ავტორი გიგა ზედანია
ერთ საკითხზე მინდა დავწერო, რომელზეც, გამოვტყდები, ბევრი არ მიფიქრია. მაგრამ მაწუხებს - ჰოდა, აბა, რა არის ბლოგი, თუ არა უფრო მეტი სითამამის ადგილი, ვიდრე, მაგალითად, პუბლიცისტურ წერილსა ან სამეცნიერო სტატიაში იქნებოდა შესაძლებელი?
საქმე ეხება სტერეოტიპებს.
შეიძლება არც დამეწერა ამაზე, ჩემთვის უაღრესად ძვირფასი კოლუმნისტის, ჩარლზ კრაუტჰამერის ერთ-ერთი უკანასკნელი სტატია რომ არ წამეკითხა, რომელიც ასევე სტერეოტიპებზეა.
რაც ახლა მაინტერესებს, ციტატაა ფილმიდან (Up in the Air), რომელსაც კრაუტჰამერის წერილში წავაწყდი - ჯორჯ კლუნის გმირი ამბობს, აეროპორტის რიგში ყოველთვის აზიელების უკან ვდგებიო:
"They pack light, travel efficiently, and they got a thing for slip-on shoes, God love 'em."
"That's racist!"
"I'm like my mother. I stereotype. It's faster."
ფილმი ნანახი მაქვს, მაგრამ ეს დიალოგი გამომრჩენია.
”აზიელები მსუბუქად და ეკონომიურად მგზავრობენ, თანაც, ღმერთმა დალოცოს, უთასმებო ფეხსაცმელი აცვიათ.”
”რა რასიზმია!”
”დედაჩემს ვგავარ. სტერეოტიპიზებას ვახდენ. ასე უფრო სწრაფია”.
საქართველოშიც ძალიან ბევრია სტერეოტიპი: ქალების, სომხების, ჰომოსექსუალების, ბოშების, ლიბერალების, მართლმადიდებლების, იეღოველების, ზვიადისტების, ქართველების, რუსებისა და პოლიტიკოსების შესახებ. ამიტომაც ლიბერალურ უმცირესობაში კარგ საქმედ ითვლება სტერეოტიპებთან ბრძოლა. პრინციპში, მხოლოდ საქართველოში არაა ასე. ეს ბრძოლა არსით მემარცხენე მოვლენა მგონია, მიუხედევად იმისა, რომ მემარჯვენეებიც შეიძლება ჩაერთონ მიუღებელი სტერეოტიპების მსხვრევაში. რატომ მემარცხენე? იმიტომ, რომ მემარცხენეობის მთავარი ამოცანა რადიკალური ცვლილებაა ჯერ კიდევ არნახულისა და არგაგონილის მიმართულებით.
წარმოვიდგინოთ დიალოგი:
A: აი, სტერეოტიპი - ქალებს ცრემლიანი მელოდრამები უყვართ. რა, არ არის მართალი?
B: არა, ზოგადად ქალებს არ უყვართ მელოდრამები. ყველა ქალი ინდივიდუალურია, ზოგს მელოდრამა უყვარს, ზოგსაც - შეიპინგი.
A: სტერეოტიპს ყველა ქალის დაფარვის პრეტენზია არ აქვს. თუ ქალების 70 პროცენტს უყვარს მელოდრამა, ეს უკვე სერიოზული შედეგია, გამოდის, რომ ამ სტერეოტიპს არსებობის უფლება ჰქონია.
B: მე მინდა საზოგადოება, სადაც ქალებზე იმის მიხედვით არ იმსჯელებენ, უყვარს თუ არა მას მელოდრამები. ვიცი ასეთი სტერეოტიპები: ჯერ იმით დაიწყებ, რომ ქალს მელოდრამები უყვარს, მერე გადახვალ იმაზე, რომ ქალი უფრო ემოციურია, მერე იმას იტყვი, რომ ნაკლებად რაციონალურია და ბოლოს დამთავრდება საკრამენტული ”ქალი სამზარეულოში უნდა იყოს”-ით.
A: თუ ”უნდას” ვიტყვი ოდესმე, მართლაც სერიოზული შეცდომა იქნება. მაგრამ ”უნდას” შენ ამბობ და არა მე. მე მხოლოდ აღვწერ იმას, რაც არსებობს. ეს შენ ამბობ იმას, რაც უნდა არსებობდეს. შენ სტერეოტიპებს იმიტომ კი არ ებრძვი, რომ ისინი აქ და ახლა არ მუშაობენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი ხელს უშლიან უკეთესი ხვალინდელი დღის წარმოქმნას. მე აწმყოზე ვარ ორიენტირებული, შენ კი - მომავალზე. მე რეალობა მაინტერესებს, შენ კი - ამ რეალობის შეცვლა.
თავად თქვენ ამ ორიდან უფრო რომელი პოზიციისკენ იხრებით?
აქაა სწორედ განსხვავება მემარცხენე და მემარჯვენე ინტელექტუალს შორის. მემარცხენის მთავარი ღირსება წარმოსახვის ძალაა - როგორი შეიძლება ყოფილიყო ან იყოს ეს სამყარო? მემარჯვენის კი - გაგება. როგორი არის ის რეალურად?
ამიტომაა მემარცხენე ინტელექტუალების ნააზრევი ბევრად უფრო საინტერესო.
ამიტომაა მემარჯვენე ინტელექტუალების ნააზრევი ცხოვრებასთან ბევრად უფრო ახლოს.
ცხოვრება კი სტერეოტიპების გარეშე უბრალოდ არ არსებობს… >>> იხილე გაგრძელება >>>
ავტორი: ნინო ბექიშვილი
"ერთი ამბავი გავიგე, რომელმაც ძალიან შემაშინა! არ ვიცი, რატომ შემეშინდა, მაგრამ ძალიან შემეშინდა, ძალიან შემეშინდა, ძალიან შემეშინდა! გავიგე, რომ ასათიანზე ფსიქიატრიული იხურება და ძალიან შემეშინდა!"
იკითხავთ, ვის შეშინდაო და გიპასუხებთ: ნანუკას შეეშინდა. აი, იმას, გაუგებარი შოუ რომ მიყავს "იმედზე". ვერ გეტყვით, იქნებ არც არის ეს შოუ გაუგებარი. თავიდან ბოლომდე არასდროს მინახავს. ნანუკა პრეზიდენტს რომ ჩუსტებზე ეჭუკჭუკებოდა, მარტო ეგ ვნახე, ისიც მოგვიანებით, ინტერნეტში. სულაც არ ვფიქრობ, რომ ამგვარი გადაცემები არ უნდა არსებობდეს. ვიღაცას ალბათ ეს სიყვითლეც სჭირდება. ისე, რაღა ყვითელი გამოდის, როცა ქვეყნის პირველი პირთან ექსკლუზიურ ინტერვიუს წერს?!
გუშინწინაც შემთხვევით შევესწარი და გავიგე, რომ ნანუკასაც კი, ვინც ახლა სწორედ მათთანაა, ქვეყანას რომ აშინებენ, შეიძლება ძალიან შეეშინდეს. შეეშინდეს ყველაზე დაუცველი ჯგუფის - ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების.
ეს სტერეოტიპიც საბჭოთა დროიდან მოგვყვება და იმის მაგივრად, რომ თვალებში გამოვიხედოთ და ამ ადამიანების მიმართ დამოკიდებულება შევიცვალოთ, ერთ-ერთ ნაციონალურ არხზე გვეუბენებიან, რომ ძალიან შეშინდნენ და ჩვენც უნდა შეგვეშინდეს. არადა, ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტთაგან, მხოლოდ სამი პროცენტი შეიძლება იყოს საშიში. ისიც, დაავადების გამწვავების პერიოდში. დანარჩენი - სრულიად უწყინარია. თანამედროვე ფსიქიატრია პაციენტების უმეტესობას აძლევს საშულებას მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრებით იცხოვრონ - ისწავლონ, იმუშაონ, შექმნან ოჯახი და ა. შ. სწორედ ამიტომ აღარ არის საჭირო დღეს ციხესავით ფსიქიატრიულები და დასავლეთში, ჩვეულებრივ, ყველა საერთო პროფილის მქონე კლინიკას აქვს შესაბამისი განყოფილება. ისე, როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი ასათიანზე მარტო იმიტომ ცხოვრობს, რომ წასასვლელი არსად აქვს.
გამახსენდა მალხაზ გულაშვილი, ბასილ კობახიძეზე საზოგადოებრივი არხის ეთერში რომ თქვა, მაგას როგორ უსმენთ, როცა რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულშიო და ამ ნათქვამისთვის არავინაც არ მოსთხოვა პასუხი. მერე მოვლენები სწრაფად განვითარდა, გულაშვილი გაიქცა და ეს ეპიზოდიც დაგვავიწყდა.
ახლა ვფიქრობ, შეიძლება თუ არა, რომ ვინმე ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანმა ნანუკას უჩივლოს? ან რომელიმე არასამთავრობომ, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების უფლებას იცავს? არ ვიცი. მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, ამას არავინ გააკეთებს.
ნეტავ, ვინ დაუწერა ნანუკას ეს მონოლოგი? >>> იხილე გაგრძელება >>> liberali.ge
ავტორი: pulpbubble
- მოგესალმებით ყველას. დღეს მე გავუძღვები ექსკურსიას დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდ საწარმოში. მინდა გითხრათ, რომ თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ და ნუ დაგენანებათ ეგ ბოლო ხუთლარიანიც. აქ იხილავთ იმას, რასაც ვერავითარი წარმოსახვა ვერ გასწვდება. დიახ, ჩვენ ადამიანებს ვაწარმოებთ.
***
ვიწრო, უხილავ, კარებში მომცრო ტანის, ბაინდერით და ტელევიზორის პულტით შეიარაღებული, მამაკაცი ხუთიოდე გზააბნეულს შეუძღვა და დიდ, ტელევიზორებით მორთულ დარბაზში შეიყვანა. მამაკაცი პირველ ტელევიზორთან გაჩერდა, ჩართო და დამთვალიერებლებს პირველი ნიმუში წარუდგინა – ბექა. 23 წლის.
***
ბექა ჯერ ახალგაზრდაა. თავისებური ადამიანია. ბექას უყვარს საკუთარი თავი, სხვებიც. ბექა ბევრ ისეთ რამეს ხვდება, რასაც სხვები ვერ ხვდებიან. ბექას უნდა სხვებსაც გააგებინოს. ბექა საშიშია. ბექას უყვარს მუსიკა. ბექა მუსიკოსია. ბექას ავიწყდება სამყარო, როცა უკრავს. ბექა უკვდავია, მაგრამ მაინც მოკვდება. ოდესმე.
- მოდით ცოტა უკან დავბრუნდეთ. – და ექსკურსიათმძღოლმა კადრი უკან გადაახვია.
პატარა, წყნარი ქალაქი. ინფორმაციის ვაკუუმი. ხელოვნებისაც. მუსიკისაც, რა თქმა უნდა. ქუჩაში შემთხვევით პოულობს აუდიო-კასეტას. ნივთი ჯერ უცხოა ბექასთვის. გახუნებულ, თეთრ ფურცელზე ცუდი კალიგრაფიით აწერია : ნირვანა. ბექა პირველად უსმენს მუსიკას. ეს რაღაც განსხვავებულია მისი რეალობისგან. ბექას მოსწონს. სხვას არავის. ბექა მარტოა. ბექა იწყებს დაკვრას. კურტი უკვე მოკვდა, ბექა ჯერ ცოცხალია.
სტოპ. უკან. ერთი შემთხვევითობა და შენ სხვა ადამიანი ხარ. რომ არა შემთხვევითობა, შენ იზრდები და მხოლოდ ღმერთს სთხოვ შემწეობას წამდაუწუმ. არ გიგზავნის. არც გჭირდება. აბარებ უნივერსიტეტში. ხდები იურისტი. ყიდულობ საშუალო ფასიან მანქანას. გაცვია ნორმალური პიჯაკი. გყავს ნათესავები, რომლებსაც დღესასწაულებზე ნახულობ. გიხარია. მუშაობ პატარ ფირმაში და სავსებით კმაყოფილი ხარ ნორმალური ცხოვრებით.
მაგრამ, ერთი შემთხვევითობა და შენ ვერ აკმაყოფილებ სტანდარტებს. ზედმეტი ხარ.
ამიტომ, უარი ეთქვას კვლავწარმოებაზე !!!
***
მეორე ტელევიზორი.
ლეონი.
ლეონი ახალგაზრდაა? არა, ლეონი სულ ახალგაზრდაა. ლეონის ცხოვრება რთულია. ლეონის თვალებში სულ სხვადასხვა ფერებია. ამიტომ ყველაფერს სხვადასხვანაირად ხედავს. გაატარო ბავშვობა ოთხმოცდაათიანების თბილისში, უკვე ნიშნავს იყო სიურეალისტი. ლეონიც სიუარეალისტია? არა, ლეონმა თვითონ მოიგონა სიურეალიზმი. ლეონი მხატვარია. ყველა ხედავს ლეონის ნახატებს? არა, მარტო ლეონმა იცის რას ხატავს.
ლეონი არასდროს იძინებს რბილ საწოლზე. ლეონს ძინავს ფერებში. უფერულ ფერებში. ზოგჯერ. ლეონს სახეზე ყველაზე მეტი საღებავი ედება. ლეონი იღვიძებს. ლეონი ყოველ დილით სახეს იწმენდს ქაღალდით. ასე ხატავს ლეონი. ყოველ დილით სხვადასხვა ლეონი იღვიძებს: კიბერწმინდანი, რეტრობუშტი, LSD-ბუდისტი, ცალთვალა მონსტრი.
ლეონის თითები არასდროს ეხება ერთმანეთს. როცა, ლეონის თითები ერთმანეთს შეეხება ლეონი გაქრება. ლეონი ყოველ საღამოს თითებს ერთმანეთის წინ აყენებს. მთვარის შუქზე ატრიალებს ჰაერში. უხილავ ღრუბლებს წიწკნის ციდან და ჩუმად ჭამს. არავინ რომ არ დაინახოს. მაგრამ ლეონის თითები მაინც არ ეხება ერთმანეთს.
ლეონი ზედმეტად ლეონია. ლეონიც საშიშია.
ამიტომ, უარი ეთქვას კვლავწარმოებაზე !!!
***
ანანა.
ანანამ სამჯერ მოპარა ცეცხლი ზევსს. პრომეთემდე. ანანამ სამჯერვე დაუბრუნა ცეცხლი ზევსს. ანანა გულუბრყვილოა.
ანანა არაა მხატვარი. არც მუსიკოსი. არც გაეროს გენერალური მდივნობის კანდიდატი. ანანა – ანანაა. ანანას გარეშე არც ლეონის ნახატებს აქვს აზრი და არც ბექას მუსიკას. ანანა იწოვს ფერებს თვალებით და ამიტომ მას ყველაფრისფერი თვალები აქვს. ანანასთვის ერთნაირად სასიამოვნოა შპალერის ორნამენტების და სალვადორ დალის ნახატების ყურება. მთავარია მოინდომოს. ანანა ცხოვრების ხელოვანია და ამიტომ მის გარშემოც ყველაფერი ხელოვნებაა. შპალერიც კი.
ანანა არ ცეკვავს მაშინ, როცა ყველა იწყებს ცეკვას. ანანას მუსიკა განსხვავებულია. როცა დილით ნაგვის მანქანა აახმაურებს პოლიეთილენის და ბანანის ქერქის სიმფონიას, მაშინ ანანა ჰაერს ეცეკვება ვალსს. პამ-პამ-პამ-პამ-პამ.
ანანას შეუძლია ჰაერიდან შეისუნთქოს მხოლოდ ნახშირორჟანგი და ჟანგბადად აქციოს. ანანამ იცის, რომ ეს დაახრჩობს. ანანა არასდროს ფიქრობს საკუთარ თავზე. სხვებმა რომ ისუნთქონ ანანას ჟანგბადი, სხვებიც დაიწყებენ ფიქრს. სხვებსაც შეუყვარდებათ ერთმანეთი. ამიტომ, ანანა საშიშია.
ამიტომ, უარი ეთქვას კვლავწარმოებაზე !!!
***
შემდეგი ტელევიზორი.
ავტორი: ჯორჯ პაიკი
ცოტა ხნის წინ, ამერიკის თითქმის ყველა დიდი ქალაქის ქუჩებში უჩვეულო ნიშნები გამოჩნდა. იდეა მეტად ორიგინალურია – ქუჩებში მხოლოდ საგზაო ნიშნების, რეკლამების და აბრების არსებობას ახალისებს.
… trustocorp – აი, ამ სახელით მოქმედებს ის ხალხი, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს. ისინი ამბობენ რომ მათი მიზანია ხალხს ღიმილი მოჰგვარონ და სასურველია თუ ცოტაც დაფიქრდებიანო.
წარმოიდგინე, ჩვენთანაც გააკეთეს მსგავსი რამ და ფეხით მოსიარულე “მაგარმა ტიპმა”, – რომელიც “ქემელ ლიგის” და მსოფლიო ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებულია გრძელ დინსტანციაზე გადაფურთხებაში, ასევე ყველა იმ ნიშნით არის კბილებემდე შეიარაღებული რაც აუცილებელია “მაგარი ტიპობისთვის”, – დაინახა წარწერა: “შენ არ ხარ მაგარი ტიპი”, როგორ გგონია რას იზავს? ალბათ, მივა და ზედ საკუთარ “კლიჩკას” ამოკაწრავს “ბაბაჩკის” წვერით.
მერე რა, თუკი ნიუ–იორკში არ ვცხოვრობ და ქუჩაში სეირნობისას ვერ ვნახავ მსგავს ნიშნებს, სამაგიეროდ, თუ მოვინდომე მეც გავიღიმებ და დავფიქრდები კიდეც.
ყველაზე მეტად მომეწონა ნიშანი წარწერით: “YOU ARE NOT COOL”. ვნახე, გავიღიმე, დავფიქრდი…
1970 – იან წლებში, ა.შ.შ.–ს რადიოსადგურით გადაიცემოდა გარისონ კეილორის (Garrison Keillor) რადიოშოუ, რომელშიც საუბარი მიდიოდა გამოგონილ ქალაქ Lake Wobegon–ზე, სადაც: “ყველა ქალი ძლიერია, ყველა კაცი მომხიბვლელია და ყველა ბავშვის შესაძლებლობები საშუალოზე მაღალია”. მოგვიანებით კეილორმა წიგნიც დაწერა: “Lake Wobegon Days”, ფსიქოლოგიაში კი გაჩნდა ტერმინი – Lake Wobegon–ის ეფექტი, რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანების უმრავლესობა საკუთარ თავს სხვასთან შედარებით უფრო მაღალ შეფასებას აძლევს. მაგალითად, გამოკითხეს მძღოლები, რომელთა უმრავლესობაც საკუთარ თავს საუკეთესოდ მიიჩნევდა. გამოკითხეს მოსწავლეები, მათი უმრავლესობაც თვლიდა რომ თანაკლასელებზე ძლიერები იყვნენ. დაადგინეს რომ ადამიანს რაც ნაკლები აქვს იტელექტის კოეფიციენტი,(IQ) მით უფრო დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, და პირიქით – მაღალი IQ მქონე ადამიანები, უფრო სწორად აფასებდნენ თავიაანთ შესაძლებლობებს.

ფსიქოლოგების მოსაზრებით, საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენის ქონა...
ავტორი: finiki
ანელიზ მიშელი დაიბადა 1952 წლის 21 სექტემბერს, ის ეწეოდა მისი ასაკისთვი სრულიად შესაფერის და ნორმალურ ცხოვრებას, იყო მხიარული და მორწმუნე ადამიანი. ყოველგვარი წინა პირობის გარეშე მისი ცხოვრება შეიცვალა 1968 წელს, როდესაც მას პირველად დაემართა კრუნჩხვა და აღმოაჩინა, რომ არ შეეძლო საკუთარი სხეულის მართვა. მან ისიც კი ვერ შეძლო, რომ დასახმარებლად დაეძახა თავისი მშობლებისთვის (იოსები და ანა) ან მისი დებისთვის. ”ვურცბურგის ფსიქიატრიულ კლინიკაში” ნევროლოგმა მას დაუსვა ეპილეფსიის დიაგნოზი. იმის გამო, რომ ეპილეფსიური შეტევები იყო ძალიან ხშირი, რასაც შემდგომ მოჰყვა დეპრესია, გადაწყდა, რომ ანელიზე მოეთავსებინათ კლინიკაში. აღნიშნული ეპილეფსიური შეტევების, შემდეგ მალევე ანელიზეს დაეწყო ”ჰალუცინაციები” და იგი ყოველდღიური ლოცვის დროს ხედავდა ეშმაკის სახეებს. ეს იყო 1970 წლის შემოდგომა, და სანამ დანარცენი ახალგაზრდობა უბრალოდ ტკბებოდა ცხოვრებით, ამასობაში ანელიზ მიშელი იტანჯებოდა იმ აზრით, რომ ის იყო შეპყრობილი ეშმაკის მიერ. იქიდან გამომდინარე, რომ მეტ ახსნას უბრალოდ ვერ უძებნიდნენ იმ ფაქტს, რომ ის ხედავდა დემონებს ლოცვის დროს. საკმაოდ მალე მას ხილვების გარდა უკვე ხმებიც ესმოდა, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ ის ”ჯოჯოხეთში დაიწვებოდა”. მან ექიმთან საუბარში ერთხელ აღნიშნა, რომ შემოჩენილი ყავდა დემონები, რომლებმაც მისი მართვა და მისთვის ბრძანებების მიცემა დაიწყეს. ექიმები ვერაფრით ეხმარებოდნენ, და ანელიზემ დაკარგა იმედი იმისა, რომ მისთვის დანიშნული მედიკამენტები რაიმე შედეგს გამოიღებდნენ. 1973 წლის ზაფხულში, მიმსმა მშობლებმა, მიაკითხეს რამოდენიმე ეკლსესიას და მღვდელს ეგზორციზმის მოთხოვნით. თუმცა არავინ თანხმდებოდა და ურჩევდნენ 20 წლის ანელიზეს გაეგრძელებინა დანიშნული მკურნალობდა და მიეღო შესაბამისი მედიკამენტები. მათ აუხსნეს, რომ პროცესი, რომლის მიხედვითაც ეკლესია უფლებას იძლევა ჩატარდეს ეგზორციზმი, მკაცრადაა გაწერილი, და მანამ სანამ ყველა კრიტერიუმი არ დაკმაყოფილდება, ეკლესიის წინამძღვარი ვერ გასცემს თანხმობას ეგზორციზმის ჩატარებაზე (1952 წელს ეგზორციზმის რომაულ რიტუალში შევიდა ცვლილება, იმის შესახებ, რომ მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ფსიქიკური აშლილობა და სატანით შეპყრობა ერთმანეთისგან და პაციენტის მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს, რამოდენიმე კრიტერიუმს (იხილეთ ზოგადი წესები ეგზორციზმის შესახებ)). რამოდენიმე კრიტერიუმი კი ასეთია: განსაკუთრებული აუტანლობა რელიგიური სიმბოლოების მიმართ, საუბარი პაციენტისთვის უცხო ენაზე და არაადამიანური ძალების ფლობა. 1974 წელს, ანელიზეზე დაკვირვების შემდგომ, მღვდელმა ერნსტ ალტმა, ვურცბურგის ეკლესიის წინამძღვარს სთხოვა თანხმობა ეგზორციზმის ჩატარებაზე. ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა, და ანელიზეს მიეცა რჩევა, რომ უფრო მეტად რელიგიური ცხოვრებით ეცხოვრა, რათა ეპოვა სულიერი სიმშვიდე. ამის მიუხედავად შეტევები არ შემცირებულა და მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. ანელიზ მიშელი, სახლში (კლინბენბერგში) ცხოვრობდა, ის გახდა აგრესიული, დაიწყო საკუთარი თავის დასახიჩრება, ცემა, კბენდა ოჯახის სხვა წევრებს. ის უარს აცხადებდა კვებაზე, ვინაიდან ამბობდა, რომ დემონები არ აძლევდნენ ამის უფლებას. ეძინა ქვის იატაკზე, ჭამდა ობობებს, ტარაკნებს და სვამდა საკუთარ შარდს. საათების განმავლობაში ისმოდა მისი განწირული ყვირილი, ის ამტვერვდა ჯვარცმებს, იესო ქრისტეს ხატებს. ანელიზესთვის ბუნებრივი მდგომარეობა გახდა თვითდაშავება, საკუთარ შარდში ძილი ქვის იატაკზე, საკუთარი ტანსაცმის დახევა.
მას შემდეგ რაც გაჩნდა მტკიცებულებები იმისა, რომ ანელიზე მიშელი იყო შეპყრობილი ეშმაკის მიერ, 1975 წლის სექტემბერში, ვურცბურგის ეკლესიის წინამძღვარმა, იოსებ სტანგლმა, მისცა უფლება არნოლდ რენცს და ერნსტ ალტს, ჩაეტარებინათ ეგზორციზმი ანელიზე მიშელისთვის. გამოვლინდა, რომ ანელიზესგან უნდა გაედევნათ 6 დემონი (ეგზორციზმის რიტუალში მთავარია ჩასახლებული დემონების ვინაობის დადგენა, რასაც როგორც წესი ძალიან დიდი დრო მიაქვს, თუმცა ამის გარეშე წარმატება გამორიცხულია, ეგზორციზმის დროს დადგინდა რომ ანელიზეში ჩასახლებული იყო 6 დემონი) ლუციფერი (რაც ყველაზე მეტად იწვევს ეჭვს), იუდა ისკარიოტელი, ნერონი, კაენი, ჰილტერი და ფლაიშმანი (ეს უკანასკნელი არის მე-16 საუკუნეში მოღვაწე დაცემული მღვდელი). 1975 წლის სექტემბრიდან 1976 წლის ივლისამდე კვირაში დაახლოებით ერთი ან ორი ეგზორციზმის სესია უტარდებოდა ანელიზეს. ზოგჯერ შეტევები იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი დაჭერა სამ კაცს უხდებოდა ან ჯაჭვითა აბამდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში ანელიზეს მდგომარეობა გაუმჯობესდა, დაიწყო კვლავ ინსტიტუტში სიარული და ეკლესიაშიც დადიოდა.
თუმცა შეტევები არ შეწყვეტილა, ის ხშირად ხდებოდა პარალიზებული. ეგზორციზმი გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ერთი და იგივე ლოცვებით. ანელიზ მიშელი ეგზორციზმის დროს ჩაიწერა 40 აუდიო კასეტა (ეს ადუიო მასალები შემდეგ გამოყენებულ იქნა სასამართლოზე მტკიცებულებად, ამ მასალის მოსმენა შეგიძლიათ youtube.com-ზე, თუმცა სუსტი ნერვების პატრონებს ვურჩევ თავი შეიკავონ). ეგზორციზმის უკანასკნელი სესია ანელიზეს ჩაუტარდა 1976 წლის 30 ივნისს, მას ამ დროს უკვე ჰქონდა ფილტვების ანთება, მაღალი სიცხე და გამოფიტული იყო უჭმელობისგან. იმდენად დასუსტებული იყო, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შეეძლო, იმ დღეს უტხრა დედამისს, რომ ძალიან ეშინოდა.
ანელიზე ცხოვრების უკანასკნელ დღეებში ასე გამოიყურებოდა, მანამდე კი სავსებით ნორმალური ახალგაზრდა იყო.
მეორე დღეს 1 ივლისს ანელიზ მიშელი გარდაიცვალა. გამოძიება ღნიშნულ საკითხზე დაიწყო დაუყოვნებლივ….
ავტორი: გიორგი გვახარია
ბლოგის ტექსტი თითქმის დამთავრებული მქონდა, როცა 2008 წელს, "ცხელ შოკოლადში" გამოქვეყნებული "ცრემლიანი სათვალე" გამახსენდა. მივხვდი, რომ ვმეორდები, რადგანაც მეორდება ისტორია. უფრო მეტიც, საქართველოში ის თითქოს ადგილიდან არ იძვრის. რაკი ეს წერილი "ცხელი შოკოლადის" საიტზე არ არის გამოქვეყნებული, გადავწყვიტე, ჩემს ბლოგზე დავდო. შემოკლებით, რა თქმა უნდა!
"ფსიქოს" დასრულების შემდეგ, საბურთალოზე, შუაღამეს, როცა ქალაქი წყვდიადში იყო ჩაფლული (გადაცემაშიც, იმხანად, როგორც წესი "დვიჟოკიანი დამრეკავები" გვიკავშირდებოდნენ), ბენზინს მხოლოდ პავლოვისა და ვაკე-საბურთალოს კუთხეში ჩაასხამდი. ეს "კალონკა" ხატებით და საეკლესიო კალენდრებით იყო მორთული, "ჩამსხმელები" კი მაშინაც მიბღვერდნენ, როცა ლარიანს ვუტოვებდი "ჩაისთვის" და არ ვიმჩნევდი, რომ ერთ-ორ ლიტრს მუდმივად მპარავდნენ.
მეზიზღება ეგ "კალონკა"! სამი სიზმარი დავითვალე, რომელიც ზამთარშიც კი ოფლში გაწურულს მაღვიძებს. პირველი ცოფიანი ძაღლია, დაჟინებით რომ ცდილობს, მეცეს ფეხზე; მეორე - ჩემი მანქანა, რომელსაც მუხრუჭი უმტყუნებს და უფსკრულში გადაიჩეხება; და მესამე - ეგ "კალონკა", თავისი დაბღვერილი "ჩამსხმელებით" და "მამაოთი".
ჩემს "ლურჯაში" პირველი და მეორე სიზმარი არაერთხელ გაგვირჩევია ფსიქოლოგებთან. რამდენი წელია მანქანას ვატარებ და, თუკი არ მეჩქარება (არადა, როგორც წესი, სულ მეჩქარება), სიამოვნებით ჩავისხამ ხოლმე ავტომობილში ნაცნობ-მეგობრებს აქეთ-იქით დასარიგებლად. უკვე ვიცი, რატომ გრძნობს კაცი თავს კომფორტულად საკუთარ მანქანაში და საიდან ჩნდება "ტაქსის შოფრის" ეს კომპლექსი, უფრო სწორად, სხვისი მართვის კომპლექსი. ადვილია და კარგ დეტექტივს ჰგავს ეს ყველაფერი. მაგრამ "მამაოს" ამბავი, რომელიც მე-20 საუკუნის უკანასკნელი (თუ "ბოლოსწინა") წლის მიწურულს გადამხდა, ფსიქოანალიზს ნამდვილად არ ექვემდებარება.
არადა, დეკემბრის იმ ღამეს, როცა ეს ინციდენტი მოხდა, სწორედ ფსიქოლოგები მესხდნენ "ლურჯაში".
ბენზინი ჩავასხი და უკანა სვლით გასვლას ვაპირებდი, როცა აღმოვაჩინე, რომ გზა ვერცხლისფერმა BMW-მ გადამიკეტა. გული უნდა გაგიტეხოთ, ამ მარკის მოყვარულებო. ჩემთვის BMW-ს პატრონი იგივეა, რაც ჟულიეტ ბინოში (ხო, მიყვარს ამის გამეორება)! დისკომფორტი სახეზე მაწერია ხოლმე, როცა ამ ჯიშის ხალხს ვხედავ.
ვერცხლისფერი მანქანის მძღოლი მღვდელი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე "დავუსიგნალე", მშვიდად აგრძელებდა მობილურით ლაპარაკს. ბოლოს, მანქანიდან გადმოვიდა და ასე, მობილურით ლაპარაკ-ლაპარაკით, პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა.
"შენ გვახარია არა ხარ?"
ნუ, ეს ჩვეულებრივი კითხვაა... გვარით როცა მოგმართავენ, გასაგები ხდება, მერე რა უნდა დააყოლონ. სკოლაში იცოდნენ ასეთი მიმართვა საბჭოთა მასწავლებლებმა. სხვათა შორის, სკოლაც ერთ-ერთი კოშმარული სიზმარია, რომელიც დროდადრო არღვევს ხოლმე ჩემს მყუდროებას.
"ერთი კითხვა მაქვს შენთან. ჯოჯოხეთის არ გეშინია, შვილო?"
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი (არადა მომზადებული მქონდა). ფსიქოლოგმა ქალებმა ერთხმად შესძახეს: "მანქანის გაჩერება ისწავლეთ და ჯოჯოხეთზე მერე გველაპარაკეთ!"
ფსიქოლოგი ქალები იდეალური დაცვაა ნებისმიერი ნევროტიკი მამაკაცისთვის, რომელიც სიზმარში ცოფიან ძაღლებს ხედავს. მით უმეტეს, როცა საკუთარ მანქანაში ზის. ამ დროს იგი ორმაგად დაცულია.
მანქანის გადაყენება ვთხოვე. ჩემი ჭკუით გაქცევას ვაპირებდი. მაგრამ "ვერცხლისფერი რაშის" მფლობელი, როგორც ჩანს, არანაკლებ დაცულად გრძნობდა თავს. ლაპარაკობდა ხმამაღლა. ძალიან ხმამაღლა, რათა როგორმე მიეპყრო გარემომცველთა ყურადღება და ჯოჯოხეთის თემაზე "დისკუსიაში" ბენზინის ჩამომსხმელი ბიჭებიც ჩაება.
ბოლოს და ბოლოს, მღვდელი იყო და ყველაფერს ხომ ვერ იკადრებდა?
მრევლს კი ეპატიებოდა, ერთ-ორს თუ წაუთაქებდა "ჯოჯოხეთის მოციქულს". მეორე დღეს კი მოინანიებდა. შეიძლება, არც მოენანია. მას ხომ ასე სჯეროდა - "ჯოჯოხეთის მოციქულები" ისე უნდა სცემო, რომ სამუდამოდ ჩაიწყვიტონ ხმა.
"მამაომ" გაიხსენა "გრძნობათა იმპერია", ტიმ როტის "ომის ზონა", ენდრიუ ბირკინის "ცემენტის ბაღი". ის ფილმებიც მიაყოლა, რომლებიც არასდროს გვეჩვენებინა "ფსიქოში" - მაგალითად, სკორსეზეს "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება". ჩემს საყვარელ კითხვაზე, რატომ უყურებთ, თუ არ მოგწონთ, დაუფიქრებლად მიპასუხა, მე არ ვუყურებ, მრევლი მიყვებაო. დათო მელიქიშვილმა ჰკითხა, "მობილურით გიყვებიან?". ცოტა დაიბნა. მობილური ეგრევე ანაფორაში ჩაიდო. თუმცა, მანქანის გადაყენებაზე ისევ უარს ამბობდა.
ფსიქოლოგმა ქალებმა უთხრეს, თუკი ამ ფილმების ჩვენება დანაშაულად მიგაჩნიათ, მიდით და სასამართლოში იჩივლეთო. ამ სიტყვამ, "სასამართლომ", ცოტა გამახალისა. "სამსჯავროს" ხსენებაზე რატომღაც მიქელანჯელო გამახსენდა. შიშველ სხეულებს მიქელანჯელოც ხატავდა და აქანდაკებდა-მეთქი.
მიქელანჯელომ კიდევ უფრო გაათამამა:
"ჰოდა, მეც ამას არ ვამბობ? თქვენ ყველას - პაპისტებს, იეღოველებს, კრიშნაიტებს, ჯოჯოხეთი გელით. არ გეშინიათ?"
"იეღოველი" მაგიური სიტყვა იყო 1999 წლის საქართველოში. მე-20 საუკუნე იწურებოდა, მაგრამ "კურიერის" ყველაზე რეიტინგულ სიუჟეტად ისევ იეღოველების დარბევა ითვლებოდა. ბასილ მკალავიშვილის მრევლი მუდმივად ჩნდებოდა ხოლმე "რუსთავი 2"-ის ოფისში. ზოგიერთი ჟურნალისტი მეგობრობდა კიდეც მამა ბასილის ხალხთან. ატყობინებდა, სად იგეგმებოდა იეღოველებისა თუ ბაპტისტების მორიგი შეკრება, რათა ეს ხალხი მერე "გლდანის მრევლს" დაერბია,
"მამაოს" გრძელსა და ხმამაღალ მონოლოგში სიტყვა "იეღოველი" ასევე კარგად ნაცნობმა სიტყვამ, "ავადმყოფმა" შეცვალა. პრინციპში მართალი იყო ეს კაცი - "ფსიქო" ავადმყოფებისთვის იყო განსაზღვრული. "ფილმის ტრავმის" ძიება საკუთარი ტრავმის ძიებას ემსგავსებოდა. უფრო სწორად, გასაანალიზებელ ტექსტზე საკუთარი ტრავმის პოზიტიურ გადატანას, შეიძლებოდა, გამოჯანსაღების შანსი შეექმნა ნევრიტიკ-ანალიტიკოსისთვის (იმავე "დამრეკავისთვის"). მაგალითად, ვიტგენშტაინი თვითმკვლელობას ხომ სწორედ "ლოგიკურ-ფილოსოფიურმა ტრაქტატმა" გადაარჩინა...
"მამაო" თავისას აგრძელებდა. მანქანას უკვე მოუახლოვდნენ ბენზინის ჩამომსხმელი ბიჭები. ერთმა, მგონი, მითხრა კიდეც, გადმოდი მანქანიდანო. მაგრამ სიტყვა "იაღოველი" (ჰო, ასე თქვეს "ბენზინის ბიჭებმა") სწორედაც რომ მაგიური აღმოჩნდა.
მარჯვენა ხელი "ზევიდან", ე.ი. ტვინიდან ბრძანების გარეშე ჩაცურდა ჩემს მაისურში და ნათლობის ჯვარი ამოიღო. პატარაა ეს ჯვარი. მაგრამ, საბედნიეროდ, ბენზინის "კალონკა" მაგრად იყო განათებული - დაინახეს.
უჰ, დაინახეს კი არა, თვალი გაუშტერდათ, გაქვავდნენ. და, რაც მთავარია, ხმა ჩაუწყდათ. აი, როგორ უყვარს ღმერთს სიზუსტე - სიტყვა "იაღოველი" რომ არ ეხსენებინათ, მარტო მიქელანჯელოთი, პაპიზმით, გარყვნილებით და ჯოჯოხეთით რომ დაკმაყოფილებულიყვნენ, ჯვარი ხომ შეიძლებოდა არც გამხსენებოდა. ისევ "სასამართლო-სასამართლოს" ძახილში ვიქნებოდით მე და ჩემი ქალები. მაგრამ სიზუსტე რა მოსატანია "კალონკის" სამყაროში, სადაც ხატები და საეკლესიო კალენდრები კი უკიდიათ კედელზე, მაგრამ ერთი-ორი ლიტრით მოტყუებაზე არასდროს ამბობენ უარს. სიზუსტე რა მოსატანია ამ მობილურიან "მამაოსთან"?!
დაქოქა თავისი BMW და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. ფეხები კი მიკანკალებდა, მაგრამ საჭე ადვილად დავიმორჩილე. დავარიგე სახლში ჩემი კეთილი ფსიქოლოგი ქალები...
ავტორი: Lord Vader
პოეტებისთვის და ფილოსოფოსებისთვის ლამაზი ქალი – ესაა მუზა, რომელიც მამაკაცებს დიად საქმეებზე შთააგონებს, ის, ვის გარეშე არაფერი იარსებებდა. თანამედროვე ფემინისტები ამტკიცებენ, რომ ქალ-თანამშრომელთა რიცხვის ზრდა სხვადასხვა დაწესებულებაში, შესრულებული სამუშას ხარისხს აამაღლებს და მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის.
ასეა თუ არა სინამდვილეში?
მეცნიერებმა ვალენსიის უნივერსიტეტიდან გადაწყვიტეს, დაედგინათ, თუ რა ზემოქმედება აქვს ქალს მამაკაცის შემოქმედებით თუ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე.
ამისთვის მამაკაცები ორ ჯგუფად გადაანაწილეს და თავსატეხების (სუდოკუს) ამოხსნა სთხოვეს. ექსპერიმენტს აკვირდებოდნენ მკვლევრები: მამაკაცი და ლამაზი ქალი, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.
ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ თუკი ოთახში მხოლოდ მამაკაცები რჩებოდნენ, მათ მიერ ნაჩვენები შედეგები იყო ბევრად უკეთესი, ვიდრე მაშინ, როდესაც ოთახში მათთან ერთად ლამაზი ქალი იმყოფებოდა.
ამბობენ, რომ არტურო ტოსკანინი თავის ორკესტრში ქალ-მუსიკოსებს არ იყვანდა. როდესაც ამის მიზეზი კითხეს, მაესტროს უთქვამს:
- თუკი ქალი ლამაზია, ის ჩემს მუსიკოსებს უშლის ხელს, ხოლო თუ ულამაზო, მეტწილად – მეო.
ქალის გვერდით მამაკაცის ორგანიზმში იმატებს ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც სტრესის გამომწვევია. რაც მეტია კორტიზოლი, მით მეტია სტრესი. რაც უფრო ლამაზია ქალი, მით უფრო მეტ კორტიზოლს გამოიმუშავებს მამაკაცის ორგანიზმი - ამ ვითარებაში მამაკაცის ინტელექტუალური თუ შემოქმედებითი შესაძლებლობები კი არ იმატებს, არამედ – მცირდება, – ამტკიცებენ ვალენსიელი მეცნიერები.
არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, ძველი ფილმია ეგეთი “სამსახურებრივი რომანი” (Служебный роман). იქ ეგეთი პერსონაჟია გვარად ბუბლიკოვი. სამსახურში ზის კიბესთან და ამ კიბეზე ადი-ჩამოდიან ქალები. ჰოდა, საწყალ ბუბლიკოვს ყურადღება ეფანტება და სამუშაოს გულს ვერ უდებს, რის გამოც არც პრემია ერგება და არც ხელფასის მომატება.
ბოლოს, მოკვდება, საწყალი.
Attractive women boost men’s stress
P.S.
დაბოლოს ერთი იგავი (არასრულწლოვან მკითხველებს, ვთხოვ, სხვა ბლოგზე გადართონ):
ტვინს დაბადების დღე აქვს. ორგანოები რიგ-რიგობით განსხვავებულებითა და ფეხზე ადგომით ადღეგრძელებენ.
ჯერ გული დგება:
- მე ვადღეგრძელებ ტვინს, რომლის გარეშე ჩემი შრომა სულ ტყუილი იქნებოდაო. მრავალი წელი იცოცხლე და იდღეგრძელეო.
პენისს სურს, ადღეგრძელოს, მაგრამ ტვინი აჩერებს: “ჯერ არაა შენი დროო!”
პენისი ჯდება და დგება კუჭი:
- დიდო ტვინო, რა აზრი ექნება ჩემს სიცოცხლეს, შენ რომ არა მყავდეო. დღეგრძელი იყავ და საკვებით მომარაგება ჩემზე იყოსო!
კვლავ პენისს სურს, ადღეგრძელოს, მაგრამ ტვინი უყვირის: “ხომ გითხარი, ჯერ შენი დრო არააო!”
დგებიან ფილტვები:
- ტვინო, შენ გაგიმარჯოს, ალალი იყოს შენზე ჰაერი, ჩვენ რომ გაწვდითო!
პენისი ისევ ცდილობს ადღეგრძელოს, ტვინი კი უყვირის: “რამდენჯერ უნდა გითხრა, ჯერ შენი დრო არააო!”
პენისი გაბრაზდება…
იგავის დასასრული იხილეთ აქ >>> >>> lifestylebox.wordpress.com
ავტორი: დევი დევიძე
მამაკაცთა უმრავლესობა, რაოდენ მამაცი და მტკიცეც არ უნდა ჩანდეს, სინამდვილეში საკმაოდ მშიშარა არსებაა. გერმანელ მეცნიერთა გამოკვლევების თანახმად, კაცებს ბევრი რამის ეშინიათ, მაგალითად, იმის, რომ მამას არ ეყვარებათ (თანაც ეს შიში რატომღაც პირველ ადგილზე დგას), საყვარელი ქალი უარყოფთ, ასევე - უბედური შემთხვევების, მარტოობის, ხელქვეითებზე კონტროლის დაკარგვის და სხვა. მსგავს შიშებს ასე თუ ისე უმკლავდებიან, მაგრამ არსებობს ცხოვრების კიდევ ერთი მხარე, სადაც იოლად მოწყვლად და მღელვარე მამაკაცურ სულს ქალისთვის დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია. ქალბატონები, ალბათ, დაგვეთანხმებიან, რომ როდესაც გულის სწორი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში ნერვიულობას იწყებს, სიამოვნებაზე ლაპარაკი ზედმეტია. მაშ, რისი ეშინიათ მათ ყველაზე მეტად ლოგინში?
"ვაითუ არაფერი გამომივიდეს!"
ყველა მამაკაცის ქვეცნობიერებაში ეს შიში სადღაც არის მოთავსებული. ის განსაკუთრებით მწვავედ გამომჟღავნდება, თუ თქვენი გმირი ადრეც მოხვედრილა მსგავს სიტუაციაში. სხვათა შორის, არსებობს ერთი უცნაური მითი, რომლის მიხედვითაც მამაკაცს მთელი სიცოცხლის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის სექსუალური აქტის ჩატარება შეუძლია, ამიტომ მას, ვისაც ჯერ მარცხი არ მოსვლია, ყოველთვის ეშინია, რომ ერთ არცთუ მშვენიერ დღეს მისი ლიმიტი ამოიწურება და... რა თქმა უნდა, ეს აზრი მეცნიერული თვალსაზრისით მეტად უსუსურია, ამიტომ თუ თქვენი მამაკაცი ნებისმიერი მიზეზით ცდილობს, თავიდან აიცილოს თქვენთან სიახლოვე, ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ მას ეშინია. ასეთ შემთხვევაში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ნურაფერს დააძალებთ, მაგრამ ამასთანავე განუწყვეტლივ მიახვედრეთ, რაოდენ ძვირფასი და მიმზიდველია იგი თქვენთვის. თუ, ბოლოს და ბოლოს, დაიყოლიებთ, ინიციატივა აქაც საკუთარ ხელში უნდა აიღოთ. როდესაც ბორბალი დატრიალდება, მამაკაცი დაივიწყებს საკუთარ შიშს.
ქალწულობა. გაიგონებს თუ არა ამ ჯადოსნურ სიტყვას, მამაკაცების ნახევარზე მეტი ველური ყვირილით გარბის და ქალის თვალთახედვის არიდან იკარგება. მათ, პირველ რიგში, დამატებითი პასუხისმგებლობის ეშინიათ: ვაითუ პირველივე აქტის შემდეგ ჩაებღაუჭოთ და მაჩის ბიუროში წაათრიოთ! მეორე მიზეზი ქალიშვილისთვის ტკივილის მიყენების შიშია, ამიტომ სიახლოვისას კავალერი საგონებელში რომ არ ჩააგდოთ, ან ადრევე გააფრთხილეთ ამის შესახებ, ან აუხსენით, რომ სულაც არ აპირებთ მის დამოუკიდებლობაზე თავდასხმას, რადგან საკუთარ დამოუკიდებლობას უფრო მეტად აფასებთ.
შედარება. თუ მამაკაცთან შემთხვევით წამოგცდათ წარსულში არსებული რომანის შესახებ, თქვენი საქმე (უფრო კი - მისი) წასულია. კაცი მაშინვე იმაზე იწყებს ფიქრს, ვინ უფრო "მაგარია" - თვითონ თუ მისი (თუნდაც ყოფილი) მეტოქე. ამიტომ ერიდეთ გულახდილობას. სხვათა შორის, არც ყოფილი მეგობრის ლანძღვა შეიძლება, რადგან, - უცნაურია, მაგრამ ასეა - მამაკაცური სოლიდარობის გამო თქვენი კავალერი მის მხარეს დაიკავებს, მეორეც, შეეშინდება, რომ თუ ერთმანეთს დაშორდებით, მის შესახებაც იმავეს იტყვით.
საკუთარი გარეგნობა. როგორი თვითდაჯერებითაც არ უნდა გაჰყვიროდეს ძლიერი სქესი, ნამდვილი მამაკაცისათვის საკუთარ გარეგნობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვსო, არ დაუჯეროთ. სინამდვილეში პირიქითაა - ამ მხრივ არასრულფასოვნების კომპლექსი მამაკაცებს უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე ქალბატონებს, ამიტომ თუ თქვენი მიჯნური ტანსაცმლის სრულ სიბნელეში გახდას ამჯობინებს და თუ ამ დროს შემთხვევით აანთებთ ნათურას, მაშინვე შესწევს მუცელს და ყველა კუნთს დაჭიმავს, სავარაუდოდ, მას საკუთარი გარეგნობის რცხვენია. ხშირად გაუმეორეთ, რომ მას შესანიშნავი ფიგურა აქვს, რომ მომცროღიპიანი მამაკაცები კულტურისტებზე მეტად გიზიდავთ და მისი შიშები დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცემა.
ავტორი: გოგი გვახარია
პიერ პაოლო პაზოლინი – Pier Paolo Pasolini (1922 – 1975)
შევეხებით ერთ მტკივნეულ თემას, რომლის შესახებ დღეს იშვიათად საუბრობენ – რამდენად აირეკლება მარკიზ დე სადის ნაწარმოების ამ თავისუფალ ეკრანიზაციაში ქართული, და არა მარტო ქართული, საბჭოთა სინამდვილე; როდის და რატომ ხდება ხელისუფლება პერვერსიული და რატომ მიილტვიან ძალაუფლებისკენ არადემოკრატიულ ქვეყნებში.
მარკიზ დე სადის რომანი “სოდომის 120 დღე” პიერ-პაოლო პაზოლინიმ 1975 წელს მეთვრამეტე საუკუნიდან 1945 წელს გადაიტანა, დე სადის ყველანაირი ძალადობით, ანომალიებითა და სექსუალური აღვირახსნილობით სავსე სცენები კი უცვლელად გამოხატა ეკრანზე…და რამდენადაც მარკიზ დე სადის სიტყვას არ შეეძლო მკითხველის ფსიქიკაზე ისეთი უშუალო ზეგავლენა მოეხდინა, როგორც ეს კინოს შეუძლია, პაზოლინის ფილმში ნაჩვენებმა რიტუალებმა თვით დე სადის პროვოკაციული ნაწარმოების ერთგული დამფასებლებიც კი გააღიზიანა. პაზოლინი მისმა თაყვანისმცემლებმაც კი გაკიცხეს, “სალოში” თავად რეჟისორის აკვიატებული კომპლექსები და სექსუალურ გარყვნილებაზე ფიქსაცია დაინახეს, მაგრამ როცა ფილმის პრემიერიდან რამდენიმე თვის შემდეგ რომის გარეუბანში პაზოლინის დასახიჩრებულ ცხედარს გადაეყარნენ, როცა გაირკვა, რომ დიდი იტალიელი რეჟისორის სხეული მკვლელმა, 17 წლის რომაელმა ყმაწვილმა ჯუზეპე პელოზიმ, ნაკუწებად აქცია, პაზოლინის ოპონენტებმა “სალოს” ახლებური გააზრება დაიწყეს. ნათელი გახდა, რომ ეს ფილმი პაზოლინის წინასწარმეტყველება იყო. როგორც მოგვიანებით სურათის კომპოზიტორი ენიო მორიკონე აღნიშნავდა: “პაზოლინიმ ორჯერ დადგა თავისი სიკვდილი – ჯერ ფილმში, შემდეგ კი – რეალურად, ცხოვრებაში. მან თავის მკვლელს ისეთივე როლი შეასრულებინა, როგორსაც მის ფილმში “სალოს” მმართველი სადისტები ასრულებენ.
“მე ყოველთვის ვამტკიცებდი, – წერდა პაზოლინი “სალოს” გადაღების წინ, – რომ ძალაუფლების მოპოვებაზე მეოცნებეებს ერთი მიზანი ამოძრავებთ – სურთ საკუთარი გარყვნილების დაკმაყოფილება, საკუთარი გარყვნილი ფანტაზიის რეალიზაცია უსუსურ მსხვერპლზე. ამიტომაც ყველანაირი ფორმით გამოხატული მილიტარიზმი თუ იარაღასხმული ბიჭები, რომლებიც მოსახლეობას ატერორებენ, ძველი ბერძნული “კაცური ძმობის” იდეოლოგია ყოველთვის პერვერსიულია. ავტომატური ლაწირაკების ჰომოფობია მხოლოდ ნიღაბია საკუთარი მამათმავლობის დასამალად”.
სალო - პიერ პაოლო პაზოლინი
გასულ წელს ქართულ გაზეთ ‘სპექტრში” გამოქვეყნდა ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ინტერვიუ, სათაურით “ჰომოსექსუალური ტენდენციები ქართულ პოლიტიკაში, ანუ რატომ ილტვიან ძალაუფლებისკენ”. უცნაურია, მაგრამ, ქართული პოლიტიკური ელიტის მიმართ გამოთქმული მწვავე შეფასებების მიუხედავად, ამ ინტერვიუს თითქმის არავინ გამოეხმაურა. როგორც ჩანს, საზოგადოების ერთი ნაწილი იმდენად შეაშფოთა, ასე ვთქვათ, “ქართული პოლიტიკური ცხოვრების ფსიქოანალიზმა”, რომ კომენტარებისგან თავის შეკავება ამჯობინა. “ჩვენში პარლამენტარობისკენ, მართლაც, დაუოკებელი სწრაფვაა, – წერს ნანა ჩაჩუა, – არადა ეს ისეთი რთული და პასუხსაგები საქმეა, რომ თუ არა ვნება და ჟინი, ასეთი თავპირისმტვრევა არ იქნებოდა…ეს არის აბსოლუტურად პერვერსიული მოცემულობა, იმდენად, რამდენადაც ვნება ცხრება პარლამენტში არჩევისთანავე. ამიტომაც დგება ხშირად ქვორუმის პრობლემა. პარლამენტარები აცდენენ, ესე იგი ვნება ჩაუცხრათ, როგორც კი შეუერთდნენ ძალას, ანუ პოლიტიკური ორგაზმი უკვე მომხდარია არჩევნებში”…
POSTED BY AGASFER
ანიმა - ქალური საწყისი მამაკაცში
ანიმუსი - მამაკაცური საწყისი
ქალში მითოლოგიური აზროვნება არის კაცობრიობის კულტურის, სულის და გამოცდილების "ექსტრაქტი"
და სწორედ ფსიქოლოგიური სტრუქტურის პირველსაწყისია
ფსიქეა (სული, როგორც გრძნობა და ინტელექტი)
ვენერა (სიყვარული, როგორც სტიქია, ფენომენი)
და ამური ( სიყვარული, როგორც პიროვნება)
ვენერა და ამური - ორი ულამაზესი ქალღმერთია..
მაგრამ ტემპერამენტით განსხვავდებიან.
ვენერა სტიქიურია..
ქრონისმა დაასაჭურისა ურანოსი, მოჰკვეთა ფალოსი და ზღვაში გადააგდო. ზღვა განაყოფიერდა და ასე, სტიქიურად იშვა ვენერა, იგივე აფროდიტე.
მაშინ, როცა ფსიქეა დილის ნამიდან იშვა..
ვენერა პირველყოფილი, ქვეცნობიერი, ქალურობის არქეტიპია. ეჭვიანი, დაუნდობელი, ნაყოფიერი, ყოველთვის უკმაყოფილო და ჭირვეული;
ესაა სიყვარული, როგორც “სტიქია”. უმართავი ძალა, რომელიც “აშენებს” და “ანგრევს”, “ანიჭებს სიცოცხლეს” და “კლავს”.
სიყვარული აირეკლება სულსა და სხეულში და ცვლის მათ.
ვენერას ზედაპირზე ამოაქვს ყველაზე დაფარული, შინაგანი სამყარო.
ვენერა გვაიძულებს ჩავიხედოთ სულში – “ფსიქეაში”
ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია აფროდიტეს სარკეს შესახებაც...
და ეს ის სარკეა, რომელიც გახდა ქალის, როგორც სქესის სიმბოლო. ანუ, მრგვალი თავი და ქვემოთ ჯვარი - ეს სარკეა.
ვენერა არის პიროვნების განვითარების და ზრდის “სტიქიური”, ოკეანური – მაშტაბური ენერგია.
ვენერამ ვერ აიტანა ფსიქეას სილამაზე. ფსიქეას, ანუ სულის სილამაზე იმდენად აღმატებულია, რომ ვერავითარი სხვა, ვერც ხორციელი და ვერც ღვთაებრივი ვერ შეედრებოდა..
ვენერა ფსიქეას დაუპირისპირდა..
ვენერა, ანუ სიყვარული, სჯის ფსიქეას, სულს..
და ფსიქეა არის ერთადერთი, ვისაც ვენერას სიყვარული შეუძლია, მასთან დაპირისპირებაც, მორჩილებაც და მართვაც...
ვენერას და ფსიქეას დაპირისპირება იწყებს სულის ევოლუციას. ძველი იცვლება ახლით. ამავდროულად, სწორედ ძველში აისახება ახალი.
ვენერა თავის ვაჟს, ამურს ავალებს, რომ ფსიქეას შეაყვაროს ამქვეყნად ყველაზე უღირსი, მახინჯი და ბოროტი.
და ვინ არის ამური (იგივე ეროსი, კუბიდონი და ეროტი)…
by Lord Vader
დაგროვების ბარათების ბუმმა რომ საქართველომდეც მოაღწია, ვინ არ იცის – ჩაიხედე საკუთარ საფულეში, და თუ იქ ერთ დაგროვების ბარათს მაინც ვერ აღმოაჩენ, ძალიან გამიკვირდება… სხვა თუ არაფერი, სტილი-ბარათი ხომ მაინცა გაქვს?
ახლა კი, “უნიქარდის” გამოჩენით, ალბათ, უნივერსალური დაგროვების ბარათ(ებ)ის ბუმიც დაიწყება. და კარგია, თუ დაიწყება.
დასავლეთში ეს იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. როდესაც მამაკაცებს საფულის საბარათე განყოფილებაში ცარიელი ადგილი არ დარჩათ და ქალები კი ხელჩანთაში უამრავ სხვა ბარათს შორის საჭირო ბარათის ძებნით დაიღალნენ – კორპორაცია Western Union-ის თანამშრომლებმა სქოთ ფეინთინმა, გეილ გალუფომ და მელანი რობერთსმა მიიღეს პატენტი “ერთგულების უნივერსალურ მეთოდიკასა და სისტემაზე” (დასავლეთში დაგროვების ბარათებს – ერთგულების ბარათები / Loyalty Cards ქვიათ).
ჰოდა დაიწყო და დატრიალდა…
ამჟამად მსოფლიოში არა ერთი კომპანიაა, რომელიც უნივერსალურ ბარათებს თავაზობს. შემოთავაზება, მცირე განსხვავებებით, ერთმანეთის მსგავსია: ზოგი – უკვე არსებულ ბარათებს კრებს ერთად, უფრო მეტი – კიდევ ახლებსაც უმატებს. ისეც არის, როდესაც ფიზიკურად არანაირი ბარათი არ გჭირდებათ – ამათგან ყველაზე თანამედროვე და რევოლუციური CardStar-ია, რომლის ამოქმედებისთვის საჭიროა სპეციალური პროგრამა თქვენს მობილურ ტელეფონში ჩატვირთოთ, რის შემდეგაც სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში მობილურის სკანირება ხდება და ქულებიც დარიცხულია (თუმცა, თითეულ ბარათზე – ცალ-ცალკე).
მოკლედ, სისტემა და მეთოდიკა მრავალფეროვანია და გამართული, ბევრგან მუშაობს და, თავისთავად, “საეჭვო” და “აფერისტული” (ინტერნეტ სივრცეში ასეთი ეჭვები ბევრი გამოითქვა) აქ არაფერია.
რა თქმა უნდა, ის საჩუქარი, რომელსაც დაგროვების ბარათზე დარიცხული ქულებით ირჩევთ, მთლად “უფასო” არ არის, მაგრამ არც მთლად ის ყველია, სათაგურში რომ დევს.
დაგროვების ბარათი ვაჭრობის წახალისებისთვისაა საჭირო და ეს გამოცდილი და ნაცადი ხერხია – ბარათის მფლობელს “აიძულებს” დახარჯოს მეტი, ვიდრე ამას ბარათის გარეშე გააკეთებდა… ძალით არა (ამიტომაც მოვიშველიე ბრჭყალები), მაგრამ ქვეცნობიერად თქვენ მეტი თანხის და უფრო ხშირად დასახარჯად ხართ განწყობილი ბარათით ხელში, ვიდრე ბარათის გარეშე. რა თქმა უნდა, გააჩნია საქონელს, ფასს, კონკურენციის დონეს, მაგრამ სხვადასხვა გამოკვლევებით ეს “საბარათე ხელგაშლილობა” 10-15%-მდეც კი აღწევს.
ცხადია, უშუალო კონკურენტების ერთ ბარათზე მიბმა, მათ გაყიდვებზე ნაკლებ
პოზიტიურად აისახება. მაგალითად სუპერმარკეტების ორი ქსელი (ყველამ იცის, რომელიც) საკუთარი ბარათებით თუ კლიენტს “იბამს” და კონკურენტს ართმევს, უნივერსალური ბარათით ეს “კვანძი” სუსტდება, თუმცა, შეიძლება ამუშავდეს სხვა ფაქტორი: ჩარევას რომ ჩაყოლა ჯობია – ის და კიდევ – სტატისტიკა. თუ უნივერსალური ბარათი ბევრად მეტი ადამიანის ჯიბეში აღმოჩნდება, ვიდრე ამ ორი ქსელის საკუთარი ბარათის მფლობელთა ჯამია, გაყიდვებზე გავლენა კვლავ საკმარისად პოზიტიური იქნება, საკმარისად პოზიტიური იმისთვის, რომ ის კონკურენტი, რომელიც ჯერ-ჯერობით სისტემაში ჩართვისგან თავს იკავებს, “უნიქარდს” მიუერთდეს.
დაბოლოს თავად “უნიქარდზე” – კომპანიის ხელში უნიკალური და უაღრესად ფასეული საბაზრო ინფორმაცია მოიყრის თავს – არსებული თუ პოტენციური კლიენტების ქცევის შესასწავლად კომპანიები უდიდეს თანხას და დროს ხარჯავენ…
Posted by businesscafe
პერსონალის შერჩევის არსი
წარსულში ხელმძღვანელები ხშირად არჩევდნენ ახალ თანამშრომლებს კადრების სამსახურების გარეშე. ამ დროს ისინი ეყრდნობოდნენ საკუთარ ინტუიციას და გამოცდილებას, აგრეთვე რეკომენდაციას წინა სამუშაო ადგილიდან. ხშირი შეცდომები კი იწვევდა თანამშრომელთა ხშირ განთავისუფლებას და ახლის დანიშვნას. ასეთი მიდგომა არაეკონომიური და არაეფექტიანი იყო. თანამედროვე პირობებში პერსონალის მართვის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა კადრების შეკრება და შერჩევა. ნებისმიერი ორგანიზაციის მომავალი საქმიანობა პერსონალის მართვის სფეროში დიდაა დამოკიდებული იმაზე თუ როგორი კადრები იქნა შერჩეული და როგორ ჩატარდება შერჩევის პროცესი. საჭიროა მთელი სერიოზულობით მოვეკიდოთ პერსონალის მართვის ამ ეტაპს რათა ადგილი არ ჰქონდეს დამატებით გართულებებს ფირმის საქმიანობაში. იმისათვის რომ დაქირავებულ იქნას შესაბამისი მომუშავეები არსებული ვაკანსიების შესავსებად, საჭიროა მოვიპოვოთ ზუსტი ინფორმაცია თვით სამუშაოს ხასიათის შესახებ, იმ თვისებებისა და კვალიფიკაციის შესახებ, რაც აუცილებელია გააჩნდეს პრეტენდენტს მოცემული სამუშაოს შესასრულებლად. ესაა ე.წ. მოსამზადებელი ეტაპი პერსონალის შერჩევისათვის, რომელიც შემდეგი თანმიმდევრობით ტარდება:
>>სამუშაოს შინაარსის ანალიზი;
>>სამუშაოს ხასიათის აღწერა (თანამადებობრივი ინსტრუქცია);
>>მოთხოვნები პერსონალისადმი.
სამუშაოს შინაარსის ღრმა ანალიზი საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ამოცანების გადაწყვეტა მოუხდებათ მომუშავეებს მოცემული სამუშაოს შესრულებისას და როგორია ამ სამუშაოს ინდივიდუალური მახასიათებლები. უკვე ჩატარებული ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია შევადგინოთ შესასრულებელი სამუშაოს თანამდებობრივი ინსტრუქცია. ამ დოკუმენტში მოკლედაა გადმოცემული მოცემული სამუშაოს შესრულების ძირითადი ამოცანები, საჭირო უნარ ჩვევები, მომავალი მომუშავის პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების საკითხები. მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ ეტაპს წარმოადგენს იმ მოთხოვნების ჩამოყალიბება რომელთა შესრულებაც აუცილებელია პრეტენდენტებისათვის სამუშაოს განსახორციელებლად. ანუ მაქსიმალურად ზუსტად უნდა განისაზღვროს საჭირო უნარ-ჩვევები, ზოგადი და პროფესიული ცოდნის დონე, კვალიფიკაცია, პრაქტიკული გამოცდილება და ა.შ.
შერჩევის ორგანიზაციაში მონაწილეობენ ფუნქციონალური და ხაზობრივი სამსახურების ხელმძღვანელები, მათ ეხმარებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ფუნქციონალური და ხაზობრივი სამსახურების ხელმძღვანელებს ეკუთვნით საბოლოო სიტყვა თანამდებობებისადმი წაყენებული მოთხოვნების ჩამოყალიბებისას და კადრების განყოფილების მიერ ამორჩეული კანდიდატებიდან სასურველის შერჩევისას. პერსონალის შერჩევის სისტემა განსხვავებულია აშშ-სა და იაპონიაში. გარკვეულწილად, იაპონურ ფირმებში ,,ორგანიზაციას არგებენ ადამიანს”. აქ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ სპეციალურ ცოდნას, უნარ-ჩვევებს და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც საჭიროა თანამდებობრივი მოვალეობების დაუყოვნებელი შესრულებისათვის და კონცენტრირებულნი არიან ინდივიდუალურ პოტენციალზე და სწავლის ხარისხზე. ეს იმით აიხსნება, რომ იაპონურ ფირმებში ამა თუ იმ პიროვნების დაქირავება ხდება, როგორც წესი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. კონკრეტული სპეციალური უნარ-ჩვევების და გამოცდილების მიღება ხდება უშუალოდ ფირმაში. კადრებთან მუშაობის მთელი სისიტემა აქ მორგებულია ,,მუდმივი დაქირავების” პრინციპს. აშშ-ში კი უპირატესობას ანიჭებენ ისეთი მომუშავეების დაქირავებას რომლებსაც გააჩნიათ პრაქტიკული გამოცდილება, პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები. ასეთ შემთხვევაში ახალი მომუშავეების სწავლებაზე გაცილებით ნაკლები დანახარჯებია საჭირო და დაქირავებულს შეუძლია პირდაპირ შეუდგეს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ყველა შემთხვევაში კადრების შერჩევა მიმართულია პრეტენდენტის უნარისა და შესაძლებლობების გამოვლენისაკენ, რათა განსაზღვრულ იქნეს მისი შესაბამისობა ორგანიზაციის მუშაობის თავისებურებებთან და პირობებთან. ორგანიზაციათა უმრავლესობა იყენებს ვაკანტურ თანამდებობებზე შერჩევის გავრცელებულ პროცედურას, რომელსაც კადრების განყოფილება ახორციელებს.
პერსონალის შერჩევის პროცედურა…
ავტორი: პაატა ქურდაძე
1960 – 63 წლებში იელის უნივერსიტეტში ფსოქოლოგმა სტენლი მილგრიმმა ცნობილი ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის შედეგები, დღემდე შოკისმომგვრელი რჩება. უფრო მეტიც,როგორც როგორც ახლახანს, საფრანგეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ ამ ექსპერიმენტის რეკონსტრუირებისას აღმოჩნდა, შედეგები "ევოლუციას" განიცდის.
მილგრიმის ექსპერიმენტი, მას შემდეგ სხვადასხვა წლებში მრავალ ქვეყანაში განმეორდა, და ყველგან თითქმის ერთი და იგივე შედეგით დასრულდა: სხვადასხვა სოციალური ჯგუფიდან ამორჩეულ არაფრით განსხვავებულ ადამიანთა 62 –65% პროცენტი ავტორიტეტული მეთვალყურისაგან მიღებულ არალეგიტიმურ ბრძანებას ემორჩილება და მას ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად აცნობიერებს ბრძანების ამორალურობას. როგორც თავად მილგრიმმა ახსნა, ინდივიდი ავტონომიური მდგომარეობიდან გადადის ერთგვარ "აგენტიკურ" მდგომარეობაში, სადაც სრულად ინარჩუნებს შინაგან მორალურ თვისებებს, დაძაბულობას, სულიერ მდგომარეობას, ბოროტების გააზრების უნარს. თუმცა თავს გარე ავტორიტარული სურვილის შემსრულებელ უბრალო აგენტად გრძნობს.
ექსპერიმენტი წარმოდგენილი იყო, როგორც დასჯის ეფექტურობის მეცნიერული შესწავლის ცდა – კონკრეტულ შემთხვევაში ელექტრო შოკით მოქმედება მახსოვრობის უნარზე, მის განვითარებაზე.
მონაწილეებს საათში 4 დოლარს უხდიდნენ, აგრეთვე 50 ცენტს– გზის ფულს, რაც იმ დროისათვის საკმაოდ სარფიანი პატარა სამუშაო გახლდათ– ამერიკაში საშუალო დღიური შემოსავალი 1960 წელს 25 დოლარი იყო, ამიტომ ექსპერიმენტში მონაწილეთა არაფრით გამორჩეული საშუალო ტიპაჟების პოვნა, მსურველთა დიდ არმიაში სირთულეს არ წარმოადგენდა.
თავად ექსპერიმენტი შემდეგნაირად ვითარდება. ორი მონაწილე (გრაფიკულ ნახატზე A da S პერსონაჟები) ფალსიფიცირებული ლატარიის გათამაშების შედეგად ინაწილებსAმოსწავლისა და S მასწავლებლის როლებს. სინამდვილეში A მოსწავლე და ყოველთვის წინასწარ შერჩეული მსახიობია, ისევე როგორც E მეთვალყურე, ყველაფერი დადგმულია, ერთად ერთი ნამდვილი მონაწილე ექსპერიმენტისა არის S მასწავლებელი, თუმცა მან ის რა თქმა უნდა თვლის, რომ როლები შემთხვევის წყალობით გადანაწილდა.
შემდეგ მათ ათავსებენ ერმანეთისაგან იზოლირებულ ოთახებში, სადაც ერთმანეთთან რადიო კავშირის საშუალება აქვთ, S"მსაწავლებელი" ცდილობს A"მოსწავლეს" დააზეპირებინოს სიტყვების გარკვეული ჩამონათვალი. ყოველ დაშვებულ შეცდომაზე ის ელექტრო შოკით სჯის მოსწავლეს. ამასთან, თავიდან ძაბვა მხოლოდ 75 ვოლტია, თუმცა ყოველ ახალ შეცდომაზე ძაბვა მატულობს, 80, 100, 140, 200 ვოლტი... A "მოსწავლე"–ს უფრო და უფრო მეტად "უჭირს" ელექტრო შოკის ატანა , მალე ის ყვირილს იწყებს მეზობელი ოთახიდან, ითხოვს რომ გაანთავისუფლონ, ემუდარება S– მასწავლებელს შეწყვიტოს ექსპერიმენტი.. S– მასწავლებელი დაბნეულია. თითქოს უნდა რომ შეჩერდეს, მაგრამ მას ექსპერიმენტის მონაწილე მესამე პირი S– მეთვალყურე,მოდერატორი რომელიც ყველაფერს აკონტროლებს ცივი, მოკლე და ავტორიტარული ხმით არწმუნებს მასწავლებელს, რომ გააგრძელოს, და ისიც მორჩილად აგრძელებს...250, 300, 350 ვოლტი...
ექსპერიმენტის შედეგმა შოკში ჩააგდო მსოფლიო – 62 მონაწილე ბოლომდე 450 ვოლტამდე ავიდა, მას შემდეგაც კი, რაც მოსწავლემ ყვირილი შეწყვიტამ ანუ სავარაუდოდ მოკვდა, ისინი ყოყმანის შემდეგ "მოდერატორის" არგუმენტების გავლენით მაინც აჭერდნენ უფრო და უფრო მაღალი ძაბვის ღილაკს... მხოლოდ 37 – მა მონაწილემ შეწყვიტა ექსპერიმენტი პრინციპულად....
გასულ 18 მარტს საფრანგეთის ტელევიზიის საზოგადოებრივმა არხმა იგივე ექსპერიმენტი გაიმეორა – ამჯერად, იელის უნივერსიტეტისგან განსხვავებით 50 წლის შემდეგ ექსპერიმენტის შეწყვეტის სურვილი მხოლოდ ოცმა S –მასწავლებელმა გამოთქვა,17 ით ნაკლებმა...80 მა პროცენტმა სხვისი ბრძანების გავლენით 450 ვოლტს აღმნიშვნელს ღილაკს დააჭირა და ''მოსწავლე'' სასიკვდილოდ გასწირა. მხოლოდ ამჯერად ყველაფერს სატელევიზიო შოუს ფორმა ჰქონდა და ამდენად ბევრად უფრო შემზარავი საყურებელი იყო, ვიდრე მილგრიმის ლაბორატორიის მიზანსცენა. ეს ექსპერიმენტი ადამიანის ფსიქიკის უამრავ დეტალზე სვამს აქცენტს, ყოველ მათგანზე მსჯელობა ძალიან მიმზიდველია.შესაძლებელს ხდის ახსნას ბევრი ენიგმატიკური ფენომენი, მაგალითად საყოველთაო ნაცისტური ბარბაროსობა გასული საუკუნის 30–40 იანი წლების გერმანიაში.
აი ექსპერიმენტის ერთერთი საინტერესო ეპიზოდი– ტელე შოუს მსვლელობისას ზედამხედველი მონაწილეებს მარტო ტოვებს, ავტორიტარული გავლენისაგან განთავისუფლებული S –მასწავლებელი მოსწავლის პირველი მოთხოვნისთანავე , ფაქტიურად მყისიერად წყვეტს "თამშს". ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი ბუნებით არ არის სადისტი – მას საკუთარი მორჩილი ბუნების მანიპულირებით აიძულებენ იყოს ინსტრუმენტი ვიღაც ავტორიტეტის ხელში– 450 ვოლტიან ღილაკს დააჭიროს ხელი, მეზობელი ებრაელები გესტაპოში დააბეზღოს, ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდოს, საკუთარ ქვეყანას ტელევიზიით ომის დაწყება და ნახევარ საათში მისი წაგება ამცნოს ...
ადამიანის მორჩილებისაკენ დაქვემდებარების ამ მიდრეკილების გამოყენებას თავის სასარგებლოდ ყველა პოლიტიკოსი ცდილობს , თუმცა სხვადასხვა მეთოდით და ხარისხით. დემოკრატიულ საზოგადოებაში, ცხადია მასებთან ავტორიტარული ურთიერთობის ფორმა აღიქმება როგორც ტირანია, ამიტომ ვერც ერთი დასავლელი პოლიტიკოსი ვერ გაბედავს თავს ასეთი ტონის უფლება მისცეს, სამაგიეროდ "ნახევრად დემოკრატიულ" ქვეყნების ხელისუფალთათვის გარე, თუ შიდა საფრთხე სწორედ ის ნიშაა, რომელიც მას საშუალებას აძლევს ავტორიტარული ტონი გამოიყენოს მოსახლეობასთან საურთიერთოდ. – გასაგებია– სამხედრო რეჟიმი, ან ასეთი რეჟიმის იმიტაცია ყველაზე კონფორტაბელური გარემოა "ტირანული დემოკრატიისათვის" – ომის მოლოდინი განსაკუთრებულ ორგანიზებულობას მოითხოვს, ორგანიზებულობა კი შეუძლებელია ორგანიზატორების, სწორედ ისეთი E მეთვალყურეების გარეშე, რომლებიც მილგრიმის ექსპერიმენტისასS-მასწავლებლებს დემონებივით ჩასჩურჩულებენ ყურში და 450 ვოლტის ღილაკზე თითის დაჭერისაკენ აქეზებენ.. უფრო კი აიძულებენ. არველაძისა მისი მოადგილის საუბარი სწორედ მილგრიმის ექსპერიმენტის E-ანიმატორსა და იმ S -მასწავლებელს შორის დიალოგს წააგავს რომელსაც თამაშიდან გასვლა სურს, მაგრამ ავტორიტარული ხმა არწმუნებს დარჩეს...
როგორც ცნობილია, ადამიანს, დედამიწის ბინადარ სხვა ძუძუმწოვრებისაგან -სამყაროს ვიზუალური აღქმის მეტად განვითარებული უნარი განასხვავებს. მხედველობა და მგრძნობიარობა ჩვენში განსაკუთრებულად არის ერთმანეთთან კავშირში. მაგალითად ძაღლი ძუკნას სულაც არ ირჩევს მაღალი თეძოების ან მომხიბლავი თვალების გამო– მისთვის მთავარი "სპეციფიური" სუნია. ჩვენი ბუნებრივი პულსაციები პირდაპირ მიერთებულია ვიზუალურ აღქმაზე, პროპაგანდა, ან თუ გნებავთ რეკლამა სწორედ ადამიანის პულსაციის ხელოვნურად აღგზნებულ მდგომარეობაში მოყვანას ცდილობს,რადგან კარგად იცის ,რომ მისი გააქტიურება სწორედ თვალის საშუალებით ხდება. ამიტომაც ტელევიზია დღემდე არსებულ ყველა სხვა პოპაგანდის საშუალებათა შორის ყველაზე უნივერსალურია, ის სწორედ ვიზუალურ რეცეპტორზე მოქმედებს. გარდა ამისა შიცავს ფონო ზემოქმედების საშუალებსა და ერთგვარ კლასიკური დრამის პრიმიტიულ ელემენტებსაც კი.
1999 წლიდან მოყოლებული, როდესაც ბბს ის პროგრამამ"როგორ მოვიგოთ მილიონი" მოგვიანებთ კი Big Brother -სმა, ახალი სული შთაბერეს ტელევიზიას, ჩვენ ადამიანის ბუნებრივი პულსაციებით მანიპულირების ეპოქაში შევედით. თუმცა 10 წლოს წინაც კი არ იყო ადვილი წარმოსადგენი, რომ კაცობრიობა ასე სწრაფად ჩაეფლობოთა თავიდან ფეხებამდე ტელე ექსტერმინაციის ეპოქაში. მით უმეტეს 20 წლის წინ როდესაც ამერიკელებმა პირველი ''ლაივ ომი'' მოაწყეს სპარსეთის ყურეში.
უნდა ითქვას რომ სატელევიზიო აღვირახსნილობას ბევრი ევროპული დიდი არხი პატიოსნად ეომა 21 საუკუნის დასაწყისში, სანამ ისინი გაკოტრების პირზე არ მივიდნენ, როგორც მაგალითად ფრანგულ ТV1 და M6, სანამ საბოლოოდ, ჩათრევას ჩაყოლა არ ამჯობინეს. 80იანების დასაწყისში ვიდეოკლიპების ბუმის გამო, თითქოს და საფუძვლიანად იქნა დავიწყებული სატელევიზიო შოუს უბოროტო ჟანრი, სადაც კლოუნები და პოპ ვარსკვლავები გამოდიოდნენ.
ლაივ ტელეტამაშებმა არა მარტო მკვდრეთით არადგინა ტელე შოუს ჟანრი, მისი ნამდვილი რენესანსის ეპოქა შექმნა. დღეს მთელს მთელი მსოფლიო თამაშობს.და ეს თამაშები, ფაქტიურად ნებისმიერი არხის ფინანსური წარმატების გარანტია, თამაშები დაფუძნებულია პრინციპზე: ჩვენ ვიგებთ არა იმიტომ, რომ სხვაზე უკეთესნი ვართ, არამედ იმიტომ , რომ სხვაზე უფრო ცუდნი, სასტიკნი, უფრო მეტიც– ტერმინატორები ვართ!მილგრიმის ექსპერიმენტის ფრანგული ტელე– ვერსია სწორედ ტელევიზიის გავლენების შესწავლის მიზნით ჩატარდა.
დღევანდელ ტექნოლოგიურ ბუმის პირობებში, ცხადია, ზემოთ–ხსენებული მასობრივ Eმეთვალყურეთა როლი მედია საშუალებებს აკისრიათ, განსაკუთრებით ტელევიზიას, და უფრო და უფრო მეტად ინტერნეტს, რომელშიც, როგორც ცნობილია ტელევიზიის სრული ინტეგრირება, ძალიან მალე მოხდება.
გასაკვირი იქნებოდა , რომ ასეთ სრულყოფილ E"მეთვალყურეები" პოლიტიკოსებს ხელიდან გაეშვათ. ამ საქმის პიონერდ და ჯერჯერობით ყველაზე ცნობილ მეტრად რათქმა უნდა დიდი ბერლუსკონი შეგვიძლია ჩავთვალოთ თავისი საკუთარი არხებითა და სატელევიზიო პოპ–პოლიტიკური მოღვაწეობით. სწორედ ბერლუსკონის პირველი ტვ წარმატებების შემდეგ აღდგა რუსეთში ნამდვილი საბჭოთა ტვ პროპაგანდა, საქართველოში კი ტვ რეალობაში ცხოვრებამ საერთოდ არნახულ მასშტაბებს მიაღწია– თითქოს მისი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ემიგრაციას გადაურჩა, საკუთარ ტელევიზორის ყუთებში შეძვრა და ცხოვრებას კურიერში მოამბეში, მაესტროს და კავკასიის ერთგვარ "ტელე ორმოცებში" აგრძელებს: როდესაც მიცვალებული უკვე დასაფლავებულია, აღარავინ ტირის, დოლგარმონიანი წლისთავი ჯერ კიდევ შორს არის, ამიტომ ზიან, რაღაც უმადოდ ილუკმებიან, ზედ წყალწყალა ღვინოს აყოლებენ და უგულო სადღეგრძელოებს ამბობენ. თანაც დღეში რამოდენიმეჯერ .
თუ მილგრიმის ქართულ ვერსიას წარმოვიდგენთ, აქ ჯერ ჯერობით მთავარE-მეთვალყურედ მაინც პოლიტიკოსი რჩება და მისი გონებრივი მონაცემები 100 პროცენტით განსაზღვრავს ძაბვას პროპაგანდისტულ ქსელში. საუბედუროდ ჩვენში პოლიტიკოსები ჯერ კიდევ იმ ბავშვებივით არიან, რომლებისთვისაც, წესით და რიგით დენთან თამაში კატეგორიულად აკრძალული უნდა იყოს, ისინი თვითონვე ყოფენ თითებს საკუთარი უგნურებით გაბმულ დახლართულ ელექტრო სადენებში, საბოლოო ჯამში თავადაც იღებენ ელექტრო შოკს. მერე კი A-მოსწავლეებთან და S- მასწავლებლებთან ერთად კარგა ხანს ფართხალებენ, საცოდავად წუწუნებენ და ერთმანეთს აბრალებენ ყველაფერს.
თავად დიდი ამერიკელი ფსიქოლოგი ალბათ ძალიან გაკვირვებული დარჩებოდა მისი ექსპერიმენტის ასეთი ხეპრული უსარგებლო "მოდელირებით'' , რომლის შედეგი გაცილებით შთამბეჭდავი, მასშტაბური და ამასთან ბრიყვული აღმოჩნდა, ვიდრე ყველაზე აღვირახსნილ ოცნებაში შეეძლო წარმოედგინა –მხედველობაში რა თქმა უნდა ტვ ''იმედის" ცნობილი ექსპერიმენტი მაქვს, რომლის ავტორებმაც საერთოდ უარი თქვეს როგორც თამაშის ზოგად კლასიკურ პრინციპზე, ასევე მეცნიერულ ექსპერიმენტზე – და მილგრიმის მასწავლებლის სავარძელში, ელექტრო შოკის პულტთან პარანოიკი ბავშვი დასვეს, იქიდან გამოსული ასობით ათასი ბოლოგაშიშვლებული ელექტრო სადენები საქართველოს მთელA- მოსახლეობას დააჭერინა ხელში და მორჩილ S-მასწავლებელს პირდაპირ 450 ვილტის ღილაკზე თითის დაჭერა "ურჩიეს" მკაცრი ტონით– რის შედეგად როგორც ვიცით საქართველოს მთელი A-მოსახლეობა ნახევარ საათს პანიკისაგან ცახცახებდა, მთელი დანარჩენი დანარჩენი მსოფლიო, განსაკუთრებით რუსეთი კი კი სიცილისაგან.
ამ გადაცემის ამორალურობა ბევრად უფრო შთამბეჭდავია, ვიდრ ბიგ ბროზერ, ლოფტი, კუნძული, და ყველა სხვა თამაში ერთად აღებული. რადგან როგორც აღვნიშნე, აქ არ თამაშობენ– აქ პირდაპირ გთავაზობენ რეალობას, 2. 3. და თვით 4 განზომილებაშიც კი, თანაც სპეციალური სათვალის გარეშე. მაყურებელს ნახევარი საათით ამ რეალობის სრულ მონაწილეს გხდიან– როგორც მორალურად: ისევე იურიდიულად: თქვენ შეგიძლიათ გახდეთ გმირი, მოღალატე, ბრმა ტყვიის, კასეტური ბომბის , ან საკუთარი ''სიმხდალის" მსხვერპლი– უბრალოდ ინფაქტით მოკვდეთ..
შესაძლოა , ბატონი არველაძე, რომელიც დღეს სულაც არ ტოვებს განსაკუთრებულადკრეატორული და გონებრივი მონაცემების მქონე ტვ მენეჯერის შთაბეჭდილებას, თავისდაუნებურად რაღაც ახალი ინოვაციული ტელე რევოლუციის ავტორი აღმოჩნდეს– ტელევიზია პირველ რიგში ბიზნესია, რომელიც რეიტინგით სულდგმულებს.ასეთი რეიტინგი კი ძალიან მიმზიდველი შეიძლება გახდეს ისეთ შეუზღუდავი ტელემორალის თავისუფალ ქვეყანაში, როგორიც ჩვენი ძვირფასი მოწყენილი სამშობლოა.
ძალიან საშიშია პარანოიკების მიერ ტელევიზიის მართვა. ტელევიზია გაცილებით უფრო საშიში ინსტრუმენტია, ვიდრე უბრალოდ არჩევნების მოგება წაგების სამართავი პულტი.
ასეთი რეალობის იმიტაცია გაცილებით უფრო სახიფათოა ვიდრე, პოლიტიკური ექსტრემალური დაპირისპირება, , ვიდრე სამშობლოს ღალატი. ვიდრე ომი. აქ ჩვენ ფუნდამეტალური ფასეულობებით ვთამაშობთ, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილისაგან განსხვავებით –კორექტირებას არ ექვემდებარება.
ქართული მედია, განსაკუთრებით ტელევიზია არ არს ყვითელი, ის სიძულვილის ფერია, ეს კი ჩემი აზრით მუქი იასამნისფერი უნდა იყოს... სიძულვილის ობიექტი, რომელიც ყველა ომს თან ახლავს რა თქმა უნდა ამ "ფილმშიც" მოცემულია. განსაკუთრებით აღსანიშნევია ფილმის პესიმისტური ფინალი, მოღალატეების ტრიუმფი...
ტვ "იმედის" მიერ ჩადენილ მონუმენტალური სიბრიყვის შემდეგ, გამოჩენილი ქართველი ინტელექტუალების მცირე ნაწილი საკვირველია, მაგრამ პირველად დაფიქრდა სერიოზულად ტელევიზიის სახიფათო გავლენაზე და ერთგვარ ყვითელ ტელევიზიაზე ალაპარაკდა. როგორც ჩანს, ახლო მომავალში საერთოდ ტელევიზიის დიაბოლიზაციას უნდა ველოდეთ– დღეს უკვე ყველა არხი გასვრილია: სახელისუფლებოც და ოპოზიციურიც, ამიტომ თითქოს , ყოველი შემთხვევისათვის ჯობია ფერების რეგულირებით – ყვითელის მკვეთრი მომატებით შევეცადოთ ჩვენი საკუთარი "სიყვითლე" ტელევიზორების გაუმართაობას დავაბრალოთ.
"იმედის" ამ ტელესისულელეში ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ თავად ფილმი მაღალპროფესიულად შესრულებულად შეაფასა ყველა მხარემ, მხოლოდ ნაწილს მოეჩვენა, რომ "დასანანი გულმავიწყობის" გამო, გამაფრთხილებელი წარწერის არ ქონა ფილმის ერთად ერთი სუსტი მხარე იყო, მეორე ნაწილისათვის კი ასეთი წარწერის შემთხვევაშიც კი ფილმი პანიკას გამოიწვევდა. ასეა თუ ისე "ფილმი" უპრეცედენტოთ წარმატებული აღმოჩნდა– ამხელა ხმაური აბულაძის"მონანიების შემდეგ საქართველოში გადაღებულ არც ერთ ფილმს არ გამოუწვევია, . ისიც აღსანიშნავია, რომ პრინციპში ფილმი პრეზიდენტ სააკაშვილისა და იმედის დირექტორ არველაძის გარდა არავის არ მოეწონა. მათ შორის თვით მმართველ გუნდში, და კიდევ უფრო ნაკლებად მათ ოპოზიციაში, მოსახლეობის აზრზე ჯობს საერთოდ ნუ ვილაპარაკებთ. საქმეში ჩახედული ხალხი შეთანხმდა, რომ ეს ყვითელი ფილმია. თუმცა რატომ ყვითელი არავინ ახსნა. ამიტომ მაინც გაუგებარი დარჩა – რა არის ქართულ მედიაში სიყვითლის კრიტერიუმი?
2.
ზოგადად, უნდა ითქვას რომ დიდი უსამართლობა იქნებოდა ამ მოდელირებული რეალობის ნახევარ საათში ჩაგვეტია მთელი ის ელექტრო შოკი, რომლითაც ქართულ სატელევიზიო მედია აწამებს მოსახლეობას ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში.
90 იანი წლებისათვის დამახასიათებელ ქაოტურ ტელე წამებას ორგანიზებული სახე პირველად, რათქმა უნდა რუსთავი 2 მა მისცა და ნამდვილი ქართული ტვ– ოსვენცემი შექმნა. ამით მან საფუძველი ჩაუყარა ტოტალურ არაეთიკურ , არასამართებლივ, უპასუხისნგებლო, და რაც მთავარია შოკური თერაპიის სადისტურ პრინციპზე დაფუძნებულ შოკურ ტელე–ჟურნალისტიკას , სულ რამოდენიმე წელიწადში ეს ტელე წამება რევოლუციურ კლასიკად აქცია. დღეს მაშინდელ რუსთავი 2– ს ისევე მოიხსენიებენ, როგორც ბოლშევიკები იატაკქვესა გაზეთ "პრავდას" ან "ისკრა" ს...
როგორც იტყვიან, მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა... დღეს უკვე უკვე ერთი წელი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გიორგი გაჩეჩილაძემ სულ რაღაც ექვსი დღის განმავლობაში თავის ტვ–საკნში ახალი მიკრო სამყარო შექმნა – კედელზე გაკრული შესაბამისი აქსესუარებით, საკანში მოწვეული ადამებით , ევებით, აგრეთვე ვაშლებით და გველებით. მეშვიდე დღეს კი დაღლილი დასასვენებლად ვედროზე ჩამოჯდა და თქვა, რომ ''ეს კარგია'' ანუ ''გლიჯავს''..
ამან შედეგად რაც მოიტანა ყველამ კარგად ვნახეთ – რამოდენიმე თვეში ხელისუფლებამ უცნობის საკანი–სამყაროს ცუდი იმიტაცია– "რეალ ტვ" შექმნა რომელიც საქართველოს ისედაც მოყვითალო ტოქსიკურ ატმოსფეროს კიდევ უფრო წამლავს – ყოველ დღე , ყოველ წუთს,ყოველ წამს. სულ ეხლახანს კი იმედმა ნამდვილი სააკაშვილის ვატერლოო გვანახა. ამით მან მოსახლეობას ლათინური Memento Mory– ის ფოლკლორული ვერსია შეახსენა – ჩვენი სიცოცხლე ბევრი არაფერია , და ის ჩიტივით გაგვიფრინდება, თანაც სულ მალე, განა შეიძლებოდა რაიმე უფრო ლოგიკური მომხდარიყო?
ქართული ტვ არხები ხომ ყვითლად მხრჩოლავ "ქიმიურ კომბინატებს" უფრო გვანან ვიდრე მედია საშუალებებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ არც საკანი და არც რეალ ტვ და თვით რუსთავი 2 იც კი არ წარმოადგენენ აროგანტულობის სიმსივნის მთავარ კერას, რომლის პირველი ნიშნები გასულ საუკუნის 80 წლების ბოლოს გაჩნდა, ეპოქაში რომელსაც ვლადიმირ პუტინმა გეოპოლიტიკური კატასტროფა დაარქვა, და რომელიც ჩვენთვის ნამდვილ "გეო– კულტურულ" კატასტროფად იქცა.საერთოდ, ჩემი აზრით ტელევიზია არ შეიძლება ერთად ერთი კერა იყოს ამ სიმსივნის. დღეს დანამდვილებით ვიცით, რომ ახალი საქართველოს საწყისში ორიდან ერთ ერთი "სიტყვა" იყო– "მოღალატე" ან "გოიმი". მხოლოდ არავინ იცის რომელი იყო ამ ორი სიტყვიდან "პირველი", არცა აქვს მნიშვნელობა, რადგან მას შემდეგ გოიმებმა და მოღალატეებმა რამდენიმეჯერ გავცვალეთ ადგილები, ბოლოს ყველანი ამ ორი სიმსიმვნის კერიდან გამოსულ მილგრიმის ელექტრო სადენებივით ერთმანეთში გადახლართულ მეტასტაზებად გადავიქეცით და გაერთიანებული ძალებით ერთად მხიარულად ვახრჩობთ ჩვენს კიდურებ ამპუტირებულ სამშობლოს ნარჩენებს.
1995 წელს საქართველოში მოხვედრილი ქართულის მცოდნე დაბნეული მოგზაური, აუცილებლად შენიშნავდა რომ ადამიანები ქალების და ბავშვების თანდასწრებით ბევრად უფო თავისუფლდ ბილწ–სიტყვაობდნენ და იგინებოდნენ ხმამაღლა ვიდრე სულ რაღაც ოთხი წლის წინ– ზემოთ აღნიშნულ გეო–კულტურულ კატასტროფამდე. ასეთი "მოგზაური" როგორც ხვდებით სხვა არავინ შიძლებოდა ყოფილიყო, თუ არა წითელი აპოკალიფსის დროს უკანმოუხედავად გაქცეული ჩემნაირი შეშინებული "მხედარი", რომელიც კვამლიან, მხრჩოლავ , და ჩაბნელებულ სამშობლოს ნანგრევებში ევროპულად გამოწკეპილი და გაპრიალებული დაბრუნდა სულ რაღაც ოთხი სევდიანი დღით... რომლებმაც ძალიან სწრაფად და მტკივნეულად გაირბინეს....
მეხუთე დღეს –, დილის 6 საათზე ბოღმისგან ცრემლმომდგარი მე თვითონ უკანასკნელი სიტყვებით ვილანძღებოდი "გეორგიან ერლაინის" თვითმფრინავის მონჯღრეულ სავარძელს მიჯჭვული, მხოლოდ ჩემთვის– ჩუმად. ნაბახუსებზე დიდ ცრემლებს ასპირინივითვაყოლებდი ავიაკომპანიის მიერ მორთმეულ წყალწყალა "რასტვარიმი" ყავა "პელეს". არც ისე ადვილი იყო ოთხ დღეში ყველაფერი იმის შეგრძნება და მით უმეტეს მონელება, რაც ჩემმა ქვეყანამ ამ ოთხ წელიწადში გადაიტანა.
რა თქმა უნდა, დღეს ბევრად უფრო ადვილია კითხვების დასმა, რადგან საქართველო, მადლობა ღმერთს, აღარ ხრჩოლავს ნელ –ცეცხლმოკიდებულ ნაგავსაყრელივით,ის განათებული და სუფთაა. ქუჩაშიც ტყავისჟილეტიანი გამხდარი მანიაკი ბანდიტების"რეიბანებში" ჩამალული ალმაცერი შემაძრწუნებელი მზერა– სისხლს არ გიყინავს. სამაგიეროდ დღეს ლანძღვა გინების ნამდვილი რენესანსში ვცხოვრობთ. ამ საქმის შეუდარებელი ოსტატების ახალი თაობები აღვზარდეთ. მედია სივრცის ტექნოლოგიურმა გამარტივებამ, როგორც საბჭოთა ჟურნალისტები იტყოდნენ– სრულიად ახალი ასპარეზი და ჰორიზონტი გაუხსნა ჩვენს ეროვნულ აროგანტულობას– უფრო მეტიც: ჩვენი ქვეყანა ზოგიერთი უცხოელი "იაზვობის" მოყვარულისთვისაც კი მიმზიდველი გახდა. მაგალითად რუსი ოლეგ პანფილოვისათვის. რომელიც ფეისბუკზე დიდი გატაცებით ერთობა ქართველ ოპოზიციონერებად ცნობილ პოლიტიკოსების გარეგნობით, მათი პრიმიტიული გემოვნებით "მოდელირებული" ფოტოების გამოქვეყნებით, რომლის წყალობითაც იგი ნამდვილი ფეის ვარსკვლავად გადაიქცა, მის გამოქვეყნებულ ყოველ ფოტოს ქართული ინტელექტუალური ელიტის ნაწილისა და მათი ფანების მიერ რუსულად შეთხზული იმ სიგრძე აღფრთოვანებული "კომენტარები მოყვება ხოლმე, რომ ხანდახან მეჩვენება, თითქოს საქართველომ პანფილოვის სახით ახალი გრიბოედოვი შეიძინა. რომელსაც როგორც ჩანს სახელისუფლებო პარტიაში მოღვაწე ნებისმიერი ქალი ანჟელინა ჟოლი გონია, ხოლო მამაკაცი ბრად პიტი.
ავტორი - მაგდა შავშიშვილი
გოეთე: ,,ფერები ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის სულზე:
მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ისეთი ემოციები და აზრები,
რომლებიც ჩვენ ან გვამშვიდებენ, ან გვაღელვებენ”.
ბუნებაში არსებული ფერები, დროთა განმავლობაში, ადამიანებმა ცხოვრებაშიც გადმოიტანეს.…თავიდან მათში ისინი აღტაცებას იწვევდა, რადგან ვერ აეხსნათ მათი არსებობა. როდესაც ცისარტყელას უყურებდნენ, ღვთისგან მოვლენილი სასწაული ეგონათ, მაგრამ ამ მოვლენას შემდეგ ნიუტონმა უპოვა ახსნა.
ფერები PR-შიც (Public Relations) გვხვდება. ზოგადად, PR არის მეცნიერებისა და ხელოვნების შერწყმა, რომელიც გამოიყენება ადამიანებს შორის ურთიერთობის დასამყარებლად. აქვე აღსანიშნავია, რომ მას მარტივი ფორმულა აქვს. კერძოდ, გამოვაჩინოთ ,,კარგი’’ და დავმალოთ ,,ცუდი’’, რაც დაეხმარება ამა თუ იმ პერსონას ,,დადებითი იმიჯის’’ შესაქმნელად. ახლა კი განვიხილოთ ის ფერები, რაც დამახასიათებელია PR –ის ნეგატიური ტექნოლოგიებისთვის:
>>შავი PR – იგი ასოცირდება ,,ბინძურ კამპანიასთან’’, რომელიც მიმათულია რეალური მოწინააღმდეგისკენ.
>>თეთრი PR – მის დროს, კანდიდატი თავბრუდამხვევი აგიტაციით არწმუნებს მოსახლეობას, რომ კამპანიაში განპირობებულია უბრალო ხალხის სიყვარულით და მათზე ზრუნვით.
>>წითელი PR – მის დანიშნულებას წარმოადგენს, ის რომ ობიექტი, რომლის წინააღმდეგაც ტარდება კამპანია ,,ცუდია’’. ამით ქმნის ,,მტრის ხატს”.
რა არის ფერი?
ფერი არის მატერიალური სამყაროს ობიექტების ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი. ვერ დავასახელებთ ადამიანის პრაქტიკული საქმიანობის რომელიმე სფეროს, სადაც არ იქნება საჭირო მისი აღქმა და შეფასება.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა მეცნიერებმა საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეძლეს ცისარტყელის წარმოშობის ახსნა, ამ სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ნიუტონმა იპოვა, ისიც ბევრი ცდისა და დაკვირვების საფუძველზე. ყოველივე ამის შემდეგ, იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თეთრი სინათლეს წარმოადგენს, რთულ სინათლეს, რომელიც მრავალი ფერადი სხივებისაგან შედგება. ისინი პრიზმაში გავლისას მეტ-ნაკლებად გარდატყდებიან, შედეგად კი მიიღება ფერადი ზოლი. ნიუტონი წერდა, რომ: `სხვადასხვაგვარად გარდატეხილი სხივები გვაძლევენ სხვადასხვა ფერს. ყველაზე მეტად გარდატყდება მეწამული ან იისფერი, ყველაზე მცირედ წითელი, საშუალოდ კი მწვანე. ლურჯი იმყოფება მეწამულსა და მწვანეს შორის. ხოლო ყვითელი კი _ მწვანესა და წითელს შორის. შედეგად კი სხივები შემდეგი თანმიმდევრობით განლაგდებიან: წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და იისფერი, თავიანთი შუალედური ფერებით. თეთრი, შავი და ნაცრისფერი მიიღება ყველა ფერის უწესრიგო შერევით.~ ნიუტონმა მოგვცა ცისარტყელის, როგორც ბუნებრივი მოვლენის, შემდეგნაირი ახსნა, რომ მზის სხივები გარდატყდება წვიმის წვეთებში ისევე, როგორც პრიზმაში, ხოლო ცისარტყელა წარმოიქმნება თეთრი სინათლის ფერად სხივებად დაშლის შედეგად.
საერთაშორისო ტექნიკურ ლექსიკონში ფერი განიხილება ორი გაგებით:
>>ფერი არის აღქმადი ფერადი შეგრძნება - იგი წარმოადგენს აღქმის ობიექტს და დამკვირვებელს საშუალებას აძლევს გაარჩიოს სხვადასხვა ფერი, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სპექტრალური შემადგენლობით.
>>ფერი, როგორც სამ განზომილებიანი ვექტორული სიდიდე – რომელიც ახასიათებს ვიზუალურად განურჩეველ ჯგუფს.
თვალზე, რომელიმე ფერის ხანგრძლივი მოქმედებისას მცირდება ამ ფერის აღქმის უნარი. ეს განსაკუთრებით აღინიშნება წითელ და იისფერზე, ხოლო ნაკლებად – ყვითელსა და მწვანეზე. წითელ ფერთან დიდხანს მომუშავე ადამიანები კარგავენ მისი ინტესივობის აღქმის უნარს. ამიტომ მაღაზიის დიზაინერებმა უნდა იცოდნენ ამ მოვლენის შესახებ, რადგან თავიდან აიცილონ ფერადი ადაპტაცია. ამიტომ, მათ წითელის გვერდით აუცილებლად უნდა განათავსონ მწვანე ან ლურჯი ფერის ნივთები. რაც შეეხება თეთრს, შავს და ნაცრისფერს – ისინი აქრომატული ფერებია (რაც ძველბერძნულად ,,უფეროს’’ ნიშნავს). ხოლო დანარჩენი _ ქრომატული ანუ ,,ფერადი’’.
თუ სხეული აირეკლავს და გაფანტავს მასზე დაცემული სხივების უდიდეს ნაწილს, მაშინ იგი თეთრია. ხოლო თუ სხეული მასზე დაცემული სხივების უდიდეს ნაწილს შთანთქვს, მაშინ გვეჩვენება შავ ფერად. თუ უფერო სხივების ყველა შემადგენელი ნაწილი შთაინთქმება თანაბრად, მაგრამ არა მთლიანად, მაშინ იგი ჩვენი თვალის მიერ აღიქმება, როგორც ნაცრისფერი.
ზემოთ მოცემული ინფორმაციის საშუალებით, ჩვენ უკვე შევიქმენით ზოგადი წარმოდგენა ფერის შესახებ, მაგრამ მოდი განვმარტოთ თითოეული ფერის მნიშვნელობა, თუ რა ნიშნისა და ხასიათის მატარებელია ის:
წითელი – ეს არის თბილი ფერი, მაგრამ ამავდროულად აღმგზნები. იგი ზრდის სისხლის წნევას და სუნთქვის რიტმს. შეყვარებულები და სექსუალური ადამიანები;
ყვითელი _ ფსიქოლოგიული კვლევებით მტკიცდება რომ, იგი ყველაზე `მხიარული~ ფერია ფერთა შორის და აწესრიგებს ადამიანს ფსიქოლოგიურად. აგრეთვე სისრულეში მოყავს სიტუაციები, ამოცანები და პრობლემები. ამ ფერით სარგებლობენ სიცოცხლით სავსე და ენერგიული ადამიანები;
ნარინჯისფერი – აწყნარებს გრძნობადობასა და გულისცემას, მაღლა წევს წნევას, აძლიერებს განწყობას, აგრეთვე კარგ ხასიათზე აყენებს ადამიანს და კარგ ატმოსფეროსაც უქმნის მას.
მწვანე - აწყნარებს ნერვულ სისტემას, ამცირებს ტკივილს, დაღლილობას და აგრეთვე, აწესრიგებს წნევას. ამ ფერით სარგებლობენ გაწონასწორებულები და ჭკვიანები;
ლურჯი – მას შეუძლია სისხლის წნევის, პულსისა და სუნთქვის სიხშირის შემცირება. იგი ხსნის ტკივილს ნევროლოგიის ან ანთების დროს. ამ ფერით სარგებლობენ ბედით უკმაყოფილონი;
იისფერი – მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე. უნებისყოფო ხალხი;
ყავისფერით – ამ ფერით სარგებლობენ კონსერვატიული ხალხი, რომელთაც არ უნდათ არაფრის შეცვლა.
რა არის რეკლამა?
რეკლამა ლათინური სიტყვაა ,,RECRAMO’’და ნიშნავს ყვირილს, ძახილს, მოთხოვნას. იგი შეიძლება განისაზღვროს, როგორც კომუნიკაციური საშუალება, რომელიც ისწრაფვის გადაიტანოს საქონლის ხარისხი თუ მომსახურება მომხმარებლის მოთხოვნილებების ენაზე.
კოტლერის განმარტებით რეკლამა არის კომუნიკაციის არაპიროვნული ფორმა, რომელიც ხორციელდება ინფორმაციის გავრცელების ანაზღაურებადი საშუალებებით, დაფინანსების ზუსტად ნაჩვენები წყაროებიდან.
რეკლამა არის ფასიანი, არა პირადი კომუნიკაცია, რომელსაც ახორციელებს იდენტიფიცირებული სპონსორი და რომელიც იყენებს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს, რათა დაიყოლიონ ან ზემოქმედება მოახდინონ აუდიტორიაზე.
კარგი ორგანიზაციის შემთხვევაში, რეკლამა ძალზედ ეფექტურია და ხელს უწყობს წარმოებული პროდუქციის ჩქარ და განუწყვეტლივ რეალიზაციას, ამიტომ დასავლეთში შექმნილია უამრავი ლაბორატორია, რომელთა მიზანია გამოააშკარავონ მასობრივი მყიდველის ფსიქოლოგია.
დოქტორმა ე. დიტჩერმა, რომელიც აშშ-ში ,,საიდუმლო შთაგონების უდიდეს მაგიად’’ არის მონათლული, გუძონში შექმნა `მოთხოვნილებების მოტივთა შესწავლის ინსტიტუტი~, სადაც ათასობით თანამშრომელი ეძებს რეკლამის ეფექტურ საშუალებებს, ფორმებსა და მეთოდებს. ამ ლაბორატორიის თითოეულ რეკომენდაციაში კლიენტი იხდის $10000-დან $60000-მდე, რადგან მის დამუშავების პროცესში მონაწილეობს 30 მეცნიერი და 30000-მდე გამოკითხვის სპეციალისტი.
სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ აშშ-ში წარმატებული სარეკლამო სააგენტოების ყველა ხელმძღვანელი ქალია. ამერიკელები ხუმრობენ: ,,სარეკლამო საქმე დაფუძნებულია წარმოსახვასა და ფანტაზიაზე, ხოლო ქალებს ეს თვისებები იმდენი აქვთ, რამდენიც გნებავთ’’.
ძირითადად, გამოიყენება შემდეგი სახის სარეკლამო მეთოდები:
- ლაბორატორიული მეთოდი – სპეციალური ტექნიკური ხელსაწყოების მეშვეობით დგინდება თუ რამხელა, როგორი და რა შიინაარსის უნდა იყოს რეკლამა.
- გამოკითხვისა და აღრიცხვის მეთოდი - მისი მეშვეობით ხდება იმის გაგება, თუ რომელი რეკლამა იქნება უფრო ეფექტური, რათა პროდუქტი გახდეს უფრო კომერცული. ამისათვის ისინი ატარებენ სოციოლოგიურ გამოკითხვებს.
- ფსიქოანალიზის მეთოდი - ეს მეთოდი გამოიყენებს `სიღრმით ფსიქოლოგიას~, რაც იმას ნიშნავს რომ, ფსიქოლოგი ატარებს `ქვეფსიქიკურ~ ძიებას, რასაც სჭირდება დიდი დრო, მაგრამ შედეგი უტყუარი და ამავე დროს მცირე მოცულობისაა. ამის უფრო გასაგებად წარმოჩენისათვის გამოდგება შემდეგი მაგალითი: აშშ-ში ერთ-ერთმა ლუდის მწარმოებელმა ფირმამ გამოუშვა ახალი სორტის ლუდი, რომლის ეტიკეტზეც ეწერა ესეთი სლოგანი: `ეს ლუდი არ ასუქებს ადამიანს~. როგორც წესი, ამას მისი ყიდვისუნარიანობა უნდა გაეზარდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ბევრი კვლევისა და ცდის შემდეგაც კი ვერ მიხვდნენ მიზეზს. ბოლოს, მოიწვიეს ფსიქოლოგები და მათი დაკვირვების შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეტიკეტის წარწერაში უნდა ამოეღოთ სიტყვა `მსუქანი~. ხოლო, ეს ყოველივე იმით ახსნეს, რომ როცა ადამიანს სწყურია და სურს ლუდის მირთმევა, იგი არ ფიქრობს შედეგზე ანუ გასუქებაზე. ამ შემთხვევაში კი, ეს ეტიკეტი ახსენებს მას, რომ ლუდი ფორმას შეუცვლის (გაასუქებს) და ამიტომ იგი წყურვილს სხვა გამაგრილებელი სასმელით იკლავს.
- შედეგთა შემოწმების მეთოდი - იმისათვის რომ გავიგოთ რამდენად სანდოა გამოკითხვით მიღებული შედეგი, საჭიროა მათი შემოწმება. ხოლო შედეგთა შემოწმების მრავალი ხერხი არსებობს. კერძოდ, გამოკითხული პირები, 48 სთ-ის გასვლის შემდეგ, ხელახლა გამოიკითხებიან იმ მიზეზით, ვითომ პირველად მიღებული მასალა დაიკარგა. ხოლო, თუ მათ თითქმის იგივე პასუხი გასცეს, მაშინ გამოკითხვის შედეგის სანდოობაც დადგენილია.
- კითხვარის მეთოდი - კითხვარი შეიქმნა იმისთვის, რომ შეეცვალა ის დრო, კვალიფიციური სპეციალისტები და სხვა ხარჯები რაც გამოკითხვით მიღებული მასალების შედეგების შეგროვებას სჭირდებოდა. რაც ამ ყოველივესთან არის დაკავშირებული. მათი შედგენა ცოტა არ იყოს და რთულია, რადგან საჭიროა პასუხები დაყვანილი იყოს მინიმუმამდე, როგორიცაა `დიახ~ ან `არა~.
- იძულების მეთოდი - ცდისპირს, სწორად შევსებული ანკეტის სანაცვლოდ, სთავაზობენ რაიმე სუვენირს ან ფულს. ასეთი ტიპის გასამრჯელოს მეშვეობით, ადამიანს აიძულებენ შეავსოს სწორად ანკეტა.
- წერილობითი ინტერვიუს მეთოდი- ექსპერტებს ხშირად აინტერესებთ საზოგადოების აზრი ამა თუ იმ მაღაზიის, ფირმის ან სხვა დაწესებულების შესახებ. ამიტომ ისინი მიმართავენ წერილობითი ინტერვიუს მეთოდს. კერძოდ, მათ აქვთ სიაში ჩამოწერილი ის ადგილები, ფირმები თუ პროდუქცია, რომლის შესახებაც აინტერესებთ ხალხის განწყობა. ანკეტა თითოეულ ცდისპირს სთხოვს თითოეული სახელის გასწვრივ აღნიშნოს თავისი დამოკიდებულება: რომელია უსიამოვნო, ოდნავ სასიამოვნო, ძალიან სასიამოვნო და ნეიტრალური.
- ისტორიული მეთოდი - რეკლამის ფსიქოლოგიას აგრეთვე შეისწავლიან `ისტორიული მეთოდით~. იგი გულისხმობს, რომ შეისწავლიან გასულ წლებში ამა თუ იმ ჟურნალში არსებულ რეკლამას და მის განვითერებას შემდეგ წლებში. თუ რეკლამა უფრო ფერადი გახდა, მაშინ მან დადებითი ზეგავლენა მოახდინა მის წარმატებულობაში. ხოლო თუ პირიქით _ უარყოფითი, ანუ ფერზე მეტად დატვირთვა ტექსტზე მოდიოდა.
- პირდაპირი შთაგონების მეთოდი - აშშ-ში რეკლამის `მიმზიდველობით უნარებს~ ორ კატეგორიად ყოფენ: `მოკლე წრედად~ და `გრძელ წრედად~. პირველი გულისხმობს პირდაპირ ზეგავლენას მყიდველზე და შთაგონების მეშვეობით აიძულებს იყიდოს ესა თუ ის პროდუქცია. ხშირად ასეთ სარეკლამო აგენტებს ტაქსის მძღოლები წარმოადგენენ აშშ-ში. ისინი უკეთებენ ერთგვარ რეკლამას რომელიგაცა ფირმის სიგარეტს. ანუ მანქანაში ჩამჯდარ კლიენტს ისე სასიამოვნოდ უყვებიან თავის შთაბეჭდილებებს იმ ფირმის სიგარეტის შესახებ, რომლის აგენტსაც წარმოადგენს, რომ უმრავლესობა ადამიანებისა ქვეცნობიერად ეძებს მას შესაძენად.
- არაპირდაპირი შთაგონების მეთოდი – ჩვეულებრივ, რეკლამაში უპირატესობას ანიჭებენ `გრძელვადიან წრედს~ ანუ არაპირდაპირ შთაგონების მეთოდს. იგი გულისხმობს ისეთ საშუალებათა გამოყენებას, რომელიც ასოციაციას შეგიქმნის პროდუქციაზე.
- ცნობილ პიროვნებათა დამოწმების მეთოდი – ამ მეთოდს არაპირდაპირი შთაგონების ერთ-ერთ სახედ თვლიან. მას უმეტესწილად კონსულტაციის ფორმა აქვს. რეკლამის ეს ტიპი შემდეგნაირად წარმოიშვა: კლიენტი, რომელიც კმაყოფილი იყო ამა თუ იმ პროდუქციით, მადლობის წერილს წერდა მის მწარმოებელ ფირმას. ხოლო, ამით ერთმა ჭკვიანმა პიროვნებამ ისარგებლა და ეს წერილები გაზეთში გამოაქვეყნა რეკლამის სახით. ამას მოჰყვა ის რომ, შემდეგ ასეთი ტიპის რეკლამებში მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი პიროვნებები, რომლებიც ურჩევდნენ საზოგადოებას ამ პროდუქციის შეძენას.
რა ზეგავლენას ახდენს ფერი რეკლამაზე?!
ცნობილია, რომ ფერისადმი უპირატესობის მინიჭება სუბიექტურია და ადამიანები ფერთა კომბინაციებს სხვადასხვანაირად აფასებენ, რადგან თითოეული ფერი ცალკეულ პიროვნებაში სხვადასხვა ემოციას აღძრავს. ამას მრავალი ექსპერიმენტები მოწმობს. კერძოდ, ერთ ადამიანს, წითელი ფერი იმიტომ მოსწონს, რომ იგი ახსენებს მზის ჩასვლას `თაფლობის თვეში~, ხოლო მეორე ცისფერს ანიჭებს უპირატესობას, რადგან მისი საუკეთესო მოგონება ოკეანესთან არის დაკავშირებული და ა.შ.
ცნობილია, რომ სპექტრის რამდენიმე ფერი ატარებს თავისებურ ატმოსფერულ თვისებას, რომლის გათვალისწინება აუცილებელია რეკლამის შექმნისას. (ქვემოთ მოცემულია ცხრილი ფერისთვის დამახასიათებელი თვისებების მიხედვით.).
ამ ფერების მოქმედებას ადამიანებზე მრავალი ფაქტი მოწმობს. კერძოდ, ერთ-ერთ საამქროში მუშებმა გამოთქვეს პროტესტი, რომ სამუშაო ადგილას ციოდა. ეს კი გამოწვეული იყო იმით, რომ კედლები იყო შეღებილი ცისფრად. საკმარისი აღმოჩნდა ამ კედლების გადაღებვა წითლად, რომ მათ სიცივე აღარ აწუხებდათ. მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა არ შეუცვლიათ. ასევე დადგენილია, რომ ფერადი რეკლამა დიდ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე.
საინტერესოა იმის დადგენაც, თუ რომელი ფერის ასოები და ციფრები იკითხება ყველაზე უკეთ ამა თუ იმ ფერის ფონზე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე უკეთ ლურჯი ფერის ასოები იკითხება თეთრ ფონზე. (გავიხსენოთ თიბისი ბანკი). შემდეგ მოდის:
- შავი – ყვითელზე; მწვანე – თეთრზე; შავი – თეთრზე; მწვანე – წითელზე; წითელი – ყვითელზე;
- წითელი – თეთრზე; ნარინჯისფერი -შავზე; შავი -ალისფერზე; ნარინჯისფერი – თეთრზე;
- წითელი – მწვანეზე.
ამერიკულ ფერმცოდნეობაში უკანასკნელ წლებში ფერების შემდეგი კლასიფიკაციაა მიღებული:
წითელ ფერს სტიმულაციური ზეგავლენის უნარი აქვს და ემოციურ რეაქციებს იწვევს;
ცისფერი ცივი ფერია და დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე;
მწვანე გამომაცოცხლებელი ფერია და ამშვიდებს, აცხრობს ძალზე კაშკაშა მზის განათებას;
ყავისფერი ამშვიდებს, მაგრამ დეპრესიას იწვევს, როდესაც იზოლირებულად არის გამოყენებული. იგი უსათუოდ ყვითელთან ან ნარინჯისფერთან ერთად უნდა გამოვიყენოთ, რათა თავიდან ავიცილოთ მისი ასეთი გავლენა;
ნარინჯისფერი ძალზე ნათელია და აღტაცებას იწვევს;
იასამნისფერი განსაკუთრებით კეთილშობილი ფერია და სევდას იწვევს;
შავი თუ მას იზოლირებულად გამოვიყენებთ, მძიმე დარდს იწვევს, მაგრამ იგი ძალზედ სასარგებლო ფერია, განსაკუთრებით კონტრასტების შესაქმნელად;
თეთრი ფერი სიწმინდისა და სისფუთავის სიმბოლოა. იგი ცივი ფერია, თუ მასთან ერთად არ არის გამოყენებული წითელი, ყვითელი ან ნარინჯისფერი.
რეკლამისათვის ძირითად ფერებს წარმოადგენს წითელი, ყვითელი და მწვანე ან მათ თანაბრად ანაწილებენ ამა თუ იმ ფართობზე. ამ ფერების შეხამება მკვეთრ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე და ყურადღებას იპყრობს ძალზე შორი მანძილიდან.
ჩვენ ვისაუბრეთ ბეჭდვით რეკლამაზე, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ რომ, მაღაზიის ვიტრინაც ერთგვარი რეკლამაა ამ მაღაზიისთვის. ამიტომ მის გასაფორმებლადაც საჭიროა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება. კერძოდ:
- ჩრდილი _ ეს ფერის დასახელებაა: ლურჯი, წითელი, მწვანე და ა.შ.
- ინტესიურობა _ ეს არის ამა თუ იმ ფერის სიჭარბე.
- სიღრმე _ ეს ამა თუ იმ ფერის სინათლეა ან სიმუქე.
მაგალითად, თუ ნათელ საგნებს დავაწყობთ მუქ ფონზე, ისინი უფრო ნათლად გამოიყურებიან. თუ დავაკვირდებით საიუველირო მაღაზიის დახლს, სადაც გამოტანილია ვერცხლის პროდუქცია, შევამჩნევთ რომ იგი გამოფენილია შავ ბარხატზე. ანუ ამ მოქმედებით, სამკაულები უფრო თვალის მომჭრელია და მეტ ყურადღებას იპყრობს.
ამის გარდა, არსებობს ვიტრინის გაფორმების 4 ფორმა:
>>მონოქრომალური – გაფორმება ერთი ფერის გამოყენებით;
>>ანალოგიური- ერთი ფერის საგნის, მსგავსი ფერებით გაფორმება.
>>კონტრასტული – გაფორმება სხვადასხვა ფერით.
>>მრავალფეროვანი – კომბინაცია რამოდენიმე ფერის.
ზემოთ მოცემული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფერი მართლაც ზემოქმედებს ადამიანზე, მის ფსიქიკასა და განწყობილებაზე. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფერთა შეხამება არა მარტო რეკლამებისთვისაა სასარგებლო, არამედ იმ დარგისთვისაც, რომელსაც ვემსახურებით. ნებისმიერი პროფესიის ადამიანს აქვს საზოგადოებასთან კავშირი და იმის სურვილიც, რომ ამ საზოგადოებაში იყოს ყურადღების ცენტრში, რაზეც ქვეცნობიერად ზემოქმედებს ის ფერები, რასაც იგი იყენებს.


_-_The_Birth_of_Venus_(1879).jpg)
