიმი იარაღს იპოვიდა, ნუდლს მოკლავდა და ბოლო მომენტში გადახტებოდა პარაშუტით კუნძულიდან. საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ მერდოკს არამარტო“დაავიწყდა” მისთვის იარაღის მიცემა, არამედ წისქვილში გარედან ჩაკეტა კიდეც. მოგვიანებით მან განაცხადა: “ხო არ ანძრევთ, დაიჯერეთ რომ ნუდლს მოვკლავდი? ეს ხომ ნუდლია, ჩვენ გორილაზი ვართ! ყველაზე თესლი ჯგუფი მსოფლიოში. ვიღაც გამოყლევებულ ნახევარკაცას როგორ დავახოცინებდი ჯგუფის წევრებს. შანსი არაა. მაგ ყლემ ის მიიღო, რაც დაიმსახურა…” მერდოკმა ისიც განაცხადა, რომ მეორე ალბომის გამოსვლის შემდეგ ნუდლი წასვლას აპირებდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ჯგუფიდან თუ ქვეყნიდან.

2007 წლის 8 ნოემბერს მერდოკმა ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა ცნობა, რომ ნუდლი “Kong Studios” შენობაში მცხოვრებმა დემონებმა ჯოჯოხეთში წაათრიეს და ახლა მის გადარჩენას ცდილობს.

იხილე გაგრძელება>>>samidabliu.wordpress.com

marquez

ავტორი: ეგოისტი

Gabriel José García Márquezდაიბადა 1928 წლის 6 მარტს ქალაქ არკატაში (კოლუმბიაში). თუმცა ცხოვრების ძირითადი ნაწილი მექსიკასა და ევროპაში გაატარა.

გარსია მარკესმა კარიერა დაიწყო, როგორც ბოგოტას ყოველდღიური გაზეთის ელ-ესპექტადორის რეპორტიორი, მოგვიანებით კი მუშაობდა ამავე გაზეთის უცხოეთის კორესპონდენტად რომში, პარიზში, ბარსელონაში, კარაკასსა და ნიუ-იორკში.

მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები “დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი” იყო, რომელიც მან პირველად გაზეთში, პუბლიკაციების სერიის სახით გამოაქვეყნა 1955 წელს. წიგნი მოგვითხრობს გემის დაღუპვის ნამდვილ ამბავს, თხრობის პროცესში ამხელს გემზე კონტრაბანდისტული საქონლის არსებობს, რაც საბოლოოდ გემის დაღუპვის მიზეზი ხდება, ჭარბტვირთიანობის გამო. ამ ნაწარმოებმა საზოგადოების მითქმა–მოთქმა გამოიწვია, რამეთუ მასში მოთხრობილი ამბები ეწინააღმდეგებოდა გემის დაღუპვის გამოცხადებულ ოფიციალურ ვერსიას. სწორედ აქედან დაიწყო გაბრიელ–გარსია მარკესის ურთიერთობის დაძაბვა კოლუმბიის ხელისუფლებასთან, რამაც შემდგომში იგი პერსონა ნონ გრატად აქცია საკუთარ სამშობლოში. შემდგომში ეს საგაზეთო პუბლიკაციები 1970 წელს ერთ წიგნად გამოიცა რომანის სტატუსით.

მის ნაწარმოებებში გამოგონილი ამბავი ენაცვლება ნამდვილს. თხრობის მაღალმხატვრულმა მანერამ და წერის გამორჩეულმა სტილმა გაბრიელ–გარსია მარკესი მისი შემდგომი ნაწარმოებების წყალობით XX საუკუნის ლიტერატურულ სიმბოლოდ აქცია. 1981 წელს მარკესმა გამოქვეყნა “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა” და “სიყვარული შავი ჭირის დროს”. ამ ნაწარმოებებიდან გაბომ, როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, დაიწყო მისი მაგიური სამყაროს საძირკვლის ჩაყრა და იმ პერსონაჟების შემოყვანა ამ მაგიურ სივრცეში, რომლებიც წიგნიდან წიგნში უცვლელი პერსონაჟები ხდებიან მისი ნაწარმოებებისა.

გაბრიელ გარსია მარკესის ყველაზე წარმატებული ნაწარმოები, თუ წიგნის გაყიდული ეგზემპლარებითა და მკითხველი საზოგადოების აზრის გათვალისწინებით ვიმსჯელებთ, რომანი “მარტოობის ასი წელიწადი” გახდა (ქართულად თარგმნა ელზა ახვლედიანმა). ეს რომანი მწერალმა 1967 წელს დაწერა და პირველი გამოცემიდან დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული. წიგნი მოგვითხრობს გამოგონილი სოფლის, მაკონდოს მცხოვრებლების რამდენიმე თაობაზე…

სრული პოსტი იხილე აქ>>>egoisti.wordpress.com

         

ავტორი - Gomshi

Bookmark and Share
 
უილიარდ ქრისტოფერ სმიტ უმცროსი, ახლა, უფრო ცნობილი როგორც უილ სმიტი დაიბადა 1968 წელს, ბოლო 10 წლეულის განმავლობაში კი მოასწრო ფილმ “მატრიცა” (1999)-ში ნეოს როლის თამაშზე უარის თქმა, 4-ჯერ ოქროს გლობუსზე, 2ჯერ კი ოსკარზე ნომინაციის მიღება, გრემის მოგება და 22 ფილმში თამაში, მოდით ახლა ამ ყველაფერს თავიდან მივუყვეთ.

1989 წელს, უილ სმიტის ჯგუფმა – DJ Jazzy Jeff & The Fresh Prince რეპის შესრულებისთვის პირველი გრემი მოიპოვა, თუმცა, ეს არ დახმარებია სმიტს მუსიკალურ კარიერაში, ასეთი სერიოზული ტიტულის მოპოვებამ, 90-იანი წლების დასაწყისში მას თითქმის პოპულარობა დააკარგინა, თუმცა ზუსტად ამ დროს, გადამწყვეტ მომენტში, სმიტმა სამ ბესტსელერ ფილმში – Bad Boys, Independence Day და Men In Black-ში მიიღო მონაწილეობა, რამაც სმიტი უკვე კინო-ვარსკვლავად აქცია.

სმიტზე ყველა რეჟისორი და პროდუსერი ნადირობდა, თუმცა 98-ში მხოლოდ ტონი სკოტს გაუმართლა რომელმაც იმ დროინდელი ჰიტი, Enemy of the State გადაიღო. ჯინ ჰეკმანისა და უილის ქოლებორეიშენი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. შემდეგ კი ყველაზე საინტერესო დაიწყო – ვაჩოვსკებმა სმიტს მატრიცის ტრილოგიაში ნეოს როლი შესთავაზეს… სმიტმა კი ისინი უარით გაისტუმრა. მატრიცის ნაცვლად სმიტმა წარუმატებელ – Wild, Wild West-ში ითამაშა.

მომავალი 11 წლის განმავლობაში ყველა ინტერვიუში, სმიტი აღიარებს, რომ ყველაზე ცუდ გადაწყვეტილებათ მის ცხოვრებაში “ველურ დასავლეთში” თამაში იყო (რაც ყველას აზრით პარალელურად მატრიცაზე უარის თქმას გულისხმობს). თუმცა, მატრიცის კიანუ რივზს 2003 წლის შემდეგ ნამდვილად ვერ წაუვიდა კარიერა ისე, როგორც “ნეოს” შეეფერება.

მილენიუმის დასაწყიში უილი “მამაკაცები შავებში : უცხოპლანეტელთა თავდასხმა”-ში იღებს მონაწილეობას, 01-ში კი “ალი”-ში მთავარ, მუჰამედ ალის როლს თამაშობს და ყველასთვის სანატრელ – ოსკარის ნომინაციას იღებს, მოკრივის როლის შესრულებისთვის, თუმცა იმ წელს ოსკარი დენზელ ვაშინგტონმა მოიგო, სმიტი ამაზე არ გაჩერდა და “მამაკაცები შავებში-ს კიდევ ერთ ფილმში იღებს მონაწილეობას, ამას მოყვება 10 წლის ნანატრი, “ცუდი ბიჭები”-ს მეორე ნაწილი, სადაც მარტინ ლოურენსისა და სმიტის დუეტი უბადლო აღმოჩნდა, ფილმის პროდუსერებს კი 270 მილიონი მოუტანა, თვითონ სმიტმა კი ამ ფილმისთვის 20,000,000 დოლარი და შემოსავლების 20 პროცენტი მიიღო. “მე, რობოტი” რამოდენიმე წლის განმავლობაში, ვიზუალური ეფექტებით ამ ფილმს კონკურენტი არ ჰყავდა. ალექს პროიასის ფანტასტიკა-ექშენ-თრილერში მონაწილეობისთვის სმიტმა 28,000,000 მიიღო. 2005-ში, რამოდენიმე კრიტიკოსის პასუხად გამონათქვამებზე “სმიტი უიარაღოდ? ფილმი ჩავარდნილია!” უილი თამაშობს მაჩოს როლს, რომელიც ფულს იღებს იმაში რომ ხალხი ერთმანეთს დაახლოოს და მამაკაცებს რომლებმაც ქალთან მოპყრობა არ იციან, ასწავლოს როგორ წარმოაჩინონ თავი, პირველად მის კარიერაში ევა მენდესთან ერთად უწევს თამაში. ეს ფილმიც ხდება ძალიან შემოსავლიანი და შემდეგ, სმიტი თამაშობს მისთვის 8 წლის განმავლობაში რეკორდულად დაბალ ფასად – 10,000,000 +20% შემოსავლიდან ფილმში The Pursuit of Happyness. მისი შვილის როლს კი რეალობაში, მისივე შვილი, ჯეიდენ სმიტი თამაშობს.

სმიტის კარიერაში შემდეგ, მე – ლეგენდა ვარ მოდის. ამ ფილმმა კიდევ ერთხელ განამტკიცა სმიტის მეგა-ვარსკვლავობა, 11 წლის განმავლობაში მისი მონაწილეობით ფილმებს შორის ლეგენდამ ყველაზე დიდი შემოსავალი – $585,055,701 აიღო. თუმცა, ეს რეკორდი მომდევნო ფილმით – ჰეკოკით დაამხო, რომელმაც $624,346,274 აიღო. სმიტს, ჯონ ჰენკოკის როლისთვის ჩვეული, ოცი მილიონი გადაუხადეს, ჩვეული 20%-იანი დანამატით ფილმის შემოსავლიდან.

2008-ში უილ სმიტი თამაშობს Seven Pounds-ში, რომელიც ჩემი სუბიექტური აზრით მისი საუკეთესო როლია, მისი კარიერის განმავლობაში. იმის მიუხედავად, რომ სმიტის ნათამაშები ფილმებიდან 8 წლის განმავლობაში არც ერთს არ მიუღია 300,000,000$ ნაკლები შემოსავალი (ცუდი ბიჭები-2-ის გარდა) ეს სტატისტიკური მონაცემი თითქმის 2-ჯერ გაფუჭდა. Seven Pounds-მა $166,617,328 აკრიფა.

სმიტი, დღეს დღეობით ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია, მას 26 “აფქამინგ” პროექტი აქვს 2014 წლამდე. 13 წელია ჯადა სმიტზე არის დაქორწინებული და ნელ ნელა მის შვილს დიდ კინემატოგრაფში ფეხს ადგმევინებს.

დიდი იმედი მაქვს, რომ სმიტი მალე უფრო და უფრო ლამაზ და კარგ ფილმებს შემოგვთავაზებს.

პ.ს. სმიტის 19-მა ფილმმა ერთად $5,734,022,176 აიღო. ყველაზე შემოსავლიანი – Independence Day ($817,400,878)-ია.

წყარო

http://gomshi.com/

 

ავტორი – donshakal

Bookmark and Share

 

კლინტონ (კლინტ) ისთვუდი - მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და კომპოზიტორი.

დაიბადა 1930 წლის 31 მაისს

მიღებული აქვს კინოაკადემიის 5 ჯილდო, 5 ოქროს გლობუსი, 5 ხალხის არჩევანი.

მონაწილეობა აქვს მიღებული 59 ფილმში და 9 ტელეპროექტში. გადაღებული აქვს 31 ფილმი, ამათგან 7-ში თავადაც მონაწილეობს.

რამდენიმე ეპიზოდი:

The Good, The Bad and The Ugly - ამ ფილმის ნებისმიერი კადრი აიღეთ და გააჩერეთ, მიიღებთ ნამდვილ ფოტოშედევრს.

 

 

 

წყარო>>>

 

http://donshakal.blogspot.com/

      

ავტორი - geoleft

Bookmark and Share
 

ბრიტანული ბიბისი მას  პოლიტიკურ ელვის პრესლის უწოდებს, მის პოპულარობას სხვადასხვა მემარცხენე თუ არამემარცხნე წრეებში მართლაც შეიძლება შეადარო ელვისის პოპულარობას, ეს მაშინ როდესაც ეს სლოვენიელი ფსიქოანალიტიკოსი საუბრობს  თითქოსდა ისეთ  არაპოპულარულ თემებზე როგორიც არის სხვადასხვა პოლიტიკური თეორიები თუ თეორიული ფსიქოანალიზი.  მას გამოსცემენ, თარგმნიან და აღმერთებენ,აკრიტიკებენ მაგრამ  ყველაზე რადიკალური ოპონენტებიც  აღიარებენ მის უნარს  გავლენა მოახდინოს სხვადასხვა  ჯგუფებზე. საინტერესოა რა არის ჩვენი გმირის სლავოი ჟიჟეკის საიდუმლო.

სლავოი ჟიჟეკი  დაიბადა  1949 წელს კომუნისტური იუგოსლავიის მოკავშირე რესპუბლიკა სლოვენიაში, სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა სლავოიმ სწავლა ლიუბლიანას უნივერსიტეტში გააგრძელა ფსიქოანალიზის განხრით, იმავე პერიოდში დაიწყო ბეჭდვა  არა-დოგმატურ მარქსისტულ გამომცემლობაში,  თანამშრომლობდა სახელგანთქმულ პრაქსისის ჯგუფთან, მალე სლავოის ცხოვრებაში ცვლილებების პერიოდი დადგა, იცვლება  რეფორმისტული მთავრობა და ახალი ორთოქსოქული რეჟიმის პირობებში სლავოი უმუშევარი რჩება, სწორედ ამ პერიოდში ის იწყებს ლაკანის შესწავლას და შემგომში ეს ლაკანის იდეების ფანატურ პოპულარიზაციაში გამოიხატა,  ერთი შეხედვით ჟიჟეკი არანაირად არ განსხვავდება  სოციალისტური ბანაკის ქვეყნების  მემარცხენე დისიდენტების ბიოგრაფიიდან მაგრამ რეალური ცვლილებები აღმოსავლური ბლოკის დაშლის შემდეგ დაიწყო.
ჟიჟეკი წარმოადგენდა იმ მცირეცხოვან ინტელექტუალებს ჯგუფს  რომლებმაც ვარშავის ბლოკის დაშლის შემდეგაც შეინარჩუნოს კომუნისტური იდეალები, ფუკუიამასეული ისტორიის დასასრულის პერიოდში ჟიჟეკის კომუნისტური პროპაგანდა  სიგიჟედ მიიჩნეოდა მაშინ როდესაც  მაგ დიერდ ლუკაჩის ბუდაპეშტის სკოლა მთლიანად გადავიდა ნეოლიბერალურ იდეებზე ჟიჟეკი ბოლომდე ერთგული გახდა ძველი მარქსისტული ტრადიციების.
ჟიჟეკის ნაწარმოებების ერთი შეხედვით მოდური პოსტ-მოდერნისტური სტილისტიკა და მეორეს მხრივ სიმარტივემ განაპირობა მისი ნაწარმოებების მზარდ პოპულარობას, რაც მთავარია არ არსებობს რეალური მნიშვნელოვანი მოვლენა დაწყებული მატრიციდან და დამთავრებული რაიმე სკანდალით რომელიც ჟიჟეკს არ გაეანალიზებინა და მუდმივად წარმოუდგენლი მხრიდან დაენახვებინა სიტუაცია მკითხველისთვის.
ტერი იგლტონი როდესაც სლავოი ჟიჟეკზე  საუბრობს აღნიშნავს ორ საინტერესო მომენტს  ჟიჟეკის ცხოვრებიდან, პირველი ეს არის ჟიჟეკი მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მარტივად წერს უჩვეულოდ ღრმა ფილოსოფოსია და ევროპული განმანათლებლური ფილოსოფიის ბრწყინვალე წარმომადგენელია, მეორე მიუხედავად იმისა რომ პოსტ-მოდერნისტული სტილისტიკით წერს მის  ბოლო ნაწარმოებებში იგრძნობა ღრმა სკეპტიციზმი მოდური ტენდენციების მიმართ, მის წიგნში ”В защиту проигранных дел"(ქართულად ადეკვატურად ვერაფრით ვთარგმნე) ის უპირისპირდება გავრცელებულ მოსაზრებას იდეოლოგიების აღსასრულის შესახებ.
ჟიჟეკმა კარიერა როგორც პოსტ მარქსისტმა დაიწყო და დროთა განმავლობაში მისი იდეები კლასიკურ მარქსისტულ პოზიციებამდე მივიდა, ამ მხრივ ის ძალიან სერიოზულია და ცდილობს მივიწყებული იდეების რეანიმირებას და მარქსისტული ანალიზის გამოყენებას ყველა სფეროში(როგორც მაგალითად ”ავატარის” რეცენზიაში), საინტერესოა ჟიჟეკისეული ლენინიც,  წიგნში «13 опытов о Ленине» ის ლენინის აუცილებლობას აყენებს პირველ პლანზე,  მარქსთან დაბრუნება ხომ ”აკადემიური წრეების უცოდველი მოდაა” ლენინი კი რევოლუციის მივიწყებული ბელადია რომლის სახელიც უკავშირდება რეალური სოციალიზმის მშენებლობასთან, ჟიჟეკის ლენინი ლიდერია  რომელიც მარქსისტული ორთოდოქსიის საწინააღმდეგოდ(ერთ ქვეყანაში სოციალიზმის შეუძლებლობის შესახებ)  სწორედ მარქსისტული მეთოდიკით ყველაზე ადეკვატურად გებულობს მარქსის ძირითად იდეას და  რუსი პოსტ-მარქსისტი ბორის კაგარლიცკის სიტყვებით რომ ვთქვათ ხელში იღებს ძალაუფლებას ”რომელიც ქუჩაში გდია”, სწორედ ორთოქსიასთან დაპირისპირებით გებულობს ყველაზე ადეკვატურად მარქსის იდეებს.  ჟიჟეკი ლენინის პიროვნების პრიზმით აკრიტიკებს სხვადასხვა რეფორმისტულ სოციალ-დემოკრატებს რომლებსაც სურთ რევოლუცია მაგრამ არ სურთ მასთან დაკავშირებული პრობლემების აიღონ საკუთარ თავზე.
ჟიჟეკის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი კინოს უკავია, ის ცნობილია როგორც დევიდ ლინჩის ”გაუგებარი” ფილმების მთარგმნელი, თავადაც აქვს მიღებული მონაწილეობა ფილმში რომელშიიც აანალიზებს  სხვადასხვა კინოკლასიკას ფსიქოანალიზის  მეთოდიკის მეშვეობით.
პირადად ჩემი გაცნობა სლავოი ჟიჟეკის შოთა ხინჩაგაშვილს უკავშირდება(ისტერიკა) რომლის ბლოგზეც წავიკითხე სტატია  ამ მეტად საინტერესო ფილოსოფოსის შესახებ, იმ პერიოდში მე უკვე გზაგასაყარზე ვიყავი  ძალიან მჭირდებოდა მემარცხენე თანამედროვე ფილოსოფოსი რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა ადეკვატური თანამედროვე რეალობების, ჟიჟეკი ყველანაირად აკმაყოფილებდა აღნიშნულ კრიტერიუმებს.

წყარო

http://geoleft-marx.blogspot.com/

colbert-gregory-ashes-and-snow6

Bookmark and Share
 
ავტორი: Leonsio
 

გრეგორი კოლბერტი 1960 წელს დაიბადა კანადაში, ტორონტოში. მის კარიერას დასაბამი 1983 წელს მიეცა პარიზში, სადაც თანამედროვე საზოგადოების სოციალური პრობლემების შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებდა. ქუჩის გადაღებების შემდეგ ფოტოგრაფიამ მოხიბლა და 1992 წელს უკვე პირველი გამოფენაც ჰქონდა შვეიცარიაში. მომდევნო ათი წელიწადი, კოლბერტის ნამუშევრები არსად გამოფენილა. არც მისი ფილმები უჩვენებიათ. ამ პერიოდის განმავლობაში იმოგზაურა ბირმაში, შრი-ლანკაზე, ეგვიპტეში, დომინიკის რესპუბლიკაში, ეთიოპიაში, კენიაში, ტონგაში, ნამიბიასა და ანტარქტიდაზეც კი. 1992 წლიდან მოყოლებული, 40-ზე მეტ ექსპედიციაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მთელი ეს ხანი იღებდა ადამიანებსა და ცხოველებს, მათ ამაღელვებელ და ზოგჯერ ძალიან რთულ ურთიერთობებს. სპილოები, ვეშაპები, წმინდა იბისები, წეროები, სამეფო არწივები, შევარდნები, მარტორქები, გეპარდები, ლეოპარდები, აფრიკული გარეული ძაღლები, სიასამურები, ბაბუინები, ანტილოპები, ორანგუტანები, ნიანგები _ ეს ჯერ კიდევ არასრული ჩამონათვალია. 2002 წელს გრეგორი კოლბერტმა საზოგადოებას თავისი მოღვაწეობის ერთგვარი კულმინაცია, პროექტი “ფერფლი და თოვლი” (“ashes and snow”) წარუდგინა. პროექტი ცხოველთა სამყაროს უფლებებისადმი პოეტური მგრძნობელობით არის შესრულებული. ცხოველები წარმოდგენილნი არიან, როგორც ადამიანთა საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, წაშლილია ყოველგვარი ბარიერი მათსა და ადამიანებს შორის. პროექტი, გარდა ფოტოებისა, მოიცავს 60 წუთიან ფილმ ნოველას ეპისტოლარულ ჟანრში. ავტორის თქმით, ფოტოები კომპიუტერულად არ დამუშავებულა. მათი მოცულობაა 3,5 x 2,5 მეტრი. ფოტოებზე ნიშნებს ვერ იპოვით, რითაც ავტორი წარმოსახვის საშუალებას გიტოვებთ.

პროექტი გადაღებულია ფირზე, ფილტრების საშუალებით, გამჟღავნების მეთოდი საიდუმლოდ რჩება….

იხილეთ ვრცლად>>> leonsio.ge

image23

 image31

 151

 colbert-gregory-ashes-and-snow1

 colbert-gregory-ashes-and-snow6

 image04

 image13

 image17

 image22

jobs

Bookmark and Share
 
ავტორი: დელფი
 

გაზეთი The New York Times-ი გვატყობინებს:  Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი სტივ ჯობსი ემზადება ლიტერატურულ ასპარეზზე გამოსასვლელად და მონაწილეობას მიიღებს საკუთარი ავტორიზირებული ბიოგრაფიის შექმნაში, რომელსაც დაწერს Time-ის რედქტორი უოლტერ აიზექსონი.

სენსაციურობას ამ ისტორიას მატებს ის, რომ ბოლო დრომდე ჯობსი კატეგორიული წინააღმდეგი იყო სამწერლო ექსპერიმენტების ჩატარებაზე და ყველას უკრძალავდა მისი ბიოგრაფიის ქაღალდზე გადატანას.

მოვიყვან ორ კლასიკურ მაგალითს:

“კატეგორიული წინააღმდეგი იყო სამწერლო ექსპერიმენტების ჩატარებაზე” - 2006 წლის აპრილში  Apple-მა წინასწარი თანხმობის შემდეგ უეცრად უარი განაცხადა სტივ ვოზნიაკის ავტობიოგრაფიაში წინასიტყვაობის შეტანაზე. განაწყენებული ვოზი პრესის მუშაკებს უზიარებდა გულის ვარამს: “ჩვენ მას წიგნის ეგზემპლარი გავუგზავნეთ და მანთ თქვა – “ორიოდე გვერდი წავიკითხე და არ დავწერ წინასიტყვაობას”. გაუგებარია, თუ რატომ, წიგნში მის შესახებ ხომ ცუდი არაფერი წერია”.

იხილეთ ვრცლად>>>    blog.gogelia.ge/

Quentin-Tarantino

Bookmark and Share
 
ავტორი: Maya Jims
 

კვენტინ ტარანტინო – ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ისეთ დაუნდობელ სფეროშიც კი, როგორიც შოუ–ბიზნესია, წარმატებული კარიერის ასაწყობად, შრომისმოყვარეობა და ნიჭი სრულიად საკმარისია.

დახასიათება: ემოციური, ენერგიული, მუდმივად აჟიტირებული, საოცრად ნიჭიერი, თავისი საქმის მოტრფიალე, კინოს სამყაროს მიერ დაფასებული და აღიარებული რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, ოპერატორი და მსახიობი.

ბიოგრაფია: კვენტინ ჯერომ ტარანტინო დაიბადა 1963 წლის 27 მარტს. მშობლები მის დაბადებამდე დაშორდნენ. დედა ნოქსვილელი ექთანი იყო, მამა კი – ნიუ–იორკელი მსახიობი და მუსიკოსი. სანამ სახელს გადაიკეთებდა, კვენტინს კვინტი ერქვა, ცნობილი ამერიკული სერიალის "Gunsmoke"–ის ერთ–ერთი პერსონაჟის პატივსაცემად, რომელსაც სხვათა შორის, ბერტ რეინოლდსი ასრულებდა. კვენტინ ტარანტინოს სისხლში იტალიურ–ამერიკულ–ირლანდიურ–ინდიური სისხლი ჩქეფს. ორი წლის ასაკში, დედასთან ერთად კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორენსში, შემდეგ კი, ჰარბორ სითიში გადავიდა. დედამ – კონიმ  სიყვარული მეორედ იპოვა და გათხოვდა.

15 წლის კვენტინმა სკოლა მიატოვა და ვიდეოგაქირავებაში დაიწყო მუშაობა. შემდეგ, სამსახიობო ოსტატობის კურსებზე ჩაეწერა. თავისუფალ დროს კი, სახლის უკანა ეზოში სამოყვარულო ფილმებს იღებდა.

პირველი ფილმი: 1984 წელს, მეგობრებთან და თანამშრომლებთან ერთად, დაიწყო მუშაობა შავ–თეთრ ფილმზე, სახელად "My Best Friend's Birthday", რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა. ასევე, ამ ფილმის რეჟისორი, სცენარის თანაავტორი და ერთ–ერთი პროდიუსერიც იყო. სამწუხაროდ, ფირის დიდი ნაწილი ხანძრის დროს დაიწვა და 70–წუთიანი ფილმისაგან 36 წუთიღა დარჩა. "My Best Friend's Birthday" ოფიციალურად არასოდეს გამოსულა. გადარჩენილი წუთები ფილმის რამდენიმე ფესტივალზე გაიგზავნა, მაგრამ უშედეგოდ. ტარანტინო თვლის, რომ პირველი ფილმის შექმნისას მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო, რამაც მის შემდგომ პროექტებზე იქონია გავლენა.

Reservoir_dogs

პირველი წარმატება: კვენტინ ტარანტინოს კარიერული ზრდა დაიწყო ფილმით "Reservoir Dogs", რომლის სცენარი მან სულ რაღაც სამ კვირაში დაწერა და მიუხედავად ამისა, ფილმმა შემქმნელებს საკმაოდ მოზრდილი შემოსავალი და აღიარება მოუტანა.  მის გადაღება/დაფინანსებაში დიდი და უმთავრესი წვლილი შეიტანა მსახიობმა ჰარვი კაიტელმა. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად, აშშ–ში "Reservoir Dogs"–ს განსაკუთრებული აღტაცება არ მოჰყოლია, დიდ ბრიტანეთში კი – თავიდანვე დადებითი შეფასებები მიიღო. ბრიტანულმა ჟურნალმა "Empire" მას ,,ყველა დროის საუკეთესო დამოუკიდებელი ფილმი" უწოდა.

კარიერული ზრდა: 1993 წელს კვენტინმა ორი სცენარი გაყიდა: "My Best Friend's Birthday"–ის მიხედვით დაწერილი "True Romance" და "Natural Born Killers". ამის შემდეგ, ჰოლივუდიდან უამრავი შემოთავაზება მიიღო. მათ შორის იყო პროქტები: "Speed" და "Men in Black". ტარანტინომ ამ ყველაფერზე უარი თქვა და "Pulp Fiction"–ის სცენარზე სამუშაოდ, ამსტერდამში გაემგზავრა. მოგვიანებით, 1995 წელს, ამ სცენარისთვის ოსკარი აიღო.

მომდევნო წლებში მან გადაიღო: "Four Rooms", "Jackie Brown", "Kill Bill: Vol. 1", "Kill Bill: Vol. 2", "Grindhouse" და სხვა ფილმები.

2009 წლის ზაფხულში დიდ ეკრანებზე გამოვიდა კვენტინის "Inglourious Basterds", რომელმაც ორმოცზე მეტი ჯილდო დაიმსახურა და 2010 წელს ოსკარზე რვა ნომინაციაც მიიღო. (შედეგები 7 მარტს იქნება ცნობილი). 

inglourious-basterds

გაგრძელება იხილეთ აქ>>>

http://mayajims.blogspot.com/

ავტორი – lika151

მოამზადა ბექა გოგინაშვილმა
Sana.ge

 

ჯონი დეპი

 

ჯონი დეპი ყოველთვის გამოირჩეოდა ექსცენტრიულობით. მსახიობი ხშირად იცვლის იერს თავის ფილმებში, რის გამოც ხშირად მისი ცნობა შეუძლებელია. ჯონი დეპი ერთ–ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მსახიობია ჰოლივუდში. იგი ხშირად თამაშობს ძალიან ორიგინალურ ფილმებში და მაყურებელს მოწყენის საშუალებას არასოდეს აძლევს.

ჯონი დეპი გამოირჩევა ეგზოტიკური გარეგნობით, რომელიც მას ქალებისთვის მიმზიდველს ხდის. ეს ფაქტორი ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი მსახიობისთვის, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქალების უმრავლესობა მის ფილმებს ნახავს, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ მისთვის სასურველი მსახიობი იხილოს ეკრანზე. ამიტომ ჯონი დეპის ფილმები ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩეოდა.

ჯონი დეპს უამრავი კარგი როლი აქვს შესრულებული და ბევრ ცნობილ მსახიობთან აქვს ნათამაშევი ფილმებში. თუნდაც ალ პაჩინოს ხსენება რად ღირს. მათ ერთად ითამაშეს ფილმში “დონი ბრასკო”.

ჯონი დეპი ცხოვრებაში საკმაოდ გულღია და უშუალო ადამიანია, ეკრანზე კი უფრო უკარება ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა. სინამდვილეში ჯონი იმდენად ჭკვიან და ძლიერ პერსონაჟებს თამაშობს, რომ ძალაუნებურად მაყურებლისთვის მიუწვდომელი და უკარება ხდება. ჯონი დეპს პენელოპა კრუსთან ერთადაც აქვს ნათამაშევი ფილმში “კოკაინი”. ამ ფილმში აღწერილია ნარკობარონების ცხოვრება, ხოლო ერთ–ერთ მათგანს თავად ჯონი დეპი ასრულებს. პენელოპა მისი ცოლის როლს თამაშობს, რომელიც ყველაფერში მხარს უჭერს ქმარს. ამ ფილმმა ჯონის უდიდესი წარმატება და პოპულარობა მოუტანა.

რამდენიმე წლის წინ გამოვიდა ფილმი “კარიბის ზღვის მეკობრეები”, სადაც ჯონიმ ჯეკ ბეღურას როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი გაცილებით უფრო პრიმიტიულია, ვიდრე ჯონის სხვა ფილმები, ამჯერად მსახიობმა გადაწყვიტა უფრო მხიარული გამხდარიყო და კომედიაშიც გამოეცადა თავი. ფილმი ძალიან პოპულარული გახდა და ყველა გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ ჯონი დეპს კომედიური ნიჭიც აღმოაჩნდა.

***

ჯონი დეპი დაიბადა 1963 წლის 9 ივნისს ქალაქ ოვენსბოროში, კენტუკის შტატში. ბავშვობა მან ოვენსბოროში გაატარა. იგი საკმაოდ მორცხვი იყო და არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებდა. თუმცა ჯონი ბეჯითი მოსწავლე იყო და კარგად სწავლობდა. 12 წლის ასაკში დედამ მას გიტარა უყიდა და ჯონიმ დაკვრაც ისწავლა. მსახიობს დღესაც უყვარს გიტარაზე დაკვრა. 1983 წელს ჯონიმ პირველი ცოლი მოიყვანა – ლორი ენ ელისონი, რომელიც ასევე დამწყები მსახიობი იყო. წყვილი ორი წლის შემდეგ ერთმანეთს დაშორდა. თუმცა ჯონის ქალებთან ურთიერთობის პრობლემა არასოდეს ჰქონია. მომდევნო წლებში მან რომანი გააბა რამდენიმე თავის პარტნიორთან, თუმცა ხანგრძლივი არცერთი არ გამოდგა. 1994 წელს მსახიობი დააკავეს არაჰუმანური ქცევისთვის და ერთი კვირა ვირის აბანოში აყურყუტეს. მსგავსი შემთხვევები ჯონის კარიერაში საკმაოდ ხშირი იყო, განსაკუთრებით, როდესაც ნარკოტიკებს ეტანებოდა. ნარკოტიკების ტრფიალი ჯონის მისმა შეყვარებულმა, ცნობილმა ინგლისელმა მოდელმა ქეით მოსმა ასწავლა. ქეითს და ჯონის ვნებიანი რომანი ჰქონდათ და თავიანთ ურთიერთობას არასოდეს მალავდნენ. თუმცა არც მათი რომანი გაგრძელდა დიდხანს და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ამჟამად ჯონი დეპი დაქორწინებულია ფრანგ მომღერალსა და მსახიობზე, ვანესა პარადიზე. წყვილი უკვე 10 წელია, ერთად არის. ჯონი იმედოვნებს, რომ ვანესასთან იგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩება, რადგან მან ჯონის ნანატრი ოჯახი და სიმშვიდე აჩუქა.

გთავაზობთ ინტერვიუს ჯონი დეპთან.

– ჰოლივუდში ყოველთვის გამოირჩეოდით იმით, რომ ცდილობდით ორიგინალური ყოფილიყავით. ამას ძალით აკეთებდით თუ ბუნებრივად გამოგდიოდათ?

– ზოგადად არ მინდოდა ერთფეროვანი ვყოფილიყავი და ჩემზე ეთქვათ, ერთი ტიპის როლებს თამაშობსო, ამიტომ ყველანაირად ვცდილობდი მაქსიმალურად მრავალფეროვანი ვყოფილიყავი და ეს გამომდიოდა კიდეც. როდესაც მსახიობობაზე გაქვს პრეტენზია, ვალდებული ხარ, ყველაზე პრეტენზიული მაყურებელიც ბოლომდე დააკმაყოფილო, ამიტომ საჭიროა ძალების ბოლომდე დახარჯვა და გამოყენება. როდესაც ხედავ, რომ რაღაც არ გამოგდის, უნდა ეცადო, რომ შეცდომებზე იმუშავო და იგივე შეცდომა აღარ გაიმეორო. ამისთვის უპირველესად გამოცდილებაა საჭირო. ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით.

– ცნობილი ფაქტია, რომ რაღაც პერიოდში ნარკოტიკებზე დამოკიდებული იყავით. როგორ შეძელით ამ სენის დაძლევა?

– ჯერ ერთი, ნარკოტიკებზე დამოკიდებული არასოდეს ვიყავი, მხოლოდ ვერთობოდი ხოლმე. თან ჰეროინს არასდროს ვეძალებოდი, რომელიც ყველაზე ძლიერი ნარკოტიკია. ხშირად ვყნოსავდი კოკაინს, მაგრამ ამას ჩემი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ზიანი არ მიუყენებია. საერთოდ, როცა ამის საჭიროება იყო, მაშინ ვანებებდი თავს ნარკოტიკებს. მთავარია, ნარკოტიკს ზედმეტად არ გაუშინაურდე, თორემ მისი ცოტათი მოხმარება სულაც არ არის ცუდი. ესეც ცხოვრებამ მასწავლა.

იხილეთ ვრცლად...

http://ilmfb.wordpress.com/