პერსონალის შერჩევა თანამედროვე მართვის პირობებში
Posted 8:00 PM by Nina in თემები businesscafe, ბიზნესი, სასარგებლო, ფსიქოლოგიაPosted by businesscafe
პერსონალის შერჩევის არსი
წარსულში ხელმძღვანელები ხშირად არჩევდნენ ახალ თანამშრომლებს კადრების სამსახურების გარეშე. ამ დროს ისინი ეყრდნობოდნენ საკუთარ ინტუიციას და გამოცდილებას, აგრეთვე რეკომენდაციას წინა სამუშაო ადგილიდან. ხშირი შეცდომები კი იწვევდა თანამშრომელთა ხშირ განთავისუფლებას და ახლის დანიშვნას. ასეთი მიდგომა არაეკონომიური და არაეფექტიანი იყო. თანამედროვე პირობებში პერსონალის მართვის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა კადრების შეკრება და შერჩევა. ნებისმიერი ორგანიზაციის მომავალი საქმიანობა პერსონალის მართვის სფეროში დიდაა დამოკიდებული იმაზე თუ როგორი კადრები იქნა შერჩეული და როგორ ჩატარდება შერჩევის პროცესი. საჭიროა მთელი სერიოზულობით მოვეკიდოთ პერსონალის მართვის ამ ეტაპს რათა ადგილი არ ჰქონდეს დამატებით გართულებებს ფირმის საქმიანობაში. იმისათვის რომ დაქირავებულ იქნას შესაბამისი მომუშავეები არსებული ვაკანსიების შესავსებად, საჭიროა მოვიპოვოთ ზუსტი ინფორმაცია თვით სამუშაოს ხასიათის შესახებ, იმ თვისებებისა და კვალიფიკაციის შესახებ, რაც აუცილებელია გააჩნდეს პრეტენდენტს მოცემული სამუშაოს შესასრულებლად. ესაა ე.წ. მოსამზადებელი ეტაპი პერსონალის შერჩევისათვის, რომელიც შემდეგი თანმიმდევრობით ტარდება:
>>სამუშაოს შინაარსის ანალიზი;
>>სამუშაოს ხასიათის აღწერა (თანამადებობრივი ინსტრუქცია);
>>მოთხოვნები პერსონალისადმი.
სამუშაოს შინაარსის ღრმა ანალიზი საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ამოცანების გადაწყვეტა მოუხდებათ მომუშავეებს მოცემული სამუშაოს შესრულებისას და როგორია ამ სამუშაოს ინდივიდუალური მახასიათებლები. უკვე ჩატარებული ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია შევადგინოთ შესასრულებელი სამუშაოს თანამდებობრივი ინსტრუქცია. ამ დოკუმენტში მოკლედაა გადმოცემული მოცემული სამუშაოს შესრულების ძირითადი ამოცანები, საჭირო უნარ ჩვევები, მომავალი მომუშავის პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების საკითხები. მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ ეტაპს წარმოადგენს იმ მოთხოვნების ჩამოყალიბება რომელთა შესრულებაც აუცილებელია პრეტენდენტებისათვის სამუშაოს განსახორციელებლად. ანუ მაქსიმალურად ზუსტად უნდა განისაზღვროს საჭირო უნარ-ჩვევები, ზოგადი და პროფესიული ცოდნის დონე, კვალიფიკაცია, პრაქტიკული გამოცდილება და ა.შ.
შერჩევის ორგანიზაციაში მონაწილეობენ ფუნქციონალური და ხაზობრივი სამსახურების ხელმძღვანელები, მათ ეხმარებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ფუნქციონალური და ხაზობრივი სამსახურების ხელმძღვანელებს ეკუთვნით საბოლოო სიტყვა თანამდებობებისადმი წაყენებული მოთხოვნების ჩამოყალიბებისას და კადრების განყოფილების მიერ ამორჩეული კანდიდატებიდან სასურველის შერჩევისას. პერსონალის შერჩევის სისტემა განსხვავებულია აშშ-სა და იაპონიაში. გარკვეულწილად, იაპონურ ფირმებში ,,ორგანიზაციას არგებენ ადამიანს”. აქ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ სპეციალურ ცოდნას, უნარ-ჩვევებს და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც საჭიროა თანამდებობრივი მოვალეობების დაუყოვნებელი შესრულებისათვის და კონცენტრირებულნი არიან ინდივიდუალურ პოტენციალზე და სწავლის ხარისხზე. ეს იმით აიხსნება, რომ იაპონურ ფირმებში ამა თუ იმ პიროვნების დაქირავება ხდება, როგორც წესი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. კონკრეტული სპეციალური უნარ-ჩვევების და გამოცდილების მიღება ხდება უშუალოდ ფირმაში. კადრებთან მუშაობის მთელი სისიტემა აქ მორგებულია ,,მუდმივი დაქირავების” პრინციპს. აშშ-ში კი უპირატესობას ანიჭებენ ისეთი მომუშავეების დაქირავებას რომლებსაც გააჩნიათ პრაქტიკული გამოცდილება, პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები. ასეთ შემთხვევაში ახალი მომუშავეების სწავლებაზე გაცილებით ნაკლები დანახარჯებია საჭირო და დაქირავებულს შეუძლია პირდაპირ შეუდგეს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ყველა შემთხვევაში კადრების შერჩევა მიმართულია პრეტენდენტის უნარისა და შესაძლებლობების გამოვლენისაკენ, რათა განსაზღვრულ იქნეს მისი შესაბამისობა ორგანიზაციის მუშაობის თავისებურებებთან და პირობებთან. ორგანიზაციათა უმრავლესობა იყენებს ვაკანტურ თანამდებობებზე შერჩევის გავრცელებულ პროცედურას, რომელსაც კადრების განყოფილება ახორციელებს.
პერსონალის შერჩევის პროცედურა…
გაგრძელება იხილეთ აქ>>> businesscafe.wordpress.com