მე, ყველაზე მაგარი ვარ!

Posted 5:00 PM by Nina in თემები , , , , ,

untitled1

ავტორი: ჯორჯ პაიკი

ცოტა ხნის წინ, ამერიკის თითქმის ყველა დიდი ქალაქის ქუჩებში უჩვეულო ნიშნები გამოჩნდა. იდეა მეტად ორიგინალურია – ქუჩებში მხოლოდ საგზაო ნიშნების, რეკლამების და აბრების არსებობას ახალისებს.

you-are-not-cool

trustocorp – აი, ამ სახელით მოქმედებს ის ხალხი, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს. ისინი ამბობენ რომ მათი მიზანია ხალხს ღიმილი მოჰგვარონ და სასურველია თუ ცოტაც დაფიქრდებიანო.

untitled1

წარმოიდგინე, ჩვენთანაც გააკეთეს მსგავსი რამ და ფეხით მოსიარულე “მაგარმა ტიპმა”, – რომელიც “ქემელ ლიგის” და მსოფლიო ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებულია გრძელ დინსტანციაზე გადაფურთხებაში, ასევე ყველა იმ ნიშნით არის კბილებემდე შეიარაღებული რაც აუცილებელია “მაგარი ტიპობისთვის”, – დაინახა წარწერა: “შენ არ ხარ მაგარი ტიპი”, როგორ გგონია რას იზავს? ალბათ, მივა და ზედ საკუთარ “კლიჩკას” ამოკაწრავს “ბაბაჩკის” წვერით.

მერე რა, თუკი ნიუ–იორკში არ ვცხოვრობ და ქუჩაში სეირნობისას ვერ ვნახავ მსგავს ნიშნებს, სამაგიეროდ, თუ მოვინდომე მეც გავიღიმებ და დავფიქრდები კიდეც.

ყველაზე მეტად მომეწონა ნიშანი წარწერით: “YOU ARE NOT COOL”. ვნახე, გავიღიმე, დავფიქრდი…

1970 – იან წლებში, ა.შ.შ.–ს რადიოსადგურით გადაიცემოდა გარისონ კეილორის (Garrison Keillor) რადიოშოუ, რომელშიც საუბარი მიდიოდა გამოგონილ ქალაქ Lake Wobegon–ზე, სადაც: “ყველა ქალი ძლიერია, ყველა კაცი მომხიბვლელია და ყველა ბავშვის შესაძლებლობები საშუალოზე მაღალია”. მოგვიანებით კეილორმა წიგნიც დაწერა: “Lake Wobegon Days”, ფსიქოლოგიაში კი გაჩნდა ტერმინი – Lake Wobegon–ის ეფექტი, რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანების უმრავლესობა საკუთარ თავს სხვასთან შედარებით უფრო მაღალ შეფასებას აძლევს. მაგალითად, გამოკითხეს მძღოლები, რომელთა უმრავლესობაც საკუთარ თავს საუკეთესოდ მიიჩნევდა. გამოკითხეს მოსწავლეები, მათი უმრავლესობაც თვლიდა რომ თანაკლასელებზე ძლიერები იყვნენ. დაადგინეს რომ ადამიანს რაც ნაკლები აქვს იტელექტის კოეფიციენტი,(IQ) მით უფრო დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, და პირიქით – მაღალი IQ მქონე ადამიანები, უფრო სწორად აფასებდნენ თავიაანთ შესაძლებლობებს.

ფსიქოლოგების მოსაზრებით, საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენის ქონა...

იხილეთ გაგრძელება>>> e2e4paiki.wordpress.com



0 comment(s) to... “მე, ყველაზე მაგარი ვარ!”